კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ და როდის გავახაროთ სააღდგომო ჯეჯილი - რჩევები  ზურა შევარდნაძისგან
როგორ და როდის გავახაროთ სააღდგომო ჯეჯილი - რჩევები  ზურა შევარდნაძისგან

აღ­დგო­მის დღე­სას­წა­უ­ლის­თვის თქვენს სუფ­რა­ზე რომ ლა­მა­ზი ჯე­ჯი­ლი ბი­ბი­ნებ­დეს, თა­და­რი­გი წი­ნას­წარ უნდა და­ი­ჭი­როთ. ბევ­რმა ოჯახ­მა ჯე­ჯი­ლის გა­ხა­რე­ბა კარ­გად იცის, მაგ­რამ ყო­ველ­თვის მო­ი­ძებ­ნე­ბი­ან ახალ­ბე­დე­ბი, რომ­ლებ­საც ამის გა­მოც­დი­ლე­ბა ჯერ არ აქვთ.

"რე­ი­ტინ­გი" ცნო­ბილ ქარ­თველ ფლო­რისტს, "გარ­დე­ნია შე­ვარ­დნა­ძის" შემ­ქნელს ზუ­რაბ შე­ვარ­დნა­ძეს ესა­უბ­რა. სწო­რედ ის გაგ­ვი­ზი­ა­რებს სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას, რო­გორ გა­ვა­ხა­როთ ჯე­ჯი­ლი სა­აღ­დგო­მოდ.

ზურა შე­ვარ­დნა­ძეს­თან შეხ­ვედ­რი­სას, რა თქმა უნდა ხე­ლი­დან არ გა­ვუშ­ვით შან­სი და მის­გან ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო რჩე­ვე­ბი შე­ვი­ტყვეთ, მათ­თვის ვი­საც მე­ბა­ღე­ო­ბა იტა­ცებს.

- ბა­ტო­ნო ზურა, ბოლო დროს მე­ბა­ღე­ო­ბა არა­ერთ ადა­მი­ანს იტა­ცებს, რა რჩე­ვე­ბი უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ სა­გა­ზა­ფხუ­ლოდ მათ ბა­ღის მო­წყო­ბი­სას?

- გა­ზა­ფხულ­ზე რჩე­ვე­ბის მი­ცე­მა სწო­რი არ არის, რად­გან ბა­ღის კე­თე­ბა იწყე­ბა წინა წლის შე­მოდ­გო­მი­დან. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მო­დის ჩვენ­თან "გარ­დე­ნი­ა­ში", ხე­დავს აყ­ვა­ვე­ბულ ყვა­ვი­ლებს, ტი­ტებს, ნარ­ცი­სებს და ისი­ნი კი­თხუ­ლო­ბენ ამ ყვა­ვი­ლე­ბის ნერ­გებს.

მე მა­ინც მგო­ნია ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას მე­ბა­ღე­ო­ბის ცოდ­ნა აკ­ლია. შე­საძ­ლოა გა­საკ­ვი­რი იყოს, მაგ­რამ ბა­ღის კე­თე­ბა იწყე­ბა წიგ­ნი­დან, ბა­ღის კე­თე­ბის დროს მთა­ვა­რია სიყ­ვა­რუ­ლი და ინ­ფორ­მა­ცია. გა­ზა­ფხუ­ლის ბოლ­ქვოვ­ნე­ბი ახლა რომ ყვა­ო­დეს, წინა წლის ოქ­ტომ­ბერ­ში უნდა დავ­თე­სოთ. ახ­ლაც გრძელ­დე­ბა დარ­გვის სე­ზო­ნი, ზა­ფხულ­ში რომ ლა­მა­ზი ბაღი გვქონ­დეს, ახლა უნდა დავრგოთ ყვა­ვი­ლე­ბი.

- გა­ზა­ფხულ­ზე ხში­რად იც­ვლე­ბა ტემ­პე­რა­ტუ­რა და ამინ­დი, რო­გორ უნდა და­ვიც­ვათ მცე­ნა­რე ამინ­დის ცვა­ლე­ბა­დო­ბის მავ­ნე ზე­გავ­ლე­ნის­გან?

- სა­სურ­ვე­ლია თბი­ლი გა­ზა­ფხუ­ლი, ზამ­თა­რი ზამ­თარს ჰგავ­დეს, მაგ­რამ ეს ფუ­ფუ­ნე­ბა სად არის? სამ­წუ­ხა­როდ ასე რე­გუ­ლა­რუ­ლად არ მიყ­ვე­ბა წე­ლი­წა­დის დრო­ე­ბი ერ­თმა­ნეთს. ზამ­თრი­დან ზა­ფხულ­ზე გა­დავ­დი­ვართ. გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბა ჰგო­ნი­ათ, რომ ნიშ­ნავს ტემ­პე­რა­ტუ­რის დათ­ბო­ბას. გერ­მა­ნელ­მა კო­ლე­გამ ამიხ­სნა, რომ გლო­ბა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა ნიშ­ნავს კონ­ტრას­ტულ ზრდას. გარ­თულ­დე­ბა კლი­მა­ტუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. ეს არე­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა ამ დათ­ბო­ბას­თან არის კავ­ში­რი.

კლი­მატს უნდა ავე­წყოთ. ჩემი ჯა­დოს­ნუ­რი სი­ტყვე­ბია მი­ი­ხედ-მო­ი­ხე­დო. ანუ ნახო რა ხა­რობს. თუ მცე­ნა­რე ხა­რობს, ნე­ბის­მი­ე­რი მცე­ნა­რე ლა­მა­ზია. მე ეს მინ­და და ამის გამო, ეგ­ზო­ტი­კუ­რი მცე­ნა­რე­ე­ბი დავრგო ბაღ­ში, არ არის გა­მარ­თლე­ბუ­ლი, რად­გან შე­საძ­ლოა მცე­ნა­რე კონ­კრე­ტულ პი­რო­ბებ­ში თავს კომ­ფორ­ტუ­ლად არ გრძნობ­დეს. თუნ­დაც ოთა­ხის ყვა­ვი­ლე­ბი ავი­ღოთ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ტემ­პე­რა­ტუ­რა, სა­ი­დან შე­მო­დის მზე, ნი­ავ­დე­ბა თუ არა ოთა­ხი და ა.შ. უნდა შე­ხე­დო რა პი­რო­ბე­ბია და ამის მი­ხედ­ვით დარ­გო.

- ბა­ტო­ნო ზურა, ახლა აღ­დგო­მა მო­დის. ტრა­დი­ცი­ის მი­ხედ­ვით, სა­აღ­დგო­მო დე­კო­რა­ცი­ის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია ჯე­ჯი­ლი, რო­გორ უნდა გა­ვა­ხა­როთ?

- მე არ მომ­წონს პა­ტა­რა თეფ­შებ­ზე და­თე­სი­ლი ჯე­ჯი­ლი. დიდ სი­ნებ­ზე ვთე­სავ. სა­აღ­დგო­მო გა­მო­ფე­ნას ვგეგ­მავთ „გარ­დე­ნი­ა­ში“, ამი­ტომ გუ­შინ მო­ვი­ტა­ნე ხორ­ბა­ლი, ძვე­ლი ლე­ი­ბი დავ­შა­ლე და ორ დღე­ში დავ­თე­სავ ჯე­ჯილს სპი­ლენ­ძის სი­ნებ­ზე. ძა­ლი­ან ლა­მა­ზია მა­გი­დებ­ზე ჯე­ჯი­ლის დიდი მინ­დვ­რე­ბი.

- რამ­დე­ნი დღით ადრე უნდა დავ­თე­სოთ ჯე­ჯი­ლი, სა­აღ­დგო­მოდ ლა­მა­ზად რომ ყვა­ო­დეს?

- გა­აჩ­ნია, სად გი­დევს. მე გა­უთ­ბო­ბელ ოთახ­ში უნდა და­ვა­წყო. ცივ ოთახ­ში რთუ­ლად ამო­დის ჯე­ჯი­ლი. თბილ ოთახ­ში კი მე­სა­მე დღეს ამო­დის. კარ­გა ხანს ძლებს, მაგ­რამ როცა თეს­ლი გა­მო­ი­ფი­ტე­ბა, ფერ­მკრთალ­დე­ბა....წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

როგორ და როდის გავახაროთ სააღდგომო ჯეჯილი - რჩევები  ზურა შევარდნაძისგან

როგორ და როდის გავახაროთ სააღდგომო ჯეჯილი - რჩევები  ზურა შევარდნაძისგან

აღდგომის დღესასწაულისთვის თქვენს სუფრაზე რომ ლამაზი ჯეჯილი ბიბინებდეს, თადარიგი წინასწარ უნდა დაიჭიროთ. ბევრმა ოჯახმა ჯეჯილის გახარება კარგად იცის, მაგრამ ყოველთვის მოიძებნებიან ახალბედები, რომლებსაც ამის გამოცდილება ჯერ არ აქვთ.

"რეიტინგი" ცნობილ ქართველ ფლორისტს, "გარდენია შევარდნაძის" შემქნელს ზურაბ შევარდნაძეს ესაუბრა. სწორედ ის გაგვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას, როგორ გავახაროთ ჯეჯილი სააღდგომოდ.

ზურა შევარდნაძესთან შეხვედრისას, რა თქმა უნდა ხელიდან არ გავუშვით შანსი და მისგან ასევე საინტერესო რჩევები შევიტყვეთ, მათთვის ვისაც მებაღეობა იტაცებს.

- ბატონო ზურა, ბოლო დროს მებაღეობა არაერთ ადამიანს იტაცებს, რა რჩევები უნდა გაითვალისწინონ საგაზაფხულოდ მათ ბაღის მოწყობისას?

- გაზაფხულზე რჩევების მიცემა სწორი არ არის, რადგან ბაღის კეთება იწყება წინა წლის შემოდგომიდან. ბევრი ადამიანი მოდის ჩვენთან "გარდენიაში", ხედავს აყვავებულ ყვავილებს, ტიტებს, ნარცისებს და ისინი კითხულობენ ამ ყვავილების ნერგებს.

მე მაინც მგონია ჩვენს მოსახლეობას მებაღეობის ცოდნა აკლია. შესაძლოა გასაკვირი იყოს, მაგრამ ბაღის კეთება იწყება წიგნიდან, ბაღის კეთების დროს მთავარია სიყვარული და ინფორმაცია. გაზაფხულის ბოლქვოვნები ახლა რომ ყვაოდეს, წინა წლის ოქტომბერში უნდა დავთესოთ. ახლაც გრძელდება დარგვის სეზონი, ზაფხულში რომ ლამაზი ბაღი გვქონდეს, ახლა უნდა დავრგოთ ყვავილები.

- გაზაფხულზე ხშირად იცვლება ტემპერატურა და ამინდი, როგორ უნდა დავიცვათ მცენარე ამინდის ცვალებადობის მავნე ზეგავლენისგან?

- სასურველია თბილი გაზაფხული, ზამთარი ზამთარს ჰგავდეს, მაგრამ ეს ფუფუნება სად არის? სამწუხაროდ ასე რეგულარულად არ მიყვება წელიწადის დროები ერთმანეთს. ზამთრიდან ზაფხულზე გადავდივართ. გლობალური დათბობა ჰგონიათ, რომ ნიშნავს ტემპერატურის დათბობას. გერმანელმა კოლეგამ ამიხსნა, რომ გლობალური ტემპერატურა ნიშნავს კონტრასტულ ზრდას. გართულდება კლიმატური მდგომარეობა. ეს არეული მდგომარეობა ამ დათბობასთან არის კავშირი.

კლიმატს უნდა ავეწყოთ. ჩემი ჯადოსნური სიტყვებია მიიხედ-მოიხედო. ანუ ნახო რა ხარობს. თუ მცენარე ხარობს, ნებისმიერი მცენარე ლამაზია. მე ეს მინდა და ამის გამო, ეგზოტიკური მცენარეები დავრგო ბაღში, არ არის გამართლებული, რადგან შესაძლოა მცენარე კონკრეტულ პირობებში თავს კომფორტულად არ გრძნობდეს. თუნდაც ოთახის ყვავილები ავიღოთ, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ტემპერატურა, საიდან შემოდის მზე, ნიავდება თუ არა ოთახი და ა.შ. უნდა შეხედო რა პირობებია და ამის მიხედვით დარგო.

- ბატონო ზურა, ახლა აღდგომა მოდის. ტრადიციის მიხედვით, სააღდგომო დეკორაციის განუყოფელი ნაწილია ჯეჯილი, როგორ უნდა გავახაროთ?

- მე არ მომწონს პატარა თეფშებზე დათესილი ჯეჯილი. დიდ სინებზე ვთესავ. სააღდგომო გამოფენას ვგეგმავთ „გარდენიაში“, ამიტომ გუშინ მოვიტანე ხორბალი, ძველი ლეიბი დავშალე და ორ დღეში დავთესავ ჯეჯილს სპილენძის სინებზე. ძალიან ლამაზია მაგიდებზე ჯეჯილის დიდი მინდვრები.

- რამდენი დღით ადრე უნდა დავთესოთ ჯეჯილი, სააღდგომოდ ლამაზად რომ ყვაოდეს?

- გააჩნია, სად გიდევს. მე გაუთბობელ ოთახში უნდა დავაწყო. ცივ ოთახში რთულად ამოდის ჯეჯილი. თბილ ოთახში კი მესამე დღეს ამოდის. კარგა ხანს ძლებს, მაგრამ როცა თესლი გამოიფიტება, ფერმკრთალდება....წაიკითხეთ ვრცლად

ვინ არის და როგორ ცხოვრობს თურქული "დრამის დედოფალი" ნესლიჰან ათაგული  - გოგონა მწვანე თვალებით, რომელმაც ათასობით ადამიანი "მოაჯადოვა"

როგორი იქნება ევრობასკეტის არენა თბილისში, რომელიც მაღლივ კორპუსთან შენდება

როგორ გამოიყურება კერძო სახლი ბათუმში, რომელიც 10 მლნ ლარამდე ღირს - ნახეთ ფოტოები