კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის ბაგა-ბაღების კვების რაციონიდან არაჟანს, ხაჭოს და ყველს ამოიღებენ
თბილისის ბაგა-ბაღების კვების რაციონიდან არაჟანს, ხაჭოს და ყველს ამოიღებენ

არა­ჟან­ში, ხა­ჭო­სა და ყველ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი შე­უ­სა­ბა­მო­ბე­ბის გამო, 27 მარ­ტი­დან თბი­ლი­სის ბაგა-ბა­ღე­ბის კვე­ბის რა­ცი­ო­ნი­დან აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი ამო­ღე­ბუ­ლია. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის კვლე­ვა 13 ბაგა-ბაღ­ში ჩა­ტარ­და, სა­ი­და­ნაც დარ­ღვე­ვე­ბი მხო­ლოდ 111-ე ბაღ­ში აღ­მოჩ­ნდა. ამის შე­სა­ხებ ბაგა-ბა­ღე­ბის საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბით მომ­მა­რა­გე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის, "ნი­ლის" წარ­მო­მად­გე­ნელ­მა თე­ო­ნა ნი­ნოშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, მო­ნი­ტო­რინ­გის მი­ხედ­ვით, შპს "ქო­ბუ­ლე­თუ­რის" მიერ წარ­მო­ე­ბულ არა­ჟან­სა და ხა­ჭო­ში მცე­ნა­რე­უ­ლი ცხი­მი, ხოლო სა­სოფ­ლო სა­მე­ურ­ნეო კო­ო­პე­რა­ტი­ვის მიერ წარ­მო­ე­ბულ ყველ­ში რძის ფხვნი­ლი აღ­მოჩ­ნდა.

"2019 წლის 7 მარტს ბა­ღე­ბის სა­ა­გენ­ტომ სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს კვლე­ვა­ზე დაყ­რდნო­ბით მოგ­ვწე­რა, რომ ქვე­კონ­ტრაქ­ტო­რი კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი რძის პრო­დუქ­ტე­ბის - ყვე­ლის, ხა­ჭოს, არა­ჟ­ნის მი­წო­დე­ბა შეგ­ვე­წყვი­ტა. სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ თა­ვი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვით 13 ბაღ­ში ჩა­ა­ტა­რა კვლე­ვა და არა­ჟ­ნი­სა და ხა­ჭოს შემ­თხვე­ვა­ში ერთ კონ­კრე­ტულ ბაღ­ში აღ­მოჩ­ნდა დარ­ღვე­ვა, ხოლო ყვე­ლის შემ­თხვე­ვა­ში 10 ბა­ღი­დან მხო­ლოდ ერ­თში. ეს ნი­მუ­შე­ბი არის ერ­თსა და იმა­ვე დღეს ამო­ღე­ბუ­ლი და ერთი და იმა­ვე პარ­ტი­ის ყვე­ლი. ჩვენ გა­მოვ­თქვამთ ვა­რა­უდს, რომ ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ლა­ბო­რა­ტო­რი­ის მიერ დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მა, რად­გან ერთი კონ­კრე­ტუ­ლი თა­რი­ღი­თა და პარ­ტი­ით მი­წო­დე­ბუ­ლი ყვე­ლი რო­გორ შე­იძ­ლე­ბა იყოს სხვა­დას­ხვა შე­მად­გენ­ლო­ბით?", - აღ­ნიშ­ნა მან.

მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გებ­ში ეჭვი ეპა­რე­ბა კომ­პა­ნია "ქო­ბუ­ლე­თუ­რის" წარ­მო­მად­გე­ნელ­საც. კომ­პა­ნია გეგ­მავს, რომ პრო­დუქ­ცი­ის ნი­მუ­შე­ბი თურ­ქე­თის ერთ-ერთი ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში გაგ­ზავ­ნოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

თბილისის ბაგა-ბაღების კვების რაციონიდან არაჟანს, ხაჭოს და ყველს ამოიღებენ

თბილისის ბაგა-ბაღების კვების რაციონიდან არაჟანს, ხაჭოს და ყველს ამოიღებენ

არაჟანში, ხაჭოსა და ყველში აღმოჩენილი შეუსაბამობების გამო, 27 მარტიდან თბილისის ბაგა-ბაღების კვების რაციონიდან აღნიშნული პროდუქტები ამოღებულია. აღნიშნული პროდუქტების კვლევა 13 ბაგა-ბაღში ჩატარდა, საიდანაც დარღვევები მხოლოდ 111-ე ბაღში აღმოჩნდა. ამის შესახებ ბაგა-ბაღების საკვები პროდუქტებით მომმარაგებელი კომპანიის, "ნილის" წარმომადგენელმა თეონა ნინოშვილმა განაცხადა.

უფრო კონკრეტულად, მონიტორინგის მიხედვით, შპს "ქობულეთურის" მიერ წარმოებულ არაჟანსა და ხაჭოში მცენარეული ცხიმი, ხოლო სასოფლო სამეურნეო კოოპერატივის მიერ წარმოებულ ყველში რძის ფხვნილი აღმოჩნდა.

"2019 წლის 7 მარტს ბაღების სააგენტომ სურსათის ეროვნული სააგენტოს კვლევაზე დაყრდნობით მოგვწერა, რომ ქვეკონტრაქტორი კომპანიების მიერ მოწოდებული რძის პროდუქტების - ყველის, ხაჭოს, არაჟნის მიწოდება შეგვეწყვიტა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თავისი ინიციატივით 13 ბაღში ჩაატარა კვლევა და არაჟნისა და ხაჭოს შემთხვევაში ერთ კონკრეტულ ბაღში აღმოჩნდა დარღვევა, ხოლო ყველის შემთხვევაში 10 ბაღიდან მხოლოდ ერთში. ეს ნიმუშები არის ერთსა და იმავე დღეს ამოღებული და ერთი და იმავე პარტიის ყველი. ჩვენ გამოვთქვამთ ვარაუდს, რომ ეს შეიძლება იყოს ლაბორატორიის მიერ დაშვებული შეცდომა, რადგან ერთი კონკრეტული თარიღითა და პარტიით მიწოდებული ყველი როგორ შეიძლება იყოს სხვადასხვა შემადგენლობით?", - აღნიშნა მან.

მონიტორინგის შედეგებში ეჭვი ეპარება კომპანია "ქობულეთურის" წარმომადგენელსაც. კომპანია გეგმავს, რომ პროდუქციის ნიმუშები თურქეთის ერთ-ერთი ლაბორატორიაში გაგზავნოს.

სკოლა "ოპიზას" დაწყებითი კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა - სავარაუდო ინფიცირების წყარო ბებიაა

საგარეჯოსა და ყვარლის სოფლებში ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა - შსს

კახეთში ჭურვი ვენახში ჩამოვარდა - "მთავარი არხი"