საზოგადოება
სამართალი

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკანდალი ჭიდაობის ფედერაციის გარშემო - რა წერია აუდიტის დასკვნაში?
სკანდალი ჭიდაობის ფედერაციის გარშემო - რა წერია აუდიტის დასკვნაში?

ამ­ჯე­რად, ქარ­თუ­ლი ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცია სკან­დალ­ში ეხ­ვე­ვა. სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის გან­ცხა­დე­ბით, 2016 წლის დე­კემ­ბერ­ში ქარ­თუ­ლი ჭი­და­ო­ბის ეროვ­ნულ­მა ფე­დე­რა­ცი­ამ ვიქ­ტო­რი­ნა­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მა­ყუ­რებ­ლის­თვის შე­ი­ძი­ნა მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, ვიქ­ტო­რი­ნა კი სა­ვა­რა­უ­დოდ, არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა.

რო­გორც აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის დას­კვნა­შია ნათ­ქვა­მი, ჩა­მო­წე­რის აქ­ტით არ ხდე­ბა ვიქ­ტო­რი­ნა­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პი­რე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, არ დას­ტურ­დე­ბა მათ­ზე ტე­ლე­ფო­ნის აპა­რა­ტე­ბის გა­და­ცე­მის ფაქ­ტი.

"2016 წლის ფა­ლავ­ნო­ბა­ში ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის მიზ­ნით, სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ქარ­თუ­ლი ჭი­და­ო­ბის ეროვ­ნულ ფე­დე­რა­ცი­ას შო­რის 2016 წლის 11 მარტს გა­ფორ­მე­ბუ­ლი გრან­ტის გა­ცე­მის შე­სა­ხებ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­მი­ნის­ტრო­ში წარ­დგე­ნი­ლი ხარჯთაღ­რი­ცხვის შე­სა­ბა­მი­სად, 2016 წლის 5 დე­კემ­ბერს ფე­დე­რა­ცი­ას ჩა­ე­რი­ცხა 22 300 ლარი.

სა­მი­ნის­ტრო­ში 2016 წლის დე­კემ­ბერ­ში წარ­დგე­ნი­ლი სა­ა­ვან­სო ან­გა­რი­შის შე­სა­ბა­მი­სად, გრან­ტის თან­ხი­დან 2016 წლის 20 დე­კემ­ბერს შეს­ყი­დუ­ლია 4 300 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 12 ცალი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი. ტე­ლე­ფო­ნე­ბის შეს­ყიდ­ვის მიზ­ნით, ი/მ ნატო ბო­ჭო­რიშ­ვილს 4 300 ლარი გა­და­ე­რი­ცხა 2016 წლის 16 დე­კემ­ბერს.

სა­სა­ქონ­ლო ზედ­ნა­დე­ბი გა­მო­წე­რი­ლია 2016 წლის 23 დე­კემ­ბერს, ხოლო მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბის აქტი შედ­გე­ნი­ლია 2016 წლის 20 დე­კემ­ბერს, ფა­ლავ­ნო­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბა კი ჩა­ტარ­და 2016 წლის 16-17 დე­კემ­ბერს და შე­სა­ბა­მი­სად, ვიქ­ტო­რი­ნის გა­მარ­თვა და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბა უნდა მომ­ხდა­რი­ყო ამა­ვე პე­რი­ოდ­ში. ჩა­მო­წე­რის აქ­ტის შე­სა­ბა­მი­სად, 4 300 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­ჩუქ­რე­ბის გა­მარ­ჯვე­ბულ მა­ყუ­რე­ბელ­ზე გა­და­ცე­მას ხელ­მო­წე­რე­ბით ადას­ტუ­რებს ფე­დე­რა­ცი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი, პირ­ვე­ლი ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რი, ფე­დე­რა­ცი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის და ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის წე­რი­ლო­ბი­თი გან­მარ­ტე­ბე­ბით კი, აღ­ნიშ­ნულ ჩა­მო­წე­რის აქ­ტზე მათი ხელ­მო­წე­რე­ბი არ არის.

მო­პო­ვე­ბუ­ლი აუ­დი­ტო­რუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით არ დას­ტურ­დე­ბა ვიქ­ტო­რი­ნის ჩა­ტა­რე­ბის ფაქ­ტი. არ არის გან­სა­ზღვრუ­ლი ვიქ­ტო­რი­ნის თე­მა­ტი­კა და არ არის შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი მისი გა­მარ­თვის და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის გა­მოვ­ლე­ნის წესი. ჩა­მო­წე­რის აქ­ტით არ ხდე­ბა ვიქ­ტო­რი­ნა­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პი­რე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, არ დას­ტურ­დე­ბა მათ­ზე ტე­ლე­ფო­ნის აპა­რა­ტე­ბის გა­და­ცე­მის ფაქ­ტი.

დას­კვნა მო­ცე­მუ­ლი ხარ­ჯვი­თი ოპე­რა­ცია შე­ი­ცავს ფიქ­ტი­უ­რი ოპე­რა­ცი­ის ნიშ­ნებს და ზრდის თაღ­ლი­თო­ბის რის­კებს“, - ნათ­ქვა­მია ქარ­თუ­ლი ჭი­და­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის მიერ 2016-2017 წლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ხარ­ჯვი­თი ოპე­რა­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბის აუ­დი­ტის ან­გა­რიშ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

სკანდალი ჭიდაობის ფედერაციის გარშემო - რა წერია აუდიტის დასკვნაში?

სკანდალი ჭიდაობის ფედერაციის გარშემო - რა წერია აუდიტის დასკვნაში?

ამჯერად, ქართული ჭიდაობის ფედერაცია სკანდალში ეხვევა. სახელმწიფო აუდიტის განცხადებით, 2016 წლის დეკემბერში ქართული ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ ვიქტორინაში გამარჯვებული მაყურებლისთვის შეიძინა მობილური ტელეფონები, ვიქტორინა კი სავარაუდოდ, არ ჩატარებულა.

როგორც აუდიტის სამსახურის დასკვნაშია ნათქვამი, ჩამოწერის აქტით არ ხდება ვიქტორინაში გამარჯვებული პირების იდენტიფიცირება და შესაბამისად, არ დასტურდება მათზე ტელეფონის აპარატების გადაცემის ფაქტი.

"2016 წლის ფალავნობაში ჩასატარებელი ღონისძიების დაფინანსების მიზნით, სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას შორის 2016 წლის 11 მარტს გაფორმებული გრანტის გაცემის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, სამინისტროში წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, 2016 წლის 5 დეკემბერს ფედერაციას ჩაერიცხა 22 300 ლარი.

სამინისტროში 2016 წლის დეკემბერში წარდგენილი საავანსო ანგარიშის შესაბამისად, გრანტის თანხიდან 2016 წლის 20 დეკემბერს შესყიდულია 4 300 ლარის ღირებულების 12 ცალი მობილური ტელეფონი. ტელეფონების შესყიდვის მიზნით, ი/მ ნატო ბოჭორიშვილს 4 300 ლარი გადაერიცხა 2016 წლის 16 დეკემბერს.

სასაქონლო ზედნადები გამოწერილია 2016 წლის 23 დეკემბერს, ხოლო მიღება-ჩაბარების აქტი შედგენილია 2016 წლის 20 დეკემბერს, ფალავნობის ღონისძიება კი ჩატარდა 2016 წლის 16-17 დეკემბერს და შესაბამისად, ვიქტორინის გამართვა და გამარჯვებულების დაჯილდოება უნდა მომხდარიყო ამავე პერიოდში. ჩამოწერის აქტის შესაბამისად, 4 300 ლარის ღირებულების საჩუქრების გამარჯვებულ მაყურებელზე გადაცემას ხელმოწერებით ადასტურებს ფედერაციის გენერალური მდივანი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ფედერაციის გენერალური მდივნის და ვიცე-პრეზიდენტის წერილობითი განმარტებებით კი, აღნიშნულ ჩამოწერის აქტზე მათი ხელმოწერები არ არის.

მოპოვებული აუდიტორული მტკიცებულებებით არ დასტურდება ვიქტორინის ჩატარების ფაქტი. არ არის განსაზღვრული ვიქტორინის თემატიკა და არ არის შემუშავებული მისი გამართვის და გამარჯვებულის გამოვლენის წესი. ჩამოწერის აქტით არ ხდება ვიქტორინაში გამარჯვებული პირების იდენტიფიცირება და შესაბამისად, არ დასტურდება მათზე ტელეფონის აპარატების გადაცემის ფაქტი.

დასკვნა მოცემული ხარჯვითი ოპერაცია შეიცავს ფიქტიური ოპერაციის ნიშნებს და ზრდის თაღლითობის რისკებს“, - ნათქვამია ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ 2016-2017 წლებში განხორციელებული ხარჯვითი ოპერაციების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს