კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადუაშვილმა კუჭავას 10-ზე მეტი ტყვია ესროლა - პროკურორი საქმის დეტალებზე
ადუაშვილმა კუჭავას 10-ზე მეტი ტყვია ესროლა - პროკურორი საქმის დეტალებზე

ვე­რა­ზე მომ­ხდა­რი სრო­ლის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის გი­ორ­გი ადუ­აშ­ვი­ლი­სა და მისი მე­გობ­რის, კონ­სტან­ტი­ნე ჯორ­ბე­ნა­ძის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე სა­სა­მარ­თლო ამ წუ­თებ­ში მსჯე­ლობს.

სხდო­მას კონ­სტან­ტი­ნე ჯორ­ბე­ნა­ძეს­თან ერ­თად ეს­წრე­ბა გი­ორ­გი ადუ­აშ­ვი­ლიც, რო­მე­ლიც ქი­რურ­გი­ი­სა და ტრავ­მა­ტო­ლო­გი­ის ცენ­ტრი­დან დღეს გა­წე­რეს.

რო­გორც სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე პრო­კუ­რორ­მა თა­ვის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა­ში აღ­ნიშ­ნა, გი­ორ­გი ადუ­აშ­ვილ­მა მოკ­ვლის მიზ­ნით ზუ­რაბ კუ­ჭა­ვას მი­სა­მარ­თით 10-ზე მეტი სრო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რა დრო­საც მას კის­რის არე­ში ცე­ცხლნას­რო­ლი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. ბრალ­დე­ბის მხა­რის გან­ცხა­დე­ბით, შემ­თხვე­ვის დროს ადუ­აშ­ვილ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და კონ­სტან­ტი­ნე ჯორ­ბე­ნა­ძე და მის­თვის აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი იყო. პრო­კუ­რა­ტუ­რა მის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ითხოვს, რად­გან არ­სე­ბობს მი­მალ­ვის, მოწ­მე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა მო­პო­ვე­ბის ხე­ლის­შეშ­ლი­სა და ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის საფრ­თხე.

პრო­კუ­რა­ტუ­რა გი­ორ­გი ადუ­აშ­ვი­ლის მი­მარ­თაც აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბას ითხოვს. ბრალ­დე­ბის მხა­რის გან­მარ­ტე­ბით, მის შემ­თხვე­ვა­შიც არ­სე­ბობს მი­მალ­ვის, მოწ­მე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა მო­პო­ვე­ბის ხე­ლის­შეშ­ლი­სა და ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის საფრ­თხე.

გი­ორ­გი ადუ­აშ­ვილ­სა და კონ­სტან­ტი­ნე ჯორ­ბე­ნა­ძეს ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გუ­შინ წა­უ­ყე­ნეს. არც ერთი მათ­გა­ნი და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებს.

გი­ორ­გი ადუ­აშ­ვილს გა­მო­ძი­ე­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­სა და ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას ედა­ვე­ბა. კონ­სტან­ტი­ნე ჯორ­ბე­ნა­ძეს კი, გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას.

კონ­სტან­ტი­ნე ჯორ­ბე­ნა­ძეს ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში 3-დან 7 წლამ­დე, გი­ორ­გი ადუ­აშ­ვილს კი, 11-დან 14 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

ადუაშვილმა კუჭავას 10-ზე მეტი ტყვია ესროლა - პროკურორი საქმის დეტალებზე

ადუაშვილმა კუჭავას 10-ზე მეტი ტყვია ესროლა - პროკურორი საქმის დეტალებზე

ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებული პირების გიორგი ადუაშვილისა და მისი მეგობრის, კონსტანტინე ჯორბენაძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.

სხდომას კონსტანტინე ჯორბენაძესთან ერთად ესწრება გიორგი ადუაშვილიც, რომელიც ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრიდან დღეს გაწერეს.

როგორც სასამართლო პროცესზე პროკურორმა თავის შუამდგომლობაში აღნიშნა, გიორგი ადუაშვილმა მოკვლის მიზნით ზურაბ კუჭავას მისამართით 10-ზე მეტი სროლა განახორციელა, რა დროსაც მას კისრის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა მიაყენა. ბრალდების მხარის განცხადებით, შემთხვევის დროს ადუაშვილთან ერთად იმყოფებოდა კონსტანტინე ჯორბენაძე და მისთვის აღნიშნული დანაშაულის შესახებ ცნობილი იყო. პროკურატურა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს, რადგან არსებობს მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებათა მოპოვების ხელისშეშლისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

პროკურატურა გიორგი ადუაშვილის მიმართაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს. ბრალდების მხარის განმარტებით, მის შემთხვევაშიც არსებობს მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებათა მოპოვების ხელისშეშლისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

გიორგი ადუაშვილსა და კონსტანტინე ჯორბენაძეს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. არც ერთი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს.

გიორგი ადუაშვილს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება. კონსტანტინე ჯორბენაძეს კი, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობას.

კონსტანტინე ჯორბენაძეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 3-დან 7 წლამდე, გიორგი ადუაშვილს კი, 11-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს