კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის გაიხსნება ჯვრის მონასტერი მომლოცველებისთვის - მცხეთის მერის კომენტარი
როდის გაიხსნება ჯვრის მონასტერი მომლოცველებისთვის  - მცხეთის მერის კომენტარი

მცხე­თის ჯვრის მო­ნას­ტე­რი მომ­ლოც­ვე­ლე­ბის­თვის სა­ვა­რა­უ­დოდ ხვალ გა­იხ­სნე­ბა. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მცხე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერ­მა გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, რომ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, ტაძ­რის და­კეტვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვარ­მა მამა კონ­სტან­ტი­ნემ ერ­თპი­როვ­ნუ­ლად მი­ი­ღო.

მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერი „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას გან­მარ­ტავს, რომ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კე­ლი­ის დად­გმას­თან და­კავ­ში­რე­ბით მე­რი­ა­ში გან­ცხა­დე­ბა არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ და გან­მარ­ტავს, რომ მსგავს შემ­თხვე­ვა­ში, მე­რია ვერ მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რად­გან აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რია მთლი­ა­ნად შე­დის იუ­ნეს­კოს მსოფ­ლიო კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ქვეშ.

გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძე ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, თით­ქოს სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს სურთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ი­დან გა­რე­მო­ვაჭ­რე­ე­ბის გაყ­რა. კა­პა­ნა­ძე გან­მარ­ტავს, რომ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა მის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი უკვე შე­ას­რუ­ლა და გა­რე­მო­ვაჭ­რე­ე­ბი გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­და­იყ­ვა­ნა, ასე­ვე ვაჭ­რო­ბის უფრო ცი­ვი­ლუ­რი ფორ­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მე­რი­ამ და­ამ­ზა­და ჯი­ხუ­რე­ბი, რო­მე­ლიც აკ­მა­ყო­ფი­ლებს არ­სე­ბულ სტან­დარ­ტებს და არ ავ­ნებს მო­ნას­ტრის იერ­სა­ხეს.

მერი ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავს, რომ ის იძუ­ლე­ბით ვერ და­ა­ტო­ვე­ბი­ნებს ვერც ერთ ადა­მი­ანს ტე­რი­ტო­რი­ას, ვი­ნა­ი­დან ვაჭ­რო­ბა მათი ერ­თა­დერ­თი სა­არ­სე­ბო წყა­როა.

"რო­გორც მე მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, ტაძ­რის და­კეტვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცალ­მხრი­ვად მი­ი­ღო ჯვრის მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვარ­მა, მამა კონ­სტან­ტი­ნემ. სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს დიდი ხანი არ გაგ­რძელ­დე­ბა და ხვალ გა­ი­ღე­ბა ტა­ძა­რი. არ მგო­ნია, ეს მი­თი­თე­ბა ჩვე­ნი უწ­მინ­დე­სის­გან ყო­ფი­ლი­ყო. რა­მე­თუ მო­ნას­ტრის და­კეტ­ვა ყვე­ლას­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. ის, რომ მი­ზე­ზი იყოს, რომ მათ სურთ გა­რე­მო­ვაჭ­რე­ე­ბის გაყ­ვა­ნა, რათა კე­ლია აშენ­დეს, ამა­ზე ჩვენ­თან სა­უ­ბა­რი არას­დროს ყო­ფი­ლა. ამავდრო­უ­ლად მე ვერ გა­მო­ვიყ­ვან იქ მყოფ ადა­მი­ა­ნებს და ხე­ლებს ვერ გა­და­ვუგ­რი­ხავ მათ, რომ­ლე­ბიც ამინ­დის მი­უ­ხე­და­ვად, ვაჭ­რო­ბენ, რათა არ­ჩი­ნონ ოჯა­ხე­ბი. მე­რი­ამ რაც გა­ა­კე­თა, არის ის, რომ მო­ვაჭ­რე­ე­ბი გა­და­იყ­ვა­ნა გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან და ეს ტე­რი­ტო­რია მთლი­ა­ნად და­უთ­მო მო­ნას­ტერს", - გა­ნა­ცხა­და მცხე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერ­მა გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძემ.

ჯვრის მო­ნას­ტე­რი დღეს დი­ლი­დან სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და­კე­ტი­ლია. მო­ნას­ტრის ბე­რებ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბა­რი არ ისურ­ვეს და გა­ნა­ცხა­დეს, რომ არ­სე­ბულ კი­თხვებ­ზე პა­სუხს მცხე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რია გას­ცემ­და. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­საძ­ლოა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით გან­ცხა­დე­ბაც გავ­რცელ­დეს, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც გა­და­წყყ­ვე­ტი­ლე­ბას მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვა­რი მი­ი­ღებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

როდის გაიხსნება ჯვრის მონასტერი მომლოცველებისთვის - მცხეთის მერის კომენტარი

როდის გაიხსნება ჯვრის მონასტერი მომლოცველებისთვის  - მცხეთის მერის კომენტარი

მცხეთის ჯვრის მონასტერი მომლოცველებისთვის სავარაუდოდ ხვალ გაიხსნება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ განუცხადა, რომლის ინფორმაციითვე, ტაძრის დაკეტვის გადაწყვეტილება მონასტრის წინამძღვარმა მამა კონსტანტინემ ერთპიროვნულად მიიღო.

მუნიციპალიტეტის მერი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, რომ სასულიერო პირებს აღნიშნულ ტერიტორიაზე კელიის დადგმასთან დაკავშირებით მერიაში განცხადება არ გაუკეთებიათ და განმარტავს, რომ მსგავს შემთხვევაში, მერია ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, რადგან აღნიშნული ტერიტორია მთლიანად შედის იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ქვეშ.

გიორგი კაპანაძე ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს სასულიერო პირებს სურთ აღნიშნული ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების გაყრა. კაპანაძე განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტმა მის კომპეტენციაში არსებული სამუშაოები უკვე შეასრულა და გარემოვაჭრეები გზის სავალი ნაწილიდან გადაიყვანა, ასევე ვაჭრობის უფრო ცივილური ფორმებიდან გამომდინარე, მერიამ დაამზადა ჯიხურები, რომელიც აკმაყოფილებს არსებულ სტანდარტებს და არ ავნებს მონასტრის იერსახეს.

მერი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის იძულებით ვერ დაატოვებინებს ვერც ერთ ადამიანს ტერიტორიას, ვინაიდან ვაჭრობა მათი ერთადერთი საარსებო წყაროა.

"როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ტაძრის დაკეტვის გადაწყვეტილება ცალმხრივად მიიღო ჯვრის მონასტრის წინამძღვარმა, მამა კონსტანტინემ. სავარაუდოდ, ეს დიდი ხანი არ გაგრძელდება და ხვალ გაიღება ტაძარი. არ მგონია, ეს მითითება ჩვენი უწმინდესისგან ყოფილიყო. რამეთუ მონასტრის დაკეტვა ყველასთვის მიუღებელი იქნება. ის, რომ მიზეზი იყოს, რომ მათ სურთ გარემოვაჭრეების გაყვანა, რათა კელია აშენდეს, ამაზე ჩვენთან საუბარი არასდროს ყოფილა. ამავდროულად მე ვერ გამოვიყვან იქ მყოფ ადამიანებს და ხელებს ვერ გადავუგრიხავ მათ, რომლებიც ამინდის მიუხედავად, ვაჭრობენ, რათა არჩინონ ოჯახები. მერიამ რაც გააკეთა, არის ის, რომ მოვაჭრეები გადაიყვანა გზის სავალი ნაწილიდან და ეს ტერიტორია მთლიანად დაუთმო მონასტერს", - განაცხადა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ.

ჯვრის მონასტერი დღეს დილიდან სასულიერო პირების გადაწყვეტილებით დაკეტილია. მონასტრის ბერებმა ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვეს და განაცხადეს, რომ არსებულ კითხვებზე პასუხს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია გასცემდა. მათივე ინფორმაციით, შესაძლოა, მოგვიანებით განცხადებაც გავრცელდეს, რომლის შესახებაც გადაწყყვეტილებას მონასტრის წინამძღვარი მიიღებს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ