კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტის ინაუგურაცია აქციის ფონზე - ოპოზიცია თელავისკენ მიემართება
პრეზიდენტის ინაუგურაცია აქციის ფონზე - ოპოზიცია თელავისკენ მიემართება

15:00 სა­ათ­ზე, თე­ლავ­ში, ბა­ტო­ნის სა­სახ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ფიცს და­დებს. გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია „ძალა ერ­თო­ბა­ში­ას“ მხარ­დამ­ჭე­რე­ბი და გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ლი­დე­რე­ბი კი თბი­ლი­სი­დან თე­ლა­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­ე­მარ­თე­ბი­ან, რომ გა­აპ­რო­ტეს­ტე­ბენ 28 ნო­ემ­ბერს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებს და მი­ღე­ბულ შე­დეგს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ­მა გრი­გოლ ვა­შა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, აღ­ნიშ­ნუ­ლი აქ­ცია იქ­ნე­ბა მშვი­დო­ბი­ა­ნი, რო­მე­ლიც გა­მო­ხა­ტავს ამომ­რჩევ­ლის პო­ზი­ცი­ას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს არ ჰყავს პრე­ზი­დენ­ტი და რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ტარ­დეს პრო­პორ­ცი­უ­ლი წე­სით ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი.

გრი­გოლ ვა­შა­ძის გან­ცხა­დე­ბით­ვე, ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ძი­რე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი გა­ტარ­დეს ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში და მოხ­დეს კო­მი­სი­ის წევ­რე­ბის ხე­ლა­ხა­ლი და­კომ­პლექ­ტე­ბა, მათ შო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვოს ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რე თა­მარ ჟვა­ნი­ამ.

„ეს აქ­ცია არის მშვი­დო­ბი­ა­ნი და ჩვენ არ გავ­ცდე­ბით კონ­სტი­ტუ­ცი­ის ფარ­გლებს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ამ გზით კი­დევ ერთხელ ვა­ნა­ხებთ იმას, თუ სად დგას ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. დღეს აქ­ცი­ე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა თე­ლავ­ში, ასე­ვე სხვა ქა­ლა­ქებ­ში ერთი მო­თხოვ­ნით, რომ ჩა­ტარ­დეს ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

ოპო­ზი­ცი­ის აქ­ცია 14:00 სა­ათ­ზე, თე­ლავ­ში, ერეკ­ლე მე­ო­რის ძეგლ­თან ჩა­ტარ­დე­ბა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და აქ­ცი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს მო­უ­წო­და, და­იც­ვან მარ­თლწეს­რი­გი და და­ე­მორ­ჩი­ლონ პო­ლი­ცი­ის კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნებს.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო 16 დე­კემ­ბერს, პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე და­სას­წრე­ბად ქვე­ყა­ნა­ში ჩა­მო­სუ­ლი დე­ლე­გა­ცი­ე­ბის, ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დამ­სწრე მა­ღა­ლი რან­გის და მოწ­ვე­უ­ლი ყვე­ლა სტუმ­რის უსაფრ­თხო­ე­ბას და­ი­ცავს. თე­ლავ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მე-5 პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცი­ის ცე­რე­მო­ნი­ას სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და­ეს­წრე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის გამო, კა­ხე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით და ქა­ლაქ თე­ლავ­ში სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზებ­ზე ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა დრო­ე­ბით შე­ი­ზღუ­დე­ბა.

ინა­უ­გუ­რა­ცი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად, თე­ლავ­ში, ქუ­თა­ის­ში, ზუგ­დიდ­სა და ბა­თუმ­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბას გეგ­მავს პარ­ტია "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა." ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, ასე­ვე, და­ი­ცავს სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში და­გეგ­მილ აქ­ცი­ებ­ზე შეკ­რე­ბი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას, უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და მარ­თლწეს­რიგს.

მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იქ­ნე­ბი­ან სა­პო­ლი­ციო ძა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ახ­დე­ნენ პატ­რუ­ლი­რე­ბას, რათა თა­ვი­დან იქ­ნას აცი­ლე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის შე­საძ­ლო პრო­ვო­კა­ცია. უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა რო­გორც ინა­უ­გუ­რა­ცი­ის მშვიდ გა­რე­მო­ში ჩა­ტა­რე­ბის სა­კი­თხი, ისე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­თა გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის უსაფრ­თხო­ე­ბა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მო­უ­წო­დებს აქ­ცი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს, და­იც­ვან მარ­თლწეს­რი­გი და და­ე­მორ­ჩი­ლონ პო­ლი­ცი­ის კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნებს. საპ­რო­ტეს­ტო მსვლე­ლო­ბის და აქ­ცი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ნე­ბის­მი­ე­რი ფაქ­ტი პო­ლი­ცი­ის მიერ, კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ იქ­ნე­ბა აღ­კვე­თი­ლი,” - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

პრეზიდენტის ინაუგურაცია აქციის ფონზე - ოპოზიცია თელავისკენ მიემართება

პრეზიდენტის ინაუგურაცია აქციის ფონზე - ოპოზიცია თელავისკენ მიემართება

15:00 საათზე, თელავში, ბატონის სასახლის ტერიტორიაზე სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ფიცს დადებს. გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ მხარდამჭერები და გაერთიანების ლიდერები კი თბილისიდან თელავის მიმართულებით მიემართებიან, რომ გააპროტესტებენ 28 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებს და მიღებულ შედეგს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა, აღნიშნული აქცია იქნება მშვიდობიანი, რომელიც გამოხატავს ამომრჩევლის პოზიციას, რომ საქართველოს არ ჰყავს პრეზიდენტი და რომ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ჩატარდეს პროპორციული წესით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებითვე, ასევე მნიშვნელოვანია ძირეული ცვლილებები გატარდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და მოხდეს კომისიის წევრების ხელახალი დაკომპლექტება, მათ შორის თანამდებობა დატოვოს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ.

„ეს აქცია არის მშვიდობიანი და ჩვენ არ გავცდებით კონსტიტუციის ფარგლებს. ხელისუფლებას ამ გზით კიდევ ერთხელ ვანახებთ იმას, თუ სად დგას ქართული საზოგადოება. დღეს აქციები გაიმართება თელავში, ასევე სხვა ქალაქებში ერთი მოთხოვნით, რომ ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები“, - განაცხადა ვაშაძემ.

ოპოზიციის აქცია 14:00 საათზე, თელავში, ერეკლე მეორის ძეგლთან ჩატარდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და აქციების ორგანიზატორებს მოუწოდა, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო 16 დეკემბერს, პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად ქვეყანაში ჩამოსული დელეგაციების, ღონისძიებაზე დამსწრე მაღალი რანგის და მოწვეული ყველა სტუმრის უსაფრთხოებას დაიცავს. თელავში, საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება.

აღნიშნული ღონისძიების გამო, კახეთის მიმართულებით და ქალაქ თელავში საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

ინაუგურაციის პარალელურად, თელავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში საპროტესტო აქციების ჩატარებას გეგმავს პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა." შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე, დაიცავს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილ აქციებზე შეკრებილი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას, უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს.

მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იქნებიან საპოლიციო ძალები, რომლებიც მოახდენენ პატრულირებას, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი სახის შესაძლო პროვოკაცია. უზრუნველყოფილი იქნება როგორც ინაუგურაციის მშვიდ გარემოში ჩატარების საკითხი, ისე საპროტესტო აქციების მონაწილეთა გამოხატვის თავისუფლება და ყველა მოქალაქის უსაფრთხოება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციების ორგანიზატორებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. საპროტესტო მსვლელობის და აქციების მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი,” - ნათქვამია განცხადებაში.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები