კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არის მნიშვნელოვანი მხედველობის დიაგნოსტიკა სკოლაში წასვლის წინ
რატომ არის მნიშვნელოვანი მხედველობის დიაგნოსტიკა სკოლაში წასვლის წინ

სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ფაქ­ტი­უ­რად უკვე და­ი­წყო სკო­ლებ­ში და ეს პე­რი­ო­დი, ტრა­დი­ცი­უ­ლად, დატ­ვირ­თუ­ლია აქ­ტი­უ­რი წი­ნა­სას­კო­ლო სამ­ზა­დი­სით. წიგ­ნე­ბი, რვე­უ­ლე­ბი, სხვა­დას­ხვა სას­კო­ლო ნივ­თი, ჩან­თა, ახა­ლი სა­მო­სი და კი­დევ უამ­რა­ვი წვრილ­მა­ნი, რის გა­რე­შეც წარ­მო­უდ­გენ­ლად მიგ­ვაჩ­ნია სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გა­ნახ­ლე­ბა.

თუმ­ცა, წი­ნა­სას­კო­ლო აურ­ზა­ურ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დავ­ფიქ­რდეთ ბავ­შვის მხედ­ვე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. სკო­ლა­ში წას­ვლის წინ მხედ­ვე­ლო­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კის ჩა­ტა­რე­ბას გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა, ვი­ნა­ი­დან, კი­თხვი­სა და წე­რის გაძ­ნე­ლე­ბას, ზო­გა­დად, ახა­ლი მა­სა­ლის აღ­ქმის გარ­თუ­ლე­ბას ძა­ლი­ან ხში­რად სწო­რედ მხედ­ვე­ლო­ბის ხარ­ვე­ზი იწ­ვევს. ამ­გვა­რი ტენ­დენ­ცია გა­მოვ­ლე­ნი­ლი და შეს­წავ­ლი­ლია რო­გორც ექი­მი-ოფ­თალ­მო­ლო­გე­ბის, ასე­ვე გა­მოც­დი­ლი პე­და­გო­გე­ბის მიერ.

თვით ძა­ლი­ან დაკ­ვირ­ვე­ბულ მშო­ბელ­საც კი, შე­საძ­ლოა გა­მო­ე­პა­როს ბავ­შვის მხედ­ვე­ლო­ბის ხარ­ვე­ზი. ბავ­შვი, რო­მელ­საც აქვს მხედ­ვე­ლო­ბის პრობ­ლე­მა, ძა­ლი­ან ხში­რად, თა­ვა­დაც ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს ამას.

რა­ტომ უნდა შე­ექ­მნას მოს­წავ­ლეს დაბ­რკო­ლე­ბა გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას, რო­დე­საც შე­საძ­ლე­ბე­ლია თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ ამ­გვა­რი გარ­თუ­ლე­ბა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი, სულ რამ­დე­ნი­მე­წუ­თი­ა­ნი პრო­ცე­დუ­რის გავ­ლით?

„რო­ნი­კოს” ექიმ-ოფ­თალ­მო­ლო­გის, კონ­ტაქ­ტო­ლო­გის ნანა აფხა­ზა­ვას გან­მარ­ტე­ბით, სა­კითხს მშობ­ლის მხრი­დან გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მა სჭირ­დე­ბა. ზო­გა­დად, მხედ­ვე­ლო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბის დად­გე­ნა ბავ­შვში სი­ცო­ცხლის პირ­ვე­ლი დღე­ე­ბი­დან არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

მხედ­ვე­ლო­ბის სწო­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის კი სათ­ვა­ლის და­ნიშნ­ვა აუ­ცი­ლებ­ლად დრო­უ­ლად უნდა მოხ­დეს. ძი­რი­თა­დი ნიშ­ნე­ბი, რი­თაც უნდა მივ­ხვდეთ, რომ ბავ­შვს მხედ­ვე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვს არის:

  • თვა­ლე­ბის მო­ჭუტ­ვა
  • ცალი თვა­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ხამ­ხა­მი
  • სი­ნათ­ლე­ზე მო­მა­ტე­ბუ­ლი მგრძნო­ბე­ლო­ბა
  • საგ­ნებ­თან (ტე­ლე­ვი­ზორ­თან, წიგნ­თან, სმარ­ტფონ­თან) მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პო­ზი­ცია
  • ყუ­რე­ბი­სას თა­ვის ირი­ბი-გვერ­დუ­ლი პო­ზი­ცია

პრობ­ლე­მის ზო­გა­დი ნიშ­ნე­ბი კი ასე­თია: წვა, ქა­ვი­ლი, სი­წით­ლე, თა­ვის ტკი­ვი­ლი წარ­ბე­ბის არე­ში, ფო­კუ­სი­რე­ბის გარ­თუ­ლე­ბა.

ნანა აფხა­ზა­ვას გან­მარ­ტე­ბით, არ­სე­ბობს და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბისც სწო­რი სათ­ვა­ლის სა­ჭი­რო პე­რი­ოდ­ში ხმა­რე­ბით, სრუ­ლად იკურ­ნე­ბა. ასე­თია ამ­ბლი­ო­პია ანუ ზარ­მა­ცი თვა­ლი, სი­ელ­მე. ამ დროს სა­ჭი­როა სათ­ვა­ლე, რათა ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე თვალს ჰქონ­დეს სრუ­ლი კო­რექ­ცია და მაქ­სი­მა­ლუ­რად გან­ვი­თარ­დეს მხედ­ვე­ლო­ბა. ამით დი­აგ­ნო­ზის - ზარ­მა­ცი თვა­ლი ანუ ამ­ბლი­ო­პია თა­ვი­დან აცი­ლე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში პრობ­ლე­მა პრო­გე­სი­რებს.

ოპ­ტი­კუ­რი კომ­პა­ნია „რო­ნი­კო“ ახა­ლი სას­წავ­ლო წლის და­წყე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის ახორ­ცი­ე­ლებს აქ­ცი­ას - „მხედ­ვე­ლო­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კა სწავ­ლის და­წყე­ბის წინ“!

აქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს შე­ეძ­ლე­ბათ ჩა­ი­ტა­რონ მხედ­ვე­ლო­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კა „რო­ნი­კოს“ ოპ­ტი­კურ სა­ლო­ნებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბით. ასე­ვე, სა­გან­გე­ბოდ ამ აქ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის იმოქ­მე­დებს სპე­ცი­ა­ლუ­რი ფას­დაკ­ლე­ბა ოპ­ტი­კურ ჩარ­ჩო­ებ­სა და სა­სათ­ვა­ლე ლინ­ზებ­ზე (მი­ნებ­ზე).

„რო­ნი­კო­ში“ წარ­მოდ­გე­ნი­ლია ბავ­შვე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ოპ­ტი­კუ­რი ჩარ­ჩო­ე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად დიდი ასორ­ტი­მენ­ტი. კომ­პა­ნია გთა­ვა­ზობთ ბრენდ SWING -ის სა­ბავ­შვო ჩარ­ჩო­ებს, რომ­ლე­ბიც დამ­ზა­დე­ბუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი მა­სა­ლის­გან.

მა­სა­ლის უნი­კა­ლო­ბა მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ არის მაქ­სი­მა­ლუ­რად დრე­კა­დი, მსუ­ბუ­ქი და ან­ტი­ა­ლერ­გი­უ­ლი. სათ­ვა­ლე არ ტყდე­ბა ბავ­შვის ნე­ბის­მი­ე­რი აქ­ტი­ვო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია უსაფრ­თხო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით. SWING-ის სა­ბავ­შვო ოპ­ტი­კუ­რი ჩარ­ჩო­ე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვა ფერ­თა სი­ხა­ლი­სით და ხელ­მი­საწ­ვდო­მი ფა­სით. ქსე­ლი ასე­ვე გთა­ვა­ზობთ გერ­მა­ნუ­ლი ESCHENBACH-ის ხა­რის­ხი­ან და კომ­ფორ­ტულ მო­დე­ლებს ბავ­შვე­ბის­თვის.

ასე რომ დროა, წი­ნა­სას­კო­ლო სამ­ზა­დის­ში მხედ­ვე­ლო­ბის გა­და­მოწ­მე­ბის პრო­ცე­დუ­რაც ჩავ­რთოთ, რათა მშვი­დად ვი­ყოთ, რომ ჩვენს შვი­ლებს მხედ­ვე­ლო­ბის ხარ­ვე­ზი დის­კომ­ფორ­ტს არ უქ­მნის და გა­ნათ­ლე­ბას შე­უ­ფერ­ხებ­ლად იღე­ბენ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

რატომ არის მნიშვნელოვანი მხედველობის დიაგნოსტიკა სკოლაში წასვლის წინ

რატომ არის მნიშვნელოვანი მხედველობის დიაგნოსტიკა სკოლაში წასვლის წინ

სასწავლო პროცესი ფაქტიურად უკვე დაიწყო სკოლებში და ეს პერიოდი, ტრადიციულად, დატვირთულია აქტიური წინასასკოლო სამზადისით. წიგნები, რვეულები, სხვადასხვა სასკოლო ნივთი, ჩანთა, ახალი სამოსი და კიდევ უამრავი წვრილმანი, რის გარეშეც წარმოუდგენლად მიგვაჩნია სასწავლო პროცესის განახლება.

თუმცა, წინასასკოლო აურზაურში მნიშვნელოვანია დავფიქრდეთ ბავშვის მხედველობის მდგომარეობაზე. სკოლაში წასვლის წინ მხედველობის დიაგნოსტიკის ჩატარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან, კითხვისა და წერის გაძნელებას, ზოგადად, ახალი მასალის აღქმის გართულებას ძალიან ხშირად სწორედ მხედველობის ხარვეზი იწვევს. ამგვარი ტენდენცია გამოვლენილი და შესწავლილია როგორც ექიმი-ოფთალმოლოგების, ასევე გამოცდილი პედაგოგების მიერ.

თვით ძალიან დაკვირვებულ მშობელსაც კი, შესაძლოა გამოეპაროს ბავშვის მხედველობის ხარვეზი. ბავშვი, რომელსაც აქვს მხედველობის პრობლემა, ძალიან ხშირად, თავადაც ვერ აცნობიერებს ამას.

რატომ უნდა შეექმნას მოსწავლეს დაბრკოლება განათლების მიღებისას, როდესაც შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ ამგვარი გართულება ძალიან მარტივი, სულ რამდენიმეწუთიანი პროცედურის გავლით?

„რონიკოს” ექიმ-ოფთალმოლოგის, კონტაქტოლოგის ნანა აფხაზავას განმარტებით, საკითხს მშობლის მხრიდან გაცნობიერებული მიდგომა სჭირდება. ზოგადად, მხედველობის დაქვეითების დადგენა ბავშვში სიცოცხლის პირველი დღეებიდან არის შესაძლებელი.

მხედველობის სწორი განვითარებისათვის კი სათვალის დანიშნვა აუცილებლად დროულად უნდა მოხდეს. ძირითადი ნიშნები, რითაც უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს არის:

  • თვალების მოჭუტვა
  • ცალი თვალის გაძლიერებული ხამხამი
  • სინათლეზე მომატებული მგრძნობელობა
  • საგნებთან (ტელევიზორთან, წიგნთან, სმარტფონთან) მიახლოებული პოზიცია
  • ყურებისას თავის ირიბი-გვერდული პოზიცია

პრობლემის ზოგადი ნიშნები კი ასეთია: წვა, ქავილი, სიწითლე, თავის ტკივილი წარბების არეში, ფოკუსირების გართულება.

ნანა აფხაზავას განმარტებით, არსებობს დაავადებები, რომლებისც სწორი სათვალის საჭირო პერიოდში ხმარებით, სრულად იკურნება. ასეთია ამბლიოპია ანუ ზარმაცი თვალი, სიელმე. ამ დროს საჭიროა სათვალე, რათა ადრეული ასაკიდანვე თვალს ჰქონდეს სრული კორექცია და მაქსიმალურად განვითარდეს მხედველობა. ამით დიაგნოზის - ზარმაცი თვალი ანუ ამბლიოპია თავიდან აცილებაა შესაძლებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემა პროგესირებს.

ოპტიკური კომპანია „რონიკო“ ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, სკოლის მოსწავლეებისათვის ახორციელებს აქციას - „მხედველობის დიაგნოსტიკა სწავლის დაწყების წინ“!

აქციის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს შეეძლებათ ჩაიტარონ მხედველობის დიაგნოსტიკა „რონიკოს“ ოპტიკურ სალონებში განსაკუთრებული პირობებით. ასევე, საგანგებოდ ამ აქციაში მონაწილე სკოლის მოსწავლეებისათვის იმოქმედებს სპეციალური ფასდაკლება ოპტიკურ ჩარჩოებსა და სასათვალე ლინზებზე (მინებზე).

„რონიკოში“ წარმოდგენილია ბავშვებისთვის განკუთვნილი ოპტიკური ჩარჩოების განსაკუთრებულად დიდი ასორტიმენტი. კომპანია გთავაზობთ ბრენდ SWING -ის საბავშვო ჩარჩოებს, რომლებიც დამზადებულია სპეციალური მასალისგან.

მასალის უნიკალობა მდგომარეობს იმაში, რომ არის მაქსიმალურად დრეკადი, მსუბუქი და ანტიალერგიული. სათვალე არ ტყდება ბავშვის ნებისმიერი აქტივობის მიუხედავად, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოების თვალსაზრისით. SWING-ის საბავშვო ოპტიკური ჩარჩოები გამოირჩევა ფერთა სიხალისით და ხელმისაწვდომი ფასით. ქსელი ასევე გთავაზობთ გერმანული ESCHENBACH-ის ხარისხიან და კომფორტულ მოდელებს ბავშვებისთვის.

ასე რომ დროა, წინასასკოლო სამზადისში მხედველობის გადამოწმების პროცედურაც ჩავრთოთ, რათა მშვიდად ვიყოთ, რომ ჩვენს შვილებს მხედველობის ხარვეზი დისკომფორტს არ უქმნის და განათლებას შეუფერხებლად იღებენ!

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის