სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2018 იწყება
საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2018 იწყება

„სა­ქარ­თვე­ლოს პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ბიზ­ნე­სის კონ­კურ­სი Meliora 2018“, სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის ორ­გა­ნი­ზე­ბით, წელს პირ­ვე­ლად ჩა­ტარ­დე­ბა და კომ­პა­ნი­ებს კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის (CSR) მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­უ­კე­თე­სო პრო­ექ­ტე­ბი­სა თუ ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი­სათ­ვის და­ა­ჯილ­დო­ებს.

კონ­კურ­სი ევ­რო­კავ­ში­რი­სა და გერ­მა­ნი­ის ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სა­მი­ნის­ტროს მხარ­და­ჭე­რით, სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რივ სა­ექ­სპერ­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან, ბიზ­ნესპლატ­ფორ­მებ­სა და სამ­თავ­რო­ბო ინ­სტი­ტუ­ტებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით ტარ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ბიზ­ნე­სის კონ­კურ­სი ყო­ველ­წლი­უ­რად გა­ი­მარ­თე­ბა და და­ა­ჯილ­დო­ებს სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მედ იმ კომ­პა­ნი­ებს, რო­მელ­თაც კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სფე­რო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ექ­ნე­ბათ სა­უ­კე­თე­სო პრო­ექ­ტე­ბი.

წამ­ყვა­ნი ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის­გან შემ­დგა­რი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ჟი­უ­რი შე­ა­ფა­სებს ნო­მი­ნან­ტებს და გა­მო­ავ­ლენს სა­უ­კე­თე­სო CSR-ინი­ცი­ა­ტი­ვებს. კონ­კურ­სის ჟი­უ­რი­ში შე­დის ცხრა სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტი (დიდი ბრი­ტა­ნე­თი­დან, სლო­ვა­კე­თი­დან, და­ნი­ი­დან, ის­რა­ე­ლი­დან, გერ­მა­ნი­ი­დან, აშშ-დან და ბელ­გი­ი­დან) და ქარ­თვე­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­დან და აკა­დე­მი­უ­რი წრე­ე­ბი­დან.

კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა შე­უძ­ლი­ათ სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­გის­ტრი­რე­ბულ, რო­გორც მსხვილ, ისე მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ზო­მის კომ­პა­ნი­ებს, რო­მელ­თაც 5 ოქ­ტომ­ბრამ­დე, ვებგ­ვერ­დის - www.meliora.ge- სა­შუ­ა­ლე­ბით, უნდა წარ­მო­ად­გი­ნონ 2017-2018 წლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი CSR პროგ­რა­მე­ბი, პრო­ექ­ტე­ბი თუ ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი.

კომ­პა­ნი­ებს კონ­კურ­სში გა­ნა­ცხა­დე­ბის წარ­დგე­ნა შე­უძ­ლი­ათ 6 ძი­რი­თად და 3 სპე­ცი­ა­ლურ კა­ტე­გო­რი­ა­ში, რო­მე­ლიც კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ყვე­ლა სფე­როს მო­ი­ცავს. უმაღ­ლე­სი ჯილ­დო (გრანპ­რი) - წლის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ბიზ­ნე­სის წო­დე­ბა მი­ე­ნი­ჭე­ბა ცალ­კე მსხვილ და ცალ­კე მცი­რე / სა­შუ­ა­ლო ზო­მის კომ­პა­ნი­ას, რომ­ლე­ბიც სა­უ­კე­თე­სოდ წარ­მო­ა­ჩე­ნენ კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ერ­თგუ­ლე­ბას მთლი­ა­ნი კომ­პა­ნი­ის მას­შტა­ბით.

გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი გა­მოვ­ლინ­დე­ბი­ან და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე, რო­მე­ლიც 13 დე­კემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა და რო­მელ­საც და­ეს­წრე­ბი­ან რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს წამ­ყვა­ნი ბიზ­ნეს კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო ჟი­უ­რი, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა და სხვა მრა­ვა­ლი სა­ინ­ტე­რე­სო სტუ­მა­რი.

„მინ­და წა­ვა­ხა­ლი­სო კომ­პა­ნი­ე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ CSR კონ­კურ­სში, რად­გან ის კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სფე­რო­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან ცვლი­ლე­ბებს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ, უნდა გახ­დნენ მი­სა­ბა­ძი მა­გა­ლი­თი სხვე­ბი­სათ­ვის. სა­უ­ბა­რი იმა­ზე, თუ რას აკე­თებს შენი კომ­პა­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბის საკ­თილ­დღე­ოდ და ამი­სათ­ვის და­ფა­სე­ბა და აღი­ა­რე­ბა არის ნა­წი­ლი შენი კომ­პა­ნი­ის ზრდი­სა“ - ელენ კო­ე­ნი, შე­სუ­ლია მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის ლი­დერ­თა ათე­ულ­ში, ჟი­უ­რის წევ­რი.

კონ­კურ­სი იმარ­თე­ბა პრო­ექ­ტის „სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა" (2017 -2020) ფარ­გლებ­ში, რო­მელ­საც ახორ­ცი­ე­ლებს ოთხი ქარ­თუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კონ­სორ­ცი­უ­მი კონ­რად ადე­ნა­უ­ე­რის ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით. კონ­სორ­ცი­უმ­ში ასე­ვე შე­დის: სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი (CSI), სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრი (CSRDG), კონ­სულ­ტა­ცი­ის და ტრე­ნინ­გის ცენ­ტრი (CTC), გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის და და­საქ­მე­ბის ცენ­ტრი (EDEC). პრო­ექ­ტი და­ფი­ნან­სე­ბუ­ლია ევ­რო­კავ­ში­რი­სა და გერ­მა­ნი­ის ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სა­მი­ნის­ტროს მიერ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2018 იწყება

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2018 იწყება

„საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2018“, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, წელს პირველად ჩატარდება და კომპანიებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულებით განხორციელებული საუკეთესო პროექტებისა თუ ინიციატივებისათვის დააჯილდოებს.

კონკურსი ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მხარდაჭერით, საერთაშორისო და ადგილობრივ საექსპერტო ორგანიზაციებთან, ბიზნესპლატფორმებსა და სამთავრობო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით ტარდება. საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი ყოველწლიურად გაიმართება და დააჯილდოებს საქართველოში მოქმედ იმ კომპანიებს, რომელთაც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში განხორციელებული ექნებათ საუკეთესო პროექტები.

წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს ნომინანტებს და გამოავლენს საუკეთესო CSR-ინიციატივებს. კონკურსის ჟიურიში შედის ცხრა საერთაშორისო ექსპერტი (დიდი ბრიტანეთიდან, სლოვაკეთიდან, დანიიდან, ისრაელიდან, გერმანიიდან, აშშ-დან და ბელგიიდან) და ქართველი დამოუკიდებელი ექსპერტები საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან და აკადემიური წრეებიდან.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ, როგორც მსხვილ, ისე მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს, რომელთაც 5 ოქტომბრამდე, ვებგვერდის - www.meliora.ge- საშუალებით, უნდა წარმოადგინონ 2017-2018 წლებში განხორციელებული CSR პროგრამები, პროექტები თუ ინიციატივები.

კომპანიებს კონკურსში განაცხადების წარდგენა შეუძლიათ 6 ძირითად და 3 სპეციალურ კატეგორიაში, რომელიც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ყველა სფეროს მოიცავს. უმაღლესი ჯილდო (გრანპრი) - წლის პასუხისმგებელი ბიზნესის წოდება მიენიჭება ცალკე მსხვილ და ცალკე მცირე / საშუალო ზომის კომპანიას, რომლებიც საუკეთესოდ წარმოაჩენენ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთგულებას მთლიანი კომპანიის მასშტაბით.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც 13 დეკემბერს გაიმართება და რომელსაც დაესწრებიან როგორც საქართველოს წამყვანი ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო ჟიური, საქართველოს მთავრობა და სხვა მრავალი საინტერესო სტუმარი.

„მინდა წავახალისო კომპანიები მონაწილეობა მიიღონ CSR კონკურსში, რადგან ის კომპანიები, რომლებიც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებენ, უნდა გახდნენ მისაბაძი მაგალითი სხვებისათვის. საუბარი იმაზე, თუ რას აკეთებს შენი კომპანია საზოგადოების საკთილდღეოდ და ამისათვის დაფასება და აღიარება არის ნაწილი შენი კომპანიის ზრდისა“ - ელენ კოენი, შესულია მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მდგრადი განვითარების ლიდერთა ათეულში, ჟიურის წევრი.

კონკურსი იმართება პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" (2017 -2020) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ოთხი ქართული ორგანიზაციის კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC). პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი