კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის ყველაზე სახიფათო შენობები - "რომ დაინგრეს, მეორე ასეთი არ გვაქვს..."
თბილისის ყველაზე სახიფათო შენობები - "რომ დაინგრეს, მეორე ასეთი არ გვაქვს..."

ის­ტო­რი­უ­ლი თბი­ლი­სი, მისი უბ­ნე­ბი და იქ არ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი­დან უმე­ტე­სო­ბა შვე­ლას რომ ითხოვს, ეს თვა­ლის ერთი შევ­ლე­ბი­თაც ჩანს. თუმ­ცა არ­სე­ბობს ისე­თი შე­ნო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­სი მო­ნა­ცე­მე­ბით, ქა­ლა­ქის­თვის საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს. ამას­ვე გვი­დას­ტუ­რებს კულ­ტუ­რო­ლო­გი, "თბი­ლი­სის ჰამ­ქრის" თავ­მჯდო­მა­რე ცირა ელი­საშ­ვი­ლი:

"თბილ­სის მარ­ჯვე­ნა და მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო, ქა­ლა­ქის ის­ტო­რი­უ­ლი ნა­წი­ლი, ხან­დაზ­მუ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით და ბუ­ნებ­რივ-გე­ო­ლო­გი­უ­რი სუ­რა­თის მი­ხედ­ვით, არც ისე სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. თუმ­ცა პრობ­ლე­მა სა­დღაც უფრო მე­ტად არის და სა­დღაც - ნაკ­ლე­ბად. სო­ლო­ლა­კის ქვე­და ნა­წილ­ში, რო­მე­ლიც კა­ლას­კენ არის მი­მარ­თუ­ლი, რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა, სო­ლო­ლა­კის ზედა ნა­წილ­ში - უკე­თე­სი ვი­თა­რე­ბაა. მა­გა­ლი­თად, ავ­ლა­ბარ­ში ძა­ლი­ან მძი­მე სუ­რა­თია. ვთქვათ, მთაწ­მინ­და­სა და ვე­რა­ზე შე­და­რე­ბით უკე­თე­სო­ბაა". ცირა ელი­საშ­ვი­ლის თქმით, გა­აჩ­ნია ასე­ვე შე­ნო­ბის მდე­ბა­რე­ო­ბას, თვი­თონ შე­ნო­ბე­ბის კონ­სტრუქ­ცი­ულ მდგო­მა­რე­ო­ბას, რაც გა­მოწ­ვე­უ­ლია არა მა­გა­ლი­თად, გრუნ­ტის წყლე­ბის არ­სე­ბო­ბით, არა­მედ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, იმ კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მო­უვ­ლე­ლო­ბით, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე ჩა­ი­დო და მერე აღარ გა­მოც­ვლი­ლა. ამ შემ­თხვე­ვა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა სად­რე­ნა­ჟე და სა­ნი­აღ­ვრე სის­ტე­მე­ბი, წყალ­სა­დე­ნი­სა და კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის მი­ლე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის მქო­ნე შე­ნო­ბებს, მა­თაც აქვთ ასე­თი პრობ­ლე­მე­ბი და ეს არის, მა­გა­ლი­თად, დი­უ­მას 13 ნო­მერ­ში არ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბა, რო­მე­ლიც ძეგლია და თბი­ლი­სის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­გე­ბო­ბაა. რომ და­ინ­გრეს, მე­ო­რე ასე­თი არ გვაქვს. სახ­ლს კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი პრობ­ლე­მა აქვს, ნა­წი­ლი დრო­ე­ბი­თი ბჯე­ნე­ბით არის შე­მაგ­რე­ბუ­ლი, რაც სუ­რათს არ ცვლის. იქ მო­სახ­ლე­ო­ბა დღემ­დე ცხოვ­რობს და ძა­ლი­ან რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა (ის ლე­სე­ლი­ძის ქვე­და ქუ­ჩაა).

ასე­თი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბაა ასა­თი­ა­ნის 18 და 16 ნომ­რებ­ში. ასე­ვე უნდა ვახ­სე­ნოთ ავ­ლა­ბარ­ში, არ­მა­ზი­სა და არა­რა­ტის კუ­თხის სახ­ლიც, სა­დაც იგი­ვე ხდე­ბა".

- დი­უმს 13-ში არ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბა­ზე უფრო ვრცლად რას გვე­ტყვით?

- მისი ანა­ლო­გი, რო­გორც გი­თხა­რით, არ არ­სე­ბობს, იქ შე­მორ­ჩე­ნი­ლია მუ­შა­რა­ბი­ა­ნი ელე­მენ­ტრე­ბი, რო­მელ­თა ასე­ვე ნაკ­ლე­ბო­ბაა თბი­ლის­ში. ეს არის კორ­ნე­ლი ტა­ტი­შე­ვის აშე­ნე­ბუ­ლი ნა­გე­ბო­ბა, მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი. ის თბი­ლის­ში ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რი იყო, მისი აშე­ნე­ბუ­ლია რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის შე­ნო­ბა. რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, ასა­თი­ა­ნის 18 ნო­მერ­შიც, ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა, მის გვერ­დით, 16 ნო­მერ­შიც. იქ საქ­მე გვაქვს, თბი­ლი­სუ­რი მო­დერ­ნის ტი­პის შე­ნო­ბას­თან. ავ­ლა­ბარ­ში არა­რა­ტი­სა და არ­მა­ზის ქუ­ჩის კვე­თა­ზე, 10 წელ­ზე მე­ტია, შე­ნო­ბა ჩა­მოშ­ვა­ვე­ბუ­ლია, იქ დღემ­დე ცხოვ­რო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი და ამ თვალ­საზ­რი­სით, ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა. აქამ­დე არც ერთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ამა­ზე არ უფიქ­რია და არ ვიცი, ახლა ფიქ­რობს თუ არა ვინ­მე. არც ვიცი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი სია, პირ­ველ რიგ­ში, რისი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია უნდა მოხ­დეს, რო­გორ დგე­ბა. ფაქ­ტია, ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის დად­გე­ნი­ლი, რა უნდა იყოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კრი­ტე­რი­უ­მი - ესა თუ ის არე­ა­ლი, მხო­ლოდ არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბა, შე­ნო­ბის ერ­თა­დერ­თო­ბა, ყვე­ლა­ზე მძი­მე ფი­ზი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. მგავ­სი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი გა­წე­რი­ლი არ არის. ასე რომ, რა ფორ­მით ხდე­ბა ამა თუ იმ სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო არე­ა­ლის შერ­ჩე­ვა, ჩემ­თვის უც­ნო­ბია. მა­გა­ლი­თად, რა­ტომ ვირ­ჩევთ იგი­ვე აღ­მა­შე­ნე­ბელს, ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ე­დანს, როცა სხვა არე­ა­ლე­ბია მო­სავ­ლე­ლი. ფაქ­ტია, რომ შერ­ჩე­ვა ხდე­ბა, მაგ­რამ ამას ვინ აკე­თებს, კონ­კრე­ტუ­ლი კო­მი­სია, დრო­ე­ბი­თი ჯგუ­ფი, ჩემ­თვის უც­ნო­ბია.

- აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი ხომ ტუ­რის­ტუ­ლი ზო­ნაა, სა­დაც ბევ­რი ტუ­რის­ტი და­დის...

- რაც ჩა­მოთ­ვა­ლეთ, ყვე­ლა ის ად­გი­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ზო­ნაა და ამ მხრივ ძა­ლი­ან სა­და­ვო თე­მაა, რად­გა­ნაც ძვე­ლი თბი­ლი­სი ზო­გა­დად ტუ­რის­ტუ­ლი ზო­ნაა, ყველ­გან ტუ­რის­ტი და­დის, რა­ტომ კონ­კრე­ტუ­ლად ის ხაზი, ამა­ზე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი პა­სუ­ხი ჩემ­თვის უც­ნო­ბია.

- თი­თო­ე­უ­ლი უნი­კა­ლუ­რი ძეგლის და­კარ­გვა, თუნ­დაც დი­უ­მას 13-ში არ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბის, რას ნიშ­ნავს?

- ამით ჩვენ ვკარ­გავთ ის­ტო­რი­ას. ეს ის ის­ტო­რია არ არის, რო­მელ­საც წიგ­ნის ფურ­ცლებ­ზე ვკი­თხუ­ლობთ. რე­ა­ლო­ბაა, რო­მე­ლიც უნდა გა­და­ე­ცეს მო­მა­ვალ თა­ო­ბას. კულ­ტუ­რულ მემ­კვიდ­რე­ო­ბას ეს თვი­სე­ბა აქვს, რაც აქამ­დე მო­ვი­და, ის უნდა გა­და­ე­ცეს მო­მა­ვალ თა­ო­ბას. ამი­ტომ, თუ ვი­ტყვით, რომ აქ ასე­თი ტი­პის არ­ქი­ტექ­ტუ­რა ერ­თა­დერ­თია, მა­შინ ასე­თი მიდ­გო­მით ამ ერ­თა­დერ­თო­ბას ვუ­კარ­გავთ, რისი გან­მე­ო­რე­ბაც შე­უძ­ლე­ბე­ლია, რისი ანა­ლო­გიც არ არ­სე­ბობს. ეს ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა.

ფოტო: გი­ორ­გი ჟა­მე­რაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

თბილისის ყველაზე სახიფათო შენობები - "რომ დაინგრეს, მეორე ასეთი არ გვაქვს..."

თბილისის ყველაზე სახიფათო შენობები - "რომ დაინგრეს, მეორე ასეთი არ გვაქვს..."

ისტორიული თბილისი, მისი უბნები და იქ არსებული შენობა-ნაგებობებიდან უმეტესობა შველას რომ ითხოვს, ეს თვალის ერთი შევლებითაც ჩანს. თუმცა არსებობს ისეთი შენობები, რომლებიც თავისი მონაცემებით, ქალაქისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამასვე გვიდასტურებს კულტუროლოგი, "თბილისის ჰამქრის" თავმჯდომარე ცირა ელისაშვილი:

"თბილსის მარჯვენა და მარცხენა სანაპირო, ქალაქის ისტორიული ნაწილი, ხანდაზმულობის თვალსაზრისით და ბუნებრივ-გეოლოგიური სურათის მიხედვით, არც ისე სახარბიელო მდგომარეობაშია. თუმცა პრობლემა სადღაც უფრო მეტად არის და სადღაც - ნაკლებად. სოლოლაკის ქვედა ნაწილში, რომელიც კალასკენ არის მიმართული, რთული მდგომარეობაა, სოლოლაკის ზედა ნაწილში - უკეთესი ვითარებაა. მაგალითად, ავლაბარში ძალიან მძიმე სურათია. ვთქვათ, მთაწმინდასა და ვერაზე შედარებით უკეთესობაა". ცირა ელისაშვილის თქმით, გააჩნია ასევე შენობის მდებარეობას, თვითონ შენობების კონსტრუქციულ მდგომარეობას, რაც გამოწვეულია არა მაგალითად, გრუნტის წყლების არსებობით, არამედ წლების განმავლობაში, იმ კომუნიკაციების მოუვლელობით, რომელიც თავის დროზე ჩაიდო და მერე აღარ გამოცვლილა. ამ შემთხვევაში იგულისხმება სადრენაჟე და სანიაღვრე სისტემები, წყალსადენისა და კანალიზაციის მილები. რაც შეეხება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მქონე შენობებს, მათაც აქვთ ასეთი პრობლემები და ეს არის, მაგალითად, დიუმას 13 ნომერში არსებული შენობა, რომელიც ძეგლია და თბილისისთვის მნიშვნელოვანი ნაგებობაა. რომ დაინგრეს, მეორე ასეთი არ გვაქვს. სახლს კონსტრუქციული პრობლემა აქვს, ნაწილი დროებითი ბჯენებით არის შემაგრებული, რაც სურათს არ ცვლის. იქ მოსახლეობა დღემდე ცხოვრობს და ძალიან რთული სიტუაციაა (ის ლესელიძის ქვედა ქუჩაა).

ასეთივე მდგომარეობაა ასათიანის 18 და 16 ნომრებში. ასევე უნდა ვახსენოთ ავლაბარში, არმაზისა და არარატის კუთხის სახლიც, სადაც იგივე ხდება".

- დიუმს 13-ში არსებული შენობაზე უფრო ვრცლად რას გვეტყვით?

- მისი ანალოგი, როგორც გითხარით, არ არსებობს, იქ შემორჩენილია მუშარაბიანი ელემენტრები, რომელთა ასევე ნაკლებობაა თბილისში. ეს არის კორნელი ტატიშევის აშენებული ნაგებობა, მისი საცხოვრებელი სახლი. ის თბილისში ძალიან ცნობილი არქიტექტორი იყო, მისი აშენებულია რუსთაველის თეატრის შენობა. როგორც აღვნიშნე, ასათიანის 18 ნომერშიც, ძალიან მძიმე მდგომარეობაა, მის გვერდით, 16 ნომერშიც. იქ საქმე გვაქვს, თბილისური მოდერნის ტიპის შენობასთან. ავლაბარში არარატისა და არმაზის ქუჩის კვეთაზე, 10 წელზე მეტია, შენობა ჩამოშვავებულია, იქ დღემდე ცხოვრობენ ადამიანები და ამ თვალსაზრისით, ძალიან მძიმე მდგომარეობაა. აქამდე არც ერთ ხელისუფლებას ამაზე არ უფიქრია და არ ვიცი, ახლა ფიქრობს თუ არა ვინმე. არც ვიცი პრიორიტეტული სია, პირველ რიგში, რისი რეაბილიტაცია უნდა მოხდეს, როგორ დგება. ფაქტია, ჯერჯერობით არ არის დადგენილი, რა უნდა იყოს მნიშვნელოვანი კრიტერიუმი - ესა თუ ის არეალი, მხოლოდ არქიტექტურული ფასეულობა, შენობის ერთადერთობა, ყველაზე მძიმე ფიზიკური მდგომარეობა. მგავსი კრიტერიუმები გაწერილი არ არის. ასე რომ, რა ფორმით ხდება ამა თუ იმ სარეაბილიტაციო არეალის შერჩევა, ჩემთვის უცნობია. მაგალითად, რატომ ვირჩევთ იგივე აღმაშენებელს, ორბელიანის მოედანს, როცა სხვა არეალებია მოსავლელი. ფაქტია, რომ შერჩევა ხდება, მაგრამ ამას ვინ აკეთებს, კონკრეტული კომისია, დროებითი ჯგუფი, ჩემთვის უცნობია.

- აღმაშენებელი ხომ ტურისტული ზონაა, სადაც ბევრი ტურისტი დადის...

- რაც ჩამოთვალეთ, ყველა ის ადგილი ტურისტული ზონაა და ამ მხრივ ძალიან სადავო თემაა, რადგანაც ძველი თბილისი ზოგადად ტურისტული ზონაა, ყველგან ტურისტი დადის, რატომ კონკრეტულად ის ხაზი, ამაზე ჩამოყალიბებული პასუხი ჩემთვის უცნობია.

- თითოეული უნიკალური ძეგლის დაკარგვა, თუნდაც დიუმას 13-ში არსებული შენობის, რას ნიშნავს?

- ამით ჩვენ ვკარგავთ ისტორიას. ეს ის ისტორია არ არის, რომელსაც წიგნის ფურცლებზე ვკითხულობთ. რეალობაა, რომელიც უნდა გადაეცეს მომავალ თაობას. კულტურულ მემკვიდრეობას ეს თვისება აქვს, რაც აქამდე მოვიდა, ის უნდა გადაეცეს მომავალ თაობას. ამიტომ, თუ ვიტყვით, რომ აქ ასეთი ტიპის არქიტექტურა ერთადერთია, მაშინ ასეთი მიდგომით ამ ერთადერთობას ვუკარგავთ, რისი განმეორებაც შეუძლებელია, რისი ანალოგიც არ არსებობს. ეს ძალიან სამწუხაროა.

ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ