კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ომით "გაკეთებული" ფულის ფასი - რა საქმეების გამოძიება დაიწყეს ცხინვალში?
ომით "გაკეთებული" ფულის ფასი - რა საქმეების გამოძიება დაიწყეს ცხინვალში?

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთ­ში უკვე დიდი ხა­ნია მსჯე­ლო­ბენ იმა­ზე, ეს­ტუმ­რე­ბა თუ არა რო­მე­ლი­მე რე­გი­ონს რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი 26 აგ­ვის­ტოს. ეს თა­რი­ღი ორი­ვე რე­გი­ო­ნის ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ორ­მა­გად პრინ­ცი­პუ­ლი - რაულ ხა­ჯიმ­ბა­საც, ისე­ვე, რო­გორც ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლოვს, სჭირ­დე­ბა, ოპო­ნენ­ტებს და ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას ეკო­ნო­მი­კუ­რი წინსვლის არარ­სე­ბო­ბის, მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნი­სა და სხვა მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი პრობ­ლე­მე­ბის ფონ­ზე, რუ­სე­თის მხარ­და­ჭე­რა აჩ­ვე­ნოს.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი ორი­ვე მათ­განს მოს­კოვ­ში და­ი­ბა­რებს და სე­პა­რა­ტისტ ლი­დე­რებ­თან "ოფი­ცი­ა­ლურ შეხ­ვედ­რას" გა­მარ­თავს.

ბოლო დღე­ებ­ში გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი "კეკ­ლუ­ცო­ბა" ორი­ვე მხა­რეს კარ­გად ეტყო­ბა. ხა­ჯიმ­ბა თვით­გა­დარ­ჩე­ნის გზებ­ზე, ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, კო­რუფ­ცი­ის აღ­მო­ფხვრის გზებ­სა და სხვა, მარ­თლაც "ფან­ტას­ტი­უ­რი სა­კი­თხე­ბის" მოგ­ვა­რე­ბა­ზე ალა­პა­რაკ­და.

20 აგ­ვის­ტოს ის რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის მო­ად­გი­ლეს, რაში ნურ­გა­ლი­ევს შეხ­ვდა და რუ­სეთ­სა და ე.წ. აფხა­ზეთს შო­რის "ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის, უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­სა და სხვა ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი პროგ­რა­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მებ­ზე" ესა­უბ­რა.

აფხა­ზე­თის ლი­დერს არც ცხინ­ვა­ლის "პრე­ზი­დენ­ტი" ჩა­მორ­ჩა. ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლოვ­მა 2008 წლის ომის შემ­დეგ სპე­ცან­გა­რი­შით გა­ცე­მუ­ლი უპ­რო­ცენ­ტო კრე­დი­ტე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა მო­ი­თხო­ვა. მისი ბრძა­ნე­ბით, უნდა შე­იქ­მნას ე.წ. გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, რათა ე.წ რეს­ტავ­რა­ცი­ის­თვის გად­მო­რი­ცხუ­ლი და შემ­დეგ გაფ­ლან­გუ­ლი 300 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლის "ამო­ღე­ბის მე­ქა­ნიზ­მი შე­ი­მუ­შა­ონ".

ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვის ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო მრჩე­ვე­ლი, ალან ჯუსო­ვი აცხა­დებს, რომ საბ­ჭოს არ ჰქონ­და უფ­ლე­ბა უპ­რო­ცენ­ტო კრე­დი­ტე­ბი გა­ე­ცა. მი­სი­ვე თქმით, ვი­თა­რე­ბას არ­თუ­ლებს ისიც, რომ ამ თან­ხე­ბის სა­კი­თხე­ბი უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში დო­კუ­მენ­ტუ­რად არ ფიქ­სირ­დე­ბო­და, შე­სა­ბა­მი­სად, ეს ცოტა რთუ­ლი სა­კი­თხი იქ­ნე­ბა.

Ekhokavkaza-ს ცნო­ბით, 2008 წელს ედუ­არდ კო­კო­ი­თის ბრძა­ნე­ბი­თა და “პრე­ზი­დი­უ­მის” გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ე.წ. ეროვ­ნულ ბან­კში გა­იხ­სნა სპე­ცი­ა­ლუ­რი ან­გა­რი­ში. 2009 წელს და­არ­სდა “სა­დამ­კვირ­ვებ­ლო საბ­ჭო”, რო­მელ­საც ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, მა­შინ­დე­ლი ე.წ. ჯან­დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრი ნუგ­ზარ გა­ბა­რა­ე­ვი, რო­მე­ლიც ამ პოსტზე 2012 წლამ­დე მუ­შა­ობ­და. იმა­ვე წელს “გენპ­რო­კუ­რა­ტუ­რამ” მის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრა და სწო­რედ იმ თან­ხის გაფ­ლან­გვა­ში სდებ­და ბრალს.

“გა­ბა­რა­ე­ვი ამ ბრალ­დე­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფ­და, თუმ­ცა, უარ­ყოფ­და სი­ტყვი­ე­რად, რად­გან ჩვენ­თან ხომ კა­ნო­ნი პი­რო­ბი­თი ცნე­ბაა. ეს საქ­მე არა­ვის გა­მო­უ­ძი­ე­ბია, ასე სი­ტყვი­ე­რი ბრალ­დე­ბე­ბი­სა და თა­ვის მარ­თლე­ბის რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს წლე­ბია. გა­ბა­რა­ე­ვის თქმით, ის ამ საბ­ჭოს მი­მართ ისე­თი­ვე რი­გი­თი წევ­რის ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებ­და, რო­გორც სხვა. რო­დე­საც ამა თუ იმ ომის მო­ნა­წი­ლის ან ვე­ტე­რა­ნის დახ­მა­რე­ბის, ან სუ­ლაც მკურ­ნა­ლო­ბის სა­კი­თხი დად­გე­ბო­და, ისიც ისე სწევ­და ხელს, რო­გორც სხვა, ამ­ბობ­და - უნდა და­ვეხ­მა­როთ, ან არ უნდა და­ვეხ­მა­რო­თო.

მი­სი­ვე თქმით, ერთ-ერთი მათ­გა­ნი, არ­სენ გაგ­ლო­ე­ვი, რო­მელ­საც ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი ჰქონ­და, სამ­კურ­ნა­ლოდ მოს­კოვ­ში, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის ინ­სტი­ტუ­ტში გაგ­ზავ­ნეს, თუმ­ცა, გა­ბა­რა­ევს არ ეს­მის, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით რა პრე­ტენ­ზია უნდა წა­უ­ყე­ნონ, რად­გან მი­სი­ვე თქმით, სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პარ­ლა­მენ­ტი იღებ­და", - წერს გა­მო­ცე­მა.

ამა­ვე საქ­მე­შია გა­რე­უ­ლი ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის “პარ­ლა­მენ­ტის” ყო­ფი­ლი წევ­რი სტა­ნის­ლავ კო­ჩი­ე­ვი, რომ­ლის თქმი­თაც, მას, რო­გორც პარ­ლა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელს, მხო­ლოდ ფორ­მა­ლუ­რად ჰქონ­და უფ­ლე­ბა ამ ფი­ნან­სე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბის საქ­მე ეკონ­ტრო­ლე­ბი­ნა.

“მე ვიცი, რო­გორ გა­ი­ცე­მო­და ეს თან­ხე­ბი. პარ­ლა­მენტს მას­თან შე­ხე­ბა თით­ქმის არ ჰქონ­და, ის ეთან­ხმე­ბო­და თან­ხის გა­ცე­მას ან უარს ამ­ბობ­და, ფულ­თან შე­ხე­ბა არ გვქო­ნია. მა­შინ ყვე­ლა­ფერს ედუ­არდ კო­კო­ი­თის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და მისი მხარ­დამ­ჭე­რი პარ­ტი­ე­ბი წყვეტ­დნენ. სა­უ­ბა­რია, პარ­ტია “ერ­თი­ა­ნო­ბა­სა” და “სა­ხალ­ხო პარ­ტი­ა­ზე”. იყო "ჩა­წყო­ბე­ბიც".

მა­გა­ლი­თად, ჩვენ ორ­ჯერ გა­ვაპ­რო­ტეს­ტეთ მაირ სა­ნა­კო­ე­ვის­თვის რამ­დე­ნი­მე­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი კრე­დი­ტის გა­ცე­მა, მაგ­რამ ის მა­ინც მი­ი­ღო. ბოლო ხა­ნებ­ში სე­სი­ებს არც კი ეს­წრე­ბო­და. თა­ვი­სი საქ­მე­ე­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. რამ­დე­ნად კა­ნო­ნი­ე­რად მი­ი­ღო მან ეს თან­ხა, ეს პრო­კუ­რა­ტუ­რის საქ­მეა, ისე­ვე, რო­გორც მისი კონ­ტრო­ლი”, - აცხა­დებს კო­ჩი­ე­ვი, რომ­ლის თქმი­თაც, არა­ერ­თმა კერ­ძო პირ­მა რამ­დე­ნი­მე­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი უპ­რო­ცენ­ტო კრე­დი­ტი 49 წლის ვა­დით აიღო. ოსი ე.წ. დე­პუ­ტა­ტე­ბის თქმით, ვი­ღაც-ვი­ღა­ცე­ებ­მა ამ თან­ხე­ბით ბიზ­ნე­სი წა­მო­ი­წყეს და რუ­სეთ­ში ბი­ნე­ბიც იყი­დეს. რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი აფხა­ზე­თის ტუ­რიზ­მშიც შე­ე­ცა­და ინ­ვეს­ტი­ცი­ის და­ბან­დე­ბას.

ოსუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თან­ხის გა­ცე­მი­სა და დაბ­რუ­ნე­ბის სა­კი­თხებს არა­ვინ იძი­ებ­და, ეს არც დო­კუ­მენ­ტუ­რად ფორმ­დე­ბო­და, უბ­რა­ლოდ, პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბით, “წილ­ში ჩაჯ­დო­მით” წყდე­ბო­და და ნა­წილ­დე­ბო­და. კი­დევ ერთი დე­პუ­ტა­ტის, ამი­რან დი­ა­კო­ნო­ვის გან­ცხა­დე­ბით, თან­ხა, რომ­ლი­თაც ვი­თომ ბიზ­ნეს-პრო­ექ­ტე­ბი უნდა და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი­ყო, ვი­ღა­ცე­ე­ბის ჯი­ბე­ებ­ში წა­ვი­და, ოღონდ ახლა მხო­ლოდ და­ბა­ლი რან­გის პი­რე­ბი და­ის­ჯე­ბი­ან, მათ უკან მდგო­მე­ბი კი ისევ ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის იმუ­ნი­ტე­ტით სარ­გებ­ლო­ბენ.

გა­ბა­რა­ე­ვის თქმით, "იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მორ­ჩე­ვა და მკურ­ნა­ლო­ბის და­ფი­ნან­სე­ბაც, ვი­საც და­უ­ფი­ნან­სეს, არ იყო სწო­რი, რად­გან ყვე­ლა იბ­რძო­და და დახ­მა­რე­ბაც ყვე­ლას სჭირ­დე­ბო­და. არა­და, ჩვენ გა­და­წყვე­ტი­ლი გვქონ­და, რომ ეს თან­ხა ერ­თგვა­რი სუბ­სი­დი­რე­ბა იქ­ნე­ბო­და, ანუ ადა­მი­ა­ნე­ბი წა­ი­ღებ­დნენ ამ თან­ხას, გა­იხ­სნე­ბო­და სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნე­ბი, მა­ღა­ზი­ე­ბი და მე­პატ­რო­ნე­ე­ბი ამ ფულს ეტა­პობ­რი­ვად და­აბ­რუ­ნებ­დნენ.

ოსუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, 2008 წლის ომის შემ­დეგ, ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის “და­სახ­მა­რებ­ლად” 1 123 3 146 რუბ­ლი, 2 125 230 ათა­სი დო­ლა­რი და 23 350 ევრო გა­და­ი­რი­ცხა. ამ ეტაპ­ზე ად­გი­ლობ­რი­ვი ე.წ პრო­კუ­რა­ტუ­რა 240 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლის ოდე­ნო­ბის უპ­რო­ცენ­ტო კრე­დი­ტის გა­ცე­მის სა­კითხს სწავ­ლობს. ოსუ­რი მე­დია წერს, რომ შე­საძ­ლოა, ამ საქ­მის შე­დე­გად ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი ცი­ხე­ში აღ­მოჩ­ნდეს, თუმ­ცა ისევ და ისევ სა­უ­ბა­რია და­ბა­ლი რან­გის პი­რებ­ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

ომით "გაკეთებული" ფულის ფასი - რა საქმეების გამოძიება დაიწყეს ცხინვალში?

ომით "გაკეთებული" ფულის ფასი - რა საქმეების გამოძიება დაიწყეს ცხინვალში?

ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში უკვე დიდი ხანია მსჯელობენ იმაზე, ესტუმრება თუ არა რომელიმე რეგიონს რუსეთის პრეზიდენტი 26 აგვისტოს. ეს თარიღი ორივე რეგიონის ე.წ. ხელმძღვანელობისთვის მნიშვნელოვანია და ორმაგად პრინციპული - რაულ ხაჯიმბასაც, ისევე, როგორც ანატოლი ბიბილოვს, სჭირდება, ოპონენტებს და ადგილობრივ მოსახლეობას ეკონომიკური წინსვლის არარსებობის, მძიმე სოციალური ფონისა და სხვა მოუგვარებელი პრობლემების ფონზე, რუსეთის მხარდაჭერა აჩვენოს.

არსებული ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინი ორივე მათგანს მოსკოვში დაიბარებს და სეპარატისტ ლიდერებთან "ოფიციალურ შეხვედრას" გამართავს.

ბოლო დღეებში გააქტიურებული "კეკლუცობა" ორივე მხარეს კარგად ეტყობა. ხაჯიმბა თვითგადარჩენის გზებზე, ეკონომიკის განვითარებაზე, კორუფციის აღმოფხვრის გზებსა და სხვა, მართლაც "ფანტასტიური საკითხების" მოგვარებაზე ალაპარაკდა.

20 აგვისტოს ის რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს, რაში ნურგალიევს შეხვდა და რუსეთსა და ე.წ. აფხაზეთს შორის "ეკონომიკური ურთიერთობების, უსაფრთხოების საკითხებსა და სხვა ჰუმანიტარული პროგრამების განვითარების გეგმებზე" ესაუბრა.

აფხაზეთის ლიდერს არც ცხინვალის "პრეზიდენტი" ჩამორჩა. ანატოლი ბიბილოვმა 2008 წლის ომის შემდეგ სპეცანგარიშით გაცემული უპროცენტო კრედიტების დაბრუნება მოითხოვა. მისი ბრძანებით, უნდა შეიქმნას ე.წ. გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი, რათა ე.წ რესტავრაციისთვის გადმორიცხული და შემდეგ გაფლანგული 300 მილიონი რუბლის "ამოღების მექანიზმი შეიმუშაონ".

ანატოლი ბიბილოვის ე.წ. სახელმწიფო მრჩეველი, ალან ჯუსოვი აცხადებს, რომ საბჭოს არ ჰქონდა უფლება უპროცენტო კრედიტები გაეცა. მისივე თქმით, ვითარებას ართულებს ისიც, რომ ამ თანხების საკითხები უმეტეს შემთხვევაში დოკუმენტურად არ ფიქსირდებოდა, შესაბამისად, ეს ცოტა რთული საკითხი იქნება.

Ekhokavkaza-ს ცნობით, 2008 წელს ედუარდ კოკოითის ბრძანებითა და “პრეზიდიუმის” გადაწყვეტილებით, ე.წ. ეროვნულ ბანკში გაიხსნა სპეციალური ანგარიში. 2009 წელს დაარსდა “სადამკვირვებლო საბჭო”, რომელსაც ხელმძღვანელობდა, მაშინდელი ე.წ. ჯანდაცვისა და სოციალური განვითარების მინისტრი ნუგზარ გაბარაევი, რომელიც ამ პოსტზე 2012 წლამდე მუშაობდა. იმავე წელს “გენპროკურატურამ” მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და სწორედ იმ თანხის გაფლანგვაში სდებდა ბრალს.

“გაბარაევი ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა, თუმცა, უარყოფდა სიტყვიერად, რადგან ჩვენთან ხომ კანონი პირობითი ცნებაა. ეს საქმე არავის გამოუძიებია, ასე სიტყვიერი ბრალდებებისა და თავის მართლების რეჟიმში მიმდინარეობს წლებია. გაბარაევის თქმით, ის ამ საბჭოს მიმართ ისეთივე რიგითი წევრის ფუნქციას ასრულებდა, როგორც სხვა. როდესაც ამა თუ იმ ომის მონაწილის ან ვეტერანის დახმარების, ან სულაც მკურნალობის საკითხი დადგებოდა, ისიც ისე სწევდა ხელს, როგორც სხვა, ამბობდა - უნდა დავეხმაროთ, ან არ უნდა დავეხმაროთო.

მისივე თქმით, ერთ-ერთი მათგანი, არსენ გაგლოევი, რომელსაც ტუბერკულოზი ჰქონდა, სამკურნალოდ მოსკოვში, ტუბერკულოზის ინსტიტუტში გაგზავნეს, თუმცა, გაბარაევს არ ესმის, ამასთან დაკავშირებით რა პრეტენზია უნდა წაუყენონ, რადგან მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებდა", - წერს გამოცემა.

ამავე საქმეშია გარეული ე.წ. სამხრეთ ოსეთის “პარლამენტის” ყოფილი წევრი სტანისლავ კოჩიევი, რომლის თქმითაც, მას, როგორც პარლამენტის წარმომადგენელს, მხოლოდ ფორმალურად ჰქონდა უფლება ამ ფინანსების გადანაწილების საქმე ეკონტროლებინა.

“მე ვიცი, როგორ გაიცემოდა ეს თანხები. პარლამენტს მასთან შეხება თითქმის არ ჰქონდა, ის ეთანხმებოდა თანხის გაცემას ან უარს ამბობდა, ფულთან შეხება არ გვქონია. მაშინ ყველაფერს ედუარდ კოკოითის წარმომადგენლები და მისი მხარდამჭერი პარტიები წყვეტდნენ. საუბარია, პარტია “ერთიანობასა” და “სახალხო პარტიაზე”. იყო "ჩაწყობებიც".

მაგალითად, ჩვენ ორჯერ გავაპროტესტეთ მაირ სანაკოევისთვის რამდენიმემილიონიანი კრედიტის გაცემა, მაგრამ ის მაინც მიიღო. ბოლო ხანებში სესიებს არც კი ესწრებოდა. თავისი საქმეებით იყო დაკავებული. რამდენად კანონიერად მიიღო მან ეს თანხა, ეს პროკურატურის საქმეა, ისევე, როგორც მისი კონტროლი”, - აცხადებს კოჩიევი, რომლის თქმითაც, არაერთმა კერძო პირმა რამდენიმემილიონიანი უპროცენტო კრედიტი 49 წლის ვადით აიღო. ოსი ე.წ. დეპუტატების თქმით, ვიღაც-ვიღაცეებმა ამ თანხებით ბიზნესი წამოიწყეს და რუსეთში ბინებიც იყიდეს. რამდენიმე მათგანი აფხაზეთის ტურიზმშიც შეეცადა ინვესტიციის დაბანდებას.

ოსური მედიის ინფორმაციით, თანხის გაცემისა და დაბრუნების საკითხებს არავინ იძიებდა, ეს არც დოკუმენტურად ფორმდებოდა, უბრალოდ, პირადი ინტერესებით, “წილში ჩაჯდომით” წყდებოდა და ნაწილდებოდა. კიდევ ერთი დეპუტატის, ამირან დიაკონოვის განცხადებით, თანხა, რომლითაც ვითომ ბიზნეს-პროექტები უნდა დაფინანსებულიყო, ვიღაცეების ჯიბეებში წავიდა, ოღონდ ახლა მხოლოდ დაბალი რანგის პირები დაისჯებიან, მათ უკან მდგომები კი ისევ ხელშეუხებლობის იმუნიტეტით სარგებლობენ.

გაბარაევის თქმით, "იმ ადამიანების გამორჩევა და მკურნალობის დაფინანსებაც, ვისაც დაუფინანსეს, არ იყო სწორი, რადგან ყველა იბრძოდა და დახმარებაც ყველას სჭირდებოდა. არადა, ჩვენ გადაწყვეტილი გვქონდა, რომ ეს თანხა ერთგვარი სუბსიდირება იქნებოდა, ანუ ადამიანები წაიღებდნენ ამ თანხას, გაიხსნებოდა სილამაზის სალონები, მაღაზიები და მეპატრონეები ამ ფულს ეტაპობრივად დააბრუნებდნენ.

ოსური მედიის ცნობით, 2008 წლის ომის შემდეგ, ცხინვალის რეგიონის “დასახმარებლად” 1 123 3 146 რუბლი, 2 125 230 ათასი დოლარი და 23 350 ევრო გადაირიცხა. ამ ეტაპზე ადგილობრივი ე.წ პროკურატურა 240 მილიონი რუბლის ოდენობის უპროცენტო კრედიტის გაცემის საკითხს სწავლობს. ოსური მედია წერს, რომ შესაძლოა, ამ საქმის შედეგად ათეულობით ადამიანი ციხეში აღმოჩნდეს, თუმცა ისევ და ისევ საუბარია დაბალი რანგის პირებზე.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი