მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი გახარია - გამოძიებამ მიხეილ კალანდიას ტანსაცმელი არ კი არა, ვერ ამოიღო
გიორგი გახარია - გამოძიებამ მიხეილ კალანდიას ტანსაცმელი არ კი არა, ვერ ამოიღო

შს მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­მარ­ტე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბამ მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას ტან­საც­მე­ლი არ კი არა, ვერ ამო­ი­ღო. პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის წევ­რი ოთარ კა­ხი­ძე და­ინ­ტე­რეს­და, იცის თუ არა შს მი­ნის­ტრმა, რომ მი­ხე­ილ კა­ლან­დია იმ­ყო­ფე­ბო­და ფარ­დულ­ში ჩხუ­ბის და­წყე­ბი­დან ბო­ლომ­დე, იყო ფი­ზი­კურ კონ­ტაქ­ტში და­ვით სა­რა­ლი­ძეს­თან და მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სხვა ფი­გუ­რან­ტე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას სახ­ლი არ გა­ჩხრე­კი­ლა და გა­მო­ძი­ე­ბას არ ამო­უ­ღია მისი ტან­საც­მე­ლი, რო­მე­ლიც საქ­მის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, სის­ხლი­ა­ნი იყო.

„არ ამო­უ­ღია არ არის სწო­რი გან­მარ­ტე­ბა, ვერ ამო­ი­ღო უფრო სწო­რი გან­მარ­ტე­ბა იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

იგი­ვე კი­თხვა­ზე ყო­ფილ­მა პრო­კუ­რორ­მა ირაკ­ლი შო­თა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ თა­ვის დრო­ზე არ ყო­ფი­ლა საქ­მის კურ­სში ამის შე­სა­ხებ, იმ სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­გორც ხა­სი­ათ­დე­ბა მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის საქ­მი­ა­ნო­ბა და შემ­დეგ, სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის­გან შე­ი­ტყო.

„ამის შე­სა­ხებ კო­მი­სი­ი­დან შე­ვი­ტყვე, თუმ­ცა ამა­ვე დროს მო­ვის­მი­ნე გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის გან­მარ­ტე­ბა, თუ რა მი­ზე­ზით ვერ მო­ა­ხერ­ხეს აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და შო­თა­ძემ.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რემ სერ­გი კა­პა­ნა­ძემ, თა­ვის მხრივ, აღ­ნიშ­ნა, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ამ გა­მო­კი­თხა აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი და მათ თქვეს, რომ ტან­საც­მე­ლი არ გა­და­უგ­დი­ათ და დღემ­დე სახ­ლში აქვთ.

„პრო­კუ­რა­ტუ­რის და შს სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა თქვეს, რომ მათ ეს ვერ ამო­ი­ღეს, იმი­ტომ რომ გა­დაგ­დე­ბუ­ლი იყო და ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­ზეც სა­უ­ბა­რია, იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ გა­მო­კი­თხვა­ზე და მათ დაგ­ვი­დას­ტუ­რეს, რომ დღემ­დე სახ­ლში აქვთ და არ გა­და­უგ­დი­ათ არ­სად ეს ტან­საც­მე­ლი“, - გა­ნა­ცხა­და კა­პა­ნა­ძემ.

„ჩემ­თვის ეს ცნო­ბი­ლი არ არის, ახლა ვი­გებ თქვენ­გან, თუმ­ცა ასე­ვე მოს­მე­ნი­ლია გა­მომ­ძი­ებ­ლის პო­ზი­ცია. გა­მო­ძი­ე­ბა ზო­გა­დად არ არის მა­თე­მა­ტი­კა, რომ დაჯ­დე და რა­ღაც გან­ტო­ლე­ბა ამოხ­სნა და ფორ­მუ­ლა გა­მო­ი­ყე­ნო. ეს არის რთუ­ლი პრო­ცე­სი და თი­თო­ე­უ­ლი საქ­მე არის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი მოქ­მე­დე­ბენ იმ ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მე­ლიც გა­აჩ­ნი­ათ და სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კის გა­თავ­ლის­წი­ნე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და სა­პა­სუ­ხოდ ირაკ­ლი შო­თა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

გიორგი გახარია - გამოძიებამ მიხეილ კალანდიას ტანსაცმელი არ კი არა, ვერ ამოიღო

გიორგი გახარია - გამოძიებამ მიხეილ კალანდიას ტანსაცმელი არ კი არა, ვერ ამოიღო

შს მინისტრ გიორგი გახარიას განმარტებით, გამოძიებამ მიხეილ კალანდიას ტანსაცმელი არ კი არა, ვერ ამოიღო. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრი ოთარ კახიძე დაინტერესდა, იცის თუ არა შს მინისტრმა, რომ მიხეილ კალანდია იმყოფებოდა ფარდულში ჩხუბის დაწყებიდან ბოლომდე, იყო ფიზიკურ კონტაქტში დავით სარალიძესთან და მიუხედავად ამისა, სხვა ფიგურანტებისგან განსხვავებით, მიხეილ კალანდიას სახლი არ გაჩხრეკილა და გამოძიებას არ ამოუღია მისი ტანსაცმელი, რომელიც საქმის მასალების მიხედვით, სისხლიანი იყო.

„არ ამოუღია არ არის სწორი განმარტება, ვერ ამოიღო უფრო სწორი განმარტება იქნება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

იგივე კითხვაზე ყოფილმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, რომ თავის დროზე არ ყოფილა საქმის კურსში ამის შესახებ, იმ სპეციფიკიდან გამომდინარე, როგორც ხასიათდება მთავარი პროკურორის საქმიანობა და შემდეგ, საგამოძიებო კომისიისგან შეიტყო.

„ამის შესახებ კომისიიდან შევიტყვე, თუმცა ამავე დროს მოვისმინე გამომძიებლების განმარტება, თუ რა მიზეზით ვერ მოახერხეს აღნიშნული საგამოძიებო ღონისძიების ჩატარება“, - განაცხადა შოთაძემ.

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ საგამოძიებო კომისიამ გამოკითხა აღნიშნული პირები და მათ თქვეს, რომ ტანსაცმელი არ გადაუგდიათ და დღემდე სახლში აქვთ.

„პროკურატურის და შს სამინისტროს წარმომადგენელმა თქვეს, რომ მათ ეს ვერ ამოიღეს, იმიტომ რომ გადაგდებული იყო და ის ადამიანები, ვიზეც საუბარია, იმყოფებოდნენ გამოკითხვაზე და მათ დაგვიდასტურეს, რომ დღემდე სახლში აქვთ და არ გადაუგდიათ არსად ეს ტანსაცმელი“, - განაცხადა კაპანაძემ.

„ჩემთვის ეს ცნობილი არ არის, ახლა ვიგებ თქვენგან, თუმცა ასევე მოსმენილია გამომძიებლის პოზიცია. გამოძიება ზოგადად არ არის მათემატიკა, რომ დაჯდე და რაღაც განტოლება ამოხსნა და ფორმულა გამოიყენო. ეს არის რთული პროცესი და თითოეული საქმე არის ინდივიდუალური და გამომძიებლები მოქმედებენ იმ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც გააჩნიათ და საუკეთესო პრაქტიკის გათავლისწინებით“, - განაცხადა საპასუხოდ ირაკლი შოთაძემ.