კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაპრავებული" თაღლითობა?! - რატომ ხდება რეესტრში ჩვენი ქონება დაუცველი
"გაპრავებული" თაღლითობა?! - რატომ ხდება რეესტრში ჩვენი ქონება დაუცველი

რა­ტომ ვერ იცავს სა­ჯა­რო რე­ესტრი მო­ქა­ლა­ქის ქო­ნე­ბას? ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე, ვინც იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში ქო­ნე­ბის და­სა­რე­გის­ტრი­რებ­ლად მი­დის, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მისი ქო­ნე­ბა და­ცუ­ლია. თურ­მე ასე არ არის, შე­იძ­ლე­ბა ერთ დღეს აღ­მო­ა­ჩი­ნოთ, რომ თქვე­ნი ბინა უკვე სხვი­სია, იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში მი­სულს კი გი­თხრან, რომ დო­კუ­მენ­ტე­ბის ნამ­დვი­ლო­ბა­ზე პა­სუხს არ აგე­ბენ.(?!) მე­სა­მე წე­ლია ნინო დო­ლი­ძე იმის ში­შით­ ცხოვ­რობს, რომ ბი­ნას აუქ­ცი­ონ­ზე გა­უ­ყი­დი­ან:

- ნუ­ცუ­ბი­ძის 26 ნო­მერ­ში მაქვს ბინა, რო­მე­ლიც 2015 წლის 13 ოქ­ტომ­ბერს მი­ვა­ქი­რა­ვე ვინ­მე ვა­ლე­რი­ან მა­მუ­კაშ­ვილს. რო­გორც მი­თხრა, ქი­რის ფულს სამ­სა­ხუ­რი გა­და­უხ­დი­და და ნო­ტა­რი­უ­ლად და­მოწ­მებ­ული ქი­რავ­ნო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა სჭირ­დე­ბო­და. გა­მი­ხარ­და, ვი­ფიქ­რე, უფრო და­ცუ­ლი ვიქ­ნე­ბი-მეთ­ქი. წა­ვე­დით ნო­ტა­რი­უს­თან გა­სა­ფორ­მებ­ლად, მაგ­რამ მას ქი­რავ­ნო­ბის ნაც­ვლად, გა­რი­გე­ბის ერ­ქვა და ეს გავ­აპ­რო­ტეს­ტე, მაგ­რამ ნო­ტა­რი­უს­მა გან­მი­მარ­ტა, თუ ტექ­სტის ში­ნა­არ­სი გაკ­მა­ყო­ფი­ლებთ, პრობ­ლე­მა არ არის, ყვე­ლა­ნა­ი­რი შე­თან­ხმე­ბა გა­რი­გე­ბა­აო... მო­ვა­წე­რეთ ხელი, დო­კუ­მენ­ტი სამ ეგ­ზემპლა­რად შედ­გა - ერთი მე წა­მო­ვი­ღე, ერთი თაღ­ლით­მა და ერ­თიც ნო­ტა­რი­უს­თან დარ­ჩა. სულ 18 ად­გი­ლას მოგ­ვა­წე­რი­ნა ხელი, ეს ყვე­ლა­ფე­რი აღ­წე­რი­ლი იყო დო­კუ­მენ­ტის ბოლო გვერ­დზე. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ 4-გვერ­დი­ა­ნი იყო, ტი­პუ­რი ქი­რავ­ნო­ბის. გა­ქი­რა­ვე­ბი­დან 10 დღე­ში კი მი­რე­კავს გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი და მე­უბ­ნე­ბა,­ რომ ჩემი ბინა სხვამ გა­და­ი­ფორ­მა და იპო­თე­კით დატ­ვირ­თა. 22 ოქ­ტომ­ბერს გა­ვი­გე, რომ სა­ბუ­თე­ბი გა­ყალბ­და.

- ეს რო­გორ მოხ­და?

- თაღ­ლი­თუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის მსხვერ­პლი აღ­მოვ­ჩნდი. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის წინა გვერ­დე­ბი, რაც ქი­რავ­ნო­ბას ეხე­ბო­და, მოხ­სნეს, და­ტო­ვეს მხო­ლოდ ბოლო გვერ­დი და იმას მი­აკ­რეს სხვა ტექ­სტი, სა­დაც ეწე­რა, რომ თით­ქოს ეს ნას­ყი­დო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა იყო და მა­მუ­კაშ­ვილ­მა ჩემი ბინა იყი­და. მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა ტექ­სტი, ნო­ტა­რი­უ­ლად და­მოწ­მე­ბუ­ლი ბოლო ფურ­ცე­ლი გა­მო­ი­ყე­ნა, აკინ­ძა და წა­რად­გი­ნა რე­ესტრში. სა­ჯა­რო რე­ესტრმა ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტი და­ა­რე­გის­ტრი­რა და ჩემი ბინა მა­მუ­კაშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე გა­ფორმ­და.

- დო­კუ­მენტს არ ეტყო­ბო­და, გა­ყალ­ბე­ბუ­ლი რომ იყო?

- აშ­კა­რად ჩანს დარ­ღვე­ვე­ბი. ბოლო გვერ­დზე წე­რია, რომ 4-გვერ­დი­ა­ნია, ყალ­ბი კი 3-გვერ­დი­ა­ნი იყო. ბოლო გვერ­დზე ეწე­რა, რომ დო­კუ­მენტზე მხა­რე­ე­ბის 18 ხელ­მო­წე­რა უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ამის ნაც­ვლად დო­კუ­მენტს მხო­ლოდ 2 ხელ­მო­წე­რა ჰქონ­და, არც ამას მი­აქ­ცია რე­ესტრმა ყუ­რა­დღე­ბა. არც სა­ნო­ტა­რო ბა­ზა­ში შე­ა­მოწ­მა დო­კუ­მენ­ტი, სა­დაც გა­მოჩ­ნდე­ბო­და, რომ ეს ქი­რავ­ნო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ იყო. ასე­თი დარ­ღვე­ვე­ბით გა­და­უ­ფორ­მეს 16 ოქ­ტომ­ბერს ჩემი ბინა მა­მუ­კაშ­ვილს, ხოლო სამ დღე­ში ბინა მე­ვახ­შეს ჩა­უ­დო, იპო­თე­კით დატ­ვირ­თა 35.000 დო­ლა­რად... რო­გორც გა­ირ­კვა, თაღ­ლი­თუ­რი ჯგუ­ფის წევ­რებს ერთ თვე­ში ამ სქე­მით 5 ბინა გა­და­უ­ფორ­მე­ბიათ. ვინ­მე ტო­ფა­ძე, გორ­გი­ძე და მა­მუ­კაშ­ვი­ლი ერ­თად მოქ­მე­დებ­დნენ. და­ნა­შა­უ­ლი ჯგუ­ფუ­რი იყო, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც არ გა­ა­სა­მარ­თლეს ჯგუ­ფუ­რად. ამ­ბა­ვი რომ გახ­მა­ურ­და, მა­მუ­კაშ­ვი­ლი ქვეყ­ნი­დან გა­იქ­ცა. წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი იმა­ლე­ბო­და, შემ­დეგ ჩაჰ­ბარ­და პო­ლი­ცი­ას, გა­ა­სა­მარ­თლეს თაღ­ლი­თო­ბის­თვის და 7 წელი მი­უ­სა­ჯეს, თუმ­ცა დღემ­დე ჩემი ბინა მის სა­ხელ­ზეა და იპო­თე­კით­ არის დატ­ვირ­თუ­ლი. 3 წე­ლია ვიბ­რძვი სა­სა­მარ­თლოს გზით. ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით სარ­ჩე­ლი­ შე­ვი­ტა­ნე რე­ესტრის წი­ნა­აღ­მდეგ. სა­მო­ქა­ლა­ქო წე­სით რომ ვი­და­ვო, ვიცი, და­მიკ­მა­ყო­ფი­ლებს სა­სა­მარ­თლო და და­ე­კის­რე­ბა მა­მუ­კაშ­ვილს თან­ხის გა­დახ­და, მაგ­რამ ამ ფულს ვე­რა­სო­დეს ამო­ვი­ღებ. ამი­ტო­მაც ვუ­ჩი­ვი სა­ჯა­რო რე­ესტრს, ის იყო ვალ­დე­ბუ­ლი, ჩემი ქო­ნე­ბა­ და­ეც­ვა, რად­გან სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბაა. პირ­ვე­ლი პრო­ცე­სი სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მო­ვი­გე. ახლა საქ­მე სა­ა­პე­ლა­ცი­ო­შია­ და რო­გორ დამ­თავ­რდე­ბა, არ ვიცი... არი­ან სხვა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბიც, რომ­ლებ­მაც ანა­ლო­გი­უ­რი დავა სა­ა­პე­ლა­ცი­ო­ში წა­ა­გეს. სა­ჯა­რო რე­ესტრის შეც­დო­მის გამო ქო­ნე­ბას ვკარ­გავ. იპო­თე­კარ­მა უკვე აიღო აღ­სრუ­ლე­ბის ფურ­ცე­ლი და დღე დღე­ზე ქო­ნე­ბას აუქ­ცი­ონ­ზე გა­ი­ტა­ნენ. სად ვი­პო­ვო სა­მარ­თა­ლი? ნო­ტა­რი­უს­მა­ მი­თხრა, გა­ზა­ფხუ­ლის მერე ასე­თი ამ­ბე­ბი მეს­მის, 50 ლა­რით მეტი რომ გა­და­გე­ხა­და, დო­კუ­მენტს მე ავ­ტვირ­თავ­დი მა­შინ­ვე ბაზ­აში და ასე ად­ვი­ლად ვერ გა­ა­ყალ­ბებ­დნე­ნო. რის­კი თუ იყო, რა­ტომ არ მი­თხრა, მეც გა­და­ვიხ­დი­დი იმ 50 ლარს და უფრო და­ცუ­ლი ვიქ­ნე­ბო­დი. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

"გაპრავებული" თაღლითობა?! - რატომ ხდება რეესტრში ჩვენი ქონება დაუცველი

"გაპრავებული" თაღლითობა?! - რატომ ხდება რეესტრში ჩვენი ქონება დაუცველი

რატომ ვერ იცავს საჯარო რეესტრი მოქალაქის ქონებას? ყველა მოქალაქე, ვინც იუსტიციის სახლში ქონების დასარეგისტრირებლად მიდის, დარწმუნებულია, რომ მისი ქონება დაცულია. თურმე ასე არ არის, შეიძლება ერთ დღეს აღმოაჩინოთ, რომ თქვენი ბინა უკვე სხვისია, იუსტიციის სახლში მისულს კი გითხრან, რომ დოკუმენტების ნამდვილობაზე პასუხს არ აგებენ.(?!) მესამე წელია ნინო დოლიძე იმის შიშით ცხოვრობს, რომ ბინას აუქციონზე გაუყიდიან:

- ნუცუბიძის 26 ნომერში მაქვს ბინა, რომელიც 2015 წლის 13 ოქტომბერს მივაქირავე ვინმე ვალერიან მამუკაშვილს. როგორც მითხრა, ქირის ფულს სამსახური გადაუხდიდა და ნოტარიულად დამოწმებული ქირავნობის ხელშეკრულება სჭირდებოდა. გამიხარდა, ვიფიქრე, უფრო დაცული ვიქნები-მეთქი. წავედით ნოტარიუსთან გასაფორმებლად, მაგრამ მას ქირავნობის ნაცვლად, გარიგების ერქვა და ეს გავაპროტესტე, მაგრამ ნოტარიუსმა განმიმარტა, თუ ტექსტის შინაარსი გაკმაყოფილებთ, პრობლემა არ არის, ყველანაირი შეთანხმება გარიგებააო... მოვაწერეთ ხელი, დოკუმენტი სამ ეგზემპლარად შედგა - ერთი მე წამოვიღე, ერთი თაღლითმა და ერთიც ნოტარიუსთან დარჩა. სულ 18 ადგილას მოგვაწერინა ხელი, ეს ყველაფერი აღწერილი იყო დოკუმენტის ბოლო გვერდზე. ხელშეკრულება 4-გვერდიანი იყო, ტიპური ქირავნობის. გაქირავებიდან 10 დღეში კი მირეკავს გამომძიებელი და მეუბნება, რომ ჩემი ბინა სხვამ გადაიფორმა და იპოთეკით დატვირთა. 22 ოქტომბერს გავიგე, რომ საბუთები გაყალბდა.

- ეს როგორ მოხდა?

- თაღლითური დაჯგუფების მსხვერპლი აღმოვჩნდი. ხელშეკრულების წინა გვერდები, რაც ქირავნობას ეხებოდა, მოხსნეს, დატოვეს მხოლოდ ბოლო გვერდი და იმას მიაკრეს სხვა ტექსტი, სადაც ეწერა, რომ თითქოს ეს ნასყიდობის ხელშეკრულება იყო და მამუკაშვილმა ჩემი ბინა იყიდა. მთლიანად შეცვალა ტექსტი, ნოტარიულად დამოწმებული ბოლო ფურცელი გამოიყენა, აკინძა და წარადგინა რეესტრში. საჯარო რეესტრმა ყალბი დოკუმენტი დაარეგისტრირა და ჩემი ბინა მამუკაშვილის სახელზე გაფორმდა.

- დოკუმენტს არ ეტყობოდა, გაყალბებული რომ იყო?

- აშკარად ჩანს დარღვევები. ბოლო გვერდზე წერია, რომ 4-გვერდიანია, ყალბი კი 3-გვერდიანი იყო. ბოლო გვერდზე ეწერა, რომ დოკუმენტზე მხარეების 18 ხელმოწერა უნდა ყოფილიყო, ამის ნაცვლად დოკუმენტს მხოლოდ 2 ხელმოწერა ჰქონდა, არც ამას მიაქცია რეესტრმა ყურადღება. არც სანოტარო ბაზაში შეამოწმა დოკუმენტი, სადაც გამოჩნდებოდა, რომ ეს ქირავნობის ხელშეკრულება იყო. ასეთი დარღვევებით გადაუფორმეს 16 ოქტომბერს ჩემი ბინა მამუკაშვილს, ხოლო სამ დღეში ბინა მევახშეს ჩაუდო, იპოთეკით დატვირთა 35.000 დოლარად... როგორც გაირკვა, თაღლითური ჯგუფის წევრებს ერთ თვეში ამ სქემით 5 ბინა გადაუფორმებიათ. ვინმე ტოფაძე, გორგიძე და მამუკაშვილი ერთად მოქმედებდნენ. დანაშაული ჯგუფური იყო, მაგრამ რატომღაც არ გაასამართლეს ჯგუფურად. ამბავი რომ გახმაურდა, მამუკაშვილი ქვეყნიდან გაიქცა. წელიწად-ნახევარი იმალებოდა, შემდეგ ჩაჰბარდა პოლიციას, გაასამართლეს თაღლითობისთვის და 7 წელი მიუსაჯეს, თუმცა დღემდე ჩემი ბინა მის სახელზეა და იპოთეკით არის დატვირთული. 3 წელია ვიბრძვი სასამართლოს გზით. ადმინისტრაციული წესით სარჩელი შევიტანე რეესტრის წინააღმდეგ. სამოქალაქო წესით რომ ვიდავო, ვიცი, დამიკმაყოფილებს სასამართლო და დაეკისრება მამუკაშვილს თანხის გადახდა, მაგრამ ამ ფულს ვერასოდეს ამოვიღებ. ამიტომაც ვუჩივი საჯარო რეესტრს, ის იყო ვალდებული, ჩემი ქონება დაეცვა, რადგან სახელმწიფო უწყებაა. პირველი პროცესი საქალაქო სასამართლოში მოვიგე. ახლა საქმე სააპელაციოშია და როგორ დამთავრდება, არ ვიცი... არიან სხვა დაზარალებულებიც, რომლებმაც ანალოგიური დავა სააპელაციოში წააგეს. საჯარო რეესტრის შეცდომის გამო ქონებას ვკარგავ. იპოთეკარმა უკვე აიღო აღსრულების ფურცელი და დღე დღეზე ქონებას აუქციონზე გაიტანენ. სად ვიპოვო სამართალი? ნოტარიუსმა მითხრა, გაზაფხულის მერე ასეთი ამბები მესმის, 50 ლარით მეტი რომ გადაგეხადა, დოკუმენტს მე ავტვირთავდი მაშინვე ბაზაში და ასე ადვილად ვერ გააყალბებდნენო. რისკი თუ იყო, რატომ არ მითხრა, მეც გადავიხდიდი იმ 50 ლარს და უფრო დაცული ვიქნებოდი. განაგრძეთ კითხვა

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ