კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-მ ტენდერი, რომელშიც პეტრე დევრიშაძის კომპანია მონაწილეობდა, ჩაშალა
შსს-მ ტენდერი, რომელშიც პეტრე დევრიშაძის კომპანია მონაწილეობდა, ჩაშალა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ტენ­დე­რი, რო­მელ­შიც რუ­სე­თის სა­სარ­გებ­ლოდ ჯა­შუ­შო­ბის ბრალ­დე­ბით გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი პეტ­რე დევ­რი­შა­ძის კომ­პა­ნია მო­ნა­წი­ლე­ობ­და, შე­წყვი­ტა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას თა­ვად შსს ავ­რცე­ლებს.

“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის­თვის შუ­ქამ­რეკ­ლი ჟი­ლე­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვის მიზ­ნით 21 ივ­ნისს გა­მო­ცხად­და ტენ­დე­რი.

სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის შე­სა­ხებ არ­სე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დაც­ვით 3 ივ­ლისს ტენ­დე­რი კომ­პა­ნი­ე­ბის შერ­ჩე­ვა/შე­ფა­სე­ბის ეტაპ­ზე შე­წყდა, რაც სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრო­მელ­თა რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რდამ გა­ნა­პი­რო­ბა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის რე­ფორ­მი­რე­ბის ეტაპ­ზე დე­და­ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში ქვე­ი­თი პატ­რუ­ლის კორ­პუ­სი ამოქ­მედ­და. ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ით პატ­რულ-ინ­სპექ­ტორ­თა რა­ო­დე­ნო­ბას ეტა­პობ­რი­ვი გაზ­რდა იგეგ­მე­ბა“, - აცხა­დე­ბენ შსს-ში.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, დევ­რი­შა­ძის კომ­პა­ნი­ას მო­გე­ბუ­ლი აქვს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არა­ერ­თი ტენ­დე­რიც, რის გა­მოც სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცია უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სხდო­მის მოწ­ვე­ვას და პარ­ლა­მენ­ტში ნდო­ბის ჯგუ­ფის შეხ­ვედ­რას ითხოვს.

ნა­ხეთ ასე­ვე: სპე­ცო­პე­რა­ცია "ენ­ვე­რის" დროს რუ­სეთ­თან ჯა­შუ­შო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი - "ეს იყო სპექ­ტაკ­ლი, მოვა დრო და ყვე­ლა­ფერს ნა­თე­ლი მო­ე­ფი­ნე­ბა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

შსს-მ ტენდერი, რომელშიც პეტრე დევრიშაძის კომპანია მონაწილეობდა, ჩაშალა

შსს-მ ტენდერი, რომელშიც პეტრე დევრიშაძის კომპანია მონაწილეობდა, ჩაშალა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტენდერი, რომელშიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული პეტრე დევრიშაძის კომპანია მონაწილეობდა, შეწყვიტა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად შსს ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეებისთვის შუქამრეკლი ჟილეტების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით 21 ივნისს გამოცხადდა ტენდერი.

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ არსებული კანონმდებლობის დაცვით 3 ივლისს ტენდერი კომპანიების შერჩევა/შეფასების ეტაპზე შეწყდა, რაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდამ განაპირობა.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საპატრულო პოლიციის რეფორმირების ეტაპზე დედაქალაქის ქუჩებში ქვეითი პატრულის კორპუსი ამოქმედდა. ზაფხულის სეზონის განმავლობაში ქვეით პატრულ-ინსპექტორთა რაოდენობას ეტაპობრივი გაზრდა იგეგმება“, - აცხადებენ შსს-ში.

როგორც ცნობილია, დევრიშაძის კომპანიას მოგებული აქვს თავდაცვის სამინისტროში ჩატარებული არაერთი ტენდერიც, რის გამოც საპარლამენტო ოპოზიცია უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას და პარლამენტში ნდობის ჯგუფის შეხვედრას ითხოვს.

ნახეთ ასევე: სპეცოპერაცია "ენვერის" დროს რუსეთთან ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ბიზნესმენი - "ეს იყო სპექტაკლი, მოვა დრო და ყველაფერს ნათელი მოეფინება"

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს