კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახმედ ჩატაევის ცხედარი ამ დრომდე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია
ახმედ ჩატაევის ცხედარი ამ დრომდე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია

ახ­მედ ჩა­ტა­ე­ვი­სა და ბერი გაბ­რი­ელ სა­ლო­სის ქუ­ჩა­ზე ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლი კი­დევ ორი პი­რის ცხე­და­რი ამ დრომ­დე სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში ინა­ხე­ბა.

6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ხელ­მწი­ფოს­თვის ცხედ­რე­ბის გა­და­ცე­მის მო­თხოვ­ნით არა­ვის, მათ შო­რის არც ჩა­ტა­ე­ვის ოჯახს მი­უ­მარ­თავს. ცხედ­რე­ბის დაკ­რძალ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ამ დრომ­დე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ მი­უ­ღია არც სა­ხელ­მწი­ფოს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში პი­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საქ­მის პრო­კუ­რორ­მა ნანა ხუნ­ჯუ­ამ გა­ნუ­ცხა­და, ამ ეტაპ­ზე იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის­თვის კვლე­ვა მხო­ლოდ ერთ ცხე­დარს უტარ­დე­ბა.

„სა­ექ­სპერ­ტო ბი­უ­რო­შია შე­ნა­ხუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის, მათ შო­რის ახ­მედ ჩა­ტა­ე­ვის ცხედ­რე­ბი. ერთ-ერთი პი­რის ცხე­დარ­ზე იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის მიზ­ნით კვლე­ვა გრძელ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა. ორი პირი ნამ­დვი­ლად იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. მსურ­ვე­ლი­სა და ოჯა­ხის წევ­რე­ბის გა­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, გა­და­ცე­მა­ზე თა­ვად სა­ექ­სპერ­ტო ბი­უ­რო­ში ხდე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, რა თქმა უნდა, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს­თან შე­თან­ხმე­ბით. სხვა შემ­თხვე­ვა­ში კი უკვე სა­ხელ­მწი­ფო იღებს შე­სა­ბა­მის ზო­მებს დაკ­რძალ­ვის თა­ო­ბა­ზე“, - გა­ნა­ცხა­და ნანა ხუნ­ჯუ­ამ.

თა­ვის მხრივ, "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, რომ ბი­უ­რო­ში, რო­გორც გა­მო­ძი­ე­ბის მიერ და­ნიშ­ნუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა, ასე­ვე გვა­მის გან­თავ­სე­ბა უფა­სოა და სა­ხელ­მწი­ფოს ამ შემ­თხვე­ვა­ში არაფ­რის გა­დახ­და არ უწევს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ახმედ ჩატაევის ცხედარი ამ დრომდე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია

ახმედ ჩატაევის ცხედარი ამ დრომდე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია

ახმედ ჩატაევისა და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ლიკვიდირებული კიდევ ორი პირის ცხედარი ამ დრომდე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ინახება.

6 თვის განმავლობაში სახელმწიფოსთვის ცხედრების გადაცემის მოთხოვნით არავის, მათ შორის არც ჩატაევის ოჯახს მიუმართავს. ცხედრების დაკრძალვასთან დაკავშირებით ამ დრომდე გადაწყვეტილება არ მიუღია არც სახელმწიფოს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტერორისტულ ორგანიზაციაში პირების გაერთიანებასთან დაკავშირებული საქმის პროკურორმა ნანა ხუნჯუამ განუცხადა, ამ ეტაპზე იდენტიფიცირებისთვის კვლევა მხოლოდ ერთ ცხედარს უტარდება.

„საექსპერტო ბიუროშია შენახული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული პირების, მათ შორის ახმედ ჩატაევის ცხედრები. ერთ-ერთი პირის ცხედარზე იდენტიფიცირების მიზნით კვლევა გრძელდება. შესაბამისად, არ დასრულებულა იდენტიფიცირება. ორი პირი ნამდვილად იდენტიფიცირებულია. მსურველისა და ოჯახის წევრების გამოჩენის შემთხვევაში, გადაცემაზე თავად საექსპერტო ბიუროში ხდება გადაწყვეტილების მიღება, რა თქმა უნდა, საგამოძიებო ორგანოსთან შეთანხმებით. სხვა შემთხვევაში კი უკვე სახელმწიფო იღებს შესაბამის ზომებს დაკრძალვის თაობაზე“, - განაცხადა ნანა ხუნჯუამ.

თავის მხრივ, "ინტერპრესნიუსს" სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში განუცხადეს, რომ ბიუროში, როგორც გამოძიების მიერ დანიშნული ექსპერტიზა, ასევე გვამის განთავსება უფასოა და სახელმწიფოს ამ შემთხვევაში არაფრის გადახდა არ უწევს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ