კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ შეცვლის გიორგი კვირიკაშვილს და ვინ მიდის მთავრობიდან "სახლში"
ვინ შეცვლის გიორგი კვირიკაშვილს და ვინ მიდის მთავრობიდან "სახლში"

ვინ შეც­ვლის აწ უკვე ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილს, ოფი­ცი­ა­ლუ­რად, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. მას შემ­დეგ რაც, კვი­რი­კაშ­ვილ­მა გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა 13 ივ­ნი­სის სა­ღა­მოს გა­ა­კე­თა, ავ­ტო­მა­ტუ­რად უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­უ­წყდა ყვე­ლა მი­ნისტრს და მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლად ით­ვლე­ბი­ან.

კუ­ლუ­ა­რებ­ში მის შემ­ცვლე­ლად აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლა­ვენ რამ­დე­ნი­მე კან­დი­და­ტუ­რას, უკვე მი­ნის­ტრის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლებს - მაია ცქი­ტიშ­ვილს, მა­მუ­კა ბახ­ტა­ძეს და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას. ყვე­ლა­ზე მა­ღალ ფსო­ნებს კი, ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­ზე დე­ბენ, მათ შო­რის პო­ლი­ტო­ლო­გე­ბიც და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კუ­თა­რი არ­გუ­მენ­ტე­ბიც აქვთ.

კუ­ლუ­ა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში მუ­შა­ო­ბას აღარ გა­აგ­რძე­ლე­ბენ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი (რომ­ლის გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნით ბოლო პე­რი­ოდ­ში აქ­ცი­აც გა­ი­მარ­თა), ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვი­ლი, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძე და კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძე.

ჯა­ნე­ლი­ძემ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ნიშ­ნე­ბა უკვე გა­ა­კე­თა კი­დეც: "მე ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი მაქვს, მაგ­რამ გუნდთან მექ­ნე­ბა კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი და ამის შემ­დეგ ვი­სა­უბ­როთ", - გა­ნა­ცხა­და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა იმ კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ, აპი­რებს თუ არა თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბას.

ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ წუ­ლუ­კი­ანს დე­პუ­ტა­ტი თა­მარ ჩუ­გოშ­ვი­ლი შეც­ვლის, რა­საც პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა: "რაც შე­ე­ხე­ბა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ჩემ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ცვლი­ლე­ბებ­ზე, ეს სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. მე ჩემს როლს და ად­გილს პარ­ლა­მენ­ტის, რო­გორც ინ­სტი­ტუ­ცი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში ვხე­დავ", - და­წე­რა ჩუ­გოშ­ვილ­მა.

პრე­მი­ე­რო­ბის სა­ვა­რა­უ­დო კან­დი­და­ტე­ბი

36 წლი­ს მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე ფი­ნანსთა მი­ნის­ტრად გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში და­ი­ნიშ­ნა. ის 1982 წელს თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. და­ამ­თავ­რა ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო და სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი; ფლობს მ.ვ. ლო­მო­ნო­სო­ვის სა­ხე­ლო­ბის მოს­კო­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­გის­ტრის ხა­რისხს. 2010 წელს, INSEAD-ის ბიზ­ნეს სკო­ლა­ში მი­ე­ნი­ჭა MBA-ს კვა­ლი­ფი­კა­ცია. 2013 წლამ­დე მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ენერ­გე­ტი­კულ კორ­პო­რა­ცი­ა­ში, გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე.

2017 წლის ნო­ემ­ბერ­ში, მისი ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის პოსტზე წარ­დგე­ნი­სას, კვი­რი­კაშ­ვილ­მა ასე ისა­უბ­რა ბახ­ტა­ძე­ზე:

"მას აქვს ძა­ლი­ან კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა და გა­მოც­დი­ლე­ბა. აჩ­ვე­ნა კონ­კრე­ტუ­ლი შე­დე­გე­ბი "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის" მარ­თვის პი­რო­ბებ­ში. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში მოხ­და "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის" ინ­ტეგ­რა­ცია აბ­რე­შუ­მის გზის დე­რე­ფან­ში. და­ი­წყო ყუ­რის ქვეყ­ნებ­სა და შავი ზღვის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ახა­ლი სატ­რან­ზი­ტო დე­რეფ­ნის შექ­მნა­ზე ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა, მოხ­და თა­ნა­მედ­რო­ვე მარ­თვის სის­ტე­მე­ბის და­ნერგვა და ახა­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე მოძ­რა­ვი შე­მად­გენ­ლო­ბის შე­მოყ­ვა­ნა. მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე ტექ­ნი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რია, მან ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის მა­გის­ტრის ხა­რის­ხი მო­ი­პო­ვა ინ­სე­ა­დის ცნო­ბილ სკო­ლა­ში საფ­რან­გეთ­ში", - გა­ნა­ცხა­და კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

მაია ცქი­ტიშ­ვი­ლი მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტს 2018 წლის მარ­ტში შე­უ­ერ­თდა. რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრის პოსტზე, მან ზუ­რაბ ალა­ვი­ძე შეც­ვა­ლა. მი­ნის­ტრის პოს­ტის და­კა­ვე­ბამ­დე, ცქი­ტიშ­ვი­ლი 2012 წლი­დან მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ის უფ­რო­სი იყო.

"ჩემ­თვის არ არის მარ­ტი­ვი ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, რად­გან ვფიქ­რობ, რთუ­ლი იქ­ნე­ბა ისე­თი ადა­მი­ა­ნის მო­ძებ­ნა, რო­მე­ლიც ასე­თი­ვე წარ­მა­ტე­ბით გა­უ­ძღვე­ბა იმ მო­ცუ­ლო­ბის საქ­მეს, რო­მელ­საც მთავ­რო­ბის ად­მინ­სიტ­რა­ცი­ა­ში მაია ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბით უძღვე­ბო­და. მაგ­რამ რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის და ინფრაქტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრის თა­ნა­მა­დე­ბო­ბა იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მე მი­წევს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მაია იქ­ნე­ბე­ბა ძა­ლი­ან კარ­გი მი­ნის­ტრი", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა მაია ცქი­ტიშ­ვი­ლის წარ­დგე­ნი­სას. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, ცქი­ტიშ­ვი­ლი 2005 წლი­დან, შვი­დი წლის გან­მავ­ლო­ბა მუ­შა­ობ­და "ქარ­თუ ჯგუფ­ში" მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე.

რაც შე­ე­ხე­ბა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას პრო­ფე­სი­ულ გა­მოც­დი­ლე­ბას, 2004-2008 წლებ­ში ის იყო SFK Group-ის­ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი. 2006 წლი­დან 2009 წლამ­დე გა­ხა­რია მოს­კო­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­ის მოწ­ვე­უ­ლი ლექ­ტო­რი გახ­ლდათ. 2008 - 2013 წლებ­ში იყო Lufthansa Service Holding AG. LSG, Frankfurt am Main, Germany GR & ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის დი­რექ­ტო­რი აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში, დსთ-ს ქვეყ­ნებ­სა და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში. 2013 წლი­დან 2016 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ბიზ­ნე­სომ­ბუდსმე­ნი, 2014 - 2016 წლებ­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი საბ­ჭოს მდი­ვა­ნი, შემ­დეგ კი ეკო­ნო­მი­კი­სა და შს მი­ნის­ტრი.

პო­ლი­ტო­ლო­გებს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გა­დად­გო­მა არ გაკ­ვირ­ვე­ბი­ათ, თუმ­ცა სოსო ცინ­ცა­ძეს დარ­ჩა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ კვი­რი­კაშ­ვი­ლიც მისი წი­ნა­მორ­ბე­დი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი­ვით ივა­ნიშ­ვილ­ზე ნა­წყე­ნია. სად გა­აგ­რძე­ლებს აწ უკვე ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი მოღ­ვა­წე­ო­ბას, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა უჭირს.

"თუ ივა­ნიშ­ვი­ლი ან­გა­რიშს გა­უ­წევს სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­წყო­ბას, გენ­დერულ სიმ­პა­თია-ან­თი­პა­თი­ას, მა­შინ უფრო ქალ­ბა­ტონს ვფიქ­რობ. მაგ­რამ თუ გა­უ­წევს ან­გა­რიშს, ვინ უფრო მეტ სიმ­ტკი­ცეს გა­მო­ავ­ლენს, მა­შინ გა­ხა­რი­ას. გა­ხა­რი­ამ და­ამ­ტკი­ცა, რომ მას შე­უძ­ლია კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან ნაკ­ლე­ბი და­ნა­კარ­გე­ბით გა­მოს­ვლა. რაც შე­ე­ხე­ბა ბახ­ტა­ძეს მას ჯერ თავი არაფ­რით გა­მო­ურ­ჩე­ვია, გარ­და იმი­სა, რომ თა­ვის დრო­ზე რკი­ნიგ­ზის შეფი იყო და ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. ბო­ლოს კი ერთი, ცოტა სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, რო­მე­ლიც ზო­გის­თვის მი­სა­ღე­ბი იყო და ზო­გის­თვის არა.

სამ­შა­ბათს, ის­ტო­რი­ულ შეხ­ვედ­რა­ზე სწო­რედ ის იყო ვინც თა­მა­მად გა­აკ­რი­ტი­კა ჯერ კი­დევ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი. ეს უბ­რა­ლოდ არ ხდე­ბა. რო­დე­საც ჯერ კი­დევ სა­ვარ­ძელ­ში ზის თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი, რა­ღაც და­მა­ტე­ბი­თი მო­ნა­ცე­მე­ბი უნდა გვქონ­დეს მის მო­მა­ვალ­ზე, რომ ასე გა­ბე­დუ­ლი იყოს. ასე რომ, ამ მო­მენ­ტე­ბის გა­თავ­ლის­წი­ნე­ბით დას­კვნა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­მო­ი­ტა­ნოს.

ცქი­ტიშ­ვილს აქე­ბენ რო­გორც კვა­ლი­ფიც­რე­ბულ მე­ნე­ჯერს, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბა ნორ­მა­ლუ­რად არ­ცერთ მათ­განს არ იც­ნობს“ - უთხრა AMBEBI.GE-ს ცინ­ცა­ძემ.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით შე­საკ­რებ­თა გა­და­ნაც­ვლე­ბით ჯამი არ იც­ვლე­ბა, ამი­ტომ ამ ცვლი­ლე­ბე­ბის­გან რა­ი­მე პო­ზი­ტივს არ ელო­დე­ბა. "მთე­ლი ეშხი იმა­შია, თუ რა შე­იც­ვლე­ბა ამით?! თუ ვინ­მე ფიქ­რობს, რომ ახა­ლი პრე­მი­ე­რი უცებ, რამ­დე­ნი­მე თვე­ში შეძ­ლებს უმ­ძი­მე­სი ეკო­ნო­მი­კუ­რი ვი­თა­რე­ბის გარ­და­ტეხ­ვას, ეს უბ­რა­ლოდ უად­გი­ლო ფან­ტა­ზი­აა.

რაც შე­ე­ხე­ბა კვი­რი­კაშ­ვი­ლის მო­მა­ვალს, ალ­ბათ და­ა­საქ­მე­ბენ, თუმ­ცა არა მგო­ნია ნა­რა­მა­ნი­ა­სა­ვით ფი­ნან­სუ­რად და­ა­წი­ნა­უ­რონ, იქ სხვა რა­მეა სა­ჭი­რო. ლო­გი­კუ­რი გათ­ვლე­ბით „ოც­ნე­ბამ“ არა მგო­ნია ეს ადა­მი­ა­ნი პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტად წარ­მო­ად­გი­ნოს“ - გვი­თხრა ცინ­ცა­ძემ.

მის­გან გან­სხა­ვე­ბით, პო­ლი­ტო­ლო­გი ვა­ლე­რი­ან გორ­გი­ლა­ძე სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბებს პო­ზი­ტი­უ­რად უყუ­რებს. კვი­რი­კაშ­ვი­ლის შემ­ცვლე­ლად კი „ფსო­ნებს“ მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე­ზე დებს.

„დიდი ალ­ბა­თო­ბით კვი­რი­კაშ­ვილს ბახ­ტა­ძე შეც­ვლის, იმი­ტომ, რომ „იუ­ნე­სე­ფის“ კლე­ვამ ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი ვი­თა­რე­ბა და­ად­გი­ნა - 5%-იანი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდაა, თუმ­ცა ამას­თა­ნა­ვე მა­ტუ­ლობს სი­ღა­რი­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი. ეს გა­მოწ­ვე­უ­ლია იმ მა­ხინ­ჯი სის­ტე­მით, რო­მე­ლიც ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლია სა­ბან­კო სექ­ტორ­ში. ჭარბვა­ლი­ა­ნო­ბაა ქვე­ყა­ნა­ში და ამ ვი­თა­რე­ბის შეც­ვლა ვის შე­უძ­ლია, თუ არა მა­მუ­კა ბახ­ტა­ძეს?! დღეს პრი­ო­რი­ტე­ტი უნდა იყოს სწო­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ვი­თა­რე­ბის წარ­მარ­თვა და არა მა­გა­ლი­თად მარ­თლწეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბა. სწო­რი რე­ფორ­მე­ბია სა­ჭი­რო და მკაც­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გა­რე­შე ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია.

ჩემი აზ­რით, კვი­რი­კაშ­ვილ­თან ერ­თად ალ­ბათ, წავ­ლენ მისი გუნ­დის წევ­რე­ბიც, თით­ქმის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ქუმ­სიშ­ვი­ლი, ჯა­ნე­ლი­ძე და გი­ორ­გა­ძე. რაც შე­ე­ხე­ბა ზო­გა­დად მო­ლო­დინს, ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ქვე­ყა­ნა­ში არის ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა, რომ­ლის მუხ­რუ­ჭად იქცა სა­ბან­კო სის­ტე­მა. ეს პრობ­ლე­მა მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი და და­სა­ბა­ლან­სე­ბე­ლია, ამი­ტომ ამ ცვლი­ლე­ბას საკ­მა­ოდ პო­ზი­ტი­უ­რად ვუ­ყუ­რებ", - აღ­ნიშ­ნა ვა­ლე­რი­ან გორ­გი­ლა­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, უმ­რავ­ლე­სო­ბა დღე­ვან­დე­ლი სხდო­მის შემ­დეგ პრე­მი­ე­რო­ბის კან­დი­და­ტად ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელს, მა­მუ­კა ბახ­ტა­ძეს და­ა­სა­ხე­ლებს. უმ­რავ­ლე­სო­ბის სხდო­მა დღეს, 17:00 სა­ათ­ზეა და­ნიშ­ნუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

ვინ შეცვლის გიორგი კვირიკაშვილს და ვინ მიდის მთავრობიდან "სახლში"

ვინ შეცვლის გიორგი კვირიკაშვილს და ვინ მიდის მთავრობიდან "სახლში"

ვინ შეცვლის აწ უკვე ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, ოფიციალურად, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. მას შემდეგ რაც, კვირიკაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება 13 ივნისის საღამოს გააკეთა, ავტომატურად უფლებამოსილება შეუწყდა ყველა მინისტრს და მოვალეობის შემსრულებლად ითვლებიან.

კულუარებში მის შემცვლელად აქტიურად განიხილავენ რამდენიმე კანდიდატურას, უკვე მინისტრის მოვალეობის შემსრულებლებს - მაია ცქიტიშვილს, მამუკა ბახტაძეს და გიორგი გახარიას. ყველაზე მაღალ ფსონებს კი, ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელზე დებენ, მათ შორის პოლიტოლოგებიც და ამასთან დაკავშირებით საკუთარი არგუმენტებიც აქვთ.

კულუარული ინფორმაციით, ახალ მინისტრთა კაბინეტში მუშაობას აღარ გააგრძელებენ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი (რომლის გადადგომის მოთხოვნით ბოლო პერიოდში აქციაც გაიმართა), ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე.

ჯანელიძემ ამასთან დაკავშირებით მინიშნება უკვე გააკეთა კიდეც: "მე ჩემი გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, მაგრამ გუნდთან მექნება კონსულტაციები და ამის შემდეგ ვისაუბროთ", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა იმ კითხვის საპასუხოდ, აპირებს თუ არა თანამდებობის დატოვებას.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ წულუკიანს დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი შეცვლის, რასაც პარლამენტის ვიცე-სპიკერი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ასე გამოეხმაურა: "რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ჩემთან დაკავშირებულ ცვლილებებზე, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მე ჩემს როლს და ადგილს პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის გაძლიერებაში ვხედავ", - დაწერა ჩუგოშვილმა.

პრემიერობის სავარაუდო კანდიდატები

36 წლის მამუკა ბახტაძე ფინანსთა მინისტრად გასული წლის ნოემბერში დაინიშნა. ის 1982 წელს თბილისში დაიბადა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები; ფლობს მ.ვ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს. 2010 წელს, INSEAD-ის ბიზნეს სკოლაში მიენიჭა MBA-ს კვალიფიკაცია. 2013 წლამდე მუშაობდა საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციაში, გენერალური დირექტორის თანამდებობაზე.

2017 წლის ნოემბერში, მისი ფინანსთა მინისტრის პოსტზე წარდგენისას, კვირიკაშვილმა ასე ისაუბრა ბახტაძეზე:

"მას აქვს ძალიან კარგი განათლება და გამოცდილება. აჩვენა კონკრეტული შედეგები "საქართველოს რკინიგზის" მართვის პირობებში. სწორედ ამ პერიოდში მოხდა "საქართველოს რკინიგზის" ინტეგრაცია აბრეშუმის გზის დერეფანში. დაიწყო ყურის ქვეყნებსა და შავი ზღვის დამაკავშირებელი ახალი სატრანზიტო დერეფნის შექმნაზე ძალიან აქტიური მუშაობა, მოხდა თანამედროვე მართვის სისტემების დანერგვა და ახალი თანამედროვე მოძრავი შემადგენლობის შემოყვანა. მამუკა ბახტაძე ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორია, მან ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მოიპოვა ინსეადის ცნობილ სკოლაში საფრანგეთში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მაია ცქიტიშვილი მინისტრთა კაბინეტს 2018 წლის მარტში შეუერთდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე, მან ზურაბ ალავიძე შეცვალა. მინისტრის პოსტის დაკავებამდე, ცქიტიშვილი 2012 წლიდან მთავრობის კანცელარიის უფროსი იყო.

"ჩემთვის არ არის მარტივი ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგან ვფიქრობ, რთული იქნება ისეთი ადამიანის მოძებნა, რომელიც ასეთივე წარმატებით გაუძღვება იმ მოცულობის საქმეს, რომელსაც მთავრობის ადმინსიტრაციაში მაია ძალიან წარმატებით უძღვებოდა. მაგრამ რეგიონული განვითარების და ინფრაქტრუქტურის მინისტრის თანამადებობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მე მიწევს ამ გადაწყვეტილების მიღება. დარწმუნებული ვარ, მაია იქნებება ძალიან კარგი მინისტრი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მაია ცქიტიშვილის წარდგენისას. აღსანიშნავია რომ, ცქიტიშვილი 2005 წლიდან, შვიდი წლის განმავლობა მუშაობდა "ქართუ ჯგუფში" მაღალ თანამდებობებზე.

რაც შეეხება გიორგი გახარიას პროფესიულ გამოცდილებას, 2004-2008 წლებში ის იყო SFK Group-ის გენერალური დირექტორი. 2006 წლიდან 2009 წლამდე გახარია მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ბიოტექნოლოგიის მოწვეული ლექტორი გახლდათ. 2008 - 2013 წლებში იყო Lufthansa Service Holding AG. LSG, Frankfurt am Main, Germany GR & ბიზნესის განვითარების დირექტორი აღმოსავლეთ ევროპაში, დსთ-ს ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში. 2013 წლიდან 2016 წლებში საქართველოს ბიზნესომბუდსმენი, 2014 - 2016 წლებში ეკონომიკური საბჭოს მდივანი, შემდეგ კი ეკონომიკისა და შს მინისტრი.

პოლიტოლოგებს პრემიერ-მინისტრის გადადგომა არ გაკვირვებიათ, თუმცა სოსო ცინცაძეს დარჩა შთაბეჭდილება, რომ კვირიკაშვილიც მისი წინამორბედი ღარიბაშვილივით ივანიშვილზე ნაწყენია. სად გააგრძელებს აწ უკვე ყოფილი პრემიერი მოღვაწეობას, ამასთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება უჭირს.

"თუ ივანიშვილი ანგარიშს გაუწევს საერთაშორისო განწყობას, გენდერულ სიმპათია-ანთიპათიას, მაშინ უფრო ქალბატონს ვფიქრობ. მაგრამ თუ გაუწევს ანგარიშს, ვინ უფრო მეტ სიმტკიცეს გამოავლენს, მაშინ გახარიას. გახარიამ დაამტკიცა, რომ მას შეუძლია კრიზისული სიტუაციიდან ნაკლები დანაკარგებით გამოსვლა. რაც შეეხება ბახტაძეს მას ჯერ თავი არაფრით გამოურჩევია, გარდა იმისა, რომ თავის დროზე რკინიგზის შეფი იყო და ძალიან სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ბოლოს კი ერთი, ცოტა სკანდალური განცხადება გააკეთა, რომელიც ზოგისთვის მისაღები იყო და ზოგისთვის არა.

სამშაბათს, ისტორიულ შეხვედრაზე სწორედ ის იყო ვინც თამამად გააკრიტიკა ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრი. ეს უბრალოდ არ ხდება. როდესაც ჯერ კიდევ სავარძელში ზის თანამდებობის პირი, რაღაც დამატებითი მონაცემები უნდა გვქონდეს მის მომავალზე, რომ ასე გაბედული იყოს. ასე რომ, ამ მომენტების გათავლისწინებით დასკვნა საზოგადოებამ გამოიტანოს.

ცქიტიშვილს აქებენ როგორც კვალიფიცრებულ მენეჯერს, თუმცა საზოგადოება ნორმალურად არცერთ მათგანს არ იცნობს“ - უთხრა AMBEBI.GE-ს ცინცაძემ.

მისივე შეფასებით შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, ამიტომ ამ ცვლილებებისგან რაიმე პოზიტივს არ ელოდება. "მთელი ეშხი იმაშია, თუ რა შეიცვლება ამით?! თუ ვინმე ფიქრობს, რომ ახალი პრემიერი უცებ, რამდენიმე თვეში შეძლებს უმძიმესი ეკონომიკური ვითარების გარდატეხვას, ეს უბრალოდ უადგილო ფანტაზიაა.

რაც შეეხება კვირიკაშვილის მომავალს, ალბათ დაასაქმებენ, თუმცა არა მგონია ნარამანიასავით ფინანსურად დააწინაურონ, იქ სხვა რამეა საჭირო. ლოგიკური გათვლებით „ოცნებამ“ არა მგონია ეს ადამიანი პრეზიდენტობის კანდიდატად წარმოადგინოს“ - გვითხრა ცინცაძემ.

მისგან განსხავებით, პოლიტოლოგი ვალერიან გორგილაძე სამთავრობო ცვლილებებს პოზიტიურად უყურებს. კვირიკაშვილის შემცვლელად კი „ფსონებს“ მამუკა ბახტაძეზე დებს.

„დიდი ალბათობით კვირიკაშვილს ბახტაძე შეცვლის, იმიტომ, რომ „იუნესეფის“ კლევამ ძალიან უცნაური ვითარება დაადგინა - 5%-იანი ეკონომიკური ზრდაა, თუმცა ამასთანავე მატულობს სიღარიბის კოეფიციენტი. ეს გამოწვეულია იმ მახინჯი სისტემით, რომელიც ჩამოყალიბებულია საბანკო სექტორში. ჭარბვალიანობაა ქვეყანაში და ამ ვითარების შეცვლა ვის შეუძლია, თუ არა მამუკა ბახტაძეს?! დღეს პრიორიტეტი უნდა იყოს სწორი ეკონომიკური ვითარების წარმართვა და არა მაგალითად მართლწესრიგის დამყარება. სწორი რეფორმებია საჭირო და მკაცრი რეგულაციების გარეშე ეს შეუძლებელია.

ჩემი აზრით, კვირიკაშვილთან ერთად ალბათ, წავლენ მისი გუნდის წევრებიც, თითქმის დარწმუნებული ვარ ქუმსიშვილი, ჯანელიძე და გიორგაძე. რაც შეეხება ზოგადად მოლოდინს, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ქვეყანაში არის ეკონომიკური განვითარება, რომლის მუხრუჭად იქცა საბანკო სისტემა. ეს პრობლემა მოსაგვარებელი და დასაბალანსებელია, ამიტომ ამ ცვლილებას საკმაოდ პოზიტიურად ვუყურებ", - აღნიშნა ვალერიან გორგილაძემ.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, უმრავლესობა დღევანდელი სხდომის შემდეგ პრემიერობის კანდიდატად ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, მამუკა ბახტაძეს დაასახელებს. უმრავლესობის სხდომა დღეს, 17:00 საათზეა დანიშნული.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები