პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„საქართველოს ეროვნული მუზეუმი“ - წიგნის პრეზენტაცია
„საქართველოს ეროვნული მუზეუმი“ - წიგნის პრეზენტაცია

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში, 16 მა­ისს, 19:00 სა­ათ­ზე, დ. შე­ვარ­დნა­ძის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნულ გა­ლე­რე­ა­ში, (რუს­თა­ვე­ლის №11) გა­ი­მარ­თე­ბა წიგ­ნის "სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი“ პრე­ზენ­ტა­ცია. წიგ­ნი გა­მო­ი­ცა სე­რია „მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო მუ­ზე­უ­მე­ბის" ფარ­გლებ­ში. წიგ­ნის ავ­ტო­რია ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის ახა­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის კო­ლექ­ცი­ე­ბის მთა­ვა­რი კუ­რა­ტო­რი, ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე, დოქ­ტო­რი ნინო ხუნ­და­ძე.

წიგ­ნი მოგ­ვი­თხრობს სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი მუ­ზე­უ­მე­ბის შექ­მნის, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის და­არ­სე­ბის, სა­მუ­ზე­უ­მო გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში შე­მა­ვა­ლი მუ­ზე­უ­მე­ბი­სა და მათი კო­ლექ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ. წიგ­ნის ერთი ნა­წი­ლი ეთ­მო­ბა ექ­სპო­ნა­ტე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ო­ბით ანა­ლიზს.

წიგ­ნის ფორ­მა­ტი გან­სა­ზღვრა იტა­ლი­ურ­მა გა­მომ­ცემ­ლო­ბამ „სკა­ლა“, რო­მე­ლიც გა­მოს­ცემს მსოფ­ლი­ოს დიდი მუ­ზე­უ­მე­ბის სე­რი­ას. „სე­რი­ის 12 ტომი იტა­ლი­უ­რი­დან ქარ­თუ­ლად ითარ­გმნა და გა­მო­ი­ცე­მა "გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L"-ის მიერ. უფი­ცის, ლუვ­რის, პრა­დოს, მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნი­სა და სხვა მუ­ზე­უ­მებ­თან ერ­თად, სე­რი­ის ერთ-ერთი წიგ­ნია „სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი“, რო­მე­ლიც სა­გან­გე­ბოდ ამ პრო­ექ­ტის­თვის შე­იქ­მნა და მე-7 ტო­მად გა­მო­ი­ცა.

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის შე­სა­ხებ ტექ­სტი შედ­გე­ნი­ლია გუ­რამ ჩხა­ი­ძის ნაშ­რო­მე­ბის მი­ხედ­ვით, ასე­ვე წიგნ­ში შე­სუ­ლია ტექ­სტე­ბი ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ირი­ნა არ­სე­ნიშ­ვი­ლის, და­რე­ჯან კა­ჭა­რა­ვას, ნინო ლორ­თქი­ფა­ნი­ძის და ეკა კიკ­ნა­ძის ავ­ტო­რო­ბით.

წიგნ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბის ავ­ტო­რე­ბი არი­ან: მალ­ხაზ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, მი­რი­ან კი­ლა­ძე, ფრი­დონ გე­გე­ში­ძე, შალ­ვა ლეჟა­ვა, კახა ჩხა­ტა­რაშ­ვი­ლი, და­ვით ცვა­რი­ა­ნი და გუ­რამ ბუმ­ბი­აშ­ვი­ლი. ასე­ვე გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია დ. ერ­მა­კო­ვის ფო­ტო­მა­სა­ლა.

ღო­ნის­ძი­ე­ბას გახ­სნის სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძე. ასე­ვე, ისა­უბ­რე­ბენ ავ­ტო­რე­ბი და რე­დაქ­ტო­რე­ბი.

ღო­ნის­ძი­ე­ბა იმარ­თე­ბა მუ­ზე­უ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში და ეძღვნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის 100 წლის იუ­ბი­ლეს.

პრე­ზენ­ტა­ცი­ის დრო: 16 მა­ი­სი, 19:00 მი­სა­მარ­თი: დ. შე­ვარ­დნა­ძის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი გა­ლე­რეა, შოთა რუს­თა­ვე­ლის გამზ. 11

ღო­ნის­ძი­ე­ბის ბმუ­ლი: https://www.facebook.com/events/120838605451895/

„საქართველოს ეროვნული მუზეუმი“ - წიგნის პრეზენტაცია

„საქართველოს ეროვნული მუზეუმი“ - წიგნის პრეზენტაცია

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში, 16 მაისს, 19:00 საათზე, დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, (რუსთაველის №11) გაიმართება წიგნის "საქართველოს ეროვნული მუზეუმი“ პრეზენტაცია. წიგნი გამოიცა სერია „მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმების" ფარგლებში. წიგნის ავტორია ეროვნული მუზეუმის ახალი და თანამედროვე ხელოვნების კოლექციების მთავარი კურატორი, ხელოვნებათმცოდნე, დოქტორი ნინო ხუნდაძე.

წიგნი მოგვითხრობს საქართველოში პირველი მუზეუმების შექმნის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დაარსების, სამუზეუმო გაერთიანებაში შემავალი მუზეუმებისა და მათი კოლექციების შესახებ. წიგნის ერთი ნაწილი ეთმობა ექსპონატების ხელოვნებათმცოდნეობით ანალიზს.

წიგნის ფორმატი განსაზღვრა იტალიურმა გამომცემლობამ „სკალა“, რომელიც გამოსცემს მსოფლიოს დიდი მუზეუმების სერიას. „სერიის 12 ტომი იტალიურიდან ქართულად ითარგმნა და გამოიცემა "გამომცემლობა პალიტრა L"-ის მიერ. უფიცის, ლუვრის, პრადოს, მეტროპოლიტენისა და სხვა მუზეუმებთან ერთად, სერიის ერთ-ერთი წიგნია „საქართველოს ეროვნული მუზეუმი“, რომელიც საგანგებოდ ამ პროექტისთვის შეიქმნა და მე-7 ტომად გამოიცა.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის შესახებ ტექსტი შედგენილია გურამ ჩხაიძის ნაშრომების მიხედვით, ასევე წიგნში შესულია ტექსტები ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების ირინა არსენიშვილის, დარეჯან კაჭარავას, ნინო ლორთქიფანიძის და ეკა კიკნაძის ავტორობით.

წიგნში გამოქვეყნებული ფოტოების ავტორები არიან: მალხაზ მაჭავარიანი, მირიან კილაძე, ფრიდონ გეგეშიძე, შალვა ლეჟავა, კახა ჩხატარაშვილი, დავით ცვარიანი და გურამ ბუმბიაშვილი. ასევე გამოყენებულია დ. ერმაკოვის ფოტომასალა.

ღონისძიებას გახსნის საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, დავით ლორთქიფანიძე. ასევე, ისაუბრებენ ავტორები და რედაქტორები.

ღონისძიება იმართება მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში და ეძღვნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს.

პრეზენტაციის დრო: 16 მაისი, 19:00 მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ. 11

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/120838605451895/

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა