კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მცენარე, რომელსაც ბედნიერება მოაქვს - როგორ გავახაროთ და როგორ მოვუაროთ
მცენარე, რომელსაც ბედნიერება მოაქვს - როგორ გავახაროთ და როგორ მოვუაროთ

ოქ­სა­ლი­სი (მჟა­ვე­ლა, კის­ლი­ცა) მჟა­უ­ნა­სებრთა ოჯა­ხის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ბა­ლა­ხო­ვა­ნი მცე­ნა­რეა, რო­მელ­საც აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ დე­კო­რა­ტი­ულ მემ­ცე­ნა­რე­ო­ბა­ში. ევ­რო­პა­ში ოქ­სა­ლისს „ბედ­ნი­ე­რე­ბის სამ­ყუ­რა­საც“ ეძა­ხი­ან, ზო­გან - სიყ­ვა­რუ­ლის ყვა­ვილს, და არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში მისი ჩუ­ქე­ბა სა­ა­ხალ­წლო ტრა­დი­ცი­ა­დაა ქცე­უ­ლი.არ­სე­ბობს ოქ­სა­ლი­სის რო­გორც ერ­თწლო­ვა­ნი, ისე მრა­ვალ­წლო­ვა­ნი სა­ხე­ო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რო­გორც ღია გრუნ­ტში და­სარ­გა­ვად, ისე სა­ო­თა­ხო მემ­ცე­ნა­რე­ო­ბა­ში. ოქ­სა­ლისს მი­ნი­ა­ტუ­რუ­ლი ზო­მის, სამ ან ოთხფო­თო­ლა­კი­ა­ნი ფოთ­ლე­ბი აქვს (ზოგ­ჯერ გვხვდე­ბა 5-6, ან 9-ფო­თო­ლა­კი­ა­ნი სა­ხე­ო­ბე­ბიც), რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა იყოს მწვა­ნე, წი­თე­ლი ან ია­სამ­ნის­ფე­რი, ყვა­ვი­ლე­ბის შე­ფე­რი­ლო­ბა კი სადა თეთ­რი­დან, ყვი­თელ და ვარ­დის­ფერ ფე­რამ­დე მერ­ყე­ობ­დეს.

ოქ­სა­ლისს ერთი უც­ნა­უ­რი თვი­სე­ბა აქვს - როცა და­ღამ­დე­ბა ან მო­იღ­რუბ­ლე­ბა, ფოთ­ლე­ბი ქოლ­გა­სა­ვით ეკე­ცე­ბა, ხოლო ამინ­დის გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე იშ­ლე­ბა და მზეს გაშ­ლილ ფოთ­ლებს აგე­ბებს.

ევ­რო­პა­ში ოქ­სა­ლისს „ბედ­ნი­ე­რე­ბის სამ­ყუ­რას“ უწო­დე­ბენ - მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ამ მცე­ნა­რეს ადა­მი­ა­ნის­თვის ბედ­ნი­ე­რე­ბის მო­ტა­ნა შე­უძ­ლია მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მას წე­ლი­წა­დის ბოლო დღეს აჩუ­ქე­ბენ. ამი­ტომ, ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ოქ­სა­ლი­სის ჩუ­ქე­ბა სა­ა­ხალ­წლო ტრა­დი­ცი­ად იქცა.

გა­ნა­თე­ბა და ტემ­პე­რა­ტუ­რა

ოქ­სა­ლისს კარ­გად გა­ნა­თე­ბუ­ლი ად­გი­ლი მოს­წონს, თუმ­ცა ნა­ხევ­რად ჩრდილ­საც მშვე­ნივ­რად იტანს. გან­სა­კუთ­რე­ბულ ზი­ანს ცივ ოთახ­ში ყოფ­ნა და ორ­პი­რი ქარი აყე­ნებს, ამი­ტომ სა­სურ­ვე­ლია, ოთახ­ში ზამ­თარ-ზა­ფხულ ზო­მი­ე­რი სით­ბო (18-20 გრა­დუ­სი) იყოს. ზა­ფხუ­ლო­ბით კარ­გი იქ­ნე­ბა, მცე­ნა­რე სუფ­თა ჰა­ერ­ზე გა­ი­ტა­ნოთ, ან თუ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა გაქვთ, შე­მოდ­გო­მამ­დე ღია გრუნ­ტში გა­და­ი­ტა­ნოთ.

მორ­წყვა

ოქ­სა­ლი­სი ზო­მი­ე­რად უნდა მორ­წყათ - ისე, რომ ქო­თან­ში წყა­ლი არ ჩა­უდ­გეს. შე­მოდ­გო­მა­ზე მორ­წყვა ნელ-ნელა უნდა შე­უმ­ცი­როთ, ზამ­თარ­ში კი იმ­დე­ნად მცი­რე­დი წყლით უნდა მორ­წყათ, რომ მიწა არა სვე­ლი, არა­მედ ოდ­ნავ ტე­ნი­ა­ნი ჰქონ­დეს.

ნი­ა­და­გი და გა­დარ­გვა

ოქ­სა­ლი­სი ნი­ა­და­გის მი­მართ მომ­თხოვ­ნი არ არის და თავს ღა­რიბ ნი­ა­დაგ­შიც კარ­გად გრძნობს, მაგ­რამ თუ ნოყი­ერ ნი­ა­დაგ­ში გა­მოზ­რდით, ფოთ­ლე­ბი გა­ცი­ლე­ბით დიდი და ხას­ხა­სა ექ­ნე­ბა. ამი­ტომ კარ­გი იქ­ნე­ბა, ოქ­სა­ლი­სის ნი­ა­და­გი თა­ნა­ბა­რი რა­ო­დე­ნო­ბის კორ­დის მი­წის­გან, ნე­შომ­პა­ლას­გან, ტორ­ფის­გან და ქვი­შის­გან მო­ამ­ზა­დოთ. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

მცენარე, რომელსაც ბედნიერება მოაქვს - როგორ გავახაროთ და როგორ მოვუაროთ

მცენარე, რომელსაც ბედნიერება მოაქვს - როგორ გავახაროთ და როგორ მოვუაროთ

ოქსალისი (მჟაველა, კისლიცა) მჟაუნასებრთა ოჯახის წარმომადგენელი ბალახოვანი მცენარეა, რომელსაც აქტიურად იყენებენ დეკორატიულ მემცენარეობაში. ევროპაში ოქსალისს „ბედნიერების სამყურასაც“ ეძახიან, ზოგან - სიყვარულის ყვავილს, და არაერთ ქვეყანაში მისი ჩუქება საახალწლო ტრადიციადაა ქცეული.არსებობს ოქსალისის როგორც ერთწლოვანი, ისე მრავალწლოვანი სახეობები, რომლებიც აქტიურად გამოიყენება როგორც ღია გრუნტში დასარგავად, ისე საოთახო მემცენარეობაში. ოქსალისს მინიატურული ზომის, სამ ან ოთხფოთოლაკიანი ფოთლები აქვს (ზოგჯერ გვხვდება 5-6, ან 9-ფოთოლაკიანი სახეობებიც), რომელიც შეიძლება იყოს მწვანე, წითელი ან იასამნისფერი, ყვავილების შეფერილობა კი სადა თეთრიდან, ყვითელ და ვარდისფერ ფერამდე მერყეობდეს.

ოქსალისს ერთი უცნაური თვისება აქვს - როცა დაღამდება ან მოიღრუბლება, ფოთლები ქოლგასავით ეკეცება, ხოლო ამინდის გამოსვლისთანავე იშლება და მზეს გაშლილ ფოთლებს აგებებს.

ევროპაში ოქსალისს „ბედნიერების სამყურას“ უწოდებენ - მიიჩნევენ, რომ ამ მცენარეს ადამიანისთვის ბედნიერების მოტანა შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას წელიწადის ბოლო დღეს აჩუქებენ. ამიტომ, ბევრ ქვეყანაში ოქსალისის ჩუქება საახალწლო ტრადიციად იქცა.

განათება და ტემპერატურა

ოქსალისს კარგად განათებული ადგილი მოსწონს, თუმცა ნახევრად ჩრდილსაც მშვენივრად იტანს. განსაკუთრებულ ზიანს ცივ ოთახში ყოფნა და ორპირი ქარი აყენებს, ამიტომ სასურველია, ოთახში ზამთარ-ზაფხულ ზომიერი სითბო (18-20 გრადუსი) იყოს. ზაფხულობით კარგი იქნება, მცენარე სუფთა ჰაერზე გაიტანოთ, ან თუ ამის საშუალება გაქვთ, შემოდგომამდე ღია გრუნტში გადაიტანოთ.

მორწყვა

ოქსალისი ზომიერად უნდა მორწყათ - ისე, რომ ქოთანში წყალი არ ჩაუდგეს. შემოდგომაზე მორწყვა ნელ-ნელა უნდა შეუმციროთ, ზამთარში კი იმდენად მცირედი წყლით უნდა მორწყათ, რომ მიწა არა სველი, არამედ ოდნავ ტენიანი ჰქონდეს.

ნიადაგი და გადარგვა

ოქსალისი ნიადაგის მიმართ მომთხოვნი არ არის და თავს ღარიბ ნიადაგშიც კარგად გრძნობს, მაგრამ თუ ნოყიერ ნიადაგში გამოზრდით, ფოთლები გაცილებით დიდი და ხასხასა ექნება. ამიტომ კარგი იქნება, ოქსალისის ნიადაგი თანაბარი რაოდენობის კორდის მიწისგან, ნეშომპალასგან, ტორფისგან და ქვიშისგან მოამზადოთ. განაგრძეთ კითხვა

წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზღვაზე შტორმი - უახლოეს დღეებში საქართველოში ამინდი უარესდება

მარტის სასიყვარულო ჰოროსკოპი - ზოდიაქოს რომელი ნიშანი შეხვდება ახალ სიყვარულს და ვის ემუქრება პარტნიორთან დაშორება

მარტის ფინანსური ჰოროსკოპი - ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება წარმატებული მომდევნო თვე და ვინ მიიღებს ფულის ახალ წყაროს