კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო პირველი ქართველი მილიციელი ქალი - "იგი ბანდიტებს შიშის ზარს სცემდა"
ვინ იყო პირველი ქართველი მილიციელი ქალი - "იგი ბანდიტებს შიშის ზარს სცემდა"

პირ­ვე­ლი მი­ლი­ცი­ე­ლი ქალი სა­ქარ­თვე­ლო­ში ელი­სა­ბედ აზ­რუ­მე­ლაშ­ვი­ლი იყო. იგი მან­გლი­სის პო­ლი­ცი­ა­ში 1927 წელს მსა­ხუ­რობ­და. აზ­რუ­მე­ლაშ­ვილს უფ­რო­სი მი­ლი­ცი­ე­ლის წო­დე­ბა ჰქონ­და და მის პი­რად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში 35 კაცი და ერთი მი­ლი­ცი­ე­ლი ქალი ირი­ცხე­ბო­და.

"მან­გლი­სის მი­ლი­ცია ცხე­ნო­სა­ნი იყო და ერთ-ერთი ცხე­ნი, რა თქმა უნდა, მის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში იყო. იმ დროს მი­ლი­ცია მუდ­მი­ვად ყა­ზარ­მულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. იგი ნაბ­რძო­ლე­ბი იყო ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის თეთრ ბან­დას­თან იმ დროს, როცა იგი თავს და­ეს­ხა რა­ი­ო­ნის ცენ­ტრში დის­ლო­ცი­რე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო სკო­ლის კურ­სან­ტებს.

ჩემი იქ ყოფ­ნის დროს მან­გლი­სის მი­ლი­ცია არუ­შა­ნო­ვის ცხე­ნო­სან ბან­და­საც ებ­რძო­და. სა­გუ­ლოს­ხმოა, რომ ყვე­ლა ამ ოპე­რა­ცი­ა­ში თეთრ ცხენ­ზე ამ­ხედ­რე­ბუ­ლი ქალი ელი­სა­ბედ აზ­რუ­მე­ლაშ­ვი­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. იგი პარ­ტი­ის წევ­რი იყო, ცხოვ­რობ­და მან­გლი­სის რა­ი­ო­ნის სო­ფელ პა­ტა­რა თო­ნეთ­ში. ელი­სა­ბე­დი იყო თავ­და­უ­ზო­გა­ვი მებ­რძო­ლი, ბან­დი­ტებს, სპე­კუ­ლან­ტებს და კუ­ლა­კებს ში­შის ზარს სცემ­და. მე ყო­ველ­თვის მაკ­ვირ­ვებ­და და მა­ო­ცებ­და მისი პირ­და­პი­რო­ბა, პრინ­ცი­პუ­ლო­ბა, ყო­ველ­გვა­რი უკა­ნო­ნო გა­მოვ­ლი­ნე­ბი­სად­მი შე­უ­რი­გებ­ლო­ბის გრძნო­ბა. რო­დე­საც ელი­სა­ბე­დი შე­ამ­ჩნევ­და, რომ ესა თუ ის სა­კი­თხი არას­წო­რად წყდე­ბო­და, მა­შინ­ვე მი­აქ­ცევ­და პარ­ტი­უ­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბას. ერთ სუს­ხი­ან დი­ლას მი­ლი­ცი­ის შე­ნო­ბის დე­რე­ფან­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ბან­დი­ტი შე­ვამ­ჩნიე, რომ­ლის ძებ­ნა­ში ბევ­რი უძი­ლო ღამე გა­მი­ტა­რე­ბია.

როცა ბან­დიტ­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბი­სა­გან დაბ­ნე­უ­ლო­ბა შე­მამ­ჩნია, მკვა­ხედ მო­მა­ხა­ლა: მე ელი­სა­ბედ აზ­რუ­მე­ლაშ­ვილ­მა მო­მიყ­ვა­ნა აქაო. ამ დროს ელი­სა­ბე­დიც გა­მო­ვი­და დე­რე­ფან­ში და თვა­ლით მა­ნიშ­ნა, არა­ფე­რი უთხრაო. ოთახ­ში შე­სულს ელი­სა­ბე­დიც შე­მომ­ყვა და მი­თხრა: ბან­დი­ტი უბ­რძოლ­ვე­ლად ჩამ­ბარ­და იმ პი­რო­ბით, რომ სი­ცო­ცხლე შე­ვუ­ნარ­ჩუ­ნო­თო.

მე ჩემი ეჭვი გა­მოვ­თქვი ასე­თის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ში, რა­ზე­დაც ელი­სა­ბედ­მა მი­პა­სუ­ხა, რომ იგი საქ­მე­ში მთავ­რო­ბის წევ­რებს ჩა­რევ­და და მი­ცე­მულ სი­ტყვას გა­ა­მარ­თლებ­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ყა­რე­ბის დღი­დან გა­ვარ­დნი­ლი ბან­დი­ტი­სათ­ვის, რო­მელ­საც ბევ­რი ცოდ­ვა ედო კი­სერ­ზე, პა­ტი­ე­ბის მიღ­წე­ვა ძნე­ლი საქ­მე იყო. ამი­ტომ იგი გან­ვა­ი­ა­რა­ღეთ და სა­კან­ში მო­ვა­თავ­სეთ. ეს ძა­ლი­ან ეწყი­ნა ელი­სა­ბედს, რად­გან ჩვე­ნი მოქ­მე­დე­ბა მისი ავ­ტო­რი­ტე­ტის შე­ლახ­ვად მი­იჩ­ნია. მან იმა­ვე სა­ღა­მოს მი­მარ­თა სა­ხალ­ხო კო­მი­სარ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ლადო სუ­ხიშ­ვილს და სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის მი­ლი­ცი­ის უფ­როსს, სი­მონ ადა­მის ძე ხმა­ლა­ძეს, რომ­ლე­ბიც ამ დროს მან­გლის­ში იყ­ვნენ ჩა­მო­სუ­ლე­ბი და და­მა­ჯე­რებ­ლად აუხ­სნა საქ­მის გა­რე­მო­ე­ბა. თი­ა­ნე­თი­დან წა­მო­სულს ახ­სენ­დე­ბა იგი მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რეს - ცხე­ნით გზა გა­და­მიჭ­რა ბან­დიტ­მა, მას შე­ეძ­ლო ჩემი ად­გილ­ზე­ვე მოკ­ვლა, მაგ­რამ მან ეს არ გა­ა­კე­თა.

მე გა­დავ­წყვი­ტე, მე­სა­უბ­რა მას­თან და გა­მე­წია აგი­ტა­ცია ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით და­ნე­ბე­ბა­ზე. სა­უ­ბარ­მა გას­ჭრა. ის მე მო­მენ­დო სი­ცო­ცხლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის პი­რო­ბით. გთხოვთ, და­მეხ­მა­როთ, რათა მი­ცე­მუ­ლი სი­ტყვა არ გა­მი­ცუდ­დეს, გა­უშ­ვით ჩემი თავ­დე­ბო­ბის ქვე­შაო. ჩვენს გა­ო­ცე­ბას სა­ზღვა­რი არ ჰქონ­და, როცა გა­ვი­გეთ, რომ ელი­სა­ბე­დის სურ­ვი­ლი და­აკ­მა­ყო­ფი­ლეს. ბან­დი­ტი იმა­ვე დღეს, სტუმ­რე­ბის წას­ვლამ­დე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. სამი დღის შემ­დეგ კი გა­ზეთ "კო­მუ­ნის­ტში" გა­მოქ­ვეყ­ნდა წე­რი­ლი ელი­სა­ბედ აზ­რუ­მე­ლაშ­ვილ­ზე სა­თა­უ­რით "პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ქალი მი­ლი­ცი­ე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში", სა­დაც მისი ფო­ტო­სუ­რა­თიც იყო და­ბეჭ­დი­ლი" - წე­რია დ. ქა­ჯა­ი­ას სა­ავ­ტო­რო სტა­ტი­ა­ში, რო­მე­ლიც შსს-ს არ­ქივ­ში ინა­ხე­ბა.

წყა­რო: ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ვინ იყო პირველი ქართველი მილიციელი ქალი - "იგი ბანდიტებს შიშის ზარს სცემდა"

ვინ იყო პირველი ქართველი მილიციელი ქალი - "იგი ბანდიტებს შიშის ზარს სცემდა"

პირველი მილიციელი ქალი საქართველოში ელისაბედ აზრუმელაშვილი იყო. იგი მანგლისის პოლიციაში 1927 წელს მსახურობდა. აზრუმელაშვილს უფროსი მილიციელის წოდება ჰქონდა და მის პირად შემადგენლობაში 35 კაცი და ერთი მილიციელი ქალი ირიცხებოდა.

"მანგლისის მილიცია ცხენოსანი იყო და ერთ-ერთი ცხენი, რა თქმა უნდა, მის განკარგულებაში იყო. იმ დროს მილიცია მუდმივად ყაზარმულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. იგი ნაბრძოლები იყო ჩოლოყაშვილის თეთრ ბანდასთან იმ დროს, როცა იგი თავს დაესხა რაიონის ცენტრში დისლოცირებული სამხედრო სკოლის კურსანტებს.

ჩემი იქ ყოფნის დროს მანგლისის მილიცია არუშანოვის ცხენოსან ბანდასაც ებრძოდა. საგულოსხმოა, რომ ყველა ამ ოპერაციაში თეთრ ცხენზე ამხედრებული ქალი ელისაბედ აზრუმელაშვილი მონაწილეობდა. იგი პარტიის წევრი იყო, ცხოვრობდა მანგლისის რაიონის სოფელ პატარა თონეთში. ელისაბედი იყო თავდაუზოგავი მებრძოლი, ბანდიტებს, სპეკულანტებს და კულაკებს შიშის ზარს სცემდა. მე ყოველთვის მაკვირვებდა და მაოცებდა მისი პირდაპირობა, პრინციპულობა, ყოველგვარი უკანონო გამოვლინებისადმი შეურიგებლობის გრძნობა. როდესაც ელისაბედი შეამჩნევდა, რომ ესა თუ ის საკითხი არასწორად წყდებოდა, მაშინვე მიაქცევდა პარტიული ორგანოების ყურადღებას. ერთ სუსხიან დილას მილიციის შენობის დერეფანში შეიარაღებული ბანდიტი შევამჩნიე, რომლის ძებნაში ბევრი უძილო ღამე გამიტარებია.

როცა ბანდიტმა მოულოდნელობისაგან დაბნეულობა შემამჩნია, მკვახედ მომახალა: მე ელისაბედ აზრუმელაშვილმა მომიყვანა აქაო. ამ დროს ელისაბედიც გამოვიდა დერეფანში და თვალით მანიშნა, არაფერი უთხრაო. ოთახში შესულს ელისაბედიც შემომყვა და მითხრა: ბანდიტი უბრძოლველად ჩამბარდა იმ პირობით, რომ სიცოცხლე შევუნარჩუნოთო.

მე ჩემი ეჭვი გამოვთქვი ასეთის შესაძლებლობაში, რაზედაც ელისაბედმა მიპასუხა, რომ იგი საქმეში მთავრობის წევრებს ჩარევდა და მიცემულ სიტყვას გაამართლებდა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების დღიდან გავარდნილი ბანდიტისათვის, რომელსაც ბევრი ცოდვა ედო კისერზე, პატიების მიღწევა ძნელი საქმე იყო. ამიტომ იგი განვაიარაღეთ და საკანში მოვათავსეთ. ეს ძალიან ეწყინა ელისაბედს, რადგან ჩვენი მოქმედება მისი ავტორიტეტის შელახვად მიიჩნია. მან იმავე საღამოს მიმართა სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე ლადო სუხიშვილს და საქართველოს რესპუბლიკის მილიციის უფროსს, სიმონ ადამის ძე ხმალაძეს, რომლებიც ამ დროს მანგლისში იყვნენ ჩამოსულები და დამაჯერებლად აუხსნა საქმის გარემოება. თიანეთიდან წამოსულს ახსენდება იგი მთავრობის თავმჯდომარეს - ცხენით გზა გადამიჭრა ბანდიტმა, მას შეეძლო ჩემი ადგილზევე მოკვლა, მაგრამ მან ეს არ გააკეთა.

მე გადავწყვიტე, მესაუბრა მასთან და გამეწია აგიტაცია ნებაყოფლობით დანებებაზე. საუბარმა გასჭრა. ის მე მომენდო სიცოცხლის შენარჩუნების პირობით. გთხოვთ, დამეხმაროთ, რათა მიცემული სიტყვა არ გამიცუდდეს, გაუშვით ჩემი თავდებობის ქვეშაო. ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა გავიგეთ, რომ ელისაბედის სურვილი დააკმაყოფილეს. ბანდიტი იმავე დღეს, სტუმრების წასვლამდე გაათავისუფლეს. სამი დღის შემდეგ კი გაზეთ "კომუნისტში" გამოქვეყნდა წერილი ელისაბედ აზრუმელაშვილზე სათაურით "პირველი ქართველი ქალი მილიციელი საქართველოში", სადაც მისი ფოტოსურათიც იყო დაბეჭდილი" - წერია დ. ქაჯაიას საავტორო სტატიაში, რომელიც შსს-ს არქივში ინახება.

წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ