პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნატოს ყოფილი გენმდივანი რუსი ოლიგარქის სამსახურში?
ნატოს ყოფილი გენმდივანი რუსი ოლიგარქის სამსახურში?

ნა­ტოს ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ან­დერს ფოგ რას­მუ­სე­ნი ლატ­ვი­ის ბან­კის Norvik Banka-ს საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლის მრჩევ­ლად და­ი­ნიშ­ნა. მისი მფლო­ბე­ლი რუსი ბან­კი­რი, მი­ლი­ო­ნე­რი გრი­გო­რი გუ­სელ­ნი­კო­ვია. ასე­ვე მისი გავ­ლე­ნის სფე­რო­შია, Вятка Банк-იც, რო­მე­ლიც არც ისე დიდი ხნის წინ, კონ­სორ­ცი­უმ­ზე, ბე­ლო­რუ­სე­ბის დახ­მა­რე­ბით ცდი­ლობ­და, უკ­რა­ი­ნუ­ლი Сбербанка-ის უკ­რა­ი­ნუ­ლი ფი­ლი­ა­ლი ეყი­და.

ლატ­ვი­უ­რი Norvik Banka-ს მრჩე­ველ­თა საბ­ჭო სულ 5 ადა­მი­ა­ნის­გან შედ­გე­ბა, - რას­მუ­სე­ნის გარ­და, არი­ან იგორ სმო­ლი­ნი, ავ­გუსტ გუს­ტა­ვი, პოლ ჰა­ნი­გი და პი­ტერ მა­იკლ ოდინ­ცო­ვი.

მა­შინ, ე.წ. უკ­რა­ნუ­ლი "დო­ჩკას" შეს­ყიდ­ვის მცდე­ლო­ბი­სას, ბე­ლო­რუ­სე­ბის უკან, რუსი ოლი­გარ­ქი, მი­ხა­ილ გუ­ცე­რი­ე­ვი იდგა, რო­მე­ლიც Руснефть-ს, Бинбанк-სა და Эльдорадо -ს აკონ­ტრო­ლებს. თა­ვის დრო­ზე, გუ­სელ­ნი­კო­ვი გუ­ცე­რი­ე­ვის­თვის მუ­შა­ობ­და და ერ­თობ­ლი­ვად, საკ­მა­ოდ კარგ ფი­ნან­სურ დი­ვინ­დებ­საც მო­ი­პო­ვებ­დნენ... რაც შე­ე­ხე­ბა, მი­ლი­არ­დერ მი­ხა­ილ­სა და მის შვილს, საიდ სა­ლამ-გუ­ცე­რი­ევს, ორი­ვე მათ­გა­ნი ახ­ლა­ხან, ამე­რი­კის ხა­ზი­ნის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ რუს ოლი­გარ­ქთა სი­ა­ში მოხ­ვდნენ, სა­დაც კრემლთან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბი ჰყავ­დათ შეყ­ვა­ნი­ლი.

ასე­ვე, ორი­ვე მათ­გა­ნი კრემ­ლის გავ­ლე­ნე­ბით არა მხო­ლოდ რუ­სეთ­ში, რამ­დე­ნი­მე პოსტსაბ­ჭო­თა ქვე­ყა­ნა­შიც სარ­გებ­ლო­ბენ.არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუ­სელ­ნი­კოვ­სა და მის ად­რინ­დელ მო­კავ­ში­რე მამა-შვილ გუ­ცე­რი­ე­ვებს ახ­ლაც აქვთ გა­დაკ­ვე­თის კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი წერ­ტი­ლე­ბი.

ერთი შე­ხედ­ვით, ეს თით­ქოს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბიზ­ნე­სია და შე­სა­ბა­მი­სად, ნა­ტოს ყო­ფილ გე­ნე­რა­ლურ მდი­ვან­საც გა­უ­მარ­თლა, მით უფრო, თუკი ეს მო­რი­გი ოპე­რა­ცი­აა, გავ­ლე­ნი­ა­ნი ლო­ბის­ტე­ბის მო­სა­ზი­დად. თუმ­ცა, არ­სე­ბობს ვერ­სი­ე­ბი, რის გა­მოც გუ­სელ­ნი­კოვ­მა არ­ჩე­ვა­ნი მას­ზე შე­ა­ჩე­რა;

"ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ლატ­ვი­უ­რი ბან­კში მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მეძ­ლე­ვა. ამით ამ ქვე­ყა­ნას­თან შე­საძ­ლოა, უფრო ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­დეს. იმე­დი მაქვს, სა­ბან­კო სფე­რო­ში ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­მო­მად­გე­ბა და სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო­ებ­თან ბან­კე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბის ფორ­მი­რე­ბას შევ­ძლებ... ეს დაგ­ვეხ­მა­რე­ბა და ევ­რო­კავ­შირ­ში ლატ­ვი­ის სტრა­ტე­გი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გან­ვი­თარ­დე­ბა,"- გა­ნა­ცხა­და რას­მუ­სენ­მა საბ­ჭოს მრჩევ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნის შემ­დეგ. 

რო­გორც ცნო­ბი­ლია, გა­სუ­ლი წელს, Norvik Banka-ს ლატ­ვი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­სა­მარ­თლო­ში უჩივ­ლა, თუმ­ცა, რა იყო კონ­ფლიქ­ტის მი­ზე­ზი, დღემ­დე კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რია. ერ­თა­დერ­თი, რაც მა­შინ გავ­რცელ­და, გრი­გო­რი გუ­სელ­ნი­კო­ვის გან­ცხა­დე­ბა იყო, -" მე უკვე ვნა­ნობ, რომ ლატ­ვი­ის "ინ­დუსტრი­ის გა­კოტ­რე­ბა­ზე" ვი­ხუმ­რე",- გა­ნა­ცხა­და მა­შინ რუს­მა ოლი­გარ­ქმა.

კი­დევ ერთი ვერ­სია, რის გა­მოც რას­მუ­სე­ნი ლატ­ვი­ურ ბან­კში მი­იწ­ვეს, ეს რუ­სუ­ლი Сбербанк-ის მიერ უკ­რა­ი­ნუ­ლი ფი­ლი­ა­ლის შეს­ყიდ­ვის მცდე­ლო­ბაა, რო­მე­ლიც დიდი ხა­ნია გუ­სელ­ნი­კო­ვის ფი­ნან­სურ ინ­ტე­რე­სებ­შია... თა­ვის დრო­ზე, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის ერ­თმა ნა­წილ­მა გა­მო­რი­ცხა, ლიტ­ვუ­რი ბან­კის რუს ოლი­გარ­ქთან კავ­ში­რი, მით უფრო, რომ თა­ვად უკ­რა­ი­ნის ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა ბან­კმაც აუკ­რძა­ლა გუ­სელ­ნი­კოვს Сбер банка Украина-ს შე­ძე­ნა, თუმ­ცა, ის ოც­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად ბრძო­ლას მა­ინც გა­ნაგ­რძობ­და.

"ასე რომ, ამი­ტო­მაც, სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლია, Norvik Banka-ის მრჩე­ველ რას­მუ­სენს პო­რო­შენ­კოს­თვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შეც­ვლა ეთხო­ვა," – წერს უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია.

თუ ან­დერს ფოგ რას­მუ­სე­ნის ნა­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნო­ბის პე­რი­ოდს და მის სა­ქარ­თვე­ლოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბას გა­ვიხ­სე­ნებთ, ის მუდ­მი­ვად აცხა­დებ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ალი­ან­სის­კენ სწრაფ­ვა უნდა გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა. ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახ­სოვს მისი ხმა­მა­ღა­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი. 2012 წელს მან გა­და­ცხა­და, რომ რუ­სე­თი ვერ გა­და­წყვეტ­და, შე­ვი­დო­და თუ არა სა­ქარ­თვე­ლო ნა­ტო­ში, "ამას ნატო და სა­ქარ­თვე­ლო გა­და­წყვე­ტენ", - აცხა­დებ­და რას­მუ­სე­ნი, თუმ­ცა, კონ­კრე­ტულ თა­რიღ­ზე სა­უ­ბარს, სხვა ლი­დე­რე­ბი­ვით, ისიც თავს არი­დებ­და.

ბოლო დროს, რას­მუ­სე­ნი უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის პეტ­რო პო­რო­შენ­კოს მრჩე­ვე­ლი იყო. თუმ­ცა, უკ­რი­ა­ნუ­ლი მე­დია წერს, რომ ამ ორ­გა­ნი­ა­ზა­ცი­ა­ში არც უკ­რა­ი­ნის გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სა­ვა­რა­უ­დო ვა­და­ზე სა­უბ­რობ­დნენ, რა­შიც ალ­ბათ და­ნი­ე­ლი პო­ლი­ტი­კო­სის წვლი­ლი მცი­რეა. თუმ­ცა, ზო­გი­ერ­თი პო­ლი­ტი­კო­სი მა­ინც ცდი­ლობს, ალი­ან­სში უკ­რა­ი­ნის გა­წევ­რე­ბის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბა რას­მუ­სენს გა­და­აბ­რა­ლოს. მა­თი­ვე თქმით, რას­მუ­სე­ნის რჩე­ვებს კი­ევ­ში უკვე არა­ვინ უს­მენ­და. შე­სა­ბა­მი­სად, მან გა­მო­სა­ვა­ლი იპო­ვა და თა­ვი­სი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ლატ­ვი­ის ფი­ნან­სებ­ში სცა­და.

ან­დერს ფოგ რას­მუ­სე­ნი, მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი და­ნი­ე­ლი პო­ლი­ტი­კო­სია. 1987-92 წლებ­ში მას სა­გა­და­სა­ხა­დო და ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის პო­ზი­ცია ეჭი­რა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 2001-2009 წლებ­ში, იყო ნა­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რი საბ­ჭოს მდი­ვა­ნი... რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის შემ­დეგ, სწო­რედ, ლატ­ვი­ა­ში სი­დი­დით მერ­ვე, "რუ­სუ­ლი ფეს­ვე­ბის" ბანკს გა­უ­მარ­თლა, ასე­თი ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კო­სი სამ­სა­ხურ­ში აეყ­ვა­ნა, რა­მაც სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი ეჭ­ვე­ბი წარ­მოშ­ვა.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

ნატოს ყოფილი გენმდივანი რუსი ოლიგარქის სამსახურში?

ნატოს ყოფილი გენმდივანი რუსი ოლიგარქის სამსახურში?

ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ლატვიის ბანკის Norvik Banka-ს საბჭოს ხელმძღვანელის მრჩევლად დაინიშნა. მისი მფლობელი რუსი ბანკირი, მილიონერი გრიგორი გუსელნიკოვია. ასევე მისი გავლენის სფეროშია, Вятка Банк-იც, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ, კონსორციუმზე, ბელორუსების დახმარებით ცდილობდა, უკრაინული Сбербанка-ის უკრაინული ფილიალი ეყიდა.

ლატვიური Norvik Banka-ს მრჩეველთა საბჭო სულ 5 ადამიანისგან შედგება, - რასმუსენის გარდა, არიან იგორ სმოლინი, ავგუსტ გუსტავი, პოლ ჰანიგი და პიტერ მაიკლ ოდინცოვი.

მაშინ, ე.წ. უკრანული "დოჩკას" შესყიდვის მცდელობისას, ბელორუსების უკან, რუსი ოლიგარქი, მიხაილ გუცერიევი იდგა, რომელიც Руснефть-ს, Бинбанк-სა და Эльдорадо -ს აკონტროლებს. თავის დროზე, გუსელნიკოვი გუცერიევისთვის მუშაობდა და ერთობლივად, საკმაოდ კარგ ფინანსურ დივინდებსაც მოიპოვებდნენ... რაც შეეხება, მილიარდერ მიხაილსა და მის შვილს, საიდ სალამ-გუცერიევს, ორივე მათგანი ახლახან, ამერიკის ხაზინის მიერ გამოქვეყნებულ რუს ოლიგარქთა სიაში მოხვდნენ, სადაც კრემლთან დაახლოებული პირები ჰყავდათ შეყვანილი.

ასევე, ორივე მათგანი კრემლის გავლენებით არა მხოლოდ რუსეთში, რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანაშიც სარგებლობენ.არსებული ინფორმაციით, გუსელნიკოვსა და მის ადრინდელ მოკავშირე მამა-შვილ გუცერიევებს ახლაც აქვთ გადაკვეთის კონფიდენციალური წერტილები.

ერთი შეხედვით, ეს თითქოს ჩვეულებრივი ბიზნესია და შესაბამისად, ნატოს ყოფილ გენერალურ მდივანსაც გაუმართლა, მით უფრო, თუკი ეს მორიგი ოპერაციაა, გავლენიანი ლობისტების მოსაზიდად. თუმცა, არსებობს ვერსიები, რის გამოც გუსელნიკოვმა არჩევანი მასზე შეაჩერა;

"ძალიან მიხარია, რომ ლატვიური ბანკში მუშაობის შესაძლებლობა მეძლევა. ამით ამ ქვეყანასთან შესაძლოა, უფრო ახლო ურთიერთობა მქონდეს. იმედი მაქვს, საბანკო სფეროში ჩემი გამოცდილება გამომადგება და სახელმწიფო ორგანოებთან ბანკების ურთიერთობის ფორმირებას შევძლებ... ეს დაგვეხმარება და ევროკავშირში ლატვიის სტრატეგიული ურთიერთობა განვითარდება,"- განაცხადა რასმუსენმა საბჭოს მრჩევლის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ. 

როგორც ცნობილია, გასული წელს, Norvik Banka-ს ლატვიის ხელისუფლებამ სასამართლოში უჩივლა, თუმცა, რა იყო კონფლიქტის მიზეზი, დღემდე კონფიდენციალურია. ერთადერთი, რაც მაშინ გავრცელდა, გრიგორი გუსელნიკოვის განცხადება იყო, -" მე უკვე ვნანობ, რომ ლატვიის "ინდუსტრიის გაკოტრებაზე" ვიხუმრე",- განაცხადა მაშინ რუსმა ოლიგარქმა.

კიდევ ერთი ვერსია, რის გამოც რასმუსენი ლატვიურ ბანკში მიიწვეს, ეს რუსული Сбербанк-ის მიერ უკრაინული ფილიალის შესყიდვის მცდელობაა, რომელიც დიდი ხანია გუსელნიკოვის ფინანსურ ინტერესებშია... თავის დროზე, უკრაინელების ერთმა ნაწილმა გამორიცხა, ლიტვური ბანკის რუს ოლიგარქთან კავშირი, მით უფრო, რომ თავად უკრაინის ნაციონალურმა ბანკმაც აუკრძალა გუსელნიკოვს Сбер банка Украина-ს შეძენა, თუმცა, ის ოცნების მისაღწევად ბრძოლას მაინც განაგრძობდა.

"ასე რომ, ამიტომაც, სრულიად შესაძლებელია, Norvik Banka-ის მრჩეველ რასმუსენს პოროშენკოსთვის გადაწყვეტილების შეცვლა ეთხოვა," – წერს უკრაინული მედია.

თუ ანდერს ფოგ რასმუსენის ნატოს გენერალური მდივნობის პერიოდს და მის საქართველოსთან ურთიერთობას გავიხსენებთ, ის მუდმივად აცხადებდა, რომ საქართველოს ალიანსისკენ სწრაფვა უნდა გაეგრძელებინა.  ქართულ საზოგადოებას ახსოვს მისი ხმამაღალი განცხადებები. 2012 წელს მან გადაცხადა, რომ რუსეთი ვერ გადაწყვეტდა, შევიდოდა თუ არა საქართველო ნატოში, "ამას ნატო და საქართველო გადაწყვეტენ", - აცხადებდა რასმუსენი, თუმცა, კონკრეტულ თარიღზე საუბარს, სხვა ლიდერებივით, ისიც თავს არიდებდა.

ბოლო დროს, რასმუსენი უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მრჩეველი იყო. თუმცა, უკრიანული მედია წერს, რომ ამ ორგანიაზაციაში არც უკრაინის გაწევრიანების სავარაუდო ვადაზე საუბრობდნენ, რაშიც ალბათ დანიელი პოლიტიკოსის წვლილი მცირეა. თუმცა, ზოგიერთი პოლიტიკოსი მაინც ცდილობს, ალიანსში უკრაინის გაწევრების გაჭიანურება რასმუსენს გადააბრალოს. მათივე თქმით, რასმუსენის რჩევებს კიევში უკვე არავინ უსმენდა. შესაბამისად, მან გამოსავალი იპოვა და თავისი გამოცდილების გამოყენება ლატვიის ფინანსებში სცადა.

ანდერს ფოგ რასმუსენი, მსოფლიოში ცნობილი დანიელი პოლიტიკოსია. 1987-92 წლებში მას საგადასახადო და ფინანსთა მინისტრის პოზიცია ეჭირა. მოგვიანებით, 2001-2009 წლებში, იყო ნატოს გენერალური საბჭოს მდივანი... რამდენიმეწლიანი წარმატებული კარიერის შემდეგ, სწორედ, ლატვიაში სიდიდით მერვე, "რუსული ფესვების" ბანკს გაუმართლა, ასეთი ცნობილი პოლიტიკოსი სამსახურში აეყვანა, რამაც საერთაშორისო საზოგადოებაში გარკვეული ეჭვები წარმოშვა.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"