მსოფლიო
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართველი მეფეების" პირველი ტომი დამატებით დაიბეჭდება
"ქართველი მეფეების" პირველი ტომი დამატებით დაიბეჭდება

მას შემ­დეგ, რაც "ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის" პირ­ვე­ლი ტო­მის - "თა­მარ მეფე" - ტი­რა­ჟი სრუ­ლად გა­ი­ყი­და და ბევ­რმა მსურ­ველ­მა წიგ­ნის შე­ძე­ნა ვერ მო­ას­წრო, გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-მა გა­და­წყვი­ტა, ტი­რა­ჟი გან­მე­ო­რე­ბით და­ბეჭ­დოს და "კვი­რის პა­ლიტ­რა­სა" და სე­რი­ის მე­ო­რე ტომ­თან - "ბაგ­რატ მე­სა­მეს­თან" ერ­თად მკი­თხველს ისევ სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად შეს­თა­ვა­ზოს. სე­რი­ის ორი­ვე ტომი თე­ბერ­ვლის ბო­ლოს გა­მო­ვა და თი­თო­ე­უ­ლი 5.5 ლარი ეღი­რე­ბა

რამ­დე­ნი­მე დღის წინ წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ "ბიბლ­უსს" ვეს­ტუმ­რე - მინ­დო­და, წიგ­ნე­ბის ახა­ლი სე­რი­ის, "ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის" პირ­ვე­ლი ტომი მე­ყი­და. ამ წიგ­ნის ავ­ტო­რის, როინ მეტ­რე­ვე­ლის­გან ვი­ცო­დი, რომ მკი­თხვე­ლი ამ­ჯე­რად სხვაგ­ვა­რად და უფრო ფარ­თოდ და­ი­ნა­ხავ­და იმ­დრო­ინ­დელ სა­ქარ­თვე­ლო­სა და თა­მარს.

მოკ­ლედ, ამ გან­წყო­ბით ვეს­ტუმ­რე "ბიბ­ლუსს" და წიგ­ნის თა­რო­ებ­ზე გა­ფა­ცი­ცე­ბით და­ვი­წყე "ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის" პირ­ვე­ლი ტო­მის ძი­ე­ბა. ვე­რა­ფერს გავ­ხდი - "წიგნს ვერ მი­ვა­გე­ნი. რო­გორც ჩანს, ისე­თი შე­წუ­ხე­ბუ­ლი სახე მქონ­და, "ბიბ­ლუ­სის" კონ­სულ­ტან­ტი მო­მი­ახ­ლოვ­და, ხომ არ და­გეხ­მა­რო­თო? იმე­დი მო­მე­ცა - "ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის" სე­რი­ის პირ­ველ ტომს ვერ ვპო­უ­ლობ-მეთ­ქი. "თქვენც ამ წიგნს ეძებთ? - მხრე­ბი აი­ჩე­ჩა კონ­სულ­ტან­ტმა. - წიგ­ნი მა­ლე­ვე გა­ი­ყი­და და ქსელ­ში აღარ გვაქვს." იმედს ჩა­ვე­ბღა­უ­ჭე და ბედი ერთხე­ლაც ვცა­დე: "წიგ­ნი "ბიბ­ლუ­სის" არც ერთ მა­ღა­ზი­ა­ში არ არის?" "არა, სამ­წუ­ხა­როდ" - თავი გა­აქ­ნია. აღ­მოჩ­ნდა, რომ, არა მხო­ლოდ წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში, არა­მედ გა­ზე­თე­ბის ჯი­ხუ­რებ­შიც, სა­დაც "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ერ­თად წიგ­ნი სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად იყი­დე­ბო­და, "ეს" ტომი აღარ არის.

და­ვით ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი, პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის ქსე­ლის მე­ნე­ჯე­რი:

- რო­გორც კი "ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის" სე­რი­ის პირ­ვე­ლი ტომი გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ერ­თად ჯი­ხუ­რებ­ში გა­სა­ყი­დად და­ვა­ლა­გეთ, სა­ოც­რე­ბა მოხ­და - არ წყდე­ბო­და მკი­თხვე­ლე­ბის რიგი, რომ­ლებ­საც წიგ­ნის ყიდ­ვა სურ­დათ. არ მახ­სოვს, ბო­ლოს ასე­თი მო­თხოვ­ნა რო­მელ წიგნ­ზე იყო. ჩვენს ქსელ­ში ორ დღე­ში ტი­რა­ჟი სრუ­ლად გა­ი­ყი­და.

"პა­ლიტ­რა L"-ში ჩემი მე­გობ­რე­ბი მუ­შა­ო­ბენ, მაგ­რამ აქაც ვე­რა­ფერს გავ­ხდი - აღარც ჩვენ გვაქ­ვსო - მი­პა­სუ­ხეს. თურ­მე, ჩემ გარ­და, ასო­ბით ადა­მი­ა­ნი რე­კავს გა­მომ­ცემ­ლო­ბის ცხელ ხაზ­ზე"პრე­ტენ­ზი­ით, რომ წიგ­ნის ყიდ­ვა ვერც მათ მო­ას­წრეს.

სწო­რედ მკი­თხველ­თა ასე­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბის გამო გა­მომ­ცემ­ლო­ბამ გა­და­წყვი­ტა, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­სა­ხა­რად, ვი­საც ჩემ­სა­ვით არ შეხ­ვდა პრო­ექ­ტის პირ­ვე­ლი ტომი, ის გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რა­სა" და სე­რი­ის მე­ო­რე ტომ­თან - "ბაგ­რატ მე­სა­მეს­თან" ერ­თად შეს­თა­ვა­ზოს მკი­თხველს. წიგ­ნი თე­ბერ­ვლის ბო­ლოს გა­მო­ვა და ისევ 5.5 ლარი ეღი­რე­ბა.

ნა­თია მეტ­რე­ვე­ლი, "პა­ლიტ­რა L"-ის მარ­კე­ტინ­გის ხელ­მძღვა­ნე­ლი:

- ვე­ლო­დით, რომ გა­მომ­ცემ­ლო­ბის ახალ პრო­ექტს - "ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბი", რო­მე­ლიც 24 ტო­მად გა­მო­ი­ცე­მა და ყვე­ლა გა­მორ­ჩე­ულ ქარ­თველ მე­ფე­ზე მოგ­ვი­თხრობს -" მკი­თხვე­ლი ინ­ტე­რე­სით მი­ი­ღებ­და, მაგ­რამ ასეთ­მა აქ­ტი­უ­რო­ბამ ყო­ველ­გვარ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. გვი­ხა­რია, რომ მკი­თხველს ასე აინ­ტე­რე­სებს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია.

ამ სე­რი­ის წიგ­ნებ­ში მო­თხრო­ბი­ლია არა მარ­ტო ის ფაქ­ტე­ბი, რომ­ლებ­ზეც ად­რეც ვი­ცო­დით, არა­მედ ფარ­თოდ არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი შე­სა­ბა­მი­სი პე­რი­ო­დის სა­ქარ­თვე­ლოს ცხოვ­რე­ბა, ყოფა, მო­ნარ­ქე­ბის პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბიც კი...

ეს 24-ტო­მი­ა­ნი ის­ტო­რი­უ­ლი სე­რია ჩვე­ნი გა­მომ­ცემ­ლო­ბის ერთ-ერთი სა­ა­მა­ყო პრო­ექ­ტია, გან­სა­კუთ­რე­ბით ვა­მა­ყობთ იმით, რომ მო­ვა­ხერ­ხეთ და ამ სქელყდი­ა­ნი წიგ­ნე­ბის ფასი "კვი­რის პა­ლიტ­რის" მკი­თხვე­ლის­თვის 5,5 ლარ­ში ჩა­ვა­ტი­ეთ.

რუ­სუ­დან შე­ლია

"ქართველი მეფეების" პირველი ტომი დამატებით დაიბეჭდება

"ქართველი მეფეების" პირველი ტომი დამატებით დაიბეჭდება

მას შემდეგ, რაც "ქართველი მეფეების" პირველი ტომის - "თამარ მეფე" - ტირაჟი სრულად გაიყიდა და ბევრმა მსურველმა წიგნის შეძენა ვერ მოასწრო, გამომცემლობა "პალიტრა L"-მა გადაწყვიტა, ტირაჟი განმეორებით დაბეჭდოს და "კვირის პალიტრასა" და სერიის მეორე ტომთან - "ბაგრატ მესამესთან" ერთად მკითხველს ისევ სპეციალურ ფასად შესთავაზოს. სერიის ორივე ტომი თებერვლის ბოლოს გამოვა და თითოეული 5.5 ლარი ეღირება

რამდენიმე დღის წინ წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლ­უსს" ვესტუმრე - მინდოდა, წიგნების ახალი სერიის, "ქართველი მეფეების" პირველი ტომი მეყიდა. ამ წიგნის ავტორის, როინ მეტრეველისგან ვიცოდი, რომ მკითხველი ამჯერად სხვაგვარად და უფრო ფართოდ დაინახავდა იმდროინდელ საქართველოსა და თამარს.

მოკლედ, ამ განწყობით ვესტუმრე "ბიბლუსს" და წიგნის თაროებზე გაფაციცებით დავიწყე "ქართველი მეფეების" პირველი ტომის ძიება. ვერაფერს გავხდი - "წიგნს ვერ მივაგენი. როგორც ჩანს, ისეთი შეწუხებული სახე მქონდა, "ბიბლუსის" კონსულტანტი მომიახლოვდა, ხომ არ დაგეხმაროთო? იმედი მომეცა - "ქართველი მეფეების" სერიის პირველ ტომს ვერ ვპოულობ-მეთქი. "თქვენც ამ წიგნს ეძებთ? - მხრები აიჩეჩა კონსულტანტმა. - წიგნი მალევე გაიყიდა და ქსელში აღარ გვაქვს." იმედს ჩავებღაუჭე და ბედი ერთხელაც ვცადე: "წიგნი "ბიბლუსის" არც ერთ მაღაზიაში არ არის?" "არა, სამწუხაროდ" - თავი გააქნია. აღმოჩნდა, რომ, არა მხოლოდ წიგნის მაღაზიებში, არამედ გაზეთების ჯიხურებშიც, სადაც "კვირის პალიტრასთან" ერთად წიგნი სპეციალურ ფასად იყიდებოდა, "ეს" ტომი აღარ არის.

დავით ჩერქეზიშვილი, პრესის გავრცელების ქსელის მენეჯერი:

- როგორც კი "ქართველი მეფეების" სერიის პირველი ტომი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად ჯიხურებში გასაყიდად დავალაგეთ, საოცრება მოხდა - არ წყდებოდა მკითხველების რიგი, რომლებსაც წიგნის ყიდვა სურდათ. არ მახსოვს, ბოლოს ასეთი მოთხოვნა რომელ წიგნზე იყო. ჩვენს ქსელში ორ დღეში ტირაჟი სრულად გაიყიდა.

"პალიტრა L"-ში ჩემი მეგობრები მუშაობენ, მაგრამ აქაც ვერაფერს გავხდი - აღარც ჩვენ გვაქვსო - მიპასუხეს. თურმე, ჩემ გარდა, ასობით ადამიანი რეკავს გამომცემლობის ცხელ ხაზზე"პრეტენზიით, რომ წიგნის ყიდვა ვერც მათ მოასწრეს.

სწორედ მკითხველთა ასეთი გამოხმაურების გამო გამომცემლობამ გადაწყვიტა, იმ ადამიანების გასახარად, ვისაც ჩემსავით არ შეხვდა პროექტის პირველი ტომი, ის გაზეთ "კვირის პალიტრასა" და სერიის მეორე ტომთან - "ბაგრატ მესამესთან" ერთად შესთავაზოს მკითხველს. წიგნი თებერვლის ბოლოს გამოვა და ისევ 5.5 ლარი ეღირება.

ნათია მეტრეველი, "პალიტრა L"-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი:

- ველოდით, რომ გამომცემლობის ახალ პროექტს - "ქართველი მეფეები", რომელიც 24 ტომად გამოიცემა და ყველა გამორჩეულ ქართველ მეფეზე მოგვითხრობს -" მკითხველი ინტერესით მიიღებდა, მაგრამ ასეთმა აქტიურობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. გვიხარია, რომ მკითხველს ასე აინტერესებს საქართველოს ისტორია.

ამ სერიის წიგნებში მოთხრობილია არა მარტო ის ფაქტები, რომლებზეც ადრეც ვიცოდით, არამედ ფართოდ არის წარმოდგენილი შესაბამისი პერიოდის საქართველოს ცხოვრება, ყოფა, მონარქების პირადი ურთიერთობებიც კი...

ეს 24-ტომიანი ისტორიული სერია ჩვენი გამომცემლობის ერთ-ერთი საამაყო პროექტია, განსაკუთრებით ვამაყობთ იმით, რომ მოვახერხეთ და ამ სქელყდიანი წიგნების ფასი "კვირის პალიტრის" მკითხველისთვის 5,5 ლარში ჩავატიეთ.

რუსუდან შელია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს