კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადოლფ ჰიტლერის ბოლო წუთები თვითმკვლელობამდე - მისი დაცვის წევრის მოგონებები
ადოლფ ჰიტლერის ბოლო წუთები თვითმკვლელობამდე - მისი დაცვის წევრის მოგონებები

დაც­ვის წევ­რმა, რო­მელ­მაც გარ­დაც­ვლი­ლი ადოლფ ჰიტ­ლე­რი პირ­ველ­მა ნახა, ფი­უ­რე­რის ცხოვ­რე­ბის ბოლო წუ­თე­ბი ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ულ წიგნ­ში აღ­წე­რა.

რო­ხუს მიში 2013 წელს ბერ­ლინ­ში გარ­და­იც­ვა­ლა, მა­ნამ­დე კი ჰიტ­ლე­რის შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლე­ბის და­ტო­ვე­ბა შეძ­ლო.

რო­გორც მიში წერს, ნა­ცის­ტე­ბის ლი­დერ­მა თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მო­ი­თხო­ვა, რომ მისი სხე­უ­ლი და­ეწ­ვათ. დაც­ვის წევ­რმა გა­იხ­სე­ნა ევა ბრა­უ­ნის ბოლო სა­ა­თე­ბიც, მიშ­მა ის თხელ სა­ღა­მურ­ში ჩაც­მუ­ლი ნახა.

1945 წლის 30 აპ­რილს - მას შემ­დეგ, რაც გე­ნე­რალ­მა კა­ი­ტელ­მა შე­ა­ტყო­ბი­ნა ჰიტ­ლერს, რომ ჯარ­მა ბერ­ლინ­ში საბ­ჭო­თა ალ­ყის გარ­ღვე­ვა ვერ შეძ­ლო და მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დას­რუ­ლე­ბა გარ­და­უ­ვა­ლი იყო, მიშ­მა მო­ის­მი­ნა, რო­გორ ესა­უბ­რე­ბო­და ჰიტ­ლე­რი მარ­ტინ ბორ­მან­სა და სხვა თა­ნა­მებ­რძო­ლებს.

"დაც­ვის წევ­რმა და­ი­ნა­ხა, რომ ჰიტ­ლე­რი ევა ბრა­უნ­თან ერ­თად სა­კუ­თარ კა­ბი­ნეტ­ში შე­ვი­და," - ამ­ბობს წიგ­ნის რე­დაქ­ტო­რი მარ­ტინ მე­ი­სი.

კა­ბი­ნეტ­ში იყო ოტო გი­უნ­შეც. ფი­უ­რერ­მა გი­უნ­შეს უთხრა, რომ ყვე­ლა ჯა­რის­კა­ცი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი იყო სამ­ხედ­რო ფი­ცის­გან.

"ჰიტ­ლერ­მა, ასე­ვე, სა­კუ­თარ ადი­უ­ტანტს უთხრა, რომ მისი სხე­უ­ლის შე­უ­რა­ცხყო­ფის ნება რომ არ მი­ე­ცათ ხალ­ხის­თვის, გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გვა­მი და­ეწ­ვათ. ბუნ­კერ­ში ყვე­ლა ნერ­ვი­უ­ლად იც­დი­და, რა მოხ­დე­ბო­და. კა­ბი­ნე­ტის კარი გა­ი­ღო და მიშ­მა შიგ­ნით შე­ხედ­ვა მო­ა­ხერ­ხა," - ჰყვე­ბა მე­ი­სი.

"პირ­ვე­ლად ევა და­ვი­ნა­ხე. ის იჯდა და თავი მიბ­რუ­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და ჰიტ­ლე­რის­კენ. ფეხ­საც­მე­ლე­ბი სა­ვარ­ძლის ქვეშ ელა­გა. ფი­უ­რე­რი უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო, თავი დაბ­ლა ჰქონ­და ჩა­მო­ვარ­დნი­ლი," - წერს მიში.

დაც­ვის წევ­რი კა­ბი­ნეტ­ში შე­ვი­და, ევამ ტუ­ჩებ­ზე მი­ი­დო თითი და ანიშ­ნა მას, ხმა არ ამო­ე­ღო. ამის შემ­დეგ რო­ხუს­მა მო­ის­მი­ნა, რო­გორ და­დეს ფიცი ბრა­უნ­მა და მაგ­და გე­ბელსმა, რომ მა­მა­კა­ცე­ბის მსგავ­სად მო­იკ­ლავ­დნენ თავს.

მიში საბ­ჭო­თა ჯარ­მა და­ა­ტყვე­ვა, ის 8 წლის მან­ძილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და სხვა­დას­ხვა ბა­ნაკ­ში. სა­ბო­ლო­ოდ კი გაქ­ცე­ვა და და­მალ­ვა შეძ­ლო.

სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ჰიტ­ლერს თბი­ლად იხ­სე­ნებ­და, ახა­სი­ა­თებ­და, რო­გორც "შე­სა­ნიშ­ნავ უფ­როსს".

"ჰიტ­ლე­რის ბოლო მოწ­მე: ჰიტ­ლე­რის დაც­ვის წევ­რის მე­მუ­ა­რე­ბი" წელს გა­მო­ი­ცა.

წყა­რო independent.co.uk

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ადოლფ ჰიტლერის ბოლო წუთები თვითმკვლელობამდე - მისი დაცვის წევრის მოგონებები

ადოლფ ჰიტლერის ბოლო წუთები თვითმკვლელობამდე - მისი დაცვის წევრის მოგონებები

დაცვის წევრმა, რომელმაც გარდაცვლილი ადოლფ ჰიტლერი პირველმა ნახა, ფიურერის ცხოვრების ბოლო წუთები  ავტობიოგრაფიულ წიგნში აღწერა.

როხუს მიში 2013 წელს ბერლინში გარდაიცვალა, მანამდე კი ჰიტლერის შესახებ საინტერესო დეტალების დატოვება შეძლო.

როგორც მიში წერს, ნაცისტების ლიდერმა თვითმკვლელობამდე მოითხოვა, რომ მისი სხეული დაეწვათ. დაცვის წევრმა გაიხსენა ევა ბრაუნის ბოლო საათებიც, მიშმა ის თხელ საღამურში ჩაცმული ნახა.

1945 წლის 30 აპრილს - მას შემდეგ, რაც გენერალმა კაიტელმა შეატყობინა ჰიტლერს, რომ ჯარმა ბერლინში საბჭოთა ალყის გარღვევა  ვერ შეძლო და მეორე მსოფლიო ომის დასრულება გარდაუვალი იყო, მიშმა მოისმინა, როგორ ესაუბრებოდა ჰიტლერი მარტინ ბორმანსა და სხვა თანამებრძოლებს.

"დაცვის წევრმა დაინახა, რომ ჰიტლერი ევა ბრაუნთან ერთად საკუთარ კაბინეტში შევიდა," - ამბობს წიგნის რედაქტორი მარტინ მეისი.

კაბინეტში იყო ოტო გიუნშეც. ფიურერმა გიუნშეს უთხრა, რომ ყველა ჯარისკაცი გათავისუფლებული იყო სამხედრო ფიცისგან.

"ჰიტლერმა, ასევე, საკუთარ ადიუტანტს უთხრა, რომ მისი სხეულის შეურაცხყოფის ნება რომ არ მიეცათ ხალხისთვის, გარდაცვალების შემდეგ გვამი დაეწვათ. ბუნკერში ყველა ნერვიულად იცდიდა, რა მოხდებოდა. კაბინეტის კარი გაიღო და მიშმა შიგნით შეხედვა მოახერხა," - ჰყვება მეისი.

"პირველად ევა დავინახე. ის იჯდა და თავი მიბრუნებული ჰქონდა ჰიტლერისკენ. ფეხსაცმელები სავარძლის ქვეშ ელაგა. ფიურერი უკვე გარდაცვლილი იყო, თავი დაბლა ჰქონდა ჩამოვარდნილი," - წერს მიში.

დაცვის წევრი კაბინეტში შევიდა, ევამ ტუჩებზე მიიდო თითი და ანიშნა მას, ხმა არ ამოეღო. ამის შემდეგ როხუსმა მოისმინა, როგორ დადეს ფიცი ბრაუნმა და მაგდა გებელსმა, რომ მამაკაცების მსგავსად მოიკლავდნენ თავს.

მიში საბჭოთა ჯარმა დაატყვევა, ის 8 წლის მანძილზე იმყოფებოდა სხვადასხვა ბანაკში. საბოლოოდ კი გაქცევა და დამალვა შეძლო.

სიცოცხლის ბოლომდე ჰიტლერს თბილად იხსენებდა, ახასიათებდა, როგორც "შესანიშნავ უფროსს".

"ჰიტლერის ბოლო მოწმე: ჰიტლერის დაცვის წევრის მემუარები" წელს გამოიცა.

წყარო independent.co.uk

გრაგნილები, რომელთა შესწავლის შემდეგ, ისტორიის გადაწერა იქნება საჭირო - რას აცხადებენ მეცნიერები?

13 მარტის ახალმთვარეობაა - ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება ეს დღე მნიშვნელოვანი და რა უნდა გაითვალისწინონ?

გიგი და რატი გაჩეჩილაძეების დედა, მოცეკვავე ლარისა გაჩეჩილაძე გარდაიცვალა - "რთულია სიტყვებით გადმოსცე უდიდესი ტკივილი"