სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღის ფოტო ანაკლიიდან, სადაც ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დაიწყო
დღის ფოტო ანაკლიიდან, სადაც ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დაიწყო

ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ი­წყო. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან აც­ნო­ბეს, მშე­ნებ­ლო­ბის და­წყე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა. გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა ანაკ­ლი­ის პორ­ტი შე­ა­ფა­სა რო­გორც "21-ე სა­უ­კუ­ნის სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე დიდი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც არის და­სა­წყი­სი სა­ქარ­თვე­ლოს გარ­დაქ­მნი­სა სატ­რან­ზი­ტო ქვეყ­ნი­დან, წარ­მო­ე­ბის, ლო­გის­ტი­კის და ინ­დუსტრი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ქვეყ­ნამ­დე".

"უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, პორ­ტი უნი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტია, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ეს პორ­ტი აბ­რე­შუ­მის გზის რუ­კა­ზე გა­ნამ­ტკი­ცებს სა­ქარ­თვე­ლოს პო­ზი­ცი­ას. ეს პორ­ტი, რა თქმა უნდა, შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს ჩვენს ქვე­ყა­ნას, მი­ი­ღოს ყვე­ლა­ზე დიდი გე­მე­ბი და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ფეხი აუ­წყოს სა­კონ­ტე­ი­ნე­რო თუ სხვა გა­და­ზიდ­ვე­ბის იმ მზარდ დი­ნა­მი­კას, რო­მელ­საც რე­გი­ონ­ში აქვს ად­გი­ლი. რა თქმა უნდა, ეს პორ­ტი სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს არა მხო­ლოდ ამ რე­გი­ო­ნის, არა­მედ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მცხოვ­რებ­ლებს, სრუ­ლი­ად სხვა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­ი­ჩი­ნონ სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის­თვის, წა­მო­ი­წყონ სრუ­ლი­ად ახა­ლი საქ­მე. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, რამ­დე­ნი­მე ათა­სი ადა­მი­ა­ნი და­საქმდე­ბა ჯერ მხო­ლოდ მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში, ხოლო შემ­დეგ, დღეს ძნე­ლიც კია, გა­მოვ­თვა­ლოთ ის ეფექ­ტი ჩვენს ეკო­ნო­მი­კა­ზე, რო­მელ­საც ეს პორ­ტი მო­ი­ტანს. ეს არის რე­ა­ლო­ბა, აქ არა­ფე­რია გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი. ამ პორ­ტის გარ­შე­მო, რამ­დე­ნი­მე ათა­სი ჰექ­ტა­რი გან­ვი­თარ­დე­ბა, რო­გორც სა­წარ­მოო, სა­სა­წყო­ბე, ლო­გის­ტი­კუ­რი და რა თქმა უნდა, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ახა­ლი ზონა. ეს იქ­ნე­ბა უდი­დე­სი დი­ნა­მი­კა, რო­მე­ლიც გაჩ­ნდე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და ეს იქ­ნე­ბა სრუ­ლი­ად ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ინო­ვა­ცი­უ­რი, ლო­გის­ტი­კუ­რი, ინ­დუსტრი­უ­ლი ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

პრე­მი­ერ­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და "ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უმს" რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი უდი­დე­სი სა­მუ­შა­ოს ჩა­ტა­რე­ბის­თვის და აღ­ნიშ­ნა, რომ დღეს უკვე შეკ­რუ­ლია პრო­ექ­ტი, რო­მელ­შიც, ქარ­თულ კომ­პა­ნი­ებ­თან ერ­თად, არი­ან ამე­რი­კუ­ლი სა­ინ­ჟინ­რო კომ­პა­ნია "კონ­ტი", ასე­ვე, პორ­ტის ოპე­რა­ტო­რი და ინ­ვეს­ტო­რია მსოფ­ლიო გი­გან­ტი, სი­ეტ­ლის პორ­ტის მე­ნე­ჯე­რი SSA Marine; ინ­ვეს­ტო­რე­ბი უზ­ბე­კე­თი­დან და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს ჩი­ნეთ­თან. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი პრო­ექ­ტში ყვე­ლა ქვეყ­ნის ჩარ­თუ­ლო­ბას მი­ე­სალ­მა.

"ამ ად­გი­ლას ევ­რო­პა ხვდე­ბა აზი­ას, ეს არის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი. სა­ქარ­თვე­ლო წარ­მო­ჩინ­დე­ბა მსოფ­ლიო მას­შტა­ბით, რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის, სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და მშვი­დო­ბის ქვე­ყა­ნა. მინ­და, კი­დევ ერთხელ მო­გი­ლო­ცოთ დღე­ვან­დე­ლი დღე, მი­ვუ­ლო­ცო მთელს სა­ქარ­თვე­ლოს და ჩვენს ყვე­ლა მე­გო­ბარს, ვი­ნა­ი­დან, დღეს ამ ად­გი­ლას ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლო იწყე­ბა, ყვე­ლა­ნა­ი­რი გა­და­ჭარ­ბე­ბის გა­რე­შე", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

ანაკ­ლი­ის პორ­ტის სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის და­წყე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის წევ­რებ­თან ერ­თად მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

დღის ფოტო ანაკლიიდან, სადაც ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დაიწყო

დღის ფოტო ანაკლიიდან, სადაც ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დაიწყო

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილმა ანაკლიის პორტი შეაფასა როგორც „21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტი, რომელიც არის დასაწყისი საქართველოს გარდაქმნისა სატრანზიტო ქვეყნიდან, წარმოების, ლოგისტიკის და ინდუსტრიის განვითარების ქვეყნამდე".

"უპირველეს ყოვლისა, პორტი უნიკალური პროექტია, იქიდან გამომდინარე, რომ ეს პორტი აბრეშუმის გზის რუკაზე განამტკიცებს საქართველოს პოზიციას. ეს პორტი, რა თქმა უნდა, შესაძლებლობას მისცემს ჩვენს ქვეყანას, მიიღოს ყველაზე დიდი გემები და, აქედან გამომდინარე, ფეხი აუწყოს საკონტეინერო თუ სხვა გადაზიდვების იმ მზარდ დინამიკას, რომელსაც რეგიონში აქვს ადგილი. რა თქმა უნდა, ეს პორტი საშუალებას მისცემს არა მხოლოდ ამ რეგიონის, არამედ მთელი საქართველოს მცხოვრებლებს, სრულიად სხვა შესაძლებლობები გაიჩინონ საკუთარი ბიზნესისთვის, წამოიწყონ სრულიად ახალი საქმე. უპირველეს ყოვლისა, რამდენიმე ათასი ადამიანი დასაქმდება ჯერ მხოლოდ მშენებლობის პროცესში, ხოლო შემდეგ, დღეს ძნელიც კია, გამოვთვალოთ ის ეფექტი ჩვენს ეკონომიკაზე, რომელსაც ეს პორტი მოიტანს. ეს არის რეალობა, აქ არაფერია გადაჭარბებული. ამ პორტის გარშემო, რამდენიმე ათასი ჰექტარი განვითარდება, როგორც საწარმოო, სასაწყობე, ლოგისტიკური და რა თქმა უნდა, საცხოვრებელი ახალი ზონა. ეს იქნება უდიდესი დინამიკა, რომელიც გაჩნდება ჩვენს ქვეყანაში და ეს იქნება სრულიად ახალი შესაძლებლობები ინოვაციური, ლოგისტიკური, ინდუსტრიული ახალი საქართველოსთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" რამდენიმეწლიანი უდიდესი სამუშაოს ჩატარებისთვის და აღნიშნა, რომ დღეს უკვე შეკრულია პროექტი, რომელშიც, ქართულ კომპანიებთან ერთად, არიან ამერიკული საინჟინრო კომპანია "კონტი", ასევე, პორტის ოპერატორი და ინვესტორია მსოფლიო გიგანტი, სიეტლის პორტის მენეჯერი SSA Marine; ინვესტორები უზბეკეთიდან და ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩინეთთან. პრემიერ-მინისტრი პროექტში ყველა ქვეყნის ჩართულობას მიესალმა.

"ამ ადგილას ევროპა ხვდება აზიას, ეს არის ყველაზე მთავარი. საქართველო წარმოჩინდება მსოფლიო მასშტაბით, როგორც საერთაშორისო თანამშრომლობის, სტაბილურობისა და მშვიდობის ქვეყანა. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი დღე, მივულოცო მთელს საქართველოს და ჩვენს ყველა მეგობარს, ვინაიდან, დღეს ამ ადგილას ახალი საქართველო იწყება, ყველანაირი გადაჭარბების გარეშე", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოების დაწყების ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."