პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ღვინის ბრმა დეგუსტაცია ნაძვის ხის საზეიმო გახსნაზე
ღვინის ბრმა დეგუსტაცია ნაძვის ხის საზეიმო გახსნაზე

15 დე­კემ­ბერს, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ქა­ლა­ქის მთა­ვა­რი ნაძ­ვის ხე აინ­თო. ნაძ­ვის ხის ან­თე­ბას­თან ერ­თად, პა­ლიტ­რა მე­დი­ის პრო­ექ­ტის "10 ღვი­ნო, რო­მე­ლიც უნდა გა­სინ­ჯო სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ" ფარ­გლებ­ში, ღვი­ნის დე­გუს­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში სა­დე­გუს­ტა­ცი­ოდ წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო 23 სა­ხე­ო­ბის ღვი­ნო. სა­ა­ხალ­წლო ნაძ­ვის ხეს­თან მი­სულ სტუმ­რებს შე­ეძ­ლოთ და­ე­გე­მოვ­ნე­ბი­ათ სა­უ­კე­თე­სო ქარ­თუ­ლი ღვი­ნო­ე­ბი და ხმა მი­ე­ცათ სა­სურ­ვე­ლი ღვი­ნის სა­ხე­ო­ბის­თვის.

"დღეს უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად აინ­თო სა­ა­ხალ­წლო ნაძ­ვის ხე, ჩვენ წარ­მო­ვად­გენთ პრო­ექტს "10 ღვი­ნო, რო­მე­ლიც უნდა გა­სინ­ჯო სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ". სწო­რედ 10 რჩე­უ­ლი ღვი­ნის სა­ხე­ო­ბა გა­მოვ­ლინ­დე­ბა ხმის მი­ცე­მის შემ­დეგ. ხმის მი­ცე­მა ყვე­ლას შე­უძ­ლია რო­გორც ღვი­ნის ბრმა დე­გუს­ტა­ცი­ი­სას, ასე­ვე ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში ვებგ­ვერ­დებ­ზე - allwine.ge და ambebi.ge.

დღეს წარ­მოდ­გე­ნი­ლი გვაქვს 23 სა­ხე­ო­ბის რჩე­უ­ლი ქარ­თუ­ლი ღვი­ნო და ამ ღვი­ნო­ე­ბი­დან ჩვენს სტუმ­რებს შე­უძ­ლი­ათ ამო­ირ­ჩი­ონ მათი საყ­ვა­რე­ლი 10 ღვი­ნის სა­ხე­ო­ბა", - გა­ნა­ცხა­და სა­უბ­რი­სას Allwine.ge-ის პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯერ­მა მა­რი­კა ომა­ნი­ძემ.

პრო­ექ­ტი "10 ღვი­ნო, რო­მე­ლიც უნდა გა­სინ­ჯო სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ" რამ­დე­ნი­მე თვეა მიმ­დი­ნა­რე­ობს და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უკვე 100 000-მდე ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო. მსურ­ვე­ლე­ბის­თვის სა­ხე­ო­ბე­ბის არ­ჩე­ვის გა­სა­მარ­ტი­ვებ­ლად კი­დევ იგეგ­მე­ბა დე­გუს­ტა­ცი­ე­ბი, სა­დაც შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, კარ­გად გა­ეც­ნონ ღვი­ნის სა­ხე­ო­ბებს და გა­მო­ავ­ლი­ნონ თა­ვი­სი რჩე­უ­ლი ღვი­ნო, რო­მელ­საც შემ­დეგ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში მის­ცე­მენ ხმას.

პრო­ექ­ტი ორ ეტა­პად იყო­ფა. სა­წყის ეტაპ­ზე, სა­ხალ­ხო ხმის მი­ცე­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­მოვ­ლინ­დე­ბა ღვი­ნის 10 სა­ხე­ო­ბა, 5 თეთ­რი და 5 წი­თე­ლი. პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია ქარ­თუ­ლი ღვი­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვებ­ში, ისე ტუ­რის­ტებ­ში. ამი­ტომ, ყვე­ლას ჩარ­თუ­ლო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ვინც აფა­სებს ქარ­თულ კულ­ტუ­რას, ღვი­ნო­სა და ჩვენს უძ­ვე­ლეს ტრა­დი­ცი­ას.

ეკა გა­და­ხა­ბა­ძე

AMBEBI.GE

ღვინის ბრმა დეგუსტაცია ნაძვის ხის საზეიმო გახსნაზე

ღვინის ბრმა დეგუსტაცია ნაძვის ხის საზეიმო გახსნაზე

15 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო. ნაძვის ხის ანთებასთან ერთად, პალიტრა მედიის პროექტის "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო სანამ ცოცხალი ხარ" ფარგლებში, ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. პროექტის ფარგლებში სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იყო 23 სახეობის ღვინო. საახალწლო ნაძვის ხესთან მისულ სტუმრებს შეეძლოთ დაეგემოვნებიათ საუკეთესო ქართული ღვინოები და ხმა მიეცათ სასურველი ღვინის სახეობისთვის.

"დღეს უკვე ოფიციალურად აინთო საახალწლო ნაძვის ხე, ჩვენ წარმოვადგენთ პროექტს "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო სანამ ცოცხალი ხარ". სწორედ 10 რჩეული ღვინის სახეობა გამოვლინდება ხმის მიცემის შემდეგ. ხმის მიცემა ყველას შეუძლია როგორც ღვინის ბრმა დეგუსტაციისას, ასევე ონლაინ რეჟიმში ვებგვერდებზე - allwine.ge და ambebi.ge.

დღეს წარმოდგენილი გვაქვს 23 სახეობის რჩეული ქართული ღვინო და ამ ღვინოებიდან ჩვენს სტუმრებს შეუძლიათ ამოირჩიონ მათი საყვარელი 10 ღვინის სახეობა", - განაცხადა საუბრისას Allwine.ge-ის პროექტის მენეჯერმა მარიკა ომანიძემ.

პროექტი "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო სანამ ცოცხალი ხარ" რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და მასში მონაწილეობა უკვე 100 000-მდე ადამიანმა მიიღო. მსურველებისთვის სახეობების არჩევის გასამარტივებლად კიდევ იგეგმება დეგუსტაციები, სადაც შესაძლებლობა ექნებათ, კარგად გაეცნონ ღვინის სახეობებს და გამოავლინონ თავისი რჩეული ღვინო, რომელსაც შემდეგ პროექტის ფარგლებში მისცემენ ხმას.

პროექტი ორ ეტაპად იყოფა. საწყის ეტაპზე, სახალხო ხმის მიცემის დასრულების შემდეგ გამოვლინდება ღვინის 10 სახეობა, 5 თეთრი და 5 წითელი. პროექტის მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაცია, როგორც ადგილობრივებში, ისე ტურისტებში. ამიტომ, ყველას ჩართულობა აუცილებელია, ვინც აფასებს ქართულ კულტურას, ღვინოსა და ჩვენს უძველეს ტრადიციას.

ეკა გადახაბაძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი