კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოხუმში ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი პავლე არძინბა ჩაცხრილეს
სოხუმში ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი პავლე არძინბა ჩაცხრილეს

სო­ხუმ­ში, გუ­მის­თის ხიდ­თან, გუ­და­უ­თი­დან მო­მა­ვალ "მერ­სე­დე­სის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბილ­ში, ალექ­სან­დრე ან­ქვაბ­ზე თავ­დას­ხმის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი პავ­ლე არ­ძინ­ბა ჩა­ცხრი­ლეს. მას­თან ერ­თად, ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა მისი მგზავ­რი, დი­მიტ­რი ხაგ­ბა... არ­ძინ­ბას ბრა­ლი ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ორი ოფიც­რის მკვლე­ლო­ბა­ში ედე­ბა. მიმ­დი­ნა­რე წლის 27 სექ­ტემ­ბერს, მის წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, მას­ზე ძებ­ნა გა­მო­ცხად­და. შემ­დეგ ის და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა, რო­დის და რა მი­ზე­ზით გა­ათ­ვი­სუფ­ლეს, ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი. ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა ისიც კი არ იცოდ­ნენ, თუ თა­ვი­სუ­ფა­ლი იყო...

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, ის და­ნა­შა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით მხო­ლოდ და­კი­თხეს, თუმ­ცა, "ძი­ე­ბის" დას­რუ­ლე­ბამ­დე, "ქვეყ­ნი­დან" გა­უს­ვლე­ლო­ბის პი­რო­ბით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს...

აფხა­ზუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ვა­რა­უ­დით, პა­ველ არ­ძინ­ბა და დი­მიტ­რი ხაგ­ბა კრი­მი­ნა­ლურ გარ­ჩე­ვებს შე­ე­წირ­ნენ. შე­საძ­ლოა, ეს არ­ძინ­ბას სა­ხი­ფა­თო ბიზ­ნესს უკავ­შირ­დე­ბო­დეს, ან სუ­ლაც, წლე­ბის წინ, ან­ქვაბ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხმას, რაც ასე­ვე და­საშ­ვე­ბია... თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას­ზე "სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე" იყო აღ­ძრუ­ლი, ის თა­ვი­სი ძვე­ლი გავ­ლე­ნე­ბი­სა და კავ­ში­რე­ბის დახ­მა­რე­ბით, "ბიზ­ნე­სის კე­თე­ბას" მა­ინც არ შე­ეშ­ვა. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის კარ­გად არის ცნო­ბი­ლი, რომ არ­ძინ­ბამ აფხა­ზე­თი­დან ხრე­ში და უნი­კა­ლუ­რი ჯი­შის ხე­ე­ბი გა­ზი­და...

პავ­ლე არ­ძინ­ბა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. მე­სა­მე პრე­ზი­დენტ ალექ­სან­დრე ან­ქვაბ­ზე თავ­დას­ხმის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში იყო ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი. ფაქ­ტი 2012 წლის 22 თე­ბერ­ვალს მოხ­და. მა­შინ ან­ქვა­ბი არ და­შა­ვე­ბუ­ლა, თუმ­ცა მისი დაც­ვის ორი წევ­რი – თენ­გიზ ფან­და­რა­ია და რემ­ზიკ ცუგ­ბა და­ი­ღუპ­ნენ.

ცნო­ბის­თვის, რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ, პავ­ლე არ­ძიმ­ბა, რო­მელ­მაც ან­ქვაბ­ზე თავ­დას­ხმის შემ­დეგ თავი რუ­სეთს შე­ა­ფა­რა, მიმ­დი­ნა­რე წელს აფხა­ზეთ­ში დაბ­რუნ­და და ად­გი­ლობ­რივ "სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს" სა­კუ­თა­რი ნე­ბით ჩა­ბარ­და... ის 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ძებ­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და...

აფხა­ზეთ­ში მის გა­მო­ჩე­ნას მა­შინ მით­ქმა-მოთ­ქმა მოჰ­ყვა, - ფაქ­ტია, რომ არ­ძინ­ბა რე­გი­ონ­ში ისე არ გა­მოჩ­ნდე­ბო­და, ის სა­ვა­რა­უ­დოდ, გარ­კვე­უ­ლი "პი­რო­ბის" სა­ნაც­ვლოდ ჩა­ვი­და.

პავ­ლე არ­ძინ­ბა 1951 წელს გუ­და­უ­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ დუ­რიპშ­ში და­ი­ბა­და. გუ­და­უ­თის სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, მან და ან­ქვაბ­მა ერთი და იგი­ვე, როს­ტო­ვის უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი, იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რეს... არ­ძინ­ბა აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და ქარ­თულ-აფხა­ზურ სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში, - არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­შინ აფხა­ზე­თის ე.წ. თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე იყო და შე­ი­ა­რა­ღე­ბის სა­კი­თხსაც კუ­რი­რებ­და, თუმ­ცა, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად...

აფხა­ზე­თის ომის შემ­დეგ, მის პო­ლი­ტი­კას­თან კავ­შირ­ზე რე­გი­ონ­ში ბევ­რი არა­ფე­რი იყო ცნო­ბი­ლი, ის უფრო ბიზ­ნე­სით იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, თუმ­ცა, მას შემ­დეგ, რაც ალექ­სან­დრე ან­ქვაბ­ზე რი­გით მე­ექ­ვსე თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და, არ­ძინ­ბას გვარ­მაც გა­იჟ­ღე­რა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, თავ­დამ­სხმე­ლებ­მა გუ­და­უ­თის ტყე­ებს შე­ა­ფა­რეს თავი, შემ­დეგ კი რე­გი­ო­ნი და­ტო­ვეს...

ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი ომის შემ­დეგ, ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში პავ­ლე არ­ძინ­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ ომის დროს ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ადა­მი­ა­ნი იყო აფხა­ზეთ­ში, მის ან­გა­რიშ­ზე 600 მი­ლი­ონ­ზე მეტი იყო, თუმ­ცა, ომი დროს მან აფხა­ზე­თის ე.წ. შს სა­მი­ნის­ტროს 3 მი­ლი­ო­ნი გა­დას­ცა; დაც­ვი­სა და შე­ი­ა­რა­ღე­ბის­თვის კი­დევ 3 მი­ლი­ო­ნი გა­მო­ყო. ცალ­კე სო­ხუმს სხვა­დას­ხვა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის­თვის, კი­დევ 3 მი­ლი­ო­ნი აჩუ­ქა; "სულ 15 მი­ლი­ო­ნი და­ვა­რი­გე, რო­დე­საც ჩემს ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბო­და, ტომ­რე­ბით ვგზავ­ნი­დით ფულს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში, რათა მიზ­ნობ­რი­ვად და­ხარ­ჯუ­ლი­ყო, იმათ დახ­მა­რე­ბოდ­ნენ, ვი­საც სჭირ­დე­ბო­და..."- წერ­და არ­ძინ­ბა.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

სოხუმში ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი პავლე არძინბა ჩაცხრილეს

სოხუმში ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი პავლე არძინბა ჩაცხრილეს

სოხუმში, გუმისთის ხიდთან, გუდაუთიდან მომავალ "მერსედესის" მარკის ავტომობილში, ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის ორგანიზატორი პავლე არძინბა ჩაცხრილეს. მასთან ერთად, ადგილზე დაიღუპა მისი მგზავრი, დიმიტრი ხაგბა... არძინბას ბრალი ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორი ოფიცრის მკვლელობაში ედება. მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, მასზე ძებნა გამოცხადდა. შემდეგ ის დააკავეს, თუმცა, როდის და რა მიზეზით გაათვისუფლეს, ამის შესახებ არაფერია ცნობილი.  ადგილობრივებმა ისიც კი არ იცოდნენ, თუ თავისუფალი იყო...  

ადგილობრივი მედიის ცნობით, ის დანაშაულთან დაკავშირებით მხოლოდ დაკითხეს, თუმცა, "ძიების" დასრულებამდე, "ქვეყნიდან" გაუსვლელობის პირობით გაათავისუფლეს...

აფხაზური საზოგადოების ვარაუდით, პაველ არძინბა და დიმიტრი ხაგბა კრიმინალურ გარჩევებს შეეწირნენ. შესაძლოა, ეს არძინბას სახიფათო ბიზნესს უკავშირდებოდეს, ან სულაც, წლების წინ, ანქვაბზე განხორციელებულ თავდასხმას, რაც ასევე დასაშვებია... თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მასზე "სისხლის სამართლის საქმე" იყო აღძრული, ის თავისი ძველი გავლენებისა და კავშირების დახმარებით, "ბიზნესის კეთებას" მაინც არ შეეშვა. ადგილობრივი მოსახლეობისთვის კარგად არის ცნობილი, რომ არძინბამ აფხაზეთიდან ხრეში და უნიკალური ჯიშის ხეები გაზიდა...

პავლე არძინბა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მესამე პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის ორგანიზებაში იყო ეჭვმიტანილი. ფაქტი 2012 წლის 22 თებერვალს მოხდა. მაშინ ანქვაბი არ დაშავებულა, თუმცა მისი დაცვის ორი წევრი – თენგიზ ფანდარაია და რემზიკ ცუგბა დაიღუპნენ.

ცნობისთვის, რამდენიმეწლიანი ძებნის შემდეგ, პავლე არძიმბა, რომელმაც ანქვაბზე თავდასხმის შემდეგ თავი რუსეთს შეაფარა, მიმდინარე წელს აფხაზეთში დაბრუნდა და ადგილობრივ "სამართალდამცავებს" საკუთარი ნებით ჩაბარდა... ის 5 წლის განმავლობაში ძებნაში იმყოფებოდა...

აფხაზეთში მის გამოჩენას მაშინ მითქმა-მოთქმა მოჰყვა, - ფაქტია, რომ არძინბა რეგიონში ისე არ გამოჩნდებოდა, ის სავარაუდოდ, გარკვეული "პირობის" სანაცვლოდ ჩავიდა.

პავლე არძინბა 1951 წელს გუდაუთის რაიონის სოფელ დურიპშში დაიბადა. გუდაუთის სკოლის დამთავრების შემდეგ, მან და ანქვაბმა ერთი და იგივე, როსტოვის უმაღლესი სასწავლებელი, იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრეს... არძინბა აქტიურად მონაწილეობდა ქართულ-აფხაზურ საომარ მოქმედებებში, - არსებული ინფორმაციით, მაშინ აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო და შეიარაღების საკითხსაც კურირებდა, თუმცა, არაოფიციალურად...

აფხაზეთის ომის შემდეგ, მის პოლიტიკასთან კავშირზე რეგიონში ბევრი არაფერი იყო ცნობილი, ის უფრო ბიზნესით იყო დაინტერესებული, თუმცა, მას შემდეგ, რაც ალექსანდრე ანქვაბზე რიგით მეექვსე თავდასხმა განხორციელდა, არძინბას გვარმაც გაიჟღერა. ადგილობრივების თქმით, თავდამსხმელებმა გუდაუთის ტყეებს შეაფარეს თავი, შემდეგ კი რეგიონი დატოვეს...

ქართულ-აფხაზური ომის შემდეგ, ერთ-ერთ ინტერვიუში პავლე არძინბამ განაცხადა, რომ ომის დროს ის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო აფხაზეთში, მის ანგარიშზე 600 მილიონზე მეტი იყო, თუმცა, ომი დროს მან აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროს 3 მილიონი გადასცა; დაცვისა და შეიარაღებისთვის კიდევ 3 მილიონი გამოყო. ცალკე სოხუმს სხვადასხვა საჭიროებებისთვის, კიდევ 3 მილიონი აჩუქა; "სულ 15 მილიონი დავარიგე, როდესაც ჩემს ქვეყანას სჭირდებოდა, ტომრებით ვგზავნიდით ფულს სხვადასხვა რეგიონში, რათა მიზნობრივად დახარჯულიყო, იმათ დახმარებოდნენ, ვისაც სჭირდებოდა..."- წერდა არძინბა.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?