პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
NBA-ს მატჩზე ამერიკის ჰიმნს "შვიდკაცა" შეასრულებს
NBA-ს მატჩზე ამერიკის ჰიმნს "შვიდკაცა" შეასრულებს

"გოლ­დენ სტე­ი­ტი" "მემ­ფი­სის" მატჩზე ამე­რი­კის ჰიმნს ქარ­თუ­ლი "შვიდ­კა­ცა" შე­ას­რუ­ლებს. სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 20 დე­კემ­ბერს, Oracle Arena-ზე გა­სა­მართ ნბა-ს რე­გუ­ლა­რუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის მატჩში, რო­მელ­შიც ერ­თმა­ნეთს "გოლ­დენ სტე­ი­ტი" და "მემ­ფი­სი" და­უ­პი­რის­პირ­დე­ბი­ან, ზაზა ფა­ჩუ­ლი­ას სა­ხე­ლო­ბის სა­თა­მა­შო Bubble Head და­რიგ­დე­ბა. თა­მა­შის და­წყე­ბამ­დე ამე­რი­კის ჰიმნს ქარ­თუ­ლი ან­სამ­ბლი "შვიდ­კა­ცა" შე­ას­რუ­ლებს, დიდ შეს­ვე­ნე­ბა­ზე კი 3 ქარ­თულ სიმ­ღე­რას იმ­ღე­რებს.

სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქარ­თუ­ლი ან­სამ­ბლის ამე­რი­კა­ში მიწ­ვე­ვა, მას შემ­დეგ გა­და­წყდა, რაც ნბა-ს ჩემ­პი­ონ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ყო­ფილ­მა კა­პი­ტან­მა ზაზა ფა­ჩუ­ლი­ამ ჩემ­პი­ო­ნის თასი სა­ქარ­თვე­ლო­ში ამოგ­ზა­უ­რა. "შვიდ­კა­ცა" კი აქ­ტი­უ­რად გახ­ლდათ ჩარ­თუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მარ­თულ ღო­ნის­ძე­ბებ­ში და "გოლ­დენ სტე­ი­ტის" პრეს­სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის სიმ­პა­თი­აც და­იმ­სა­ხუ­რა", - გა­ნა­ცხა­დეს სა­მი­ნის­ტრო­ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნბა-ს მოქ­მე­დი ჩემ­პი­ო­ნის პრეს­სამ­სა­ხუ­რი ზაზა ფა­ჩუ­ლი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოჰ­ყვა, ჯგუ­ფი სამი წევ­რის­გან შედ­გე­ბო­და - თას­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პირი, ჟურ­ნა­ლის­ტი და ოპე­რა­ტო­რი, რო­მე­ლიც გუნ­დის და ნბა-ს ვარ­სკვლა­ვის სტეფ კა­რის პი­რა­დი ოპე­რა­ტო­რია და სა­ქარ­თვე­ლო­ში გუნ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის თხოვ­ნით გა­მო­ემ­გზავ­რა. ქარ­თუ­ლი ან­სამ­ბლი ოკ­ლენდში 15 დე­კემ­ბერს გა­ემ­გზავ­რე­ბა და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს "გოლ­დენ სტე­ი­ტის" მიერ და­გეგ­მილ სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში.

"ამე­რი­კუ­ლი მხრი­დან შე­მო­თა­ვა­ზე­ბას ჩვენ­გან მა­შინ­ვე თან­ხმო­ბა მოჰ­ყვა, რის შემ­დე­გაც გვთხო­ვეს ამე­რი­კის ჰიმ­ნის ჩვე­ნი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით შეს­რუ­ლე­ბა და ოკ­ლენდში გაგ­ზავ­ნა. ჰიმ­ნი "გოლ­დენ სტე­ი­ტის" პრე­ზი­დენ­ტმა მო­ის­მი­ნა და მიწ­ვე­ვაც მი­ვი­ღეთ. რა თქმა უნდა, ეს არის არა­მარ­ტო ჩვე­ნი, არა­მედ ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რის და მსმე­ნე­ლის წარ­მა­ტე­ბა და ცხა­დია, ზაზა ფა­ჩუ­ლი­ას მიერ გა­წე­უ­ლი უდი­დე­სი შრო­მის შე­დე­გი. სწო­რედ ზა­ზას დამ­სა­ხუ­რე­ბაა ჩვე­ნი იქ მოხ­ვედ­რა", - გა­ნა­ცხა­და "შვიდ­კა­ცას" წევ­რმა და­ვით ნო­ზა­ძემ.

NBA-ს მატჩზე ამერიკის ჰიმნს "შვიდკაცა" შეასრულებს

NBA-ს მატჩზე ამერიკის ჰიმნს "შვიდკაცა" შეასრულებს

"გოლდენ სტეიტი" "მემფისის" მატჩზე ამერიკის ჰიმნს ქართული "შვიდკაცა" შეასრულებს. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 20 დეკემბერს, Oracle Arena-ზე გასამართ ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მატჩში, რომელშიც ერთმანეთს "გოლდენ სტეიტი" და "მემფისი" დაუპირისპირდებიან, ზაზა ფაჩულიას სახელობის სათამაშო Bubble Head დარიგდება. თამაშის დაწყებამდე ამერიკის ჰიმნს ქართული ანსამბლი "შვიდკაცა" შეასრულებს, დიდ შესვენებაზე კი 3 ქართულ სიმღერას იმღერებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ანსამბლის ამერიკაში მიწვევა, მას შემდეგ გადაწყდა, რაც ნბა-ს ჩემპიონმა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ ჩემპიონის თასი საქართველოში ამოგზაურა. "შვიდკაცა" კი აქტიურად გახლდათ ჩართული სპეციალურად გამართულ ღონისძებებში და "გოლდენ სტეიტის" პრესსამსახურის თანამშრომლების სიმპათიაც დაიმსახურა", - განაცხადეს სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, ნბა-ს მოქმედი ჩემპიონის პრესსამსახური ზაზა ფაჩულიას საქართველოში ჩამოჰყვა, ჯგუფი სამი წევრისგან შედგებოდა - თასზე პასუხისმგებელი პირი, ჟურნალისტი და ოპერატორი, რომელიც გუნდის და ნბა-ს ვარსკვლავის სტეფ კარის პირადი ოპერატორია და საქართველოში გუნდის ხელმძღვანელობის თხოვნით გამოემგზავრა. ქართული ანსამბლი ოკლენდში 15 დეკემბერს გაემგზავრება და მონაწილეობას მიიღებს "გოლდენ სტეიტის" მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში.

"ამერიკული მხრიდან შემოთავაზებას ჩვენგან მაშინვე თანხმობა მოჰყვა, რის შემდეგაც გვთხოვეს ამერიკის ჰიმნის ჩვენი ინტერპრეტაციით შესრულება და ოკლენდში გაგზავნა. ჰიმნი "გოლდენ სტეიტის" პრეზიდენტმა მოისმინა და მიწვევაც მივიღეთ. რა თქმა უნდა, ეს არის არამარტო ჩვენი, არამედ ქართველი გულშემატკივრის და მსმენელის წარმატება და ცხადია, ზაზა ფაჩულიას მიერ გაწეული უდიდესი შრომის შედეგი. სწორედ ზაზას დამსახურებაა ჩვენი იქ მოხვედრა", - განაცხადა "შვიდკაცას" წევრმა დავით ნოზაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი