კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
19 წლის გოგო 53 წლის კაცზე აპირებს დაქორწინებას - "ის ჩემი ოცნების მამაკაცია"
19 წლის გოგო 53 წლის კაცზე აპირებს დაქორწინებას - "ის ჩემი ოცნების მამაკაცია"

19 წლის გო­გო­ნა მას­ზე 34 წლით უფ­როს მა­მა­კაც­ზე აპი­რებს და­ქორ­წი­ნე­ბას. ნებ­რას­კელ­მა მი­კა­ე­ლა მეტ­სონ­მა 53 წლის უი­ლი­ამ მალ­დე­რა ონ­ლა­ინ გა­იც­ნო. გო­გო­ნას თქმით, პირ­ვე­ლი­ვე ვი­დე­ო­ჩა­თის დროს მიხ­ვდა, რომ უი­ლი­ა­მი მისი ოც­ნე­ბის მა­მა­კა­ცი იყო.

მი­კა­ე­ლას მშობ­ლებ­მა შვილს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ეს. რო­დე­საც მისი სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ შე­ი­ტყვეს, წა­არ­თვეს პას­პორ­ტი, რომ მის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად კა­ნა­და­ში, ალ­ბერ­ტა­ში წას­ვლა ვერ შეს­ძლე­ბო­და. მშობ­ლებ­მა გო­გო­ნა ფსი­ქო­ლოგ­თა­ნაც წა­იყ­ვა­ნეს.

"რო­დე­საც პირ­ვე­ლად ვნა­ხე უი­ლი­ა­მის ფოტო, მა­შინ­ვე ვი­ფიქ­რე, რომ ის ძა­ლი­ან სიმ­პა­თი­უ­რი იყო, მა­შინ­ვე მომ­ხიბ­ლა. ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა მისი ცხვი­რი, გამ­რუ­დე­ბუ­ლი, რად­გან დე­და­მის­მა გა­უ­ტე­ხა ბავ­შვო­ბის ასაკ­ში. ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი კი უი­ლი­ა­მის თვა­ლე­ბია.

თავ­და­პირ­ვე­ლად, არ ვი­ცო­დი ვინ იყო, თუმ­ცა მალე მი­იქ­ცია ყუ­რა­დღე­ბა, სულ უფრო მეტს ვსა­უბ­რობ­დით და სა­ბო­ლო­ოდ მივ­ხვდი, რომ მიყ­ვარ­და," - ამ­ბობს მი­კა­ე­ლა.

ის მშობ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ წა­ვი­და და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად კა­ნა­და­ში გა­ემ­გზავ­რა. იმის გამო, რომ პას­პორ­ტი დე­დამ წა­არ­თვა, ახ­ლის დამ­ზა­დე­ბა მო­უხ­და.

წყვი­ლი მალე და­ი­ნიშ­ნა, მო­მა­ვა­ლი წლის აგ­ვის­ტო­ში კი და­ქორ­წი­ნე­ბა­საც გეგ­მა­ვენ.

მი­კა­ე­ლას თქმით, წყვი­ლი ხალ­ხს ხში­რად მამა-შვი­ლი ჰგო­ნია, თუმ­ცა უი­ლი­ა­მი სი­ა­მა­ყით ეუბ­ნე­ბა ხოლ­მე ყვე­ლას, რომ გო­გო­ნა მისი სა­ცო­ლეა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია metro.co.uk-ის მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

19 წლის გოგო 53 წლის კაცზე აპირებს დაქორწინებას - "ის ჩემი ოცნების მამაკაცია"

19 წლის გოგო 53 წლის კაცზე აპირებს დაქორწინებას - "ის ჩემი ოცნების მამაკაცია"

19 წლის გოგონა მასზე 34 წლით უფროს მამაკაცზე აპირებს დაქორწინებას. ნებრასკელმა მიკაელა მეტსონმა 53 წლის უილიამ მალდერა ონლაინ გაიცნო. გოგონას თქმით, პირველივე ვიდეოჩათის დროს მიხვდა, რომ უილიამი მისი ოცნების მამაკაცი იყო.

მიკაელას მშობლებმა შვილს წინააღმდეგობა გაუწიეს. როდესაც მისი სიყვარულის შესახებ შეიტყვეს, წაართვეს პასპორტი, რომ მის მოსანახულებლად კანადაში, ალბერტაში წასვლა ვერ შესძლებოდა. მშობლებმა გოგონა ფსიქოლოგთანაც წაიყვანეს.

"როდესაც პირველად ვნახე უილიამის ფოტო, მაშინვე ვიფიქრე, რომ ის ძალიან სიმპათიური იყო, მაშინვე მომხიბლა. ძალიან მომეწონა მისი ცხვირი, გამრუდებული, რადგან დედამისმა გაუტეხა ბავშვობის ასაკში. ყველაზე ლამაზი კი უილიამის თვალებია.

თავდაპირველად, არ ვიცოდი ვინ იყო, თუმცა მალე მიიქცია ყურადღება, სულ უფრო მეტს ვსაუბრობდით და საბოლოოდ მივხვდი, რომ მიყვარდა," - ამბობს მიკაელა.

ის მშობლების წინააღმდეგ წავიდა და საყვარელი ადამიანის მოსანახულებლად კანადაში გაემგზავრა. იმის გამო, რომ პასპორტი დედამ წაართვა, ახლის დამზადება მოუხდა.

წყვილი მალე დაინიშნა, მომავალი წლის აგვისტოში კი დაქორწინებასაც გეგმავენ.

მიკაელას თქმით, წყვილი ხალხს ხშირად მამა-შვილი ჰგონია, თუმცა უილიამი სიამაყით ეუბნება ხოლმე ყველას, რომ გოგონა მისი საცოლეა.

მომზადებულია metro.co.uk-ის მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს