კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჟანგბადის ნინძები" ძეგლებზე პირბადეების აფარებაზე პასუხისმგებლობას იღებენ
"ჟანგბადის ნინძები" ძეგლებზე პირბადეების აფარებაზე პასუხისმგებლობას იღებენ

თბი­ლის­ში, ძეგ­ლებ­ზე პირ­ბა­დე­ე­ბის აფა­რე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას "ჟანგბა­დის ნინ­ძე­ბი" იღე­ბენ - ამის შე­სა­ხებ იმ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და.

"სო­ცი­ა­ლურ აქტს თა­ვის თავ­ზე იღე­ბენ "ჟანგბა­დის ნინ­ძე­ბი". ვი­თხოვთ სუფ­თა ჰა­ერს ქა­ლაქ­ში! ეს მხო­ლოდ და­სა­წყი­სია" - ეს გან­ცხა­დე­ბა "მარ­კე­ტე­რის" ფე­ის­ბუქ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა და რო­გორც ცნო­ბი­ლი ხდე­ბა იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ეკუთ­ვნის, რო­მელ­მაც თბი­ლის­ში დღეს დი­ლით ცნო­ბი­ლი პო­ე­ტე­ბის და მწერ­ლე­ბის ძეგ­ლე­ბი პირ­ბა­დე­ე­ბით "შე­მო­სა".

დღეს დი­ლით, თბი­ლის­ში ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ძეგ­ლებს სა­ხე­ზე პირ­ბა­დე­ე­ბი აა­ფა­რეს, რი­თაც აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა დე­და­ქა­ლაქ­ში ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბა გა­აპ­რო­ტეს­ტეს. ამის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი "ფე­ის­ბუქ­ზე" ფო­ტოგ­რაფ­მა გოგა ჩა­ნა­დირ­მა გა­ნა­თავ­სა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა თბი­ლი­სის ვიცე-მერ­მა ირაკ­ლი ხმა­ლა­ძემ. მისი გან­ცხა­დე­ბით, დე­და­ქა­ლაქ­ში და­წყე­ბულ ე.წ. პირ­ბა­დე­ე­ბის აქ­ცი­ას მე­რი­ის­გან ნე­ბარ­თვა არ აქვს და ეს ძეგ­ლე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფაა.

პირ­და­ბე­ე­ბი ძეგ­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ჩა­მოხ­სნეს.

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ე.წ. პირ­ბა­დე­ე­ბის აქ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა არ და­უ­წყი­ათ.

შს სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურ­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ უწყე­ბა­ში შე­ვი­და სამი მო­ქა­ლა­ქის წე­რი­ლი, რომ დე­და­ქა­ლა­ქის სხვა­დას­ხვა უბან­ში სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა და კულ­ტუ­რის ძეგ­ლებს და­უდ­გე­ნელ­მა პი­რებ­მა პირ­ბა­დე­ე­ბი გა­უ­კე­თეს.

"აღ­ნიშ­ნუ­ლი წე­რი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ფაქ­ტი ქა­ლაქ თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტმა შე­ის­წავ­ლა და დად­გინ­და, რომ გან­ცხა­დე­ბა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბი არ შე­ი­ცავს და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს. შე­სა­ბა­მი­სად, აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა არ და­წყე­ბუ­ლა, რის შე­სა­ხე­ბაც ეც­ნო­ბა გან­ცხა­დე­ბის ავ­ტო­რებს", - გან­მარ­ტა­ვენ შსს-ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

"ჟანგბადის ნინძები" ძეგლებზე პირბადეების აფარებაზე პასუხისმგებლობას იღებენ

"ჟანგბადის ნინძები" ძეგლებზე პირბადეების აფარებაზე პასუხისმგებლობას იღებენ

თბილისში, ძეგლებზე პირბადეების აფარებაზე პასუხისმგებლობას "ჟანგბადის ნინძები" იღებენ - ამის შესახებ იმ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

"სოციალურ აქტს თავის თავზე იღებენ "ჟანგბადის ნინძები". ვითხოვთ სუფთა ჰაერს ქალაქში! ეს მხოლოდ დასაწყისია" - ეს განცხადება "მარკეტერის" ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა და როგორც ცნობილი ხდება იმ ორგანიზაციას ეკუთვნის, რომელმაც თბილისში დღეს დილით ცნობილი პოეტების და მწერლების ძეგლები პირბადეებით "შემოსა".

დღეს დილით, თბილისში ცნობილი ადამიანების ძეგლებს სახეზე პირბადეები ააფარეს, რითაც აქციის ორგანიზატორებმა დედაქალაქში ჰაერის დაბინძურება გააპროტესტეს. ამის ამსახველი ფოტოები "ფეისბუქზე" ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა განათავსა.

მოგვიანებით, აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ. მისი განცხადებით, დედაქალაქში დაწყებულ ე.წ. პირბადეების აქციას მერიისგან ნებართვა არ აქვს და ეს ძეგლების შეურაცხყოფაა.

პირდაბეები ძეგლებიდან რამდენიმე საათში საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა ჩამოხსნეს.

ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების ინფორმაციით, ე.წ. პირბადეების აქციასთან დაკავშირებით გამოძიება არ დაუწყიათ.

შს სამინისტროს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ უწყებაში შევიდა სამი მოქალაქის წერილი, რომ დედაქალაქის სხვადასხვა უბანში საზოგადო მოღვაწეთა და კულტურის ძეგლებს დაუდგენელმა პირებმა პირბადეები გაუკეთეს.

"აღნიშნული წერილების საფუძველზე, ფაქტი ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა შეისწავლა და დადგინდა, რომ განცხადებაში მითითებული ფაქტები არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. შესაბამისად, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა, რის შესახებაც ეცნობა განცხადების ავტორებს", - განმარტავენ შსს-ში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს