სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მესამე ცერემონია
Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მესამე ცერემონია

ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი და­ჯილ­დო­ე­ბის Welcome to Georgia! –ს ფარ­გლებ­ში მე­სა­მე ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცე­რე­მო­ნია 6 დე­კემ­ბერს, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში გა­ი­მარ­თე­ბა. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი 20 გან­სხვა­ვე­ბულ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­მოვ­ლინ­დე­ბი­ან. ამის შე­სა­ხებ "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში" გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გახ­და ცნო­ბი­ლი. პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, ტუ­რიზ­მის ინ­დუსტრი­ა­ში მოღ­ვა­წე­თა ეროვ­ნუ­ლი და­ჯილ­დო­ე­ბის Welcome to Georgia!–ს პრო­ექ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რეს.

კომ­პა­ნი­ის მმარ­თვე­ლი პარტნი­ო­რის, მა­რი­ნა ჩა­ი­კას თქმით, ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი და­ჯილ­დო­ე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, ხელი შე­უ­წყოს სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რიზ­მი­სა და მას­პინ­ძლო­ბის სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბას და ქვეყ­ნის ცნო­ბა­დო­ბის ამაღ­ლე­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო ტუ­რის­ტულ ბა­ზარ­ზე.

პრო­ექ­ტში, წელს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 270 -მა ნო­მი­ნან­ტმა მი­ი­ღო, რო­მელ­თა შო­რის არი­ან, სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რიზ­მი­სა და მას­პინ­ძლო­ბის ინ­დუსტრი­ა­ში მო­მუ­შა­ვე კომ­პა­ნი­ე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ო­ნი­დან: სას­ტუმ­რო­ე­ბი, ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბი, ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და ფეს­ტი­ვა­ლე­ბი, კაფე-რეს­ტორ­ნე­ბი, ღვი­ნის კომ­პა­ნი­ე­ბი, მოგ­ზა­უ­რი ფო­ტოგ­რა­ფე­ბი და სხვა. თი­თო­ე­უ­ლი ნო­მი­ნან­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი მე­თო­დო­ლო­გი­ის მი­ხედ­ვით შე­ა­ფა­სა და­ჯილ­დო­ე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა ჟი­უ­რიმ.

წელს, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა და­ნერ­გეს სი­ახ­ლე, "მრგვა­ლი მა­გი­დის" ფორ­მა­ტის შეხ­ვედ­რე­ბი ჟი­უ­რის წევ­რებ­თან, სა­დაც გა­ნი­ხი­ლე­ბო­და შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შე­სა­ფა­სე­ბე­ლი კა­ტე­გო­რი­ე­ბი თი­თო­ე­ულ ჟი­უ­რის წევ­რს გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი ჰქონ­და თა­ვი­სი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის მი­ხედ­ვით, ხოლო პრო­ექ­ტის გამ­ჭირ­ვა­ლო­ბის გა­რან­ტად ჟი­უ­რის შე­ფა­სე­ბას ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ყვე­ლა ნო­მი­ნან­ტის­თვის ით­ვლის და აჯა­მებს პრო­ექ­ტის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი აუ­დი­ტო­რი "ბი­დიო სა­ქარ­თვე­ლო".

პრო­ექ­ტის თა­ნა­ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია. "სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა ბოლო წლებ­ში ძა­ლი­ან დი­ნა­მი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამის მი­ზე­ზი გახ­ლავთ, ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის სწო­რი პო­ლი­ტი­კა და ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა კერ­ძო სექ­ტორ­თან. სწო­რედ კერ­ძო სექ­ტო­რის სტი­მუ­ლი­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა ეს და­ჯილ­დო­ე­ბა. ჩვენ უკვე მე­სა­მე წე­ლია Welcome to Georgia!-ს პარტნი­ო­რე­ბი ვართ. პრო­ექ­ტი ხელს უწყობს იმა­საც, რომ კერ­ძო სექ­ტორ­ში ჩარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი უფრო და­ფა­სე­ბუ­ლი იყ­ვნენ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და უკე­თე­სი მომ­სა­ხუ­რე­ბა გა­უ­წი­ონ ტუ­რის­ტებს,"-გა­ნა­ცხა­და ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა, გი­ორ­გი ჩო­გო­ვა­ძემ.

უკვე მე­ო­რე წე­ლია პრო­ექ­ტის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რია "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი", ამ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, შე­იქ­მნა ორი ნო­მი­ნა­ცია "წლის ყვე­ლა­ზე სწრა­ფად მზარ­დი კომ­პა­ნია მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით" და "სა­უ­კე­თე­სო ქალი მე­წარ­მე ტუ­რიზ­მის ინ­დუსტრი­ა­ში". ორი­ვე ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­მარ­ჯვე­ბულს, სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი გან­სა­კუთ­რე­ბულ სა­ჩუ­ქარს უმ­ზა­დებს.

პრო­ექ­ტის მხარ­დამ­ჭე­რია ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რია. გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რი კი "ალი­ანს ჯგუ­ფი".

Welcome to Georgia!- ს და­ჯილ­დო­ე­ბის მე­სა­მე ცე­რე­მო­ნი­ას 6 დე­კემ­ბერს, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში, 700 - მდე სტუ­მა­რი, პრო­ექ­ტის ნო­მი­ნან­ტე­ბი, პარტნი­ო­რე­ბი, სა­ხელ­მწი­ფო და ბიზ­ნეს სექ­ტო­რი, სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია და­ეს­წრე­ბა.

თეკ­ლე ჯა­ნე­ლი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მესამე ცერემონია

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მესამე ცერემონია

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების Welcome to Georgia! –ს ფარგლებში მესამე ოფიციალური ცერემონია 6 დეკემბერს, რუსთაველის თეატრში გაიმართება. გამარჯვებულები 20 განსხვავებულ ნომინაციაში გამოვლინდებიან. ამის შესახებ „საქართველოს ბანკში“ გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი. პრესკონფერენციაზე, ტურიზმის ინდუსტრიაში მოღვაწეთა ეროვნული დაჯილდოების Welcome to Georgia!–ს პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

კომპანიის მმართველი პარტნიორის, მარინა ჩაიკას თქმით, ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს განვითარებას და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.

პროექტში, წელს მონაწილეობა 270 -მა ნომინანტმა მიიღო, რომელთა შორის არიან, საქართველოს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიები, საქართველოს ყველა რეგიონიდან: სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ღონისძიებები და ფესტივალები, კაფე-რესტორნები, ღვინის კომპანიები, მოგზაური ფოტოგრაფები და სხვა. თითოეული ნომინანტი საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიის მიხედვით შეაფასა დაჯილდოების დამოუკიდებელმა ჟიურიმ.

წელს, ორგანიზატორებმა დანერგეს სიახლე, „მრგვალი მაგიდის“ ფორმატის შეხვედრები ჟიურის წევრებთან, სადაც განიხილებოდა შეფასების პროცესი. აღსანიშნავია, რომ შესაფასებელი კატეგორიები თითოეულ ჟიურის წევრს განაწილებული ჰქონდა თავისი პროფესიული საქმიანობის მიხედვით, ხოლო პროექტის გამჭირვალობის გარანტად ჟიურის შეფასებას ინდივიდუალურად ყველა ნომინანტისთვის ითვლის და აჯამებს პროექტის დამოუკიდებელი აუდიტორი „ბიდიო საქართველო“.

პროექტის თანაორგანიზატორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. „საქართველოში ტურიზმის განვითარება ბოლო წლებში ძალიან დინამიურად მიმდინარეობს. ამის მიზეზი გახლავთ, ტურიზმის განვითარების სწორი პოლიტიკა და ძალიან აქტიური თანამშრომლობა კერძო სექტორთან. სწორედ კერძო სექტორის სტიმულირებას ემსახურება ეს დაჯილდოება. ჩვენ უკვე მესამე წელია Welcome to Georgia!-ს პარტნიორები ვართ. პროექტი ხელს უწყობს იმასაც, რომ კერძო სექტორში ჩართული კომპანიები უფრო დაფასებული იყვნენ ჩვენს ქვეყანაში და უკეთესი მომსახურება გაუწიონ ტურისტებს,“-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ.

უკვე მეორე წელია პროექტის ოფიციალური პარტნიორია „საქართველოს ბანკი“, ამ თანამშრომლობის ფარგლებში, შეიქმნა ორი ნომინაცია „წლის ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით“ და „საუკეთესო ქალი მეწარმე ტურიზმის ინდუსტრიაში“. ორივე ნომინაციაში გამარჯვებულს, საქართველოს ბანკი განსაკუთრებულ საჩუქარს უმზადებს.

პროექტის მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია. გენერალური სპონსორი კი „ალიანს ჯგუფი“.

Welcome to Georgia!- ს დაჯილდოების მესამე ცერემონიას 6 დეკემბერს, რუსთაველის თეატრში, 700 - მდე სტუმარი, პროექტის ნომინანტები, პარტნიორები, სახელმწიფო და ბიზნეს სექტორი, საერთაშორისო და ადგილობრივი მედია დაესწრება.

თეკლე ჯანელიძე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი