კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინციდენტი ბათუმში: მუშებმა სავარაუდოდ, მე-12 საუკუნის ქვევრი დააზიანეს
ინციდენტი ბათუმში: მუშებმა სავარაუდოდ, მე-12 საუკუნის ქვევრი დააზიანეს

ბა­თუმ­ში, თა­მა­რის და­სახ­ლე­ბა­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ქვევ­რის პირ­ვე­ლა­დი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შემ­დეგ, არ­ქე­ო­ლო­გი ამი­რან კა­ხი­ძე აცხა­დებს, რომ ქვევ­რი სა­ვა­რა­უ­დოდ მე-11-12 სა­უ­კუ­ნე­ე­ბით თა­რიღ­დე­ბა და ბა­თუ­მის იმ დრო­ინ­დელ ის­ტო­რი­ას ასა­ხავს. თა­მა­რის და­სახ­ლე­ბა­ში სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო სის­ტე­მე­ბის გაყ­ვა­ნის სა­მუ­შა­ო­ებს კომ­პა­ნია "ფა­ი­ფე­რი და გზა" ახორ­ცი­ე­ლებს. ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში გავ­რცელ­და კად­რე­ბი, რო­მელ­ზეც ჩანს, რო­გორ და­ა­ზი­ა­ნა მუ­შამ ქვევ­რი, რო­მე­ლიც ას­ფალ­ტის გაჭ­რის შემ­დეგ მი­წის სიღ­რმე­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს. მუ­შამ ქვევ­რი ჯერ ქვით და­ა­ზი­ა­ნა, შემ­დეგ კი მძი­მე ტექ­ნი­კით და­ამ­სხვრი­ეს.

იხი­ლეთ ვი­დეო

"აღ­მო­ჩე­ნი­ლი ქვევ­რი შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბის უნდა იყოს. ღმერ­თმა სა­გან­ძუ­რე­ბი მოგ­ვცა მაგ­რამ პატ­რო­ნო­ბა არ ვი­ცით. წი­ნათ ასე­თი წესი არ­სე­ბობ­და, თუ რა­ი­მე სა­მუ­შა­ო­ე­ბი ტარ­დე­ბო­და სპე­ცი­ა­ლის­ტის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო. ჩვენ, რომ გვცოდ­ნო­და ჩვე­ნი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას გა­უ­წევ­და. ასეთ ფაქტს ბარ­ბა­რო­სო­ბა ჰქვია. ქვევ­რი ბა­თუ­მის ის­ტო­რი­ი­სათ­ვის ძა­ლი­ან ღი­რე­ბუ­ლია. რაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა გა­და­ვარ­ჩენთ",- აცხა­დებს არ­ქე­ო­ლო­გი ამი­რან კა­ხი­ძე.

კომ­პა­ნი­ა­ში "ფა­ი­ფე­რი და გზა" აცხა­დე­ბენ, რომ არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­ურ­მა მუ­შამ ქვევ­რი და­ა­ზი­ა­ნა, თუმ­ცა შეს­წავ­ლის შემ­დეგ კომ­პა­ნია სრულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იღებს.

"სრულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვი­ღებთ. ჯერ და­ვად­გი­ნოთ რას­თან გვაქვს საქ­მე. კომ­პა­ნი­ის არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­ურ­მა მუ­შამ ქვევ­რი იპო­ვა და თვით­ნე­ბუ­რად გა­ტე­ხა. არ ვი­ცით ამ ქვევ­რს ღი­რე­ბუ­ლე­ბა აქვს თუ არა", - აცხა­დებს "ფა­ი­ფე­რი და გზის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ალექ­სან­დრე ბა­ღა­თუ­რია.

ბა­თუ­მის მე­რი­ის კე­თილ­მო­წყო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი თენ­გიზ პეტ­რი­ძე ამ­ბობს, რომ მომ­ხდარ­ზე უწყე­ბა ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა, ამ­ჟა­მად კი ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­წყვე­ტი­ლია და ფაქტს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი სწავ­ლო­ბენ.

"ძა­ლი­ან ცუდი ფაქ­ტი მოხ­და. სამ­წუ­ხა­როდ აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ მე­რია ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი არ იყო. მუშა პერ­სო­ნა­ლის და­უ­დევ­რო­ბით მოხ­და. დღეს სა­მუ­შა­ო­ე­ბი გა­ჩე­რე­ბუ­ლია. შე­სა­ბა­მი­სი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი არი­ან მოწ­ვე­უ­ლი. შეს­წავ­ლის შემ­დეგ გა­და­წყდე­ბა თუ რა ზო­მე­ბი იქ­ნე­ბა გა­ტა­რე­ბუ­ლი",- აცხა­დებს თენ­გიზ პეტ­რი­ძე.

აჭა­რის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის, ლაშა ას­ლა­ნიშ­ვი­ლის თქმით, სა­ა­გენ­ტომ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით არ­ქე­ო­ლო­გი­ის მუ­ზე­უმს მი­მარ­თა:

"ფაქ­ტი ნამ­დვი­ლად ცუ­დია. და­უ­დევ­რო­ბა­სა და უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას­თან გვაქვს საქ­მე. ვინც ამ სა­მუ­შა­ო­ებს ახორ­ცი­ე­ლებ­და მეტი გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბა უნდა გა­მო­ე­ჩი­ნა. სა­ა­გენ­ტომ და­ა­ფიქ­სი­რა ფაქ­ტი და არ­ქე­ო­ლო­გი­ურ მუ­ზე­უმს მი­მარ­თა. ოქმი ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს გა­და­ე­ცე­მა. ინ­სპექ­ტი­რე­ბის ჯგუ­ფი ჩა­მო­ვა, შე­ის­წავ­ლის და რე­ა­გი­რე­ბა მოყ­ვე­ბა. ეს იქ­ნე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლი თუ და­ჯა­რი­მე­ბა და­ე­კის­რე­ბა მათ, ვინც ეს ჩა­ი­დი­ნა. არე­ო­ლო­გი­ურ მუ­ზემს აქვს ფი­ნა­სე­ბი, ასე­ვე მე­რი­ას და შე­ვეც­დე­ბით მის გა­დარ­ჩე­ნას", - აცხა­დებს ლაშა ას­ლა­ნიშ­ვი­ლი.

მა­რი­კო კე­კე­ლი­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ინციდენტი ბათუმში: მუშებმა სავარაუდოდ, მე-12 საუკუნის ქვევრი დააზიანეს

ინციდენტი ბათუმში: მუშებმა სავარაუდოდ, მე-12 საუკუნის ქვევრი დააზიანეს

ბათუმში, თამარის დასახლებაში აღმოჩენილი ქვევრის პირველადი დათვალიერების შემდეგ, არქეოლოგი ამირან კახიძე აცხადებს, რომ ქვევრი სავარაუდოდ მე-11-12 საუკუნეებით თარიღდება და ბათუმის იმ დროინდელ ისტორიას ასახავს. თამარის დასახლებაში საკანალიზაციო სისტემების გაყვანის სამუშაოებს კომპანია "ფაიფერი და გზა" ახორციელებს. ინტერნეტსივრცეში გავრცელდა კადრები, რომელზეც ჩანს, როგორ დააზიანა მუშამ ქვევრი, რომელიც ასფალტის გაჭრის შემდეგ მიწის სიღრმეში აღმოაჩინეს. მუშამ ქვევრი ჯერ ქვით დააზიანა, შემდეგ კი მძიმე ტექნიკით დაამსხვრიეს.

იხილეთ ვიდეო

"აღმოჩენილი ქვევრი შუასაუკუნეების უნდა იყოს. ღმერთმა საგანძურები მოგვცა მაგრამ პატრონობა არ ვიცით. წინათ ასეთი წესი არსებობდა, თუ რაიმე სამუშაოები ტარდებოდა სპეციალისტის თანამონაწილეობა აუცილებელი იყო. ჩვენ, რომ გვცოდნოდა ჩვენი წარმომადგენელი მეთვალყურეობას გაუწევდა. ასეთ ფაქტს ბარბაროსობა ჰქვია. ქვევრი ბათუმის ისტორიისათვის ძალიან ღირებულია. რაც შესაძლებელი იქნება გადავარჩენთ",- აცხადებს არქეოლოგი ამირან კახიძე.

კომპანიაში "ფაიფერი და გზა" აცხადებენ, რომ არაკვალიფიციურმა მუშამ ქვევრი დააზიანა, თუმცა შესწავლის შემდეგ კომპანია სრულ პასუხისმგებლობას იღებს.

"სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ. ჯერ დავადგინოთ რასთან გვაქვს საქმე. კომპანიის არაკვალიფიციურმა მუშამ ქვევრი იპოვა და თვითნებურად გატეხა. არ ვიცით ამ ქვევრს ღირებულება აქვს თუ არა", - აცხადებს "ფაიფერი და გზის" წარმომადგენელი ალექსანდრე ბაღათურია.

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი თენგიზ პეტრიძე ამბობს, რომ მომხდარზე უწყება ინფორმირებული არ ყოფილა, ამჟამად კი ტერიტორიაზე სამუშაოები შეწყვეტილია და ფაქტს სპეციალისტები სწავლობენ.

"ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. სამწუხაროდ აღნიშნულის შესახებ მერია ინფორმირებული არ იყო. მუშა პერსონალის დაუდევრობით მოხდა. დღეს სამუშაოები გაჩერებულია. შესაბამისი სპეციალისტები არიან მოწვეული. შესწავლის შემდეგ გადაწყდება თუ რა ზომები იქნება გატარებული",- აცხადებს თენგიზ პეტრიძე.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ლაშა ასლანიშვილის თქმით, სააგენტომ ფაქტთან დაკავშირებით არქეოლოგიის მუზეუმს მიმართა:

"ფაქტი ნამდვილად ცუდია. დაუდევრობასა და უპასუხისმგებლობასთან გვაქვს საქმე. ვინც ამ სამუშაოებს ახორციელებდა მეტი გულისხმიერება უნდა გამოეჩინა. სააგენტომ დააფიქსირა ფაქტი და არქეოლოგიურ მუზეუმს მიმართა. ოქმი ეროვნულ სააგენტოს გადაეცემა. ინსპექტირების ჯგუფი ჩამოვა, შეისწავლის და რეაგირება მოყვება. ეს იქნება სისხლის სამართლის დანაშაული თუ დაჯარიმება დაეკისრება მათ, ვინც ეს ჩაიდინა. არეოლოგიურ მუზემს აქვს ფინასები, ასევე მერიას და შევეცდებით მის გადარჩენას", - აცხადებს ლაშა ასლანიშვილი.

მარიკო კეკელიძე

AMBEBI.GE

დღეს საქართველოში ამინდი გაუარესდება

უკავშირდება თუ არა ბოლო დღეებში კორონავირუსით იფიცირებულთა რაოდენობის ზრდა შეზღუდვების მოხსნას - მარინა ეზუგბაიას პასუხი

საერთაშორისო საზოგადოება ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს