კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას მოასწავებს რუსეთის "განახლებული ჰუმანიტარული დახმარება" ლიბიაში?
რას მოასწავებს რუსეთის "განახლებული ჰუმანიტარული დახმარება" ლიბიაში?

რუ­სე­თი ლი­ბი­ის­თვის ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის გა­სა­წე­ვად ემ­ზა­დე­ბა. სა­უ­ბა­რია ლი­ბი­ის სამ­ხრეთ­ზე, სა­დაც რუ­სე­თი თა­ვი­სი სა­კონ­ტრაქ­ტო ძა­ლე­ბი­სა და ლი­ბი­ის შსს ძა­ლებ­თან ერ­თად, ოა­ზის უბა­რი­ში, ასე­ვე ქა­ლა­ქებ­ში, სა­ბხა­სა და მარ­ზუკ­ში მე­დი­კა­მენ­ტებს შე­ი­ტანს.

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლის, ლვა დენ­გო­ვას თქმით, "რუ­სე­თი ხე­დავს, რომ მათ ისე ძა­ლი­ან უჭირთ, პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის წამ­ლე­ბიც კი სჭირ­დე­ბათ. მათ სჭირ­დე­ბათ ინ­სუ­ლი­ნი, კა­თეტ­რე­ბი, გა­სახ­ვე­ვი მა­სა­ლა და ამ­გვა­რი რამ, რათა ისე­დაც კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ვი­თა­რე­ბა კი­დევ უფრო არ დამ­ძემ­დეს და მო­ხუ­ცე­ბი და ბავ­შვე­ბი უპატ­რო­ნოდ არ და­ი­ხო­ცონ". - წერს რუსი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი.

ის ასე­ვე სა­უბ­რობს უბა­რის მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე, ტყვე­ო­ბა­ში მყოფ მო­ხუ­ცებ­ზე, რომ­ლე­ბიც ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კრი­ზი­სის პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რო­ბენ და რო­მელ­თაც, რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ დახ­მა­რე­ბა სთხო­ვეს...

კონ­რე­ტუ­ლად, gazeta.ru-ს ცნო­ბე­ბით, დახ­მა­რე­ბა უკვე და­იძ­რა და ეს არ იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი ეტა­პი, რო­მე­ლიც ლი­ბი­ა­ში რუ­სე­თი­დან ჩავა, - 2011 და 2012 წლებ­ში, ამას ინ­ტენ­სი­უ­რი სახე ჰქონ­და. ახლა კი ეს პრო­ცე­სი ისევ გა­ნახ­ლდე­ბა... გა­ე­როს ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ლი­ბი­ა­ში, სა­დაც 6,4 მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს, 1, 3 მი­ლი­ონს ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა...

მას შემ­დეგ, რაც 2011 წელს, ლი­ბი­ა­ში მუ­ა­მარ კა­და­ფის რე­ჟი­მი და­ემ­ხო, - სა­ზო­გა­დო­ე­ბა ორ ნა­წი­ლად გა­ი­ყო, - სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ფა­ი­ეზ სა­რა­ჯას და ტობ­რუკ­ში ბა­ზი­რე­ბუ­ლი ლი­ბი­ის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი არ­მი­ის გე­ნე­რალ ხა­ლი­ფატ ხაფ­ტა­რის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აღი­ა­რებს, თუმ­ცა, სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზე­ბის გამო, ისი­ნი ლი­ბი­ის მხო­ლოდ აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილს აკონ­ტრო­ლე­ბენ, და­ნარ­ჩენ რე­გი­ო­ნებ­ში კი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის მსურ­ვე­ლე­ბი სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებს არ წყვე­ტენ...

არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა, მუდ­მი­ვი კონ­ფლიქ­ტე­ბი, არა­ლე­გა­ლუ­რი ია­რა­ღის ბიზ­ნე­სი, ტრე­ფი­კინ­გი, – ასე­თია ლი­ბია მას შემ­დეგ, რაც ნა­ტოს მხარ­და­ჭე­რი­ლი აჯან­ყე­ბის შე­დე­გად პოლ­კოვ­ნი­კი მუ­ა­მარ კა­და­ფი და­ამ­ხეს.

ადა­მი­ან­თა ტრე­ფი­კინ­გით და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი სარ­გებ­ლო­ბენ ლი­ბი­ა­ში შექ­მნი­ლი იმ ქა­ო­სით, რო­მე­ლიც 2011 წელს დიქ­ტა­ტორ მუ­ა­მარ კა­და­ფის დამ­ხო­ბის შემ­დეგ გრძელ­დე­ბა და ცდი­ლო­ბენ გა­ა­ფარ­თო­ვონ თა­ვი­ან­თი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბა. და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ბავ­შვე­ბის ტრე­ფი­კინ­გის კუ­თხით მთელ მსოფ­ლი­ო­ში ლი­დე­რობს.

ამას­თან, ლი­ბი­ი­დან ევ­რო­პა­ში ჩას­ვლის მო­სურ­ნე მიგ­რან­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დე­გაც კი ყო­ველ­დღი­უ­რად მა­ტუ­ლობს... ლი­ბი­ი­დან იტა­ლი­ა­ში წელს 60 000-ზე მეტი მიგ­რან­ტი ჩა­ვი­და, თუმ­ცა, არ­სე­ბობს სტა­ტის­ტი­კა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ძა­ლი­ან დიდი ნა­წი­ლი სამ­შვი­დო­ბოს გას­ვლას ვერ ახერ­ხებს - მიგ­რა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, ხმელ­თა­შუა ზღვის გა­და­ცურ­ვის პრო­ცეს­ში, 1800-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

და­სავ­ლუ­რი მე­დია "რუ­სე­თის ამ ჰუ­მა­ნურ აქტს" ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რებს - ასეთ მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­ა­ში "ძნე­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლია, რუ­სე­თი ლი­ბი­ა­ში მხო­ლოდ მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­თა და სენ­ტი­მენ­ტე­ბით ჩა­დი­ო­დეს", - წერს და­სავ­ლუ­რი მე­დია.

ისი­ნი რუ­სე­თის ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ტვირ­თე­ბის ობი­ექ­ტუ­რი კო­მი­სი­ის მიერ გა­კონ­ტრო­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ, - "წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, სულ ცოტა ხნის შემ­დეგ, კი­დევ ერთი გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი და ან სუ­ლაც ახა­ლი ძა­ლით და­წყე­ბუ­ლი სა­ო­მა­რი კერა ვი­ხი­ლოთ", - აღ­ნიშ­ნავს მე­დია.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI. GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

რას მოასწავებს რუსეთის "განახლებული ჰუმანიტარული დახმარება" ლიბიაში?

რას მოასწავებს რუსეთის "განახლებული ჰუმანიტარული დახმარება" ლიბიაში?

რუსეთი ლიბიისთვის ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად ემზადება. საუბარია ლიბიის სამხრეთზე, სადაც რუსეთი თავისი საკონტრაქტო ძალებისა და ლიბიის შსს ძალებთან ერთად, ოაზის უბარიში, ასევე ქალაქებში, საბხასა და მარზუკში მედიკამენტებს შეიტანს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ლვა დენგოვას თქმით, "რუსეთი ხედავს, რომ მათ ისე ძალიან უჭირთ, პირველადი მოხმარების წამლებიც კი სჭირდებათ. მათ სჭირდებათ ინსულინი, კათეტრები, გასახვევი მასალა და ამგვარი რამ, რათა ისედაც კატასტროფული ვითარება კიდევ უფრო არ დამძემდეს და მოხუცები და ბავშვები უპატრონოდ არ დაიხოცონ". - წერს რუსი მაღალჩინოსანი.

ის ასევე საუბრობს უბარის მოსახლეობაზე, ტყვეობაში მყოფ მოხუცებზე, რომლებიც ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში ცხოვრობენ და რომელთაც, რუსული მედიის ინფორმაციით, მათ დახმარება სთხოვეს...

კონრეტულად, gazeta.ru-ს ცნობებით, დახმარება უკვე დაიძრა და ეს არ იქნება პირველი ეტაპი, რომელიც ლიბიაში რუსეთიდან ჩავა, - 2011 და 2012 წლებში, ამას ინტენსიური სახე ჰქონდა. ახლა კი ეს პროცესი ისევ განახლდება... გაეროს ბოლო მონაცემებით, ლიბიაში, სადაც 6,4 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, 1, 3 მილიონს ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება...

მას შემდეგ, რაც 2011 წელს, ლიბიაში მუამარ კადაფის რეჟიმი დაემხო, - საზოგადოება ორ ნაწილად გაიყო, - საერთაშორისო საზოგადოება ფაიეზ სარაჯას და ტობრუკში ბაზირებული ლიბიის ნაციონალური არმიის გენერალ ხალიფატ ხაფტარის ხელისუფლებას აღიარებს, თუმცა, სხვადასხვა მიზეზების გამო, ისინი ლიბიის მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილს აკონტროლებენ, დანარჩენ რეგიონებში კი, ხელისუფლებაში მოსვლის მსურველები საომარ მოქმედებებს არ წყვეტენ...

არასტაბილურობა, მუდმივი კონფლიქტები, არალეგალური იარაღის ბიზნესი, ტრეფიკინგი, – ასეთია ლიბია მას შემდეგ, რაც ნატოს მხარდაჭერილი აჯანყების შედეგად პოლკოვნიკი მუამარ კადაფი დაამხეს.

ადამიანთა ტრეფიკინგით დაკავებული პირები სარგებლობენ ლიბიაში შექმნილი იმ ქაოსით, რომელიც 2011 წელს დიქტატორ მუამარ კადაფის დამხობის შემდეგ გრძელდება და ცდილობენ გააფართოვონ თავიანთი დანაშაულებრივი საქმიანობა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ის ბავშვების ტრეფიკინგის კუთხით მთელ მსოფლიოში ლიდერობს.

ამასთან, ლიბიიდან ევროპაში ჩასვლის მოსურნე მიგრანტების რაოდენობა ომის დასრულების შემდეგაც კი ყოველდღიურად მატულობს... ლიბიიდან იტალიაში წელს 60 000-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა, თუმცა, არსებობს სტატისტიკა, რომლის თანახმადაც, ძალიან დიდი ნაწილი სამშვიდობოს გასვლას ვერ ახერხებს - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ხმელთაშუა ზღვის გადაცურვის პროცესში, 1800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

დასავლური მედია "რუსეთის ამ ჰუმანურ აქტს" ეჭვის თვალით უყურებს - ასეთ მძიმე სიტუაციაში "ძნელი დასაჯერებელია, რუსეთი ლიბიაში მხოლოდ მედიკამენტებითა და სენტიმენტებით ჩადიოდეს", - წერს დასავლური მედია.

ისინი რუსეთის ჰუმანიტარული ტვირთების ობიექტური კომისიის მიერ გაკონტროლების აუცილებლობაზე საუბრობენ, - "წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, სულ ცოტა ხნის შემდეგ, კიდევ ერთი გაძლიერებული და ან სულაც ახალი ძალით დაწყებული საომარი კერა ვიხილოთ", - აღნიშნავს მედია.

ლალი პაპასკირი

AMBEBI. GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე