კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შემოვალ ეტლით" - ახალბედა მწერლის წიგნი, რომლის ყდა პირველმა ლედიმ შექმნა
"შემოვალ ეტლით" - ახალბედა მწერლის წიგნი, რომლის ყდა პირველმა ლედიმ შექმნა

დღეს, 15 ნო­ემ­ბერს,19:00 სა­ათ­ზე, "ბიბ­ლუს გა­ლე­რე­ა­ში" პრო­ექტ "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის, შო­რე­ნა ხუ­ხუ­ას წიგ­ნის - "შე­მო­ვალ ეტ­ლით" პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თე­ბა. რო­მა­ნის გმი­რი 35 წლის ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლე ელ­ლაა, რო­მე­ლიც ცდი­ლობს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სა­კუ­თა­რი თავი და ად­გი­ლი იპო­ვოს. ამის­თვის ბევ­რი პი­რა­დი და კა­რი­ე­რუ­ლი სირ­თუ­ლის გა­და­ლახ­ვა უწევს.

წიგ­ნის ყდის ილუსტრა­ცია მხატ­ვარ­მა და სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ველ­მა ლე­დიმ, მაკა ჩი­ჩუ­ამ შექ­მნა. "თა­ვი­დან­ვე მივ­ხვდი, რომ დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვა­კე­თებ­დი ამ ნა­წარ­მო­ე­ბის ყდას. თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ, ეს იყო ბევ­რი ფიქ­რი­სა და მიგ­ნე­ბის შე­დე­გი" - ამ­ბობს პირ­ვე­ლი ლედი.

წიგნს ავ­ტორ­თან, შო­რე­ნა ხუ­ხუ­ას­თან ერ­თად წა­რად­გე­ნენ მწე­რა­ლი - თე­ო­ნა დო­ლენ­ჯაშ­ვი­ლი, მხატ­ვა­რი - მაკა ჩი­ჩუა და გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი, მაია ალუ­და­უ­რი.

"მთა­ვა­რი გმი­რის ფიქ­რი, გან­ცდა, ქცე­ვა იმ­დე­ნად გულ­წრფე­ლია და და­მა­ჯე­რე­ბე­ლი, სულ მე­გო­ნა ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ულ და დო­კუ­მენ­ტურ წიგნს ვკი­თხუ­ლობ­დი. ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას სჭირ­დე­ბა ამ თე­მებ­ზე ასე წერა, ფიქ­რი და რეფ­ლექ­სია და ვფიქ­რობ, რომ ამ რო­მანს უნდა ჰქონ­დეს პრე­ტენ­ზია ბესტსე­ლე­რო­ბა­ზე" - თე­ო­ნა დო­ლენ­ჯაშ­ვი­ლი, მწე­რა­ლი.

"ეს არის ნამ­დვი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა და გა­მარ­ჯვე­ბა ნამ­დვი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა, რო­დე­საც მა­სა­ლამ ვერ დათ­რგუ­ნა სათ­ქმე­ლი. კარ­გია, რომ ავ­ტო­რი იც­ნობს ამ სფე­როს, მაგ­რამ მთა­ვა­რია, რომ მას­ში არის ძალა სიყ­ვა­რუ­ლი­სა და იმი­სა, რომ პრე­ტენ­ზი­ე­ბი არის სამ­ყა­როს მი­მართ ზუს­ტად ისე­თი, რო­გო­რიც შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს" - ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, ლი­ტე­რა­ტუ­რათმცოდ­ნე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

"შემოვალ ეტლით" - ახალბედა მწერლის წიგნი, რომლის ყდა პირველმა ლედიმ შექმნა

"შემოვალ ეტლით" - ახალბედა მწერლის წიგნი, რომლის ყდა პირველმა ლედიმ შექმნა

დღეს, 15 ნოემბერს,19:00 საათზე, "ბიბლუს გალერეაში" პროექტ "გახდი ბესტსელერის ავტორის" გამარჯვებულის, შორენა ხუხუას წიგნის - "შემოვალ ეტლით" პრეზენტაცია გაიმართება. რომანის გმირი 35 წლის ეტლით მოსარგებლე ელლაა, რომელიც ცდილობს საზოგადოებაში საკუთარი თავი და ადგილი იპოვოს. ამისთვის ბევრი პირადი და კარიერული სირთულის გადალახვა უწევს.

წიგნის ყდის ილუსტრაცია მხატვარმა და საქართველოს პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ შექმნა. "თავიდანვე მივხვდი, რომ დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი ამ ნაწარმოების ყდას. თუმცა, საბოლოოდ, ეს იყო ბევრი ფიქრისა და მიგნების შედეგი" - ამბობს პირველი ლედი.

წიგნს ავტორთან, შორენა ხუხუასთან ერთად წარადგენენ მწერალი - თეონა დოლენჯაშვილი, მხატვარი - მაკა ჩიჩუა და გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მთავარი რედაქტორი, მაია ალუდაური.

"მთავარი გმირის ფიქრი, განცდა, ქცევა იმდენად გულწრფელია და დამაჯერებელი, სულ მეგონა ავტობიოგრაფიულ და დოკუმენტურ წიგნს ვკითხულობდი. ჩვენს საზოგადოებას სჭირდება ამ თემებზე ასე წერა, ფიქრი და რეფლექსია და ვფიქრობ, რომ ამ რომანს უნდა ჰქონდეს პრეტენზია ბესტსელერობაზე" - თეონა დოლენჯაშვილი, მწერალი.

"ეს არის ნამდვილი ლიტერატურა და გამარჯვება ნამდვილი ლიტერატურისა, როდესაც მასალამ ვერ დათრგუნა სათქმელი. კარგია, რომ ავტორი იცნობს ამ სფეროს, მაგრამ მთავარია, რომ მასში არის ძალა სიყვარულისა და იმისა, რომ პრეტენზიები არის სამყაროს მიმართ ზუსტად ისეთი, როგორიც შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს" - ლევან ბერძენიშვილი, ლიტერატურათმცოდნე

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს