კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბავშვთა კვების წესი 3 წლიდან ზემოთ, რომელიც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს
ბავშვთა კვების წესი 3 წლიდან ზემოთ, რომელიც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს

გა­მოკ­ვლე­ვე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ 161 მი­ლი­ო­ნი 5 წლამ­დე ბავ­შვი სი­მაღ­ლე­ში ისე ვერ იზ­რდე­ბა, რო­გორც სა­ჭი­როა, 50 მი­ლი­ო­ნი ბავ­შვი წო­ნას ჩა­მორ­ჩე­ბა, ხოლო 41 მლნ სიმ­სუქ­ნით არის და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. თა­ნა­მედ­რო­ვე ბავ­შვე­ბი საკ­ვე­ბი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას გა­ნიც­დი­ან. ეს ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მათი ჰარ­მო­ნი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. არას­წო­რი კვე­ბა, ნაკ­ლე­ბი მოძ­რა­ო­ბა და მრა­ვა­ლი უსარ­გებ­ლო, რა­ფი­ნი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტის მი­ღე­ბა ბავ­შვის ნორ­მა­ლურ გან­ვი­თა­რე­ბას სე­რი­ო­ზუ­ლი რის­კის ქვეშ აყე­ნებს.

ბავ­შვი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მო­ა­რი­დოთ გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბულ, გა­ყი­ნულ პრო­დუქტს. არ­სე­ბობს მცდა­რი მო­საზ­რე­ბა, თით­ქოს სამი წლის ასა­კი­დან ბავ­შვს ყვე­ლაფ­რის ჭამა შე­უძ­ლია. თუმ­ცა ასე რო­დია. მან უნდა იკ­ვე­ბოს მაქ­სი­მა­ლუ­რად ჯან­სა­ღად და სა­სარ­გებ­ლოდ, მი­ი­ღოს ის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რაც სა­ჭი­როა მისი ნორ­მა­ლუ­რი ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. ბავ­შვმა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­ი­ღოს ცილა, გარ­კვე­უ­ლი ცხი­მე­ბი, ნახ­შირ­წყლე­ბი.

ცილა ძი­რი­თა­დი სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლაა ბავ­შვის მზარ­დი ორ­გა­ნიზ­მის­თვის. ცხო­ვე­ლუ­რი წარ­მო­შო­ბის ცი­ლე­ბი შე­ი­ცა­ვენ უც­ვლელ ამი­ნომ­ჟა­ვებს. ბავ­შვის მე­ნი­უ­ში ცი­ლის და­ახ­ლო­ე­ბით 50% მი­ე­კუთ­ვნე­ბა ხორცს, თევ­ზე­ულს, რძის პრო­დუქ­ტებს, კვერ­ცხს.

ცხი­მე­ბი ენერ­გი­ის წყა­როა, თუმ­ცა ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ცხი­მის ხა­რისხს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ბავ­შვის რა­ცი­ონ­ში არ შე­დი­ო­დეს ტრანსგე­ნუ­ლი ცხი­მე­ბი, რომ­ლი­თაც მრა­ვა­ლი მზა საკ­ვე­ბია გა­ჯე­რე­ბუ­ლი.

ბავ­შვის­თვის სა­სარ­გებ­ლო ცხი­მებს შე­ი­ცავს თევ­ზი (გან­სა­კუთ­რე­ბით, ზღვის სა­ხე­ო­ბე­ბი), მცე­ნა­რე­უ­ლი ზეთი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­სარ­გებ­ლოა ნა­ხევ­რად ნა­ჯე­რი ცხი­მო­ვა­ნი მჟა­ვა – ომე­გა3, რო­მე­ლიც საკ­ვებ­თან ერ­თად უნდა მი­ე­წო­დე­ბო­დეს ადა­მი­ანს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ბავ­შვს. ომე­გა3-ის მთა­ვა­რი წყა­როა ცხი­მი­ა­ნი ზღვის თევ­ზი, მცე­ნა­რე­უ­ლი ზეთი, რძის პრო­დუქ­ტი. ბავ­შვი დე­დის რძეს­თან ერ­თა­დაც იღებს ამ ნივ­თი­ე­რე­ბას და მას ასე­ვე უმა­ტე­ბენ რძის ნა­წარმ­ში, რად­გან ეს მჟა­ვა კარ­გად აით­ვი­სე­ბა რძეს­თან ერ­თად. ომე­გა3 ცენ­ტრა­ლუ­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის (თა­ვის ტვი­ნის) და მხედ­ვე­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას უწყობს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ხელს და ეს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, როცა ბავ­შვე­ბი წერა-კი­თხვას სწავ­ლო­ბენ, სამ­ყა­როს შე­იც­ნო­ბენ. ცოტა უფრო მოზ­რდი­ლებ­ში ასე­ვე უწყობს ხელს გო­ნებ­რივ პრო­ცე­სებს, ასე­ვე იმუ­ნი­ტე­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბას, ამ­ცი­რებს ალერ­გი­ულ და ან­თე­ბით პრო­ცე­სებს.

ნახ­შირ­წყლებს მცე­ნა­რე­უ­ლი საკ­ვე­ბი შე­ი­ცავს, ხილი, ბოსტნე­უ­ლი. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ბავ­შვმა არ მი­ი­ღოს უსარ­გებ­ლო ნახ­შირ­წყლე­ბი, რომ­ლი­თაც გა­ჯე­რე­ბუ­ლია ტკბი­ლე­უ­ლი და სა­კონ­დიტ­რო ნა­წარ­მი. ბავ­შვი უფრო უნდა მი­ეჩ­ვი­ოს რთულ ნახ­შირ­წყლებს, რომ­ლე­ბიც არის ბოსტნე­ულ­ში, ხილ­სა და მარ­ცვლე­უ­ლის ფა­ფებ­ში. ისი­ნი უჯრე­დი­სის წყა­როა, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ნაწ­ლა­ვე­ბის­თვის, ასე­ვე მათ­ში ბევ­რია ვი­ტა­მი­ნი, მი­ნე­რა­ლე­ბი, ორ­გა­ნუ­ლი მჟა­ვე­ბი.

იდე­ა­ლუ­რია ბავ­შვის რა­ცი­ო­ნის 1:1:4 სის­ტე­მით შედ­გე­ნა, რო­მელ­შიც ამ სის­ტე­მით იქ­ნე­ბა გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი ცი­ლე­ბი, ცხი­მე­ბი და ნახ­შირ­წყლე­ბი. 3-7 წლის ასაკ­ში ბავ­შვი დღე-ღა­მე­ში 2000 კა­ლო­რი­ას უნდა იღებ­დეს.

და ბო­ლოს, ასე­ვე უმ­თავ­რე­სია სი­თხის მი­ღე­ბა. თუ ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის სი­თხის დღი­უ­რი ნორ­მა 2,5-3 ლიტ­რია, 3-7 წლის ასაკ­ში ბავ­შვი 1,5 ლიტრ წყალს უნდა სვამ­დეს. მი­აჩ­ვი­ეთ თქვე­ნი შვი­ლი წყლის სმას და ჩათ­ვა­ლეთ, რომ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ხართ.

რაც შე­ე­ხე­ბა ვი­ტა­მი­ნებ­სა და მი­ნე­რა­ლებს, ბავ­შვის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნორ­მე­ბი შე­დის ახალ ხილ­სა და ბოსტნე­ულ­ში – C და P ვი­ტა­მი­ნი, ფო­ლი­უ­მის მჟა­ვა, ბე­ტა­კა­რო­ტი­ნი. ხორ­ცე­ულ­ში – B ჯგუ­ფის ვი­ტა­მი­ნე­ბი (B1, B2, B6, B12), რძის პრო­დუქ­ტებ­ში – A და В2, მარ­ცვლე­ულ­ში – В1, В2, В6, PP, E, მცე­ნა­რე­ულ ცხი­მებ­ში – ვი­ტა­მი­ნი E, ცხო­ვე­ლურ­ში – A, D.

ბავ­შვის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო მი­ნე­რა­ლე­ბი (კალ­ცი­უ­მის მა­რი­ლე­ბი, ფოს­ფო­რი, მაგ­ნი­უ­მი, რკი­ნა და სხვა მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბი) არის რძე­სა და რძის პრო­დუქ­ტებ­ში, პურ­ში, კვერ­ცხის გულ­ში, ღვიძ­ლში, ხორცსა და ხილ-ბოსტნე­ულ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ბავშვთა კვების წესი 3 წლიდან ზემოთ, რომელიც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს

ბავშვთა კვების წესი 3 წლიდან ზემოთ, რომელიც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს

გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ 161 მილიონი 5 წლამდე ბავშვი სიმაღლეში ისე ვერ იზრდება, როგორც საჭიროა, 50 მილიონი ბავშვი წონას ჩამორჩება, ხოლო 41 მლნ სიმსუქნით არის დაავადებული. თანამედროვე ბავშვები საკვები ნივთიერებების ნაკლებობას განიცდიან. ეს ნივთიერებები ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჰარმონიული განვითარებისთვის. არასწორი კვება, ნაკლები მოძრაობა და მრავალი უსარგებლო, რაფინირებული პროდუქტის მიღება ბავშვის ნორმალურ განვითარებას სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს.

ბავშვი აუცილებლად უნდა მოარიდოთ გენმოდიფიცირებულ, გაყინულ პროდუქტს. არსებობს მცდარი მოსაზრება, თითქოს სამი წლის ასაკიდან ბავშვს ყველაფრის ჭამა შეუძლია. თუმცა ასე როდია. მან უნდა იკვებოს მაქსიმალურად ჯანსაღად და სასარგებლოდ, მიიღოს ის აუცილებელი, რაც საჭიროა მისი ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის. ბავშვმა აუცილებლად უნდა მიიღოს ცილა, გარკვეული ცხიმები, ნახშირწყლები.

ცილა ძირითადი სამშენებლო მასალაა ბავშვის მზარდი ორგანიზმისთვის. ცხოველური წარმოშობის ცილები შეიცავენ უცვლელ ამინომჟავებს. ბავშვის მენიუში ცილის დაახლოებით 50% მიეკუთვნება ხორცს, თევზეულს, რძის პროდუქტებს, კვერცხს.

ცხიმები ენერგიის წყაროა, თუმცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ცხიმის ხარისხს. მნიშვნელოვანია, ბავშვის რაციონში არ შედიოდეს ტრანსგენული ცხიმები, რომლითაც მრავალი მზა საკვებია გაჯერებული.

ბავშვისთვის სასარგებლო ცხიმებს შეიცავს თევზი (განსაკუთრებით, ზღვის სახეობები), მცენარეული ზეთი. განსაკუთრებულად სასარგებლოა ნახევრად ნაჯერი ცხიმოვანი მჟავა – ომეგა3, რომელიც საკვებთან ერთად უნდა მიეწოდებოდეს ადამიანს, განსაკუთრებით კი ბავშვს. ომეგა3-ის მთავარი წყაროა ცხიმიანი ზღვის თევზი, მცენარეული ზეთი, რძის პროდუქტი. ბავშვი დედის რძესთან ერთადაც იღებს ამ ნივთიერებას და მას ასევე უმატებენ რძის ნაწარმში, რადგან ეს მჟავა კარგად აითვისება რძესთან ერთად. ომეგა3 ცენტრალური ნერვული სისტემის (თავის ტვინის) და მხედველობის განვითარებას უწყობს განსაკუთრებულად ხელს და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, როცა ბავშვები წერა-კითხვას სწავლობენ, სამყაროს შეიცნობენ. ცოტა უფრო მოზრდილებში ასევე უწყობს ხელს გონებრივ პროცესებს, ასევე იმუნიტეტის გაძლიერებას, ამცირებს ალერგიულ და ანთებით პროცესებს.

ნახშირწყლებს მცენარეული საკვები შეიცავს, ხილი, ბოსტნეული. ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვმა არ მიიღოს უსარგებლო ნახშირწყლები, რომლითაც გაჯერებულია ტკბილეული და საკონდიტრო ნაწარმი. ბავშვი უფრო უნდა მიეჩვიოს რთულ ნახშირწყლებს, რომლებიც არის ბოსტნეულში, ხილსა და მარცვლეულის ფაფებში. ისინი უჯრედისის წყაროა, რომელიც აუცილებელია ნაწლავებისთვის, ასევე მათში ბევრია ვიტამინი, მინერალები, ორგანული მჟავები.

იდეალურია ბავშვის რაციონის 1:1:4 სისტემით შედგენა, რომელშიც ამ სისტემით იქნება გადანაწილებული ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები. 3-7 წლის ასაკში ბავშვი დღე-ღამეში 2000 კალორიას უნდა იღებდეს.

და ბოლოს, ასევე უმთავრესია სითხის მიღება. თუ ზრდასრული ადამიანისთვის სითხის დღიური ნორმა 2,5-3 ლიტრია, 3-7 წლის ასაკში ბავშვი 1,5 ლიტრ წყალს უნდა სვამდეს. მიაჩვიეთ თქვენი შვილი წყლის სმას და ჩათვალეთ, რომ გამარჯვებული ხართ.

რაც შეეხება ვიტამინებსა და მინერალებს, ბავშვისთვის აუცილებელი ნორმები შედის ახალ ხილსა და ბოსტნეულში – C და P ვიტამინი, ფოლიუმის მჟავა, ბეტაკაროტინი. ხორცეულში – B ჯგუფის ვიტამინები (B1, B2, B6, B12), რძის პროდუქტებში – A და В2, მარცვლეულში – В1, В2, В6, PP, E, მცენარეულ ცხიმებში – ვიტამინი E, ცხოველურში – A, D.

ბავშვის განვითარებისთვის საჭირო მინერალები (კალციუმის მარილები, ფოსფორი, მაგნიუმი, რკინა და სხვა მიკროელემენტები) არის რძესა და რძის პროდუქტებში, პურში, კვერცხის გულში, ღვიძლში, ხორცსა და ხილ-ბოსტნეულში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი