კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გადაწყდა, ლიკა ქავჟარაძის ვარსკვლავი აუცილებლად გაიხსნება - დათო ოქიტაშვილი
გადაწყდა, ლიკა ქავჟარაძის ვარსკვლავი აუცილებლად გაიხსნება - დათო ოქიტაშვილი

მსა­ხი­ობ ლიკა ქა­ვჟა­რა­ძის ვარ­სკვლა­ვი დე­კემ­ბერ­ში გა­იხ­სნე­ბა. ამის შე­სა­ხებ Ambebi.ge-ს კულ­ტუ­რის პა­ლა­ტის პრე­ზი­დენ­ტმა დათო ოქი­ტაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და. თუმ­ცა მისი თქმით, კონ­კრე­ტუ­ლი თა­რი­ღი თუ რო­დის გა­იხ­სნე­ბა ვარ­სკვლა­ვი, ამ ეტაპ­ზე და­სა­ზუს­ტე­ბე­ლია.

"ლიკა ქა­ვჟა­რა­ძეს­თან ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით მისი ვარ­სკვლა­ვის გახ­სნა­ზე, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი ტრა­გე­დია მოხ­და. მე მი­მაჩ­ნია, რომ ადა­მი­ანს სი­ცო­ცხლე­ში სჭირ­დე­ბა და­ფა­სე­ბა და ამი­ტო­მაც ხდე­ბა, რომ ვარ­სკვლა­ვებს ვუხ­სნით ხოლ­მე ცო­ცხალ ვარ­სკვლა­ვებს. გა­ვი­ა­რე კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი და გა­და­წყდა, ლი­კას ვარ­სკვლა­ვი აუ­ცი­ლებ­ლად გა­იხ­სნე­ბა და ზუს­ტად ისე მოხ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, რო­გორც ეს ლი­კას­თან ერ­თად დავ­გეგ­მე. მას "მა­რი­ტა­დან" კო­ლა­ჟის გა­კე­თე­ბა უნ­დო­და, რა­ღაც გულ­ნატ­კე­ნი იყო... ყვე­ლა­ფე­რი მისი სურ­ვი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მოხ­დე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ვარ­სკვლა­ვი ლი­კას გა­რე­შე გა­იხ­სნე­ბა"- გა­ნა­ცხა­და ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში და­ვით ოქი­ტაშ­ვილ­მა.

11 ოქ­ტომ­ბერს ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი, სა­ვა­რა­უ­დოდ, გუ­ლით გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი იყო. მსა­ხი­ობს 14 ოქ­ტომ­ბერს, 12:00 სა­ათ­ზე ვა­კის სა­მე­ბის ტა­ძარ­ში გა­და­ას­ვე­ნე­ბენ, ხოლო დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნია 15:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა. სა­მი­ნის­ტრო­ში ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ სა­უბ­რო­ბენ, სად და­ა­საფ­ლა­ვე­ბენ მსა­ხი­ობს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

Ambebi.ge

წა­ი­კი­თხეთ: რა კო­მენ­ტარს აკე­თებს ლიკა ქა­ვჟა­რა­ძის ნა­ხე­ვარძმა მსა­ხი­ო­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ

ნანი ბრეგ­ვა­ძემ ლიკა ქა­ვჟა­რა­ძის პა­ნაშ­ვიდ­ზე ცრემ­ლე­ბი ვერ შე­ი­კა­ვა -"არას­დროს ამ­ბობ­და, რომ ცუ­დად იყო"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

გადაწყდა, ლიკა ქავჟარაძის ვარსკვლავი აუცილებლად გაიხსნება - დათო ოქიტაშვილი

გადაწყდა, ლიკა ქავჟარაძის ვარსკვლავი აუცილებლად გაიხსნება - დათო ოქიტაშვილი

მსახიობ ლიკა ქავჟარაძის ვარსკვლავი დეკემბერში გაიხსნება. ამის შესახებ Ambebi.ge-ს კულტურის პალატის პრეზიდენტმა დათო ოქიტაშვილმა განუცხადა. თუმცა მისი თქმით, კონკრეტული თარიღი თუ როდის გაიხსნება ვარსკვლავი, ამ ეტაპზე დასაზუსტებელია.

"ლიკა ქავჟარაძესთან ერთად ვმუშაობდით მისი ვარსკვლავის გახსნაზე, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი ტრაგედია მოხდა. მე მიმაჩნია, რომ ადამიანს სიცოცხლეში სჭირდება დაფასება და ამიტომაც ხდება, რომ ვარსკვლავებს ვუხსნით ხოლმე ცოცხალ ვარსკვლავებს. გავიარე კონსულტაციები და გადაწყდა, ლიკას ვარსკვლავი აუცილებლად გაიხსნება და ზუსტად ისე მოხდება ყველაფერი, როგორც ეს ლიკასთან ერთად დავგეგმე. მას "მარიტადან" კოლაჟის გაკეთება უნდოდა, რაღაც გულნატკენი იყო... ყველაფერი მისი სურვილების გათვალისწინებით მოხდება. სამწუხაროდ, ვარსკვლავი ლიკას გარეშე გაიხსნება"- განაცხადა ჩვენთან საუბარში დავით ოქიტაშვილმა.

11 ოქტომბერს ლიკა ქავჟარაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გულით გამოწვეული პრობლემები იყო. მსახიობს 14 ოქტომბერს, 12:00 საათზე ვაკის სამების ტაძარში გადაასვენებენ, ხოლო დაკრძალვის ცერემონია 15:00 საათზე გაიმართება. სამინისტროში ჯერჯერობით ვერ საუბრობენ, სად დაასაფლავებენ მსახიობს.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

წაიკითხეთ: რა კომენტარს აკეთებს ლიკა ქავჟარაძის ნახევარძმა მსახიობის გარდაცვალების შემდეგ

ნანი ბრეგვაძემ ლიკა ქავჟარაძის პანაშვიდზე ცრემლები ვერ შეიკავა -"არასდროს ამბობდა, რომ ცუდად იყო"