კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საფრთხე, რომელსაც საყოფაცხოვრებო ქიმია გვიქმნის და მისი შერჩევის წესები
საფრთხე, რომელსაც საყოფაცხოვრებო ქიმია გვიქმნის და მისი შერჩევის წესები

სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ქი­მი­ის შერ­ჩე­ვი­სას ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევს ფასს, არო­მატს, ეკო­ნო­მი­უ­რო­ბას, მაგ­რამ ავი­წყდე­ბათ მთა­ვა­რი - უსაფრ­თხო­ე­ბა. ბზინ­ვა­რე ზე­და­პი­რი ყო­ველ­თვის არ ნიშ­ნავს სი­სუფ­თა­ვეს. მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის შემ­ცვე­ლი, არა­ე­კო­ლო­გი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი უამ­რავ და­ა­ვა­დე­ბას, მათ შო­რის, ალერ­გი­ებს, ას­თმას, სა­სუნ­თქი გზე­ბის და­ა­ვა­დე­ბებს და ყვე­ლა­ზე ცუდ შემ­თხვე­ვა­ში, სიმ­სივ­ნე­ებ­საც კი იწ­ვე­ვენ.

და მა­ინც რას უნდა მი­აქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა საწ­მენ­დი ან სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბის შე­ძე­ნი­სას?

ეკო­ლო­გი­უ­რო­ბას - რე­გუ­ლა­ცი­ის არარ­სე­ბო­ბის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზა­რი გა­ჯე­რე­ბუ­ლია ისე­თი საწ­მენ­დი და სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, რომ­ლე­ბიც შე­ი­ცა­ვენ ფოს­ფა­ტებს და სხვა ტოქ­სი­კურ ნივ­თი­ე­რე­ბებს. ფოს­ფა­ტე­ბი იწ­ვე­ვენ ალერ­გი­ებს, იმუ­ნი­ტე­ტის დარ­ღვე­ვას, მაგ­ნი­უ­მის, კალ­ცი­უ­მის და რკი­ნის დე­ფი­ციტს. შე­სა­ბა­მი­სად, ხდე­ბა ისე­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა, რო­გო­რი­ცაა რა­ქი­ტი, გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი და რკი­ნა­დე­ფი­ცი­ტუ­რი ანე­მია. ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა სა­რე­ცხი და საწ­მენ­დი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი არ შე­ი­ცა­ვენ ფოს­ფა­ტებს და მსგავ­სი ტი­პის ტოქ­სი­კურ ნივ­თი­ე­რე­ბებს. შე­სა­ბა­მი­სად ეკო­ლო­გი­უ­რო­ბას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ასე­თი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შერ­ჩე­ვი­სას. სა­ნამ შე­ი­ძენთ კარ­გად და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ პრო­დუქ­ტი და მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა მას­ზე არ­სე­ბულ წარ­წე­რებს და ნიშ­ნებს.

ან­ტი­ა­ლერ­გი­უ­ლო­ბას - სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­სუნ­თქი გზე­ბის ავად­მყო­ფო­ბე­ბის რი­ცხვი ყო­ველ­წლი­უ­რად სა­შუ­ა­ლოდ 30%-ით იზ­რდე­ბა. საწ­მენ­დი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი ალერ­გი­ე­ბი გა­მოვ­ლინ­დე­ბა რო­გორც კონ­ტაქ­ტუ­რი დერ­მა­ტი­ტის, ასე­ვე სა­სუნ­თქი გზე­ბის პრობ­ლე­მე­ბის სა­ხი­თაც. ამე­რი­კა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, ჰა­ე­რი შე­ნო­ბა­ში 200-500%-ით უფრო და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლია, ვიდ­რე გა­რეთ. და­ხუ­რულ სივ­რცე­ში ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი არა­ე­კო­ლო­გი­უ­რი საწ­მენ­დი და სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბია. ადა­მი­ა­ნე­ბი ჩვე­ნი დრო­ის 80%-ს და­ხუ­რულ სივ­რცე­ში ვა­ტა­რებთ, შე­სა­ბა­მი­სად დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს იმას, თუ რა ტი­პის საწ­მენდ სა­შუ­ა­ლე­ბებს ვი­ყე­ნებთ. და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვევ რისკ-ფაქ­ტო­რე­ბის 10-ეულ­ში შე­დის. გან­სა­კუთ­რე­ბით მწვა­ვედ ეს ფაქ­ტო­რი ბავ­შვებ­ზე მოქ­მე­დებს, რო­მელ­თა ორ­გა­ნიზ­მი მე­ტად და­უც­ვე­ლია, ვიდ­რე ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნის.

მწარ­მო­ე­ბელ ქვე­ყა­ნას - სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის წარ­მო­ე­ბი­სა და შე­მად­გენ­ლო­ბის კონ­ტრო­ლი ევ­რო­კავ­შირ­ში 2004 წლი­დან ხორ­ცი­ელ­დე­ბა. 2013 წლი­დან ერ­ვო­კავ­შირ­ში წარ­მო­ე­ბულ სა­რე­ცხ ფხვნი­ლებ­ში ფოს­ფა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა კა­ნო­ნით აიკ­რძა­ლა. ამ მხრივ სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტია გერ­მა­ნი­ა­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცია, რომ­ლის ნახ­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე­ცაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. გერ­მა­ნუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის ხა­რისხს რო­გორც კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, ასე­ვე ამ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბა და მომ­ხმა­რებ­ლის მო­თხოვ­ნაც არე­გუ­ლი­რებს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე და­წყე­ბუ­ლია ევ­რო­კავ­ში­რის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მომ­ზა­დე­ბა, თუმ­ცა სა­ნამ ქვე­ყა­ნა­ში სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ქი­მი­ის გა­მო­ყე­ნე­ბის წე­სე­ბი რე­გუ­ლირ­დე­ბა, მა­ნამ­დე შეგ­ვიძ­ლია არ­ჩე­ვა­ნი ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი ფაქ­ტო­რე­ბის მი­ხედ­ვით გა­ვა­კე­თოთ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

საფრთხე, რომელსაც საყოფაცხოვრებო ქიმია გვიქმნის და მისი შერჩევის წესები

საფრთხე, რომელსაც საყოფაცხოვრებო ქიმია გვიქმნის და მისი შერჩევის წესები

საყოფაცხოვრებო ქიმიის შერჩევისას ქართველი მომხმარებლების დიდი ნაწილი ყურადღებას აქცევს ფასს, არომატს, ეკონომიურობას, მაგრამ ავიწყდებათ მთავარი - უსაფრთხოება. ბზინვარე ზედაპირი ყოველთვის არ ნიშნავს სისუფთავეს. მავნე ნივთიერებების შემცველი, არაეკოლოგიური საშუალებები უამრავ დაავადებას, მათ შორის, ალერგიებს, ასთმას, სასუნთქი გზების დაავადებებს და ყველაზე ცუდ შემთხვევაში, სიმსივნეებსაც კი იწვევენ.

და მაინც რას უნდა მიაქციოთ ყურადღება საწმენდი ან სარეცხი საშუალების შეძენისას?

ეკოლოგიურობას - რეგულაციის არარსებობის შედეგად საქართველოს ბაზარი გაჯერებულია ისეთი საწმენდი და სარეცხი საშუალებებით, რომლებიც შეიცავენ ფოსფატებს და სხვა ტოქსიკურ ნივთიერებებს. ფოსფატები იწვევენ ალერგიებს, იმუნიტეტის დარღვევას, მაგნიუმის, კალციუმის და რკინის დეფიციტს. შესაბამისად, ხდება ისეთი დაავადებების პროვოცირება, როგორიცაა რაქიტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და რკინადეფიციტური ანემია. ეკოლოგიურად სუფთა სარეცხი და საწმენდი საშუალებები არ შეიცავენ ფოსფატებს და მსგავსი ტიპის ტოქსიკურ ნივთიერებებს. შესაბამისად ეკოლოგიურობას დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთი საშუალებების შერჩევისას. სანამ შეიძენთ კარგად დაათვალიერეთ პროდუქტი და მიაქციეთ ყურადღება მასზე არსებულ წარწერებს და ნიშნებს.

ანტიალერგიულობას - საქართველოში სასუნთქი გზების ავადმყოფობების რიცხვი ყოველწლიურად საშუალოდ 30%-ით იზრდება. საწმენდი საშუალებებისგან გამოწვეული ალერგიები გამოვლინდება როგორც კონტაქტური დერმატიტის, ასევე სასუნთქი გზების პრობლემების სახითაც. ამერიკაში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, ჰაერი შენობაში 200-500%-ით უფრო დაბინძურებულია, ვიდრე გარეთ. დახურულ სივრცეში ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი არაეკოლოგიური საწმენდი და სარეცხი საშუალებებია. ადამიანები ჩვენი დროის 80%-ს დახურულ სივრცეში ვატარებთ, შესაბამისად დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა ტიპის საწმენდ საშუალებებს ვიყენებთ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ჰაერის დაბინძურება საქართველოში დაავადების გამომწვევ რისკ-ფაქტორების 10-ეულში შედის. განსაკუთრებით მწვავედ ეს ფაქტორი ბავშვებზე მოქმედებს, რომელთა ორგანიზმი მეტად დაუცველია, ვიდრე ზრდასრული ადამიანის.

მწარმოებელ ქვეყანას - სარეცხი საშუალებების წარმოებისა და შემადგენლობის კონტროლი ევროკავშირში 2004 წლიდან ხორციელდება. 2013 წლიდან ერვოკავშირში წარმოებულ სარეცხ ფხვნილებში ფოსფატების გამოყენება კანონით აიკრძალა. ამ მხრივ საუკეთესო ვარიანტია გერმანიაში წარმოებული პროდუქცია, რომლის ნახვა საქართველოს ბაზარზეცაა შესაძლებელი. გერმანული პროდუქციის ხარისხს როგორც კანონმდებლობა, ასევე ამ ქვეყანაში არსებული სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობა და მომხმარებლის მოთხოვნაც არეგულირებს.

საქართველოში უკვე დაწყებულია ევროკავშირის რეგულაციების მიხედვით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება, თუმცა სანამ ქვეყანაში საყოფაცხოვრებო ქიმიის გამოყენების წესები რეგულირდება, მანამდე შეგვიძლია არჩევანი ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების მიხედვით გავაკეთოთ.

sponsored by ContentRoom

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი