საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვისი აგენტი იყო ერნესტ ჰემინგუეი? - მწერლის საიდუმლო ცხოვრების დეტალები
ვისი აგენტი იყო ერნესტ ჰემინგუეი? - მწერლის საიდუმლო ცხოვრების დეტალები

ფაქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვის დრო­ზე გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი იყო ან სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბა არ ექ­ცე­ო­და, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­სათ­ვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­და და ამა თუ იმ მოვ­ლე­ნის ახა­ლი კუ­თხით აღ­თქმა­შიც გვეხ­მა­რე­ბა. მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში და­ფა­რუ­ლი თე­მე­ბი ნაკ­ლე­ბად მო­ი­ძებ­ნე­ბა, მაგ­რამ ზოგ­ჯერ ისეთ ინ­ფორ­მა­ცი­ებს ვა­წყდე­ბით, რომ ნამ­დვი­ლად გვიკ­ვირს.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ ერთი სა­გუ­ლის­ხმო ცნო­ბა გავ­რცელ­და, რო­მელ­მაც მთე­ლი ბრი­ტა­ნე­თი ღრმა შოკ­ში ჩა­აგ­დო. თა­ვის დრო­ზე, 1939 წელს, რო­დე­საც ინ­გლი­სე­ლი მსა­ხი­ო­ბი ლო­უ­რენს ოლი­ვიე ჰო­ლი­ვუდ­ში დარ­ჩა, ის­ტო­რი­ულ სამ­შობ­ლო­ში მას პატ­რი­ო­ტიზ­მის დე­ფი­ცი­ტი და­აბ­რა­ლეს. სი­ნამ­დვი­ლე­ში თურ­მე ეს უკა­ნას­კნე­ლი ამე­რი­კა­ში სე­რი­ო­ზულ მი­სი­ას ას­რუ­ლებ­და, რად­გან ინ­გლი­სუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლი ყო­ფი­ლა, კო­დუ­რი სა­ხე­ლით "მი-6". ოლი­ვი­ეს და­ვა­ლე­ბას წარ­მო­ად­გენ­და და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნა გავ­ლე­ნი­ა­ნი ამე­რი­კე­ლე­ბი, დახ­მა­რე­ბა აღ­მო­ე­ჩი­ნათ დიდი ბრი­ტა­ნე­თის­თვის ჰიტ­ლერ­თან ომში...

გა­შიფ­რუ­ლი არ­ქი­ვე­ბის ცნო­ბით, ლე­გენ­და­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბი 1940 წელს გა­და­ი­ბი­რეს დიდი ბრი­ტა­ნე­თის იმ­დრო­ინ­დე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, უინ­სტონ ჩერ­ჩი­ლის პი­რა­დი მი­თი­თე­ბით. ლო­უ­რენს ოლი­ვი­ეს სპეც­და­ვა­ლე­ბა ჩი­ნე­ბუ­ლად შე­უს­რუ­ლე­ბია და შემ­დეგ, უკვე 1941 წლის და­სას­რულს სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა და სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რიც მო­უხ­დია ერთ-ერთ სა­ა­ვი­ა­ციო ნა­წილ­ში.

აი, ცოტა ხნის წინ კი მო­რი­გი სენ­სა­ცი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მომსწრე­ნი გავ­ხდით. გა­მო­ცე­მამ "The Daily Beast" "სა­ინ­ტე­რე­სო" ცნო­ბა გა­ავ­რცე­ლა. აღ­მოჩ­ნდა, რომ ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი მწე­რა­ლი ერ­ნესტ ჰე­მინ­გუ­ეი, არც მეტი არც ნაკ­ლე­ბი საბ­ჭო­თა НКВД-ს აგენ­ტი ყო­ფი­ლა. გა­მო­ცე­მის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მტკი­ცე­ბით, 1940-1941 წლე­ბის ზამ­თარ­ში, ქა­ლაქ ნიუ-იორკში ჰე­მინ­გუ­ე­ის საბ­ჭო­თა მზვე­რა­ვი (შპი­ო­ნი, აგენ­ტი) ია­კობ გო­ლო­სი შეხ­ვდა, რამ­დენ­ჯერ­მე ესა­უბ­რა და მოს­კოვ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე და­ი­ყო­ლია.

გა­მო­ცე­მა "The Daily Beast"-ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მტკი­ცე­ბით, საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჰე­მინ­გუ­ე­ის პო­როვ­ნე­ბით წინა სა­უ­კუ­ნის 30-იან წლებ­ში და­ინ­ტე­რეს­და, რო­დე­საც ჯერ კი­დევ დამ­წყე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტი ამე­რი­კელ მე­მარ­ცხე­ნე­თა გა­მო­ცე­მას­თან "ახა­ლი მასა" თა­ნამ­შრომ­ლობ­და.

ამის შემ­დეგ მო­მა­ვა­ლი დიდი მწე­რა­ლი რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის თვალ­თა­ხედ­ვის არე­ში კი­დევ ერთხელ, ეს­პა­ნეთ­ში მიმ­დი­ნა­რე სა­მო­ქა­ლა­ქო ომის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას მო­ექ­ცა. ცნო­ბი­ლია, რომ ჰე­მინ­გუ­ეი იმ დროს გერ­მა­ნი­ა­ში მოქ­მე­დი ფა­შის­ტუ­რი რე­ჟი­მის და­უნ­დო­ბელ მო­წი­ნა­აღ­მდე­გედ ით­ვლე­ბო­და. ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის აზ­რით, ეს ფაქ­ტო­რი გახ­და გა­დამ­წყვე­ტი მის მო­უ­ლოდ­ნელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე - ეთა­ნამ­შრომ­ლა რუ­სულ სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რებ­თან.

ალ­ბათ ის­მის ლო­გი­კუ­რი შე­კი­თხვა - რა სურ­დათ რუ­სებს მწერ­ლი­სა­გან და მის­გან რა სა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის მი­ღე­ბას მო­ე­ლოდ­ნენ? ჰე­მინ­გუ­ეი აპო­ლი­ტი­კურ ადა­მი­ა­ნად ით­ვლე­ბო­და და აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებ­თან მას არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია. ცნო­ბი­ლია რომ, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის წინა პე­რი­ოდ­ში, საბ­ჭო­თა სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რი აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, იმ პო­პუ­ლა­რუ­ლი ამე­რი­კე­ლე­ბის სა­კუ­თარ სამ­სა­ხურ­ში ჩა­ყე­ნე­ბა­საც ცდი­ლობ­და, რომ­ლებ­საც ამ ქვე­ყა­ნა­ში გარ­კვე­უ­ლი ავ­ტო­რი­ტე­ტი გა­აჩ­ნდათ და სი­ტყვაც ეთ­ქმო­დათ. ამ ხალ­ხს რა­ი­მე სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო საქ­მი­ა­ნო­ბა არ უნდა ეწარ­მო­ე­ბი­ნათ. მათი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი, აშშ-ში საბ­ჭო­თა იდე­ო­ლო­გი­ის პრო­პა­გან­და გახ­ლდათ. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი უმე­ტეს­წი­ლად ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­როს წარ­მო­ად­გენ­დნენ, ბევ­რს მოგ­ზა­უ­რობ­დნენ და საბ­ჭო­თა ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი იდე­ა­ლე­ბის ე.წ. ფარ­თო რეკ­ლა­მი­რე­ბაც იო­ლად შე­ეძ­ლოთ.

საბ­ჭო­თა მხა­რეს ჟურ­ნა­ლის­ტი ჰე­მინ­გუ­ეი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სჭირ­დე­ბო­და. ცხა­დია მას სა­ი­დუმ­ლო მა­სა­ლე­ბის მო­პარ­ვა­სა და საბ­ჭო­თა მხა­რი­სათ­ვის გა­და­ცე­მას არა­ვინ სთხოვ­და. სა­მა­გი­ე­როდ, ცნო­ბი­ლია რომ დიდი მწე­რა­ლი საბ­ჭო­თა კო­მუ­ნის­ტუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ მე­ტად ლო­ი­ა­ლუ­რი გახ­და და ეს ფაქ­ტო­რი მის არა­ერთ სა­ჯა­რო გა­მოს­ვლა­ში და­უ­ფა­რა­ვად იგ­რძნო­ბო­და.

ჰე­მინ­გუ­ე­ის ერთ-ერთი მე­უღ­ლე ელე­ო­ნო­რა, რუზ­ველ­ტის ახ­ლო­ბე­ლი გახ­ლდათ. ამის გამო, ერთი პე­რი­ო­დი მწე­რა­ლი თეთ­რი სახ­ლის ხში­რი სტუ­მა­რიც იყო და თვით ფრანკლინ რუზ­ველტთა­ნაც პი­რის­პირ არა­ერ­თხელ უსა­უბ­რია.

ამე­რი­კე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მტკი­ცე­ბით, რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით ჰე­მინ­გუ­ე­ის არ­ცერ­თი ამე­რი­კუ­ლი კა­ნო­ნი არ და­ურ­ღვე­ვია. წლე­ბის მან­ძილ­ზე ის მხო­ლოდ საბ­ჭო­თა იდე­ო­ლო­გი­ის პრო­პა­გან­დით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. ეს კა­ნონ­გა­რე­შე მოვ­ლე­ნა არ გახ­ლავთ, რად­გან იმ დროს ანა­ლო­გი­ურ ქმე­დე­ბებ­ში არა­ერ­თი მისი ცნო­ბი­ლი თა­ნა­მე­მა­მუ­ლეც გახ­ლდათ შემ­ჩნე­უ­ლი.

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­სა და აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბი ერ­თმა­ნეთს შე­ე­ჯა­ხა, ჰე­მინ­გუ­ეი ამ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა­სა და და­ბა­ლან­სე­ბას ცდი­ლობ­და. ის გა­მო­დი­ო­და მო­წო­დე­ბით, რომ "კო­მუ­ნის­ტუ­რი რუ­სე­თი აშშ-ის თა­ნა­ბა­რი პარტნი­ო­რია, მას­თან კონ­ფლიქ­ტი ხე­ირს არა­ვის მო­უ­ტანს და ამე­რი­კელ­მა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა არ უნდა გა­ი­ზი­ა­რონ იმ ევ­რო­პე­ლი კო­ლე­გე­ბის მო­საზ­რე­ბა, რომ­ლე­ბიც საბ­ჭო­თა კავ­შირ­თან ღია კონფრონ­ტა­ცი­ას ქა­და­გე­ბენ".

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გა­მო­ცე­მა "The Daily Beast"-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლა სენ­სა­ცი­უ­რი ხა­სი­ა­თი­საა. მისი ავ­ტო­რე­ბი სა­კუ­თარ სი­მარ­თლეს და­უ­ფა­რა­ვად ამ­ტკი­ცე­ბენ. არის კი სი­მარ­თლის მარ­ცვა­ლი ამ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში? სამ­წუ­ხა­როდ, მისი უარ­ყო­ფა ან დამ­ტკი­ცე­ბა არც ჰე­მინ­გუ­ე­ი­სა და არც აგენტ გო­ლუბს აღარ შე­უძ­ლი­ათ...

გი­ორ­გი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე, სპე­ცი­ა­ლუ­რად AMBEBI.GE-სთვის

ვისი აგენტი იყო ერნესტ ჰემინგუეი? - მწერლის საიდუმლო ცხოვრების დეტალები

ვისი აგენტი იყო ერნესტ ჰემინგუეი? - მწერლის საიდუმლო ცხოვრების დეტალები

ფაქტები, რომლებიც თავის დროზე გასაიდუმლოებული იყო ან სათანადო ყურადღება არ ექცეოდა, დროთა განმავლობაში ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდა და ამა თუ იმ მოვლენის ახალი კუთხით აღთქმაშიც გვეხმარება. მსოფლიო ისტორიაში დაფარული თემები ნაკლებად მოიძებნება, მაგრამ ზოგჯერ ისეთ ინფორმაციებს ვაწყდებით, რომ ნამდვილად გვიკვირს.

რამდენიმე წლის წინ ერთი საგულისხმო ცნობა გავრცელდა, რომელმაც მთელი ბრიტანეთი ღრმა შოკში ჩააგდო. თავის დროზე, 1939 წელს, როდესაც ინგლისელი მსახიობი ლოურენს ოლივიე ჰოლივუდში დარჩა, ისტორიულ სამშობლოში მას პატრიოტიზმის დეფიციტი დააბრალეს. სინამდვილეში თურმე ეს უკანასკნელი ამერიკაში სერიოზულ მისიას ასრულებდა, რადგან ინგლისური სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელი ყოფილა, კოდური სახელით "მი-6". ოლივიეს დავალებას წარმოადგენდა დაერწმუნებინა გავლენიანი ამერიკელები, დახმარება აღმოეჩინათ დიდი ბრიტანეთისთვის ჰიტლერთან ომში...

გაშიფრული არქივების ცნობით, ლეგენდარული მსახიობი 1940 წელს გადაიბირეს დიდი ბრიტანეთის იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის, უინსტონ ჩერჩილის პირადი მითითებით. ლოურენს ოლივიეს სპეცდავალება ჩინებულად შეუსრულებია და შემდეგ, უკვე 1941 წლის დასასრულს სამშობლოში დაბრუნებულა და სამხედრო სამსახურიც მოუხდია ერთ-ერთ საავიაციო ნაწილში.

აი, ცოტა ხნის წინ კი მორიგი სენსაციური ინფორმაციის მომსწრენი გავხდით. გამოცემამ "The Daily Beast" "საინტერესო" ცნობა გაავრცელა. აღმოჩნდა, რომ ცნობილი ამერიკელი მწერალი ერნესტ ჰემინგუეი, არც მეტი არც ნაკლები საბჭოთა НКВД-ს აგენტი ყოფილა. გამოცემის ჟურნალისტების მტკიცებით, 1940-1941 წლების ზამთარში, ქალაქ ნიუ-იორკში ჰემინგუეის საბჭოთა მზვერავი (შპიონი, აგენტი) იაკობ გოლოსი შეხვდა, რამდენჯერმე ესაუბრა და მოსკოვთან თანამშრომლობაზე დაიყოლია.

გამოცემა "The Daily Beast"-ის თანამშრომლების მტკიცებით, საბჭოთა ხელისუფლება ჰემინგუეის პოროვნებით წინა საუკუნის 30-იან წლებში დაინტერესდა, როდესაც ჯერ კიდევ დამწყები ჟურნალისტი ამერიკელ მემარცხენეთა გამოცემასთან "ახალი მასა" თანამშრომლობდა.

ამის შემდეგ მომავალი დიდი მწერალი რუსული სპეცსამსახურების თვალთახედვის არეში კიდევ ერთხელ, ესპანეთში მიმდინარე სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას მოექცა. ცნობილია, რომ ჰემინგუეი იმ დროს გერმანიაში მოქმედი ფაშისტური რეჟიმის დაუნდობელ მოწინააღმდეგედ ითვლებოდა. ამერიკული გამოცემის ჟურნალისტების აზრით, ეს ფაქტორი გახდა გადამწყვეტი მის მოულოდნელ გადაწყვეტილებაზე - ეთანამშრომლა რუსულ სადაზვერვო სამსახურებთან.

ალბათ ისმის ლოგიკური შეკითხვა - რა სურდათ რუსებს მწერლისაგან და მისგან რა სახის ინფორმაციების მიღებას მოელოდნენ? ჰემინგუეი აპოლიტიკურ ადამიანად ითვლებოდა და აშშ-ის სახელმწიფო საიდუმლოებებთან მას არანაირი შეხება არ ჰქონია. ცნობილია რომ, მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში, საბჭოთა სადაზვერვო სამსახური აშშ-ის სახელმწიფო გასაიდუმლოებული მასალების ხელში ჩაგდების პარალელურად, იმ პოპულარული ამერიკელების საკუთარ სამსახურში ჩაყენებასაც ცდილობდა, რომლებსაც ამ ქვეყანაში გარკვეული ავტორიტეტი გააჩნდათ და სიტყვაც ეთქმოდათ. ამ ხალხს რაიმე სპეციალური სადაზვერვო საქმიანობა არ უნდა ეწარმოებინათ. მათი მთავარი მიზანი, აშშ-ში საბჭოთა იდეოლოგიის პროპაგანდა გახლდათ. ეს ადამიანები უმეტესწილად ხელოვნების სფეროს წარმოადგენდნენ, ბევრს მოგზაურობდნენ და საბჭოთა ცხოვრებისეული იდეალების ე.წ. ფართო რეკლამირებაც იოლად შეეძლოთ.

საბჭოთა მხარეს ჟურნალისტი ჰემინგუეი ამ მიმართულებით სჭირდებოდა. ცხადია მას საიდუმლო მასალების მოპარვასა და საბჭოთა მხარისათვის გადაცემას არავინ სთხოვდა. სამაგიეროდ, ცნობილია რომ დიდი მწერალი საბჭოთა კომუნისტური ხელისუფლების მიმართ მეტად ლოიალური გახდა და ეს ფაქტორი მის არაერთ საჯარო გამოსვლაში დაუფარავად იგრძნობოდა.

ჰემინგუეის ერთ-ერთი მეუღლე ელეონორა, რუზველტის ახლობელი გახლდათ. ამის გამო, ერთი პერიოდი მწერალი თეთრი სახლის ხშირი სტუმარიც იყო და თვით ფრანკლინ რუზველტთანაც პირისპირ არაერთხელ უსაუბრია.

ამერიკელი ჟურნალისტების მტკიცებით, რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობით ჰემინგუეის არცერთი ამერიკული კანონი არ დაურღვევია. წლების მანძილზე ის მხოლოდ საბჭოთა იდეოლოგიის პროპაგანდით იყო დაკავებული. ეს კანონგარეშე მოვლენა არ გახლავთ, რადგან იმ დროს ანალოგიურ ქმედებებში არაერთი მისი ცნობილი თანამემამულეც გახლდათ შემჩნეული.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, როდესაც საბჭოთა კავშირისა და აშშ-ის სახელმწიფო ინტერესები ერთმანეთს შეეჯახა, ჰემინგუეი ამ ურთიერთობების მოწესრიგებასა და დაბალანსებას ცდილობდა. ის გამოდიოდა მოწოდებით, რომ "კომუნისტური რუსეთი აშშ-ის თანაბარი პარტნიორია, მასთან კონფლიქტი ხეირს არავის მოუტანს და ამერიკელმა პოლიტიკოსებმა არ უნდა გაიზიარონ იმ ევროპელი კოლეგების მოსაზრება, რომლებიც საბჭოთა კავშირთან ღია კონფრონტაციას ქადაგებენ".

რასაკვირველია, გამოცემა "The Daily Beast"-ში გამოქვეყნებული მასალა სენსაციური ხასიათისაა. მისი ავტორები საკუთარ სიმართლეს დაუფარავად ამტკიცებენ. არის კი სიმართლის მარცვალი ამ ინფორმაციაში? სამწუხაროდ, მისი უარყოფა ან დამტკიცება არც ჰემინგუეისა და არც აგენტ გოლუბს აღარ შეუძლიათ...

გიორგი გაჩეჩილაძე, სპეციალურად AMBEBI.GE-სთვის

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს