კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართველობამ გადამარჩინა" - რით დაემუქრნენ ნინო ძოწენიძეს კრეტაზე ყოფნისას
"ქართველობამ გადამარჩინა" - რით დაემუქრნენ ნინო ძოწენიძეს კრეტაზე ყოფნისას

ნინო ძო­წე­ნი­ძეს და­სას­ვე­ნებ­ლად გამ­გზავ­რე­ბამ­დე ვე­სა­უბ­რეთ. სა­მუ­შა­ოს გამო, მომ­ღე­რა­ლი აგ­ვის­ტოს შუა რი­ცხვე­ბამ­დე თბი­ლის­ში იყო, თუმ­ცა, უჩ­ვე­უ­ლო - ერ­თკვი­რი­ა­ნი არ­და­დე­გე­ბის მო­წყო­ბა მა­ინც მო­ა­ხერ­ხა...

- სა­ერ­თოდ, და­სას­ვე­ნებ­ლად ზა­ფხუ­ლი მიყ­ვარს. ზამ­თრის კუ­რორ­ტებ­ზე ნაკ­ლე­ბად დავ­დი­ვარ და არც თხი­ლა­მუ­რებ­ზე დგო­მა ვიცი. ისე­დაც, ექ­სტრე­მა­ლუ­რი არა­ფე­რი მომ­წონს. სი­ცი­ვე დის­კომ­ფორ­ტს მიქ­მნის. გა­ზა­ფხულ­ზე და­ვი­ბა­დე და ალ­ბათ, ამის ბრა­ლია (იცი­ნის)...

- შე­გიძ­ლი­ათ, გა­იხ­სე­ნოთ - და­სას­ვე­ნებ­ლად და­მო­უ­კი­დებ­ლად პირ­ვე­ლად რო­დის წახ­ვე­დით?

- ბავ­შვო­ბი­დან ვმღე­რი. მახ­სოვს, პირ­ვე­ლი "პა­ეზდ­კა" გერ­მა­ნი­ა­ში გვქონ­და - სა­ბავ­შვო მუ­სი­კა­ლუ­რი თე­ატ­რის ბავ­შვე­ბი ქუ­თა­ი­სი­დან წა­ვე­დით. 13-14 წლის გახ­ლდით. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა კარ­გად იმ დროს შე­ვიგ­რძე­ნი. თან, გერ­მა­ნი­ის პა­ტარ-პა­ტა­რა ქა­ლა­ქებ­ში ბევ­რი სპექ­ტაკ­ლი გვქონ­და. ბავ­შვე­ბი ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი ვი­ყა­ვით... სა­ზღვარ­გა­რეთ მა­ნამ­დეც დავ­დი­ო­დი, მაგ­რამ მა­შინ გერ­მა­ნი­ა­ში მშობ­ლებ­მა მარ­ტო (მას­წავ­ლებ­ლებ­თან ერ­თად) გა­მიშ­ვეს.

- უფ­რო­სე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის გა­რე­შე, პირ­ვე­ლად რო­დის და­ის­ვე­ნეთ?

- და­ახ­ლო­ე­ბით 15 წლის ვი­ყა­ვი, როცა მა­მამ ქო­ბუ­ლეთ­ში ჩა­მიყ­ვა­ნა და დამ­ტო­ვა - მე­გობ­რებ­თან ერ­თად და­ვის­ვე­ნე. შე­იძ­ლე­ბა, დღეს 15 წელი არც ისე პა­ტა­რა ასა­კია, მაგ­რამ 1995 წელს ასე თა­ვი­სუფ­ლად არ "ვმოძ­რა­ობ­დით" - არე­უ­ლი სი­ტუ­ა­ცია იყო... მახ­სოვს, მა­მამ ძა­ლი­ან ინერ­ვი­უ­ლა.

- დიდი ძა­ლის­ხმე­ვა დაგ­ჭირ­დათ მშობ­ლე­ბის და­სარ­წმუ­ნებ­ლად, და­სას­ვე­ნებ­ლად მარ­ტო რომ გა­ეშ­ვით?

- არა. სხვა­თა შო­რის, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ბავ­შვი ვი­ყა­ვი. მშობ­ლე­ბი ყუ­რა­დღე­ბას მაქ­ცევ­დნენ, მაგ­რამ სკო­ლა­ში, თე­ატ­რში მარ­ტო დავ­დი­ო­დი, სახ­ლში მარ­ტო დარ­ჩე­ნა მიყ­ვარ­და... მშობ­ლებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი არ ვყო­ფილ­ვარ. მენ­დო­ბოდ­ნენ და იცოდ­ნენ, რომ ჭკვი­ა­ნი ბავ­შვი გახ­ლდით, არა­ფერს გა­ვა­ფუ­ჭებ­დი... კი­დევ, მახ­სოვს, მე­ზობ­ლე­ბი ორი დღით მწვა­ნე კონ­ცხზე წა­ვე­დით და კარ­ვებ­ში დავ­რჩით. მამა ნერ­ვი­უ­ლობ­და, გაბ­რა­ზე­ბუ­ლი იყო. ჩემი ძმაც წა­მო­ვი­და. მთე­ლი უბა­ნი, ახლო მე­გობ­რე­ბი იქ ვი­ყა­ვით. ძა­ლი­ან მა­გა­რი დრო გა­ვა­ტა­რეთ. სა­ღა­მო­ო­ბით ვერ­თო­ბო­დით: ვუკ­რავ­დით, ვმღე­რო­დით... ახლა რომ მახ­სენ­დე­ბა, გა­მაჟ­რი­ა­ლებს ხოლ­მე, ისე­თი კარ­გი შეგ­რძნე­ბა იყო (იღი­მის)... მო­ზარ­დო­ბი­სას ადა­მი­ა­ნი უფრო სხვა­ნა­ი­რი, ემო­ცი­უ­რად დატ­ვირ­თუ­ლი ხარ...

- და­სას­ვე­ნებ­ლად წა­სულს, კა­რავ­ში დარ­ჩე­ნა ახ­ლაც გი­ზი­დავთ?

- ახლა - არა, არც მა­შინ გავ­გი­ჟე­ბულ­ვარ. მაქ­სი­მუმ, 2 დღე თუ გავ­ჩერ­დე­ბო­დი... ხომ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც ძა­ლი­ან კარგ სას­ტუმ­როს კა­რა­ვი ურ­ჩევ­ნი­ათ? გარ­კვე­ულ­წი­ლად, მათი მეს­მის. შე­საძ­ლოა, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში კი­დევ მოხ­დეს ისე, რომ და­სას­ვე­ნებ­ლად წა­ვი­დე და კა­რავ­ში დავ­რჩე, მაგ­რამ ასეთ პი­რო­ბებ­ზე არ ვგიჟ­დე­ბი... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

"ქართველობამ გადამარჩინა" - რით დაემუქრნენ ნინო ძოწენიძეს კრეტაზე ყოფნისას

"ქართველობამ გადამარჩინა" - რით დაემუქრნენ ნინო ძოწენიძეს კრეტაზე ყოფნისას

ნინო ძოწენიძეს დასასვენებლად გამგზავრებამდე ვესაუბრეთ. სამუშაოს გამო, მომღერალი აგვისტოს შუა რიცხვებამდე თბილისში იყო, თუმცა, უჩვეულო - ერთკვირიანი არდადეგების მოწყობა მაინც მოახერხა...

- საერთოდ, დასასვენებლად ზაფხული მიყვარს. ზამთრის კურორტებზე ნაკლებად დავდივარ და არც თხილამურებზე დგომა ვიცი. ისედაც, ექსტრემალური არაფერი მომწონს. სიცივე დისკომფორტს მიქმნის. გაზაფხულზე დავიბადე და ალბათ, ამის ბრალია (იცინის)...

- შეგიძლიათ, გაიხსენოთ - დასასვენებლად დამოუკიდებლად პირველად როდის წახვედით?

- ბავშვობიდან ვმღერი. მახსოვს, პირველი "პაეზდკა" გერმანიაში გვქონდა - საბავშვო მუსიკალური თეატრის ბავშვები ქუთაისიდან წავედით. 13-14 წლის გახლდით. დამოუკიდებლობა კარგად იმ დროს შევიგრძენი. თან, გერმანიის პატარ-პატარა ქალაქებში ბევრი სპექტაკლი გვქონდა. ბავშვები ძალიან ბედნიერები ვიყავით... საზღვარგარეთ მანამდეც დავდიოდი, მაგრამ მაშინ გერმანიაში მშობლებმა მარტო (მასწავლებლებთან ერთად) გამიშვეს.

- უფროსების მეთვალყურეობის გარეშე, პირველად როდის დაისვენეთ?

- დაახლოებით 15 წლის ვიყავი, როცა მამამ ქობულეთში ჩამიყვანა და დამტოვა - მეგობრებთან ერთად დავისვენე. შეიძლება, დღეს 15 წელი არც ისე პატარა ასაკია, მაგრამ 1995 წელს ასე თავისუფლად არ "ვმოძრაობდით" - არეული სიტუაცია იყო... მახსოვს, მამამ ძალიან ინერვიულა.

- დიდი ძალისხმევა დაგჭირდათ მშობლების დასარწმუნებლად, დასასვენებლად მარტო რომ გაეშვით?

- არა. სხვათა შორის, დამოუკიდებელი ბავშვი ვიყავი. მშობლები ყურადღებას მაქცევდნენ, მაგრამ სკოლაში, თეატრში მარტო დავდიოდი, სახლში მარტო დარჩენა მიყვარდა... მშობლებზე დამოკიდებული არ ვყოფილვარ. მენდობოდნენ და იცოდნენ, რომ ჭკვიანი ბავშვი გახლდით, არაფერს გავაფუჭებდი... კიდევ, მახსოვს, მეზობლები ორი დღით მწვანე კონცხზე წავედით და კარვებში დავრჩით. მამა ნერვიულობდა, გაბრაზებული იყო. ჩემი ძმაც წამოვიდა. მთელი უბანი, ახლო მეგობრები იქ ვიყავით. ძალიან მაგარი დრო გავატარეთ. საღამოობით ვერთობოდით: ვუკრავდით, ვმღეროდით... ახლა რომ მახსენდება, გამაჟრიალებს ხოლმე, ისეთი კარგი შეგრძნება იყო (იღიმის)... მოზარდობისას ადამიანი უფრო სხვანაირი, ემოციურად დატვირთული ხარ...

- დასასვენებლად წასულს, კარავში დარჩენა ახლაც გიზიდავთ?

- ახლა - არა, არც მაშინ გავგიჟებულვარ. მაქსიმუმ, 2 დღე თუ გავჩერდებოდი... ხომ არიან ადამიანები, ვისაც ძალიან კარგ სასტუმროს კარავი ურჩევნიათ? გარკვეულწილად, მათი მესმის. შესაძლოა, ჩემს ცხოვრებაში კიდევ მოხდეს ისე, რომ დასასვენებლად წავიდე და კარავში დავრჩე, მაგრამ ასეთ პირობებზე არ ვგიჟდები... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი