კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისლანდიაში დაღუპულ ნიკა ბეგაძეს საქართველოში ერთ კვირაში გადმოასვენებენ
ისლანდიაში დაღუპულ ნიკა ბეგაძეს საქართველოში ერთ კვირაში გადმოასვენებენ

გულ­ფო­სის ჩანჩქე­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მდი­ნა­რე ჰვი­თა­ში ნა­პოვნ 22 წლის ნიკა ბე­გა­ძის ცხე­დარს, ის­ლან­დი­ი­დან რუს­თავ­ში, ერთ კვი­რა­ში გად­მო­ას­ვე­ნე­ბენ. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ბე­გა­ძის ოჯა­ხის ახ­ლობ­ლებ­მა გა­ნუ­ცხა­დეს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ექ­სპერ­ტი­ზამ სა­ბო­ლო­ოდ და­ა­დას­ტუ­რა, რომ მდი­ნა­რე­ში ნა­პოვ­ნი ცხე­და­რი ნიკა ბე­გა­ძეა. ცხე­დარს ჩა­უ­ტარ­და აუ­ტოფ­სია და გე­ნე­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზაც.

ცხედ­რის რუს­თავ­ში გად­მოს­ვე­ნე­ბას, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­კონ­სუ­ლო დე­პარ­ტა­მენ­ტი უზ­რუნ­ველ­ყოფს.

ნიკა ბე­გა­ძე ის­ლან­დი­ა­ში, გულ­ფო­სის ჩანჩქერ­თან 19 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ჩანჩქერ­ში, მდი­ნა­რე­ში და სა­ნა­პი­რო­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და მას­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კა, კერ­ძოდ ვერ­ტმფრე­ნე­ბიც იყო ჩარ­თუ­ლი.

ის­ლან­დი­ის პო­ლი­ცი­ამ მდი­ნა­რე ჰვი­თა­ში მა­მა­კა­ცის გვამს 6 აგ­ვის­ტოს მი­აკ­ვლია. თი­თის ანა­ბეჭ­დე­ბი­სა და სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი სუ­რა­თის მი­ხედ­ვით იმა­ვე დღეს დად­გინ­და, რომ ეს ნიკა ბე­გა­ძე იყო. მიმ­დი­ნა­რე კვი­რას კი ჩა­ტარ­და გე­ნე­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზა და ცხე­და­რი სა­ბო­ლო­ოდ ინ­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იქნა.

ნიკა ბე­გა­ძე ვი­დეო კა­მე­რებ­მა ბო­ლოს 19 ივ­ლისს, გულ­ფო­სის ჩანჩქე­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ა­ფიქ­სი­რეს. ჩანჩქე­რი­სა და მდი­ნა­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პო­ლი­ცი­ამ ნახა ავ­ტო­მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც მის მე­გო­ბარ გო­გო­ნას ეკუთ­ვნო­და, ასე­ვე ნა­ნა­ხი იქნა მისი პი­რა­დი ნივ­თე­ბი და შუ­ა­ზე გა­და­ტე­ხი­ლი ტე­ლე­ფო­ნი. ნიკა ბე­გა­ძე მე­ო­რე წე­ლია ის­ლან­დი­ა­ში, ქა­ლაქ რე­ი­კი­ა­ნეს­ბერ­გში ცხოვ­რობ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ისლანდიაში დაღუპულ ნიკა ბეგაძეს საქართველოში ერთ კვირაში გადმოასვენებენ

ისლანდიაში დაღუპულ ნიკა ბეგაძეს საქართველოში ერთ კვირაში გადმოასვენებენ

გულფოსის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ჰვითაში ნაპოვნ 22 წლის ნიკა ბეგაძის ცხედარს, ისლანდიიდან რუსთავში, ერთ კვირაში გადმოასვენებენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბეგაძის ოჯახის ახლობლებმა განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ექსპერტიზამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ მდინარეში ნაპოვნი ცხედარი ნიკა ბეგაძეა. ცხედარს ჩაუტარდა აუტოფსია და გენეტიკური ექსპერტიზაც.

ცხედრის რუსთავში გადმოსვენებას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი უზრუნველყოფს.

ნიკა ბეგაძე ისლანდიაში, გულფოსის ჩანჩქერთან 19 ივლისს გაუჩინარდა. სამძებრო ღონისძიებები ჩანჩქერში, მდინარეში და სანაპიროზე მიმდინარეობდა და მასში სპეციალური ტექნიკა, კერძოდ ვერტმფრენებიც იყო ჩართული.

ისლანდიის პოლიციამ მდინარე ჰვითაში მამაკაცის გვამს 6 აგვისტოს მიაკვლია. თითის ანაბეჭდებისა და სტომატოლოგიური სურათის მიხედვით იმავე დღეს დადგინდა, რომ ეს ნიკა ბეგაძე იყო. მიმდინარე კვირას კი ჩატარდა გენეტიკური ექსპერტიზა და ცხედარი საბოლოოდ ინდენტიფიცირებული იქნა.

ნიკა ბეგაძე ვიდეო კამერებმა ბოლოს 19 ივლისს, გულფოსის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე დააფიქსირეს. ჩანჩქერისა და მდინარის ტერიტორიაზე პოლიციამ ნახა ავტომანქანა, რომელიც მის მეგობარ გოგონას ეკუთვნოდა, ასევე ნანახი იქნა მისი პირადი ნივთები და შუაზე გადატეხილი ტელეფონი. ნიკა ბეგაძე მეორე წელია ისლანდიაში, ქალაქ რეიკიანესბერგში ცხოვრობდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი