კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ტურისტად ეწვია
 ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ტურისტად ეწვია

გა­სულ თვეს სა­ქარ­თვე­ლოს თით­ქმის მი­ლი­ო­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო მოგ­ზა­უ­რი ეწ­ვია. ჩა­მო­სულ ვი­ზი­ტო­რებს შო­რის ერთ-ერთი იყო ევ­რო­პის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი და სლო­ვა­კე­თის ეკო­ნო­მი­კის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ვა­ზილ ჰუ­და­კი.

იგი სა­ქარ­თვე­ლო­ში ბიზ­ნეს შეხ­ვედ­რე­ბის მიზ­ნით არა­ერ­თხე­ლა არის ნამ­ყო­ფი, თუმ­ცა, ამ­ჯე­რად ოჯახ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და, რო­გორც ტუ­რის­ტი და Ambebi.ge-ს სა­კუ­თა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ მო­უყ­ვა.

ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სტუ­მარ­მა სამი ტუ­რის­ტუ­ლი რე­გი­ო­ნი - კა­ხე­თი, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი და სვა­ნე­თი მო­ი­ნა­ხუ­ლა. ევ­რო­პის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით კა­ხე­თის რე­გი­ო­ნი აღ­წე­რა და სიღ­ნა­ღი იტა­ლი­ის ტოს­კა­ნას რე­გი­ონ­საც შე­ა­და­რა.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში 4-5 ჯერ ვარ ნამ­ყო­ფი, თუმ­ცა, ამ დრომ­დე ეს ვი­ზი­ტე­ბი იყო მხო­ლოდ საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტე­ბი. ძი­რი­თა­დად აე­რო­პორ­ტი­დან სას­ტუმ­რო­ში, სას­ტუმ­რო­დან კი შეხ­ვედ­რებ­ზე მივ­დი­ო­დი. ამი­ტომ სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც ტუ­რის­ტულ ქვე­ყა­ნას არ ვიც­ნობ­დი. ბევ­რი მიყ­ვე­ბო­და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სტუ­მარ­თმას­პინ­ძლო­ბა­ზე, ულა­მა­ზეს მთებ­ზე, მინ­დო­და თა­ვად გა­მო­მე­ცა­და ეს ყვე­ლა­ფე­რი. ამი­ტო­მაც ჩა­მო­ვე­დი აქ და­სას­ვე­ნებ­ლად ჩემს მე­უღ­ლეს­თან და 12 წლის ვაჟ­თან ერ­თად. აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ. დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ჩვენს მას­პინ­ძელს, სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტორს და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძეს, ასე­თი შთამ­ბეჭ­და­ვი ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტის­თვის და გულ­თბი­ლი მას­პინ­ძლო­ბის­თვის.

თავ­და­პირ­ვე­ლად კა­ხე­თის რე­გი­ო­ნი მო­ვი­ნა­ხუ­ლეთ, რო­მე­ლიც ღვი­ნის წარ­მო­ე­ბის კულ­ტუ­რი­თაა ცნო­ბი­ლი. ვნა­ხეთ რო­გორ აწარ­მო­ე­ბენ ქვევრში ღვი­ნოს, გვქონ­და ასე­ვე შე­საძ­ლებ­ლო­ბა, თა­ვად­ვე მიგ­ვე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ქარ­თუ­ლი პუ­რის გა­მო­ცხო­ბა­ში და დაგ­ვე­გე­მოვ­ნე­ბი­ნა ქარ­თუ­ლი "სნი­კერ­სი", იგი­ვე ჩურ­ჩხე­ლა", - ყვე­ბა ევ­რო­პის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი.

ევ­რო­პელ­მა მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა ვერ და­მა­ლა ბორ­ჯო­მი­სა და რა­ბა­თის გა­მოც. მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ქვეყ­ნის ყვე­ლა კუ­თხე გა­მორ­ჩე­უ­ლია.

"ვი­ყა­ვით ვარ­ძი­ა­ში ერთი დღით, რაც გარ­და იმი­სა, რომ უდი­დეს ის­ტო­რი­ას ინა­ხავს, სა­ო­ცა­რად ლა­მა­ზი ად­გი­ლია. ბო­ლოს კი მეს­ტი­ა­ში გა­ვემ­გზავ­რეთ, ვნა­ხეთ მთე­ბი, სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტი. დრო­ის ამ მცი­რე მო­ნაკ­ვეთ­ში ვნა­ხეთ ძა­ლი­ან ბევ­რი, თუმ­ცა, გვინ­დო­და ასე­ვე მოგ­ვე­ნა­ხუ­ლე­ბი­ნა რაჭა და შა­ვი­ზღვის­პი­რე­თი, მაგ­რამ ამას შემ­დე­გი ვი­ზი­ტის­თვის გა­დავ­დებ", - აღ­ნიშ­ნა სტუ­მარ­მა.

ვა­ზილ ჰუ­და­კის თქმით, ტუ­რიზ­მის სექ­ტორს სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს. იგი გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას ღვი­ნის ტუ­რიზ­მზე ამახ­ვი­ლებს. თუმ­ცა, ევ­რო­პის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის თქმით, სა­ჭი­როა ქვე­ყა­ნა­ში ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა, რათა ქვე­ყა­ნა უცხო­ე­ლე­ბის­თვის უფრო მიმ­ზიდ­ვე­ლი გახ­დეს.

"თქვენ 500-ზე მეტი სა­ხე­ო­ბის ღვი­ნო გაქვთ, რაც უნი­კა­ლუ­რია. ასე­ვე ულა­მა­ზე­სი მთე­ბი გაქვთ, შე­სა­ბა­მი­სად, სამ­თო ტუ­რიზმსაც დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს. უნდა გა­ნა­ვი­თა­როთ სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტე­ბი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ზღვაო ტუ­რიზ­მიც, თქვენ პერ­სპექ­ტი­ვა ამ კუ­თხი­თაც გაქვთ. ამ­გავ­რად პო­ტენ­ცი­ა­ლი არის ძა­ლი­ან დიდი. სა­ჭი­როა ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა. მათ შო­რის გზე­ბის კე­თილ­მო­წყო­ბა და ასე­ვე სარ­კი­ნიგ­ზო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წეს­რი­გე­ბა. გზე­ბის გარ­და უნდა გან­ვი­თარ­დეს ტრან­სპორ­ტის სექ­ტო­რიც. ჩვენ ვა­პი­რებთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას სა­პარტნი­ო­რო ფონდთან ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შეგ­ვიძ­ლია ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა გა­ვუ­წი­ოთ მას", - გა­ნა­ცხა­და ევ­რო­პის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

ვა­ზილ ჰუ­და­კი სა­ქარ­თვე­ლოს რამ­დე­ნი­მე კვი­რის წი­ნაც სტუმ­რობ­და, თუმ­ცა, არა რო­გორც ტუ­რის­ტი, არა­მედ საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბის მიზ­ნით. მისი თქმით, ევ­რო­პის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კი სა­ქარ­თვე­ლო­ში 2007 წლის შემ­დეგ აქ­ტი­უ­რად უჭერს მხარს სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. ევ­რო­პუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტი ძი­რი­თა­დად, მთავ­რო­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ პრო­ექ­ტებს უჭერს მხარს.

თუმ­ცა, ბოლო პე­რი­ოდ­ში ვა­ზილ ჰუ­და­კის თქმით, ბან­კი კერ­ძო სექ­ტორ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­თაც და­ინ­ტე­რეს­და. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ევ­რო­პის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კი თბი­ლის­ში ე.წ ჭკვი­ა­ნი მწვა­ნე ქა­ლა­ქის პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბას იწყებს.

"ე.წ ჭკვი­ა­ნი ქა­ლა­ქის კონ­ცეფ­ცი­ა­ზე ჯერ მხო­ლოდ მსჯე­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, ჩვენ უკვე ვე­სა­უბ­რეთ ად­გი­ლობ­რი­ვი მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, შევ­ხვდი თბი­ლი­სის მერს და ვი­სა­უბ­რეთ თუ რო­გორ ჩა­ერ­თვე­ბა ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბა ამ პრო­ექ­ტში, პრო­ექ­ტის ერთ-ერთი პარტნი­ო­რი იქ­ნე­ბა სა­პარტნი­ო­რო ფონ­დი, კერ­ძო ბიზ­ნე­სის მხრი­დან კი პრო­ექ­ტში ჩა­ერ­თვე­ბა ბიზ­ნეს­მე­ნი ნო­დარ გი­ორ­გა­ძე, რო­მე­ლიც "ჯინო ჰოლ­დინ­გის" პრე­ზი­დენ­ტია", - აღ­ნიშ­ნა მან.

ამ­გვა­რად, ევ­რო­პის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კის ვიცე-პრე­ზი­დენტს სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტი ბევ­რჯერ მო­უ­წევს, ტუ­რის­ტად თუ არა, ბიზ­ნეს შეხ­ვედ­რე­ბის მიზ­ნით იგი სა­ქარ­თვე­ლო­ში კი­დევ არა­ერ­თხელ ჩა­მო­ვა. მას იმე­დი აქვს, რომ სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კის მხარ­და­ჭე­რით ქვე­ყა­ნა ინფრას­ტრუქ­ტუ­რის კუ­თხით გან­ვით­რე­ბას შეძ­ლებს, რაც ტუ­რიზ­მის სექ­ტორს მნიშ­ვნე­ლო­ვან სარ­გე­ბელს მო­უ­ტანს.

თამ­თა ჯი­ჯა­ვა­ძე

Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ტურისტად ეწვია

 ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ტურისტად ეწვია

გასულ თვეს საქართველოს თითქმის მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია. ჩამოსულ ვიზიტორებს შორის ერთ-ერთი იყო ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი და სლოვაკეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვაზილ ჰუდაკი.

იგი საქართველოში ბიზნეს შეხვედრების მიზნით არაერთხელა არის ნამყოფი, თუმცა, ამჯერად ოჯახთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა, როგორც ტურისტი და Ambebi.ge-ს საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ მოუყვა.

ერთი კვირის განმავლობაში სტუმარმა სამი ტურისტული რეგიონი - კახეთი, სამცხე-ჯავახეთი და სვანეთი მოინახულა. ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა განსაკუთრებული აღფრთოვანებით კახეთის რეგიონი აღწერა და სიღნაღი იტალიის ტოსკანას რეგიონსაც შეადარა.

"საქართველოში 4-5 ჯერ ვარ ნამყოფი, თუმცა, ამ დრომდე ეს ვიზიტები იყო მხოლოდ საქმიანი ვიზიტები. ძირითადად აეროპორტიდან სასტუმროში, სასტუმროდან კი შეხვედრებზე მივდიოდი. ამიტომ საქართველოს, როგორც ტურისტულ ქვეყანას არ ვიცნობდი. ბევრი მიყვებოდა ქართველი ხალხის სტუმართმასპინძლობაზე, ულამაზეს მთებზე, მინდოდა თავად გამომეცადა ეს ყველაფერი. ამიტომაც ჩამოვედი აქ დასასვენებლად ჩემს მეუღლესთან და 12 წლის ვაჟთან ერთად. აღფრთოვანებულები ვართ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მასპინძელს, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს დავით საგანელიძეს, ასეთი შთამბეჭდავი ტურისტული მარშრუტისთვის და გულთბილი მასპინძლობისთვის.

თავდაპირველად კახეთის რეგიონი მოვინახულეთ, რომელიც ღვინის წარმოების კულტურითაა ცნობილი. ვნახეთ როგორ აწარმოებენ ქვევრში ღვინოს, გვქონდა ასევე შესაძლებლობა, თავადვე მიგვეღო მონაწილეობა ქართული პურის გამოცხობაში და დაგვეგემოვნებინა ქართული "სნიკერსი", იგივე ჩურჩხელა", - ყვება ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი.

ევროპელმა მაღალჩინოსანმა აღფრთოვანება ვერ დამალა ბორჯომისა და რაბათის გამოც. მისი თქმით, საქართველოს განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყნის ყველა კუთხე გამორჩეულია.

"ვიყავით ვარძიაში ერთი დღით, რაც გარდა იმისა, რომ უდიდეს ისტორიას ინახავს, საოცარად ლამაზი ადგილია. ბოლოს კი მესტიაში გავემგზავრეთ, ვნახეთ მთები, სათხილამურო კურორტი. დროის ამ მცირე მონაკვეთში ვნახეთ ძალიან ბევრი, თუმცა, გვინდოდა ასევე მოგვენახულებინა რაჭა და შავიზღვისპირეთი, მაგრამ ამას შემდეგი ვიზიტისთვის გადავდებ", - აღნიშნა სტუმარმა.

ვაზილ ჰუდაკის თქმით, ტურიზმის სექტორს საქართველოში ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას ღვინის ტურიზმზე ამახვილებს. თუმცა, ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, საჭიროა ქვეყანაში ინფრასტრუქტურის განვითარება, რათა ქვეყანა უცხოელებისთვის უფრო მიმზიდველი გახდეს.

"თქვენ 500-ზე მეტი სახეობის ღვინო გაქვთ, რაც უნიკალურია. ასევე ულამაზესი მთები გაქვთ, შესაბამისად, სამთო ტურიზმსაც დიდი პოტენციალი აქვს. უნდა განავითაროთ სათხილამურო კურორტები. მნიშვნელოვანია საზღვაო ტურიზმიც, თქვენ პერსპექტივა ამ კუთხითაც გაქვთ. ამგავრად პოტენციალი არის ძალიან დიდი. საჭიროა ინფრასტრუქტურის განვითარება. მათ შორის გზების კეთილმოწყობა და ასევე სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. გზების გარდა უნდა განვითარდეს ტრანსპორტის სექტორიც. ჩვენ ვაპირებთ თანამშრომლობას საპარტნიორო ფონდთან ტურიზმის განვითარების მიმართულებით და კონკრეტული პროექტების შემთხვევაში, შეგვიძლია ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ მას", - განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენელმა.

ვაზილ ჰუდაკი საქართველოს რამდენიმე კვირის წინაც სტუმრობდა, თუმცა, არა როგორც ტურისტი, არამედ საქმიანი შეხვედრების მიზნით. მისი თქმით, ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2007 წლის შემდეგ აქტიურად უჭერს მხარს სხვადასხვა პროექტის განხორციელებას. ევროპული ინსტიტუტი ძირითადად, მთავრობის ინფრასტრუქტურულ პროექტებს უჭერს მხარს.

თუმცა, ბოლო პერიოდში ვაზილ ჰუდაკის თქმით, ბანკი კერძო სექტორთან თანამშრომლობითაც დაინტერესდა. როგორც მან აღნიშნა, ევროპის საინვესტიციო ბანკი თბილისში ე.წ ჭკვიანი მწვანე ქალაქის პროექტზე მუშაობას იწყებს.

"ე.წ ჭკვიანი ქალაქის კონცეფციაზე ჯერ მხოლოდ მსჯელობა მიმდინარეობს, ჩვენ უკვე ვესაუბრეთ ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს, შევხვდი თბილისის მერს და ვისაუბრეთ თუ როგორ ჩაერთვება ქალაქის მთავრობა ამ პროექტში, პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი იქნება საპარტნიორო ფონდი, კერძო ბიზნესის მხრიდან კი პროექტში ჩაერთვება ბიზნესმენი ნოდარ გიორგაძე, რომელიც "ჯინო ჰოლდინგის" პრეზიდენტია", - აღნიშნა მან.

ამგვარად, ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოში ვიზიტი ბევრჯერ მოუწევს, ტურისტად თუ არა, ბიზნეს შეხვედრების მიზნით იგი საქართველოში კიდევ არაერთხელ ჩამოვა. მას იმედი აქვს, რომ საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით ქვეყანა ინფრასტრუქტურის კუთხით განვითრებას შეძლებს, რაც ტურიზმის სექტორს მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს.

თამთა ჯიჯავაძე

Ambebi.ge

"გაუუარესდა ფიზიკური მდგომარეობა, გაუუარესდა სუნთქვის უკმარისობა" - რას ამბობს კლინიკის ექიმი, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული, ახალნამშობიარები ქალი გარდაიცვალა

თბილისში კორონავირუსით ინფიცირებული, ახალნამშობიარები ქალი გარდაიცვალა

"სინოფარმიც შევიშხაპუნე...ავიცრათ, გავხსნათ ქვეყანა და ჩვენი ცხოვრებაც" - გიგი უგულავა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა