12 აგვისტოს,16:00 სთ-ზე,"თეგეტა მოტორსის"სათაო ოფისში (დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. თეგეტას სათაო ოფისი, მე-4-ე სართული), გაიმართება ურთიერთანამშორმლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია თეგეტას შვილობილ კომპანია "თეგეტა პრემიუმ ვიიქელსსა"და უმსხვილეს ჩინურ ავტომწარმოებლ, BAIC MOTOR-ს(ბაიქ მოტორს) შორის.
BAIC ჯგუფი არის "Beijing Automotive International Corporation"-ი,რომლის ელექტრომობილებმაც სხვადასხვა წამყვან ევროპულ ბრენდებთან თანამშრომლობით დიდ წარმატებას მიაღწიეს ჩინურ ბაზარზე."BAIC MOTOR"- არის ლიდერი ჩინურ ელექტრომობილების ინდუსტრიაში და ბაზრის 30%-ი წილის მფლობელი.
კომპანიების წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ ქართველი მომხმარებლების მოთხოვნას"BAIC MOTOR"-ის ელექტრომობილი სრულად დააკმაყოფილება და რაც მთავარია მომხმარებლებისთვის საგზაო მოძრაობას ბევრად ეკონომიურსა და ეკოლოგიურს გახდის.
BAIC MOTOR-ის ელექტრომობილები, რომლის იმპორტსაც "თეგეტა პრემიუმ ვიიქელსი" გეგმავს არის სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი, როგორც კომპაქტური ავტომობილი, ასევე სედანი და მაღალი გამავლობის SUV.
ეს არის "BAIC MOTOR"-ის სამი განსხვავებული მოდელი, მორგებული ავტომფლობელების სამ განსხვავებულ სეგმენტზე.
აღსანიშნავია, "BAIC MOTOR"-ის ავტომობილებს გააჩნიათ სწრაფი დატენვის ფუნქციაც და ამასთანავე ზოგიერთი მოდელი დატენვის გარეშე 400 კმ-ს. გადის.
"თეგეტა პრემიუმ ვიიქელს" წარმოადგენს ისეთი ცნობილი საავტომობილო ბრენდების ოფიციალური დილერს საქართველოში, როგორიცაა Porsche და Mazda.