სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
9 წელი აგვისტოს ომიდან - მოვლენების ქრონოლოგია და ომის შედეგები
 9 წელი აგვისტოს ომიდან - მოვლენების ქრონოლოგია და ომის შედეგები

2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს აგ­ვის­ტოს ომი­დან 9 წელი შეს­რულ­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სუ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა სა­ქარ­თვე­ლოს 228 მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე, 14 პო­ლი­ცი­ე­ლი, ხოლო 1 747 და­იჭ­რა. სახ­ლე­ბი და­ტო­ვა თით­ქმის 150 000-მა ადა­მი­ან­მა, მათ­გან დღემ­დე დევ­ნი­ლო­ბა­ში რჩე­ბა 30 000-მდე. რაც შე­ე­ხე­ბა ომში და­ღუ­პულ სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მო­ნა­ცე­მე­ბით, სულ და­ღუ­პუ­ლად 169 სამ­ხედ­რო მი­იჩ­ნე­ვა, აქე­დან ხუთი უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლია, თუმ­ცა კა­ნო­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ვი­ნა­ი­დან ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნეს ვერც ცხე­და­რი, არც რა­ი­მე მი­ნიშ­ნე­ბა მათი სი­ცო­ცხლის შე­სა­ხებ, მათ გარ­დაც­ვლი­ლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭათ.

რაც შე­ე­ხე­ბა ომის ქრო­ნო­ლო­გი­ას, 2008 წლის და­სა­წყი­სი­დან მოვ­ლე­ნე­ბი შე­და­რე­ბით მშვი­დად ვი­თარ­დე­ბო­და. მოს­კო­ვის, მისი მა­რი­ო­ნე­ტუ­ლი რე­ჟი­მე­ბი­სა და თბი­ლი­სის მხრი­დან პე­რი­ო­დუ­ლად ვი­თა­რე­ბის და­ძაბ­ვის მცდე­ლო­ბი­სა და პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის თა­ო­ბა­ზე ურ­თი­ერ­თბ­რალ­დე­ბე­ბი ის­მო­და.

ქარ­თულ-რუ­სუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ნატო-ს ბუ­ქა­რეს­ტის სა­მი­ტის შემ­დეგ და­ი­ძა­ბა. სა­მიტ­ზე, რო­მე­ლიც 2008 წლის აპ­რი­ლის პირ­ველ რი­ცხვებ­ში გა­ი­მარ­თა, ალი­ან­სის წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ლი­დე­რებ­მა ღიად გა­ნა­ცხა­დეს, რომ სა­ქარ­თვე­ლო ნატო-ს წევ­რი აუ­ცი­ლებ­ლად გახ­დე­ბა.

გან­ცხა­დე­ბამ რუ­სე­თის უკი­დუ­რე­სი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია. ქვეყ­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა სერ­გეი ლავ­როვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მოს­კო­ვი ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, რათა სა­ქარ­თვე­ლო ნატო-ში არ გა­წევ­რი­ან­დეს. ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა კი აღ­ნიშ­ნა, რომ რუ­სეთს ნატო-ს პო­ზი­ცი­ის სა­პა­სუ­ხოდ "სა­ში­ნაო მო­ნა­ხა­ზე­ბი" მზად ჰქონ­და.

31 მა­ისს რუ­სეთ­მა, რკი­ნიგ­ზის ხა­ზის აღ­დგე­ნის მო­ტი­ვით, აფხა­ზეთ­ში სარ­კი­ნიგ­ზო ჯა­რე­ბი შე­იყ­ვა­ნა და სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­გეგ­მილ­ზე ერთი თვით ადრე, აგ­ვის­ტოს კონ­ფლიქ­ტის და­წყე­ბამ­დე ერთი კვი­რით ადრე და­ას­რუ­ლა.

პა­რა­ლე­ლუ­რად, მწვავ­დე­ბო­და ვი­თა­რე­ბა ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში. ქარ­თუ­ლი სოფ­ლე­ბის და­ბომბვა თით­ქმის ყო­ველ­დღე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

30 ივ­ლისს, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მი იყო, რომ სა­ქარ­თვე­ლო­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთს შო­რის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის და­წყე­ბის საფრ­თხე რე­ა­ლუ­რი იყო.

ოსურ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ფორ­მი­რე­ბა­სა და ქარ­თველ ძა­ლო­ვა­ნებს შო­რის ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი შე­ტა­კე­ბა პირ­ველ აგ­ვის­ტოს მოხ­და, რომ­ლის შე­დე­გად, 6 შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ოსი და­ი­ღუ­პა, 7 კი და­იჭ­რა. შე­ტა­კე­ბის შემ­დეგ კვლავ გაგ­რძელ­და ნუ­ლის, ავ­ნე­ვის, დვა­ნის და სხვა ქარ­თუ­ლი სოფ­ლე­ბის და­ბომბვა.

7 აგ­ვის­ტოს, ცხინ­ვალ­ში, დე ფაქ­ტო ვიცე პრე­მი­ერ ბო­რის ჩო­ჩი­ევ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის გა­სა­მარ­თად რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი, თე­მურ ია­კო­ბაშ­ვი­ლი გა­ემ­გზავ­რა. შეხ­ვედ­რას უნდა დას­წრე­ბო­და რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო და­ვა­ლე­ბა­თა ელჩი იური პო­პო­ვი, თუმ­ცა მან ავ­ტო­მო­ბი­ლის და­ზი­ა­ნე­ბა მო­ი­მი­ზე­ზა და თბი­ლი­სი­დან ცხინ­ვალ­ში აღარ ჩა­ვი­და. ია­კო­ბაშ­ვილ­მა მხო­ლოდ რუსი სამ­შვი­დო­ბო­ე­ბის სარ­დალ­თან, მა­რატ კუ­ლახ­მე­ტოვ­თან შეხ­ვედ­რა მო­ა­ხერ­ხა და ცხინ­ვა­ლი მალე და­ტო­ვა.

8 აგ­ვის­ტოს, და­ახ­ლო­ე­ბით 00:30 სა­ათ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ქარ­თულ-ოსურ კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გის აღ­დგე­ნის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი ცხინ­ვა­ლის ფორ­მი­რე­ბებ­თან და რუ­სულ არ­მი­ას­თან კონ­ფლიქ­ტში ჩა­ე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რო­კის გვი­რა­ბის გავ­ლით და ფსო­უს სა­ზღვრი­დან 15 ათა­სამ­დე რუსი სამ­ხედ­რო შე­მო­ვი­და.

ქარ­თულ­მა შე­ნა­ერ­თებ­მა ცხინ­ვა­ლი და­ი­კა­ვეს, თუმ­ცა რუ­სუ­ლი ავი­ა­ცი­ის იე­რი­შე­ბის შემ­დეგ უკან და­ი­ხი­ეს. რუ­სულ­მა ავი­ა­ცი­ამ სა­ჰა­ე­რო იე­რი­შე­ბი მი­ი­ტა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში გან­თავ­სე­ბულ სამ­ხედ­რო ბა­ზებ­სა და აე­როდ­რო­მებ­ზე. ორ­ჯერ და­ი­ბომ­ბა გორი, მათ შო­რის სამ­ხედ­რო ბა­ზის ტე­რი­ტო­რია. რუ­სულ­მა ავი­ა­ცი­ამ თბი­ლი­სის ვა­ზი­ა­ნის ბაზა, სა­ვი­ა­ციო ქარ­ხა­ნა, ქვი­ში­ა­ნის მთა­ზე მდე­ბა­რე რა­და­რიც და­ბომ­ბა. და­ი­ბომ­ბა ფო­თის პორ­ტი, სე­ნა­კი­სა და მარ­ნე­უ­ლის სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბი.

რუ­სე­თის 58-ე არ­მი­ამ, ცხინ­ვა­ლი­სა და სო­ხუ­მის რე­ჟი­მე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ებ­თან ერ­თად, ახალ­გო­რის რა­ი­ო­ნი, ზემო აფხა­ზე­თი, ზუგ­დი­დი, გო­რის რა­ი­ო­ნის რამ­დე­ნი­მე სო­ფე­ლი, სა­ჩხე­რის რა­ი­ო­ნის სო­ფე­ლი პე­რე­ვი და­ი­კა­ვა.

აქ­ტი­უ­რი საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­წყვე­ტა საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ნი­კო­ლა სარ­კო­ზის ჩა­რე­ვის შე­დე­გად მო­ხერ­ხდა. სარ­კო­ზიმ 12 აგ­ვის­ტოს 6-პუნ­ქტი­ა­ნი სამ­შვი­დო­ბო გეგ­მა ჯერ მოს­კოვ­ში, შემ­დეგ კი თბი­ლის­ში შე­ა­თან­ხმა. 8 სექ­ტემ­ბერს კი, მედ­ვე­დევ­თან და სა­ა­კაშ­ვილ­თან სამ­შვი­დო­ბო გეგ­მის ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი და­ა­ზუს­ტა.

ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის მი­ხედ­ვით, რუ­სულ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ შე­ნა­ერ­თებს კონ­ფლიქ­ტის ზო­ნე­ბის გა­რეთ მდე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია ერთი თვის ვა­და­ში უნდა და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ. პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბრი­დან კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში პატ­რუ­ლი­რე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის დამ­კვირ­ვებ­ლებ­მა და­ი­წყეს.

რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბის გაყ­ვა­ნის პრო­ცე­სის შე­სა­მოწ­მებ­ლად გო­რის რა­ი­ონს 10 ოქ­ტომ­ბერს საფ­რან­გე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ბერ­ნარ კუშ­ნე­რი ეწ­ვია და რამ­დე­ნი­მე სო­ფელ­ში ჩა­ვი­და. მისი შე­ფა­სე­ბით, მოს­კოვ­მა შე­თან­ხმე­ბა მხო­ლოდ ნა­წი­ლობ­რივ შე­ას­რუ­ლა. რუსი ოკუ­პან­ტე­ბი კვლავ რჩე­ბოდ­ნენ სო­ფელ პე­რევ­ში, რო­მე­ლიც 2010 წლის 18 ოქ­ტომ­ბერს და­ტო­ვეს.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბად აღი­ა­რე­ბას, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, დი­მიტ­რი მედ­ვე­დევ­მა აფხა­ზე­თი­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბის ბრძა­ნე­ბა 26 აგ­ვის­ტოს გა­მოს­ცა. რუ­სე­თის გარ­და, აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა კი­დევ ხუთ­მა სა­ხელ­მწი­ფომ (ვე­ნე­სუ­ა­ლა, ნი­კა­რა­გუა, ნა­უ­რუ, ტუ­ვა­ლუ და ვა­ნუ­ა­ტუ) აღი­ა­რა, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვა­ნუ­ა­ტუმ და ტუ­ვა­ლუმ სა­ქარ­თვე­ლოს­თან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და­ამ­ყა­რეს და აღი­ა­რე­ბა უკან წა­ი­ღეს.

2008 წლის 23 ოქ­ტომ­ბერს სა­ქარ­თვე­ლომ მი­ი­ღო კა­ნო­ნი "ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­სა­ხებ", რომ­ლი­თაც გან­სა­ზღვრა რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სტა­ტუ­სი და იქ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ჟი­მი და­ად­გი­ნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

9 წელი აგვისტოს ომიდან - მოვლენების ქრონოლოგია და ომის შედეგები

 9 წელი აგვისტოს ომიდან - მოვლენების ქრონოლოგია და ომის შედეგები

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 9 წელი შესრულდა. საქართველოში რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე. რაც შეეხება ომში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს, თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სულ დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია, თუმცა კანონის გათვალისწინებით, ვინაიდან ორი წლის განმავლობაში ვერ აღმოაჩინეს ვერც ცხედარი, არც რაიმე მინიშნება მათი სიცოცხლის შესახებ, მათ გარდაცვლილის სტატუსი მიენიჭათ.

რაც შეეხება ომის ქრონოლოგიას, 2008 წლის დასაწყისიდან მოვლენები შედარებით მშვიდად ვითარდებოდა. მოსკოვის, მისი მარიონეტული რეჟიმებისა და თბილისის მხრიდან პერიოდულად ვითარების დაძაბვის მცდელობისა და პროვოკაციების თაობაზე ურთიერთბრალდებები ისმოდა.

ქართულ-რუსული ურთიერთობები განსაკუთრებულად ნატო-ს ბუქარესტის სამიტის შემდეგ დაიძაბა. სამიტზე, რომელიც 2008 წლის აპრილის პირველ რიცხვებში გაიმართა, ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ღიად განაცხადეს, რომ საქართველო ნატო-ს წევრი აუცილებლად გახდება.

განცხადებამ რუსეთის უკიდურესი გაღიზიანება გამოიწვია. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველო ნატო-ში არ გაწევრიანდეს. ვლადიმერ პუტინმა კი აღნიშნა, რომ რუსეთს ნატო-ს პოზიციის საპასუხოდ "საშინაო მონახაზები" მზად ჰქონდა.

31 მაისს რუსეთმა, რკინიგზის ხაზის აღდგენის მოტივით, აფხაზეთში სარკინიგზო ჯარები შეიყვანა და სამუშაოები დაგეგმილზე ერთი თვით ადრე, აგვისტოს კონფლიქტის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე დაასრულა.

პარალელურად, მწვავდებოდა ვითარება ცხინვალის რეგიონში. ქართული სოფლების დაბომბვა თითქმის ყოველდღე მიმდინარეობდა.

30 ივლისს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების საფრთხე რეალური იყო.

ოსურ შეიარაღებულ ფორმირებასა და ქართველ ძალოვანებს შორის ყველაზე სერიოზული შეტაკება პირველ აგვისტოს მოხდა, რომლის შედეგად, 6 შეიარაღებული ოსი დაიღუპა, 7 კი დაიჭრა. შეტაკების შემდეგ კვლავ გაგრძელდა ნულის, ავნევის, დვანის და სხვა ქართული სოფლების დაბომბვა.

7 აგვისტოს, ცხინვალში, დე ფაქტო ვიცე პრემიერ ბორის ჩოჩიევთან მოლაპარაკების გასამართად რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, თემურ იაკობაშვილი გაემგზავრა. შეხვედრას უნდა დასწრებოდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი იური პოპოვი, თუმცა მან ავტომობილის დაზიანება მოიმიზეზა და თბილისიდან ცხინვალში აღარ ჩავიდა. იაკობაშვილმა მხოლოდ რუსი სამშვიდობოების სარდალთან, მარატ კულახმეტოვთან შეხვედრა მოახერხა და ცხინვალი მალე დატოვა.

8 აგვისტოს, დაახლოებით 00:30 საათზე საქართველოს ხელისუფლებამ ქართულ-ოსურ კონფლიქტის ზონაში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს შეიარაღებული ძალები სეპარატისტული ცხინვალის ფორმირებებთან და რუსულ არმიასთან კონფლიქტში ჩაება. საქართველოს ტერიტორიაზე როკის გვირაბის გავლით და ფსოუს საზღვრიდან 15 ათასამდე რუსი სამხედრო შემოვიდა.

ქართულმა შენაერთებმა ცხინვალი დაიკავეს, თუმცა რუსული ავიაციის იერიშების შემდეგ უკან დაიხიეს. რუსულმა ავიაციამ საჰაერო იერიშები მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში განთავსებულ სამხედრო ბაზებსა და აეროდრომებზე. ორჯერ დაიბომბა გორი, მათ შორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. რუსულმა ავიაციამ თბილისის ვაზიანის ბაზა, სავიაციო ქარხანა, ქვიშიანის მთაზე მდებარე რადარიც დაბომბა. დაიბომბა ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზები.

რუსეთის 58-ე არმიამ, ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებთან ერთად, ახალგორის რაიონი, ზემო აფხაზეთი, ზუგდიდი, გორის რაიონის რამდენიმე სოფელი, საჩხერის რაიონის სოფელი პერევი დაიკავა.

აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ჩარევის შედეგად მოხერხდა. სარკოზიმ 12 აგვისტოს 6-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი თბილისში შეათანხმა. 8 სექტემბერს კი, მედვედევთან და სააკაშვილთან სამშვიდობო გეგმის ახალი დეტალები დააზუსტა.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიხედვით, რუსულ შეიარაღებულ შენაერთებს კონფლიქტის ზონების გარეთ მდებარე ტერიტორია ერთი თვის ვადაში უნდა დაეტოვებინათ. პირველი ოქტომბრიდან კი, საქართველოში პატრულირება ევროკავშირის დამკვირვებლებმა დაიწყეს.

რუსული ჯარების გაყვანის პროცესის შესამოწმებლად გორის რაიონს 10 ოქტომბერს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი ეწვია და რამდენიმე სოფელში ჩავიდა. მისი შეფასებით, მოსკოვმა შეთანხმება მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა. რუსი ოკუპანტები კვლავ რჩებოდნენ სოფელ პერევში, რომელიც 2010 წლის 18 ოქტომბერს დატოვეს.

რაც შეეხება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას, რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების ბრძანება 26 აგვისტოს გამოსცა. რუსეთის გარდა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა კიდევ ხუთმა სახელმწიფომ (ვენესუალა, ნიკარაგუა, ნაურუ, ტუვალუ და ვანუატუ) აღიარა, თუმცა მოგვიანებით ვანუატუმ და ტუვალუმ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს და აღიარება უკან წაიღეს.

2008 წლის 23 ოქტომბერს საქართველომ მიიღო კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ", რომლითაც განსაზღვრა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი და იქ განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი დაადგინა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი