სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
08.08.08. - თარიღი, რომელმაც ბავშვობასთან ერთად მთელი სამყარო წამართვა...
08.08.08. - თარიღი, რომელმაც ბავშვობასთან ერთად მთელი სამყარო წამართვა...

...2008 წლის შემ­დეგ ყო­ვე­ლი აგ­ვის­ტო მძი­მე ემო­ცი­ე­ბით იწყე­ბა. გახ­სენ­დე­ბა ბავ­შვო­ბა, სახ­ლი თა­მა­რა­შენ­ში და მისი სუნი, ყვე­ლა ქუჩა, სა­დაც გა­გივ­ლია, მე­ზობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ისევ შენს გვერ­დით ცხოვ­რო­ბენ, მაგ­რამ შენ ის მე­ზობ­ლე­ბი გახ­სენ­დე­ბა, შრო­მით დაღ­ლი­ლე­ბი ყო­ველ სა­ღა­მოს რომ იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ და თავს სა­უბ­რით ირ­თობ­დნენ; გახ­სენ­დე­ბა, რომ იქ ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ლა­მა­ზი იყო. შემ­დეგ წარ­მო­იდ­გენ, რო­გორ გა­დაწ­ვეს ოკუ­პან­ტებ­მა მთე­ლი ეს სი­ლა­მა­ზე რამ­დე­ნი­მე დღე­ში და ბოღ­მა გახ­რჩობს, მაგ­რამ რას ცვლი? ვე­რა­ფერს.

თა­მა­რა­შე­ნი, 2008 წელი

აგერ უკვე მე­ა­თე წელი და­ი­წყო აგ­ვის­ტოს მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ და სა­ქარ­თვე­ლოს სა­სარ­გებ­ლოდ არც არა­ფე­რი მომ­ხდა­რა - ოკუ­პა­ცია ახალ რელ­სებ­ზე გა­და­ვი­და და ამ­ჯე­რად უსის­ხლოდ, მცო­ცა­ვი ოკუ­პა­ცი­ით ვკარ­გავთ ტე­რი­ტო­რი­ებს.

სრუ­ლი 9 წელი შეს­რულ­და, რაც 14 წლის ასაკ­ში თა­მა­რა­შენ­ში სა­კუ­თა­რი სახ­ლი დავ­ტო­ვე - 1-ელ აგ­ვის­ტოს, ოჯა­ხის წევ­რებ­მა ისე, რომ ჩემი სურ­ვი­ლი არც კი გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ათ, ჩამ­სვეს (ჩემს ძმას­თან ერ­თად) მე­ზობ­ლის მან­ქა­ნა­ში და ნა­თე­სავ­თან, გო­რის რა­ი­ონ­ში გა­მო­მამ­გზავ­რეს. მე კი, პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად სა­ჭი­რო ნივ­თე­ბიც არ წა­მო­ვი­ღე, ხვალ ისევ უკან უნდა მოვ­ბრუნ­დე-მეთ­ქი. იქ, სა­დაც ჩვენ ვცხოვ­რობ­დით, ომი და და­ძა­ბუ­ლო­ბა სულ იყო (პა­სი­უ­რი და ნაკ­ლე­ბი მსხვერ­პლით, მაგ­რამ იყო), ამი­ტომ მეც და ჩემს ძმა­საც გვე­გო­ნა, მო­რი­გი პრო­ვო­კა­ცია იყო და დღეს-ხვალ უკან დავ­ბრუნ­დე­ბო­დით, მაგ­რამ სულ ტყუ­ი­ლად - რამ­დე­ნი­მე დღე­ში ილუ­ზია იმის შე­სა­ხებ, რომ სახ­ლს და­ვუბ­რუნ­დე­ბო­დით, სრუ­ლი­ად გაქ­რა...

კი­ნო­თე­ატ­რი თა­მა­რა­შენ­ში, ჩემს ქუ­ჩა­ზე ომამ­დე და ომის შემ­დეგ

5 აგ­ვის­ტო­დან სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბებ­სა და მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონს მი­ვე­ჯაჭ­ვე, ისე, რომ და­ძი­ნე­ბა­ზე არც მი­ფიქ­რია. მე­დი­ა­ში სა­შინ­ლად უი­მე­დო ინ­ფორ­მა­ცი­ებს ვის­მენ­დი, მაგ­რამ უა­მი­სო­დაც არ შე­მეძ­ლო, უნდა გა­მე­გო, სად, რო­დის და რა ვი­თა­რე­ბა იყო, რად­გან ჩემს მშობ­ლებ­სა და ბე­ბი­ას სახ­ლი 8 აგ­ვის­ტომ­დე არ და­უ­ტო­ვე­ბი­ათ და მთე­ლი ჩემი ყუ­რა­დღე­ბა მათ­ზე იყო მი­მარ­თუ­ლი. მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობ­დნენ და ოჯახ­ში მეც სა­ათ­ში 20-ჯერ ვრე­კავ­დი, ხომ კარ­გად ხართ-მეთ­ქი, ისი­ნი კი ოცი­ვე­ჯერ გულს მი­კე­თებ­დნენ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არი­სო; თუმ­ცა, რა თქმა უნდა, არა­ფე­რი არ იყო კარ­გად...

ყვე­ლა­ზე რთუ­ლი 7 აგ­ვის­ტოს ღამე აღ­მოჩ­ნდა - ცხინ­ვალ­ში სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია და­ი­წყო. სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მუ­ნი­კა­ცია გარ­თულ­და, მშობ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბას იმ ინ­ტენ­სი­ვო­ბით ვე­ღარ ვა­ხერ­ხებ­დი, ყო­ველ და­რეკ­ვა­ზე კი მკვეთ­რად მეს­მო­და აფეთ­ქე­ბე­ბის ხმა, რაც ნამ­დვი­ლად არ იყო კარ­გის ნი­შა­ნი. მთე­ლი ღამე ვოც­ნე­ბო­ბო­დი, გამ­ღვი­ძე­ბო­და და ყვე­ლა­ფე­რი არა რე­ა­ლო­ბა, არა­მედ რამ­დე­ნი­მე­წა­მი­ა­ნი ღა­მის კოშ­მა­რი ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ ასე­თი სას­წა­უ­ლე­ბი იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა - გა­თენ­და და გა­მოგ­ვი­ცხა­დეს, რომ აღარც გო­რის რა­ი­ო­ნია უსაფრ­თხო და 12 წლის ძმას­თან ერ­თად, სრუ­ლი­ად მარ­ტო­ე­ბი, ქარ­თლის­გან შორს, სა­ჩხე­რე­ში, მა­მი­დას­თან წა­ვე­დით. მთე­ლი ღა­მის ოც­ნე­ბა, რომ ყვე­ლა­ფე­რი სიზ­მა­რი ყო­ფი­ლი­ყო, ჩა­ი­ფუ­შა. დედა დი­ლი­დან მა­ტყუ­ებ­და, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის, ქარ­თუ­ლი ჯარი ცხინ­ვალ­შია და სულ მალე ვნა­ხავთ ერ­თმა­ნეთ­სო, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი, მთე­ლი სა­მა­ჩაბ­ლო დაც­ლი­ლა მო­სახ­ლე­ო­ბის­გან და სახ­ლი­დან გა­მოქ­ცე­უ­ლე­ბი უკვე გორ­ში ემა­ლე­ბოდ­ნენ რუ­სულ ბომბდამ­შე­ნებს. ბევ­რიც რომ მო­ე­ტყუ­ე­ბი­ნათ, "ტყუ­ილს ხომ მოკ­ლე ფე­ხე­ბი აქვს" და მეც მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში­ვე, რა­დი­ოს ახა­ლი ამ­ბე­ბით გა­ვი­გე - "ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში რუ­სუ­ლი ჯა­რია", "მო­სახ­ლე­ო­ბამ სა­ცხოვ­რებ­ლე­ბი და­ტო­ვა", "გორ­ში რუ­სულ­მა ბომბდამ­შე­ნებ­მა გო­რის სამ­ხედ­რო ბაზა და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი და­ბომ­ბეს" და შემ­დეგ უკვე არ მახ­სოვს...

თა­მა­რა­შე­ნი, 2008 წლის 12 აგ­ვის­ტო. ფოტო: ვი­ა­ჩეს­ლავ კო­ჩეტ­კო­ვი

9 აგ­ვის­ტო­დან მომ­ხდა­რის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა და ახა­ლი ცხოვ­რე­ბა და­ი­წყო. უმ­თავ­რე­სი ღი­რე­ბუ­ლი რამ დაგ­ვრჩა - გა­დავ­რჩით. თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ, რე­ა­ლო­ბა არ­ცთუ სა­ხარ­ბი­ე­ლო აღ­მოჩ­ნდა - რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი დევ­ნი­ლი ქვე­ყა­ნას, და­კარ­გუ­ლი სოფ­ლე­ბი და არა­ნა­ი­რი იმე­დი დაბ­რუ­ნე­ბი­სა. მოკ­ლედ, გა­და­წყდა - ახალ ცხოვ­რე­ბას ვი­წყებთ, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი პლასტმა­სის თეფ­ში­თა და ჩან­გლით...

თა­ვი­დან ახა­ლი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა დე­ტა­ლი გე­ზი­ზღე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის სახე, სიბ­რა­ლუ­ლის თვა­ლე­ბით რომ გი­ყუ­რე­ბენ. სიბ­რა­ლუ­ლის გარ­და ზი­ზღიც იყო - ვის რა­ტომ ეზი­ზღე­ბო­და სახლ-კარ და­კარ­გუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, დღემ­დე ვერ ამოვხსე­ნი, მაგ­რამ ამით იმა­ში დავ­რწმუნ­დი, რომ არც ისე­თი კარ­გი ერი ვართ, რო­გო­რა­დაც გა­მუდ­მე­ბით ვაჩ­ვე­ნებთ თავს ერ­თმა­ნეთ­საც და სხვებ­საც. ჩვენ ახა­ლი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბა და ფეხ­ზე დად­გო­მა რამ­დე­ნი­მე თვე­ში შევ­ძე­ლით, ადა­მი­ან­თა გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი კი, რო­მე­ლიც "აგ­ვის­ტოს 5 დღეს" ტე­ლე­ვი­ზორ­ში ნა­ნა­ხით იც­ნობს, დღემ­დე ფიქ­რობს, რომ სა­მა­ჩაბ­ლო­ში ისევ ცხოვ­რობს ხალ­ხი, ვი­ღა­ცას ჰგო­ნია, რომ ომი გორ­ში მოხ­და და სა­მა­ჩაბ­ლოს შე­სა­ხებ არა­ფე­რი სმე­ნია...

არა და, სი­ნამ­დვი­ლე­ში რო­გო­რი მძი­მეა 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის შე­დე­გი - აფხა­ზე­თი­სა (კო­დო­რის ხე­ო­ბა­ში 22 სო­ფე­ლი) და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში (103 სო­ფე­ლი) და­კარ­გუ­ლი 125 სო­ფე­ლი, 20 000-მდე დევ­ნი­ლი ადა­მი­ა­ნი და მთა­ვა­რი - ცო­ცხა­ლი ოკუ­პა­ცია, რო­მე­ლიც არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა და მავ­თულხლარ­თე­ბი­სა თუ ბა­ნე­რე­ბის სა­ხით ყო­ველ­დღი­უ­რად გვახ­სე­ნებს თავს.

თა­მა­რა­შე­ნი 2016 წელი. იქ სა­დაც წლე­ბის წინ სახ­ლი იდგა, ახლა ბა­ლა­ხი ბი­ბი­ნებს...

08.08.08. - ეს არის თა­რი­ღი, რო­მელ­მაც ბავ­შვო­ბას­თან ერ­თად მთე­ლი სამ­ყა­რო წა­მარ­თვა და სა­ხე­ში მო­მა­ხა­ლა, 14 წლის ასაკ­ში ბავ­შვო­ბა უნდა და­ას­რუ­ლო და ცხოვ­რე­ბას სხვა თვა­ლით შე­ხე­დოო...

მთა­ვა­რი ფოტო: ვი­ა­ჩეს­ლავ კო­ჩეტ­კო­ვი

ელზა ელ­ბა­ქი­ძე

AMBEBI.GE

ასე­ვე ნა­ხეთ: "აგ­ვის­ტოს ომის კა­ლენ­და­რი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

08.08.08. - თარიღი, რომელმაც ბავშვობასთან ერთად მთელი სამყარო წამართვა...

08.08.08. - თარიღი, რომელმაც ბავშვობასთან ერთად მთელი სამყარო წამართვა...

...2008 წლის შემდეგ ყოველი აგვისტო მძიმე ემოციებით იწყება. გახსენდება ბავშვობა, სახლი თამარაშენში და მისი სუნი, ყველა ქუჩა, სადაც გაგივლია, მეზობლები, რომლებიც ისევ შენს გვერდით ცხოვრობენ, მაგრამ შენ ის მეზობლები გახსენდება, შრომით დაღლილები ყოველ საღამოს რომ იკრიბებოდნენ და თავს საუბრით ირთობდნენ; გახსენდება, რომ იქ ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო. შემდეგ წარმოიდგენ, როგორ გადაწვეს ოკუპანტებმა მთელი ეს სილამაზე რამდენიმე დღეში და ბოღმა გახრჩობს, მაგრამ რას ცვლი? ვერაფერს.

თამარაშენი, 2008 წელი

აგერ უკვე მეათე წელი დაიწყო აგვისტოს მოვლენების შემდეგ და საქართველოს სასარგებლოდ არც არაფერი მომხდარა - ოკუპაცია ახალ რელსებზე გადავიდა და ამჯერად უსისხლოდ, მცოცავი ოკუპაციით ვკარგავთ ტერიტორიებს.

სრული 9 წელი შესრულდა, რაც 14 წლის ასაკში თამარაშენში საკუთარი სახლი დავტოვე - 1-ელ აგვისტოს, ოჯახის წევრებმა ისე, რომ ჩემი სურვილი არც კი გაუთვალისწინებიათ, ჩამსვეს (ჩემს ძმასთან ერთად) მეზობლის მანქანაში და ნათესავთან, გორის რაიონში გამომამგზავრეს. მე კი, პროტესტის ნიშნად საჭირო ნივთებიც არ წამოვიღე, ხვალ ისევ უკან უნდა მოვბრუნდე-მეთქი. იქ, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, ომი და დაძაბულობა სულ იყო (პასიური და ნაკლები მსხვერპლით, მაგრამ იყო), ამიტომ მეც და ჩემს ძმასაც გვეგონა, მორიგი პროვოკაცია იყო და დღეს-ხვალ უკან დავბრუნდებოდით, მაგრამ სულ ტყუილად - რამდენიმე დღეში ილუზია იმის შესახებ, რომ სახლს დავუბრუნდებოდით, სრულიად გაქრა...

კინოთეატრი თამარაშენში, ჩემს ქუჩაზე ომამდე და ომის შემდეგ

5 აგვისტოდან საინფორმაციო საშუალებებსა და მობილურ ტელეფონს მივეჯაჭვე, ისე, რომ დაძინებაზე არც მიფიქრია. მედიაში საშინლად უიმედო ინფორმაციებს ვისმენდი, მაგრამ უამისოდაც არ შემეძლო, უნდა გამეგო, სად, როდის და რა ვითარება იყო, რადგან ჩემს მშობლებსა და ბებიას სახლი 8 აგვისტომდე არ დაუტოვებიათ და მთელი ჩემი ყურადღება მათზე იყო მიმართული. მედიასაშუალებები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ და ოჯახში მეც საათში 20-ჯერ ვრეკავდი, ხომ კარგად ხართ-მეთქი, ისინი კი ოცივეჯერ გულს მიკეთებდნენ, ყველაფერი კარგად არისო; თუმცა, რა თქმა უნდა, არაფერი არ იყო კარგად...

ყველაზე რთული 7 აგვისტოს ღამე აღმოჩნდა - ცხინვალში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. სატელეფონო კომუნიკაცია გართულდა, მშობლებთან დაკავშირებას იმ ინტენსივობით ვეღარ ვახერხებდი, ყოველ დარეკვაზე კი მკვეთრად მესმოდა აფეთქებების ხმა, რაც ნამდვილად არ იყო კარგის ნიშანი. მთელი ღამე ვოცნებობოდი, გამღვიძებოდა და ყველაფერი არა რეალობა, არამედ რამდენიმეწამიანი ღამის კოშმარი ყოფილიყო, მაგრამ ასეთი სასწაულები იშვიათად ხდება - გათენდა და გამოგვიცხადეს, რომ აღარც გორის რაიონია უსაფრთხო და 12 წლის ძმასთან ერთად, სრულიად მარტოები, ქართლისგან შორს, საჩხერეში, მამიდასთან წავედით. მთელი ღამის ოცნება, რომ ყველაფერი სიზმარი ყოფილიყო, ჩაიფუშა. დედა დილიდან მატყუებდა, ყველაფერი კარგად არის, ქართული ჯარი ცხინვალშია და სულ მალე ვნახავთ ერთმანეთსო, სინამდვილეში კი, მთელი სამაჩაბლო დაცლილა მოსახლეობისგან და სახლიდან გამოქცეულები უკვე გორში ემალებოდნენ რუსულ ბომბდამშენებს. ბევრიც რომ მოეტყუებინათ, "ტყუილს ხომ მოკლე ფეხები აქვს" და მეც მიკროავტობუსშივე, რადიოს ახალი ამბებით გავიგე - "ცხინვალის რეგიონში რუსული ჯარია", "მოსახლეობამ საცხოვრებლები დატოვა", "გორში რუსულმა ბომბდამშენებმა გორის სამხედრო ბაზა და საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს" და შემდეგ უკვე არ მახსოვს...

თამარაშენი, 2008 წლის 12 აგვისტო. ფოტო: ვიაჩესლავ კოჩეტკოვი

9 აგვისტოდან მომხდარის გაანალიზება და ახალი ცხოვრება დაიწყო. უმთავრესი ღირებული რამ დაგვრჩა - გადავრჩით. თუმცა საბოლოოდ, რეალობა არცთუ სახარბიელო აღმოჩნდა - რამდენიმე ათეული დევნილი ქვეყანას, დაკარგული სოფლები და არანაირი იმედი დაბრუნებისა. მოკლედ, გადაწყდა - ახალ ცხოვრებას ვიწყებთ, ჰუმანიტარული პლასტმასის თეფშითა და ჩანგლით...

თავიდან ახალი ცხოვრების ყველა დეტალი გეზიზღება, განსაკუთრებით კი იმ ადამიანების სახე, სიბრალულის თვალებით რომ გიყურებენ. სიბრალულის გარდა ზიზღიც იყო - ვის რატომ ეზიზღებოდა სახლ-კარ დაკარგული ადამიანები, დღემდე ვერ ამოვხსენი, მაგრამ ამით იმაში დავრწმუნდი, რომ არც ისეთი კარგი ერი ვართ, როგორადაც გამუდმებით ვაჩვენებთ თავს ერთმანეთსაც და სხვებსაც. ჩვენ ახალი ცხოვრების დაწყება და ფეხზე დადგომა რამდენიმე თვეში შევძელით, ადამიანთა გარკვეული ნაწილი კი, რომელიც "აგვისტოს 5 დღეს" ტელევიზორში ნანახით იცნობს, დღემდე ფიქრობს, რომ სამაჩაბლოში ისევ ცხოვრობს ხალხი, ვიღაცას ჰგონია, რომ ომი გორში მოხდა და სამაჩაბლოს შესახებ არაფერი სმენია...

არა და, სინამდვილეში როგორი მძიმეა 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგი - აფხაზეთისა (კოდორის ხეობაში 22 სოფელი) და ცხინვალის რეგიონში (103 სოფელი) დაკარგული 125 სოფელი, 20 000-მდე დევნილი ადამიანი და მთავარი - ცოცხალი ოკუპაცია, რომელიც არ დასრულებულა და მავთულხლართებისა თუ ბანერების სახით ყოველდღიურად გვახსენებს თავს.

თამარაშენი 2016 წელი. იქ სადაც წლების წინ სახლი იდგა, ახლა ბალახი ბიბინებს...

08.08.08. - ეს არის თარიღი, რომელმაც ბავშვობასთან ერთად მთელი სამყარო წამართვა და სახეში მომახალა, 14 წლის ასაკში ბავშვობა უნდა დაასრულო და ცხოვრებას სხვა თვალით შეხედოო...

მთავარი ფოტო: ვიაჩესლავ კოჩეტკოვი

ელზა ელბაქიძე

AMBEBI.GE

ასევე ნახეთ: "აგვისტოს ომის კალენდარი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი