მსოფლიო
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ში დაკავებულ ავთანდილ ხურციძეს ვაჟი შეეძინა
აშშ-ში დაკავებულ ავთანდილ ხურციძეს ვაჟი შეეძინა

თით­ქმის სამი თვეა, რაც ქარ­თვე­ლი მოკ­რი­ვე ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძე ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ცი­ხე­შია. გუ­შინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ და­კა­ვე­ბულ მოკ­რი­ვეს ვაჟი შე­ე­ძი­ნა. ბი­ჭუ­ნა, რო­მელ­საც სა­ხე­ლად ტა­რი­ე­ლი და­არ­ქვეს, ნიუ იორკში და­ი­ბა­და. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას და ახალ­შო­ბი­ლის ფო­ტო­ებს "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე მოკ­რი­ვე მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი ავ­რცე­ლებს:

"და­ი­ბა­და ტა­რი­ელ ხურ­ცი­ძე, ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძის შვი­ლი. ვუ­ლო­ცავ ავ­თოს და მის ოჯახს პა­ტა­რა ვაჟ­კა­ცის და­ბა­დე­ბას" - წერს დვა­ლიშ­ვი­ლი.

ექ­ვსი სა­ჩემ­პი­ო­ნო ქამ­რის მფლო­ბე­ლი მოკ­რი­ვე ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძე ნიუ-იორკში და­ა­კა­ვეს. მას­თან ერ­თად აიყ­ვა­ნეს 15-მდე ქარ­თვე­ლი, რო­მელ­თაც ბრა­ლი რუ­სუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი სინ­დი­კა­ტის წევ­რო­ბა­ში ედე­ბათ. ხურ­ცი­ძეს­თან ერ­თად და­ა­კა­ვეს კი­დევ ერთი სპორ­ტსმე­ნი ლე­ვან მა­ყაშ­ვი­ლი, თუმ­ცა ის მა­ლე­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

აშშ-ის იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის სია ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: რაჟ­დენ შუ­ლა­ია, ზუ­რაბ ჯა­ნაშ­ვი­ლი, აკა­კი უბი­ლა­ვა, ჰამ­ლეტ უგუ­ლა­ვა, მა­მუ­კა ჩა­გა­ნა­ვა, მი­ხე­ილ თო­რა­ძე, ავ­თან­დილ კა­ნა­დაშ­ვი­ლი, ნაზო გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი, ზუ­რაბ ბუ­ზი­აშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ლო­მიშ­ვი­ლი, დი­ე­გო გა­ბი­სო­ნია, ლე­ვან მა­ყაშ­ვი­ლი, ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძე, ერეკ­ლე კე­რე­სე­ლი­ძე, ნი­კო­ლოზ ჯი­ქია.

აშშ-ში დაკავებულ ავთანდილ ხურციძეს ვაჟი შეეძინა

აშშ-ში დაკავებულ ავთანდილ ხურციძეს ვაჟი შეეძინა

თითქმის სამი თვეა, რაც ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე ამერიკის შეერთებული შტატების ციხეშია. გუშინ ცნობილი გახდა, რომ დაკავებულ მოკრივეს ვაჟი შეეძინა. ბიჭუნა, რომელსაც სახელად ტარიელი დაარქვეს, ნიუ იორკში დაიბადა. აღნიშნულ ინფორმაციას და ახალშობილის ფოტოებს "ფეისბუქის" გვერდზე მოკრივე მერაბ დვალიშვილი ავრცელებს:

"დაიბადა ტარიელ ხურციძე, ავთანდილ ხურციძის შვილი. ვულოცავ ავთოს და მის ოჯახს პატარა ვაჟკაცის დაბადებას" - წერს დვალიშვილი.

ექვსი საჩემპიონო ქამრის მფლობელი მოკრივე ავთანდილ ხურციძე ნიუ-იორკში დააკავეს. მასთან ერთად აიყვანეს 15-მდე ქართველი, რომელთაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. ხურციძესთან ერთად დააკავეს კიდევ ერთი სპორტსმენი ლევან მაყაშვილი, თუმცა ის მალევე გაათავისუფლეს.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული ქართველების სია ასე გამოიყურება: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, აკაკი უბილავა, ჰამლეტ უგულავა, მამუკა ჩაგანავა, მიხეილ თორაძე, ავთანდილ კანადაშვილი, ნაზო გაფრინდაშვილი, ზურაბ ბუზიაშვილი, გიორგი ლომიშვილი, დიეგო გაბისონია, ლევან მაყაშვილი, ავთანდილ ხურციძე, ერეკლე კერესელიძე, ნიკოლოზ ჯიქია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს