სოფელ ბერშუეთთან გამავალ საოკუპაციო ხაზთან სტუდენტების მიერ ორგანიზებული აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეებმა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია გააპროტესტეს.
მათი განცხადებით, დაუშვებელია იმ ქმედებების რეაგირების გარეშე დატოვება, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ცხინვალის მარიონეტულ ხელისუფლებასთან ერთად ახორციელებს. ახალგაზრდების თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ გაააქტიუროს საერთაშორისო თანამეგობრობასთან მოლაპარაკებები, დაგმოს მცოცავი ოკუპაცია, ასევე მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს სამოქალაქო სექტორმა.
საოკუპაციო ხაზთან, უსაფრთხოების მიზნით, მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები, რომლებიც გარდა პერიმეტრის დაცვისა, უზრუნველყოფდნენ აქციის მონაწილეების უსაფრთხო გადაადგილებას მიმდებარე ტერიტორიაზე.