კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკანასკნელი სადილი - მენიუ, რომელსაც სიკვდილის წინ მსჯავრდებულები ითხოვდნენ
უკანასკნელი სადილი - მენიუ, რომელსაც სიკვდილის წინ მსჯავრდებულები ითხოვდნენ

სტე­ი­კე­ბი, კი­ბორჩხა­ლე­ბი, ხილი, შემ­წვა­რი ქა­თა­მი, კრე­ვე­ტე­ბი, ღვი­ნო, ტკბი­ლე­უ­ლი - ეს გახ­ლავთ მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რისი მო­თხოვ­ნაც უკა­ნას­კნელ ტრა­პე­ზად შე­უძ­ლია სიკ­ვდილ­მის­ჯილ დამ­ნა­შა­ვეს. ტრა­დი­ცია, რომ უკა­ნას­კნე­ლი სა­დი­ლი მსჯავ­რდე­ბულს სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლის მი­ხედ­ვით შე­ერ­ჩია, დიდი ხა­ნია არ­სე­ბობს, თუმ­ცა 2011 წელს ტექ­სას­ში ეს წესი აიკ­რძა­ლა. გთა­ვა­ზობთ ტრა­პე­ზის ჩა­მო­ნათ­ვალს, რო­მე­ლიც სიკ­ვდილ­მის­ჯილ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა სას­ჯე­ლის მი­ღე­ბამ­დე უკა­ნას­კნელ საკ­ვე­ბად მო­ი­თხო­ვეს:

ველ­მა ბარ­დფილ­დი

სიკ­ვდი­ლით დას­ჯის თა­რი­ღი: 1984 წლის 2 ნო­ემ­ბე­რი

მე­ნიუ: დიდი ჩიფ­სე­ბის შეკ­ვრა და ერთი ქილა კოკა კოლა.

თა­ვი­დან ველ­მა სა­კუ­თა­რი პარტნი­ო­რის მკვლე­ლო­ბა­ში იყო ბრალ­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი­დევ ექ­ვსი მკვლე­ლო­ბა აღი­ა­რა, მათ შო­რის სა­კუ­თა­რი ქმრის და დე­დის.

ჯონ უეინ გე­ი­სი

სიკ­ვდი­ლით დას­ჯის თა­რი­ღი: 1994 წლის 10 მა­ი­სი

მე­ნიუ: მაგ­რად შემ­წვა­რი კრე­ვე­ტე­ბი, KFC-ს ქათ­მის დიდი პორ­ცია, ახა­ლი ალუ­ბა­ლი და შემ­წვა­რი კარ­ტო­ფი­ლი.

გე­ი­სი ამე­რი­კე­ლი სე­რი­უ­ლი მკვლე­ლი იყო, რო­მელ­მაც 1972 წლი­დან 1978 წლამ­დე 33 ადა­მი­ა­ნი მოკ­ლა. ის ცნო­ბი­ლი იყო მეტ­სა­ხე­ლით "მკვლე­ლი მას­ხა­რა", რად­გან ბავ­შვე­ბის წვე­უ­ლე­ბა­ზე მას­ხა­რას კოს­ტუმ­ში გა­მო­დი­ო­და.

ადოლფ ეიხ­მა­ნი

სიკ­ვდი­ლით დას­ჯის თა­რი­ღი: 1962 წლის 1 ივ­ნი­სი

მე­ნიუ: მშრა­ლი წი­თე­ლი ღვი­ნო

ოტო ადოლფ ეიხ­მა­ნი გერ­მა­ნე­ლი ოფი­ცე­რი და გეს­ტა­პოს თა­ნამ­შრო­მე­ლი "ებ­რა­უ­ლი სა­კი­თხის" გა­და­წყვე­ტა­ში იყო ბრალ­დე­ბუ­ლი. ომის წლებ­ში ეიხ­მან­მა ოთხი მი­ლი­ო­ნი ებ­რა­ე­ლი გა­ა­ნად­გუ­რა.

სემი ფედ­ლერ უმ­ცრო­სი

სიკ­ვდი­ლით დას­ჯის თა­რი­ღი: 1999 წლის 15 დე­კემ­ბე­რი

მე­ნიუ: ძრო­ხის ღვიძ­ლი, ათი ნა­ჭე­რი შემ­წვა­რი ქა­თა­მი, ათი ნა­ჭე­რი ბე­კო­ნი, ერთი ხახ­ვი, თხუთ­მე­ტი შემ­წვა­რი კრე­ვე­ტი, ატა­მი და ერთი ჭიქა რძე.

სემი ფედ­ლერ უმ­ცრო­სი 1975 წლის თე­ბერ­ვალს გა­ა­სა­მარ­თლეს 42 წლის ჯე­იმს ჰენ­ქსის მკვლე­ლო­ბის­თვის, რო­მე­ლიც ქვე­და კი­დუ­რე­ბის დამ­ბლით იყო და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. ღა­მით ფედ­ლე­რი მსხვერ­პლის სახ­ლში შე­ი­პა­რა ფუ­ლის მო­სა­პა­რად, მაგ­რამ ბი­ნის პატ­რონს გა­ეღ­ვი­ძა და საშ­ვე­ლად ხალ­ხის მოხმო­ბა და­ი­წყო. პა­ნი­კა­ში ფედ­ლერ­მა კაცი მაკ­რატ­ლით და­ჩე­ხა.

პოლ ნუნ­ციო

სიკ­ვდი­ლით დას­ჯის თა­რი­ღი: 2000 წლის 15 ივ­ნი­სი

მე­ნიუ: ენ­ჩი­ლა­და­სი და ბუ­რი­ტო (ტრა­დი­ცუ­ლი მექ­სი­კუ­რი საკ­ვე­ბი), შო­კო­ლა­დის ნა­ყი­ნი და მთლი­ა­ნი კან­ტა­ლუ­პი (გოგ­რი­სებ­რი ბოსტნე­უ­ლი).

ნუნ­ციო 61 წლის პო­ლი­ნა კრო­უ­ნო­ვე­რის მკვლე­ლო­ბა­ში ცნეს დამ­ნაშ­ვედ. ნუნ­ციო პო­ლი­ნას სახ­ლში შე­იჭ­რა, ცემა, გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა და მოკ­ლა. შემ­დეგ კი სახ­ლი­დან ორი ტე­ლე­ვი­ზო­რი, ვი­დე­ო­მაგ­ნი­ტო­ფო­ნი და ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა მო­ი­პა­რა.

ალენ ლი დე­ვი­სი

სიკ­ვდი­ლით დას­ჯის თა­რი­ღი: 1999 წლის 8 ივ­ლი­სი

მე­ნიუ: კი­ბორჩხა­ლას კუდი, შემ­წვა­რი კარ­ტო­ფი­ლი, შემ­წვა­რი კრე­ვე­ტე­ბი, ექ­ვსი უნ­ცია შემ­წვა­რი მო­ლუს­კი, ნა­ხე­ვა­რი პური და 32 უნ­ცია ლუდი.

1982 წლის 11 მა­ისს ალენ­მა ფეხ­მძი­მე ქალი და მისი ორი ქა­ლიშ­ვი­ლი მოკ­ლა. ქალი ცე­მა­ში მოკ­ლა, მისი ცხრა წლის ქა­ლიშ­ვი­ლი და­ა­ბა და ეს­რო­ლა, მე­ო­რე 5 წლის გო­გო­ნა კი მა­შინ მოკ­ლა ია­რა­ღის გას­რო­ლით, რო­დე­საც ბავ­შვი გაქ­ცე­ვას ცდი­ლობ­და.

დობი გი­ლის უი­ლი­ამ­სი

სიკ­ვდი­ლით დას­ჯის თა­რი­ღი: 1999 წლის 8 იან­ვა­რი

მე­ნიუ: 12 ცალი კან­ფე­ტი და ნა­ყი­ნი.

დობი გი­ლი­სი სა­სიკ­ვდი­ლო ინექ­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით და­სა­ჯეს ლუ­ი­ზი­ა­ნას შტატ­ში სონი ნი­პერ­სის მკვლე­ლო­ბის­თვის. ბრალ­დე­ბის ვერ­სი­ით, უი­ლი­ამ­სი კარ­ლის სახ­ლში შე­ვი­და 1984 წლის 8 ივ­ლისს და ქალი აბა­ზა­ნა­ში მოკ­ლა. უი­ლი­ამ­სის ბრა­ლე­უ­ლო­ბა სა­კა­მა­თოდ ით­ვლე­ბა. უკა­ნას­კნელ სი­ტყვად უი­ლი­ამსმა გა­ნა­ცხა­და: "მე უბ­რა­ლოდ მინ­და ვთქვა, რომ არ ვბრა­ზობ. ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ ყვე­ლა­ნი".

ლუი ჯონს უმ­ცრო­სი

სიკ­ვდი­ლით დას­ჯის თა­რი­ღი: 2003 წლის 18 მარ­ტი

მე­ნიუ: ახა­ლი ხილი

1995 წლის 18 თე­ბერ­ვალს ჯონ­სი სან ან­ჯე­ლოს სა­ო­მა­რი ბა­ზის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­იჭ­რა, 19 წლის გო­გო­ნა ია­რა­ღის მუ­ქა­რით გა­იყ­ვა­ნა ბა­ზი­დან, მი­იყ­ვა­ნა სახ­ლში, გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა და შემ­დეგ მოკ­ლა. ჯონსმა და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა.

გერი გილ­მო­რი

სიკ­ვდი­ლით დას­ჯის თა­რი­ღი: 1977 წლის 17 იან­ვა­რი

მე­ნიუ: ჰამ­ბურ­გე­რი, მაგ­რად მო­ხარ­შუ­ლი კვერ­ცხი, მო­ხარ­შუ­ლი კარ­ტო­ფი­ლი, რამ­დე­ნი­მე ჭიქა ყავა და ვის­კი.

1976 წლის 19 ივ­ლისს გილ­მორ­მა გა­ქურ­და და მოკ­ლა მაქ ჯენ­სე­ნი, რო­მე­ლიც ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გურ­ზე მუ­შა­ობ­და. მე­ო­რე დღეს მან გა­ქურ­და და მოკ­ლა სას­ტუმ­როს მე­ნე­ჯე­რი ბენი ბუშ­ნე­ლი. მისი ბოლო სი­ტყვე­ბი იყო "მოდი, მალე და­ვამ­თავ­როთ".

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Daily Mail-ის მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

უკანასკნელი სადილი - მენიუ, რომელსაც სიკვდილის წინ მსჯავრდებულები ითხოვდნენ

უკანასკნელი სადილი - მენიუ, რომელსაც სიკვდილის წინ მსჯავრდებულები ითხოვდნენ

სტეიკები, კიბორჩხალები, ხილი, შემწვარი ქათამი, კრევეტები, ღვინო, ტკბილეული - ეს გახლავთ მცირე ჩამონათვალი, რისი მოთხოვნაც უკანასკნელ ტრაპეზად შეუძლია სიკვდილმისჯილ დამნაშავეს. ტრადიცია, რომ უკანასკნელი სადილი მსჯავრდებულს საკუთარი სურვილის მიხედვით შეერჩია, დიდი ხანია არსებობს, თუმცა 2011 წელს ტექსასში ეს წესი აიკრძალა. გთავაზობთ ტრაპეზის ჩამონათვალს, რომელიც სიკვდილმისჯილმა ადამიანებმა სასჯელის მიღებამდე უკანასკნელ საკვებად მოითხოვეს:

ველმა ბარდფილდი

სიკვდილით დასჯის თარიღი: 1984 წლის 2 ნოემბერი

მენიუ: დიდი ჩიფსების შეკვრა და ერთი ქილა კოკა კოლა.

თავიდან ველმა საკუთარი პარტნიორის მკვლელობაში იყო ბრალდებული, მაგრამ მოგვიანებით კიდევ ექვსი მკვლელობა აღიარა, მათ შორის საკუთარი ქმრის და დედის.

ჯონ უეინ გეისი

სიკვდილით დასჯის თარიღი: 1994 წლის 10 მაისი

მენიუ: მაგრად შემწვარი კრევეტები, KFC-ს ქათმის დიდი პორცია, ახალი ალუბალი და შემწვარი კარტოფილი.

გეისი ამერიკელი სერიული მკვლელი იყო, რომელმაც 1972 წლიდან 1978 წლამდე 33 ადამიანი მოკლა. ის ცნობილი იყო მეტსახელით "მკვლელი მასხარა", რადგან ბავშვების წვეულებაზე მასხარას კოსტუმში გამოდიოდა.

ადოლფ ეიხმანი

სიკვდილით დასჯის თარიღი: 1962 წლის 1 ივნისი

მენიუ: მშრალი წითელი ღვინო

ოტო ადოლფ ეიხმანი გერმანელი ოფიცერი და გესტაპოს თანამშრომელი "ებრაული საკითხის" გადაწყვეტაში იყო ბრალდებული. ომის წლებში ეიხმანმა ოთხი მილიონი ებრაელი გაანადგურა.

სემი ფედლერ უმცროსი

სიკვდილით დასჯის თარიღი: 1999 წლის 15 დეკემბერი

მენიუ: ძროხის ღვიძლი, ათი ნაჭერი შემწვარი ქათამი, ათი ნაჭერი ბეკონი, ერთი ხახვი, თხუთმეტი შემწვარი კრევეტი, ატამი და ერთი ჭიქა რძე.

სემი ფედლერ უმცროსი 1975 წლის თებერვალს გაასამართლეს 42 წლის ჯეიმს ჰენქსის მკვლელობისთვის, რომელიც ქვედა კიდურების დამბლით იყო დაავადებული. ღამით ფედლერი მსხვერპლის სახლში შეიპარა ფულის მოსაპარად, მაგრამ ბინის პატრონს გაეღვიძა და საშველად ხალხის მოხმობა დაიწყო. პანიკაში ფედლერმა კაცი მაკრატლით დაჩეხა.

პოლ ნუნციო

სიკვდილით დასჯის თარიღი: 2000 წლის 15 ივნისი

მენიუ: ენჩილადასი და ბურიტო (ტრადიცული მექსიკური საკვები), შოკოლადის ნაყინი და მთლიანი კანტალუპი (გოგრისებრი ბოსტნეული).

ნუნციო 61 წლის პოლინა კროუნოვერის მკვლელობაში ცნეს დამნაშვედ. ნუნციო პოლინას სახლში შეიჭრა, ცემა, გააუპატიურა და მოკლა. შემდეგ კი სახლიდან ორი ტელევიზორი, ვიდეომაგნიტოფონი და ძვირფასეულობა მოიპარა.

ალენ ლი დევისი

სიკვდილით დასჯის თარიღი: 1999 წლის 8 ივლისი

მენიუ: კიბორჩხალას კუდი, შემწვარი კარტოფილი, შემწვარი კრევეტები, ექვსი უნცია შემწვარი მოლუსკი, ნახევარი პური და 32 უნცია ლუდი.

1982 წლის 11 მაისს ალენმა ფეხმძიმე ქალი და მისი ორი ქალიშვილი მოკლა. ქალი ცემაში მოკლა, მისი ცხრა წლის ქალიშვილი დააბა და ესროლა, მეორე 5 წლის გოგონა კი მაშინ მოკლა იარაღის გასროლით, როდესაც ბავშვი გაქცევას ცდილობდა.

დობი გილის უილიამსი

სიკვდილით დასჯის თარიღი: 1999 წლის 8 იანვარი

მენიუ: 12 ცალი კანფეტი და ნაყინი.

დობი გილისი სასიკვდილო ინექციის საშუალებით დასაჯეს ლუიზიანას შტატში სონი ნიპერსის მკვლელობისთვის. ბრალდების ვერსიით, უილიამსი კარლის სახლში შევიდა 1984 წლის 8 ივლისს და ქალი აბაზანაში მოკლა. უილიამსის ბრალეულობა საკამათოდ ითვლება. უკანასკნელ სიტყვად უილიამსმა განაცხადა: "მე უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ არ ვბრაზობ. ღმერთმა დაგლოცოთ ყველანი".

ლუი ჯონს უმცროსი

სიკვდილით დასჯის თარიღი: 2003 წლის 18 მარტი

მენიუ: ახალი ხილი

1995 წლის 18 თებერვალს ჯონსი სან ანჯელოს საომარი ბაზის ტერიტორიაზე შეიჭრა, 19 წლის გოგონა იარაღის მუქარით გაიყვანა ბაზიდან, მიიყვანა სახლში, გააუპატიურა და შემდეგ მოკლა. ჯონსმა დანაშაული აღიარა.

გერი გილმორი

სიკვდილით დასჯის თარიღი: 1977 წლის 17 იანვარი

მენიუ: ჰამბურგერი, მაგრად მოხარშული კვერცხი, მოხარშული კარტოფილი, რამდენიმე ჭიქა ყავა და ვისკი.

1976 წლის 19 ივლისს გილმორმა გაქურდა და მოკლა მაქ ჯენსენი, რომელიც ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობდა. მეორე დღეს მან გაქურდა და მოკლა სასტუმროს მენეჯერი ბენი ბუშნელი. მისი ბოლო სიტყვები იყო "მოდი, მალე დავამთავროთ".

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს