კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ვოლსკი - ჩაქუჩის დარტყმის არავითარი სურვილი და ხასიათი არ მაქვს
გიორგი ვოლსკი - ჩაქუჩის დარტყმის არავითარი სურვილი და ხასიათი არ მაქვს

პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე კენ­ჭისყ­რე­ბი ხვა­ლის­თვის გა­და­ი­დო და სხდო­მა და­ხუ­რუ­ლად გა­მო­ცხად­და.

საქ­მე ისაა, რომ პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე კენ­ჭისყ­რე­ბი­სას სხვი­სი პულ­ტე­ბით ხმის მი­ცე­მის სა­ვა­რა­უ­დო ფაქტს ჰქონ­და ად­გი­ლი. სხვი­სი პულ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რმა ხა­თუ­ნა გო­გო­რიშ­ვილ­მა და­ა­ფიქ­სი­რა. მან ის დე­პუ­ტა­ტე­ბი და­ა­სა­ხე­ლა, რომ­ლე­ბიც სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში არ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა გო­გო­რიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ კენ­ჭისყ­რე­ბის წინ რე­გის­ტრა­ცია გა­ი­ა­რეს.

სხდო­მის თავ­მჯდო­მა­რემ გი­ორ­გი ვოლ­სკიმ სპრო­ცე­დუ­რო სა­კი­თხთა და წე­სე­ბის კო­მი­ტეტს მო­უ­წო­და, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხით და­ინ­ტე­რეს­დეს და სხდო­მა­ზე ტექ­ნი­კუ­რი შეს­ვე­ნე­ბა გა­მო­ა­ცხა­და. შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ კი გი­ორ­გი ვოლ­სკიმ სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

"მარ­თა­ლი გი­თხრათ არ მო­ვე­ლო­დი, ჩემი ეჭვი იმის თა­ო­ბა­ზე, რომ რამ­დე­ნი­მე დე­პუ­ტა­ტი აკ­ლია, და­დას­ტურ­და. მე არა მგო­ნია, რომ სა­ჭი­რო იყოს და­მა­ტე­ბი­თი რე­გის­ტრა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა. კი­დევ ერთხელ ვა­დას­ტუ­რებ იმას, რომ რამ­დენ­ჯერ­მე მო­ვი­თხო­ვე - დიდი რა­ო­დე­ნო­ბა ხალ­ხი არ ნიშ­ნავს იმას, რომ ვინ­მემ თავს უფ­ლე­ბა მის­ცეს და­ტო­ვოს სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი იმ იმე­დით, რომ კო­ლე­გე­ბი ად­გილ­ზე არი­ან. ამა­ვე დროს, მო­ვი­ლა­პა­რა­კეთ და ვფიქ­რობთ, საპ­რო­ცე­დუ­რო კო­მი­ტეტ­მა უფრო ღრმად უდან ჩა­ი­ხე­დოს ამ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა დროც არ უდნა დას­ჭრი­დეს ამას და კენ­ჭისყ­რე­ბი გა­ვაგ­რძე­ლოთ ხვალ, 12:00 სა­ა­თის­თვის ყვე­ლას უკ­ლებ­ლივ გთხოვთ, ვი­ყოთ სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში. ბი­უ­რო, შე­სა­ბა­მი­სად, ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით ადრე ჩა­ტარ­დე­ბა. სხდო­მას და­ხუ­რუ­ლად ვა­ცხა­დებ, ჩა­ქუ­ჩის დარ­ტყმის არა­ვი­თა­რი სურ­ვი­ლი და ხა­სი­ა­თი არ მაქვს", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ვოლ­სკიმ.

პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მის წამ­ყვან­მა, ვიცე-სპი­კერ­მა გი­ორ­გი ვოლ­სკიმ პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა ისე და­ხუ­რა, რომ ჩა­ქუ­ჩი არ და­ურ­ტყამს. რეგ­ლა­მენ­ტის 135-ე მუხ­ლის თა­ნახ­მად კი, სხდო­მის წამ­ყვა­ნი ვალ­დე­ბუ­ლია, დე­პუ­ტა­ტებს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბა ჩა­ქუ­ჩის სამი დარ­ტყმით აც­ნო­ბოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

გიორგი ვოლსკი - ჩაქუჩის დარტყმის არავითარი სურვილი და ხასიათი არ მაქვს

გიორგი ვოლსკი - ჩაქუჩის დარტყმის არავითარი სურვილი და ხასიათი არ მაქვს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრები ხვალისთვის გადაიდო და სხდომა დახურულად გამოცხადდა.

საქმე ისაა, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრებისას სხვისი პულტებით ხმის მიცემის სავარაუდო ფაქტს ჰქონდა ადგილი. სხვისი პულტების გამოყენება უმცირესობის წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა დააფიქსირა. მან ის დეპუტატები დაასახელა, რომლებიც სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდნენ, თუმცა გოგორიშვილის ინფორმაციით, მათ კენჭისყრების წინ რეგისტრაცია გაიარეს.

სხდომის თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ სპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს მოუწოდა, აღნიშნული საკითხით დაინტერესდეს და სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოაცხადა. შესვენების შემდეგ კი გიორგი ვოლსკიმ სხდომის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.

"მართალი გითხრათ არ მოველოდი, ჩემი ეჭვი იმის თაობაზე, რომ რამდენიმე დეპუტატი აკლია, დადასტურდა. მე არა მგონია, რომ საჭირო იყოს დამატებითი რეგისტრაციის ჩატარება. კიდევ ერთხელ ვადასტურებ იმას, რომ რამდენჯერმე მოვითხოვე - დიდი რაოდენობა ხალხი არ ნიშნავს იმას, რომ ვინმემ თავს უფლება მისცეს დატოვოს სხდომათა დარბაზი იმ იმედით, რომ კოლეგები ადგილზე არიან. ამავე დროს, მოვილაპარაკეთ და ვფიქრობთ, საპროცედურო კომიტეტმა უფრო ღრმად უდან ჩაიხედოს ამ საკითხებთან დაკავშირებით, რა დროც არ უდნა დასჭრიდეს ამას და კენჭისყრები გავაგრძელოთ ხვალ, 12:00 საათისთვის ყველას უკლებლივ გთხოვთ, ვიყოთ სხდომათა დარბაზში. ბიურო, შესაბამისად, ნახევარი საათით ადრე ჩატარდება. სხდომას დახურულად ვაცხადებ, ჩაქუჩის დარტყმის არავითარი სურვილი და ხასიათი არ მაქვს", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის პლენარული სხდომის წამყვანმა, ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის სხდომა ისე დახურა, რომ ჩაქუჩი არ დაურტყამს. რეგლამენტის 135-ე მუხლის თანახმად კი, სხდომის წამყვანი ვალდებულია, დეპუტატებს სხდომის დასრულება ჩაქუჩის სამი დარტყმით აცნობოს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."