მსოფლიო
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პეტრე ოცხელის 30 ნამუშევარს რესტავრაცია ჩაუტარდება
პეტრე ოცხელის 30 ნამუშევარს რესტავრაცია ჩაუტარდება

წელს, ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა თე­ატ­რის გა­მორ­ჩე­უ­ლი მხატ­ვრის, ქარ­თუ­ლი მო­დერ­ნიზ­მის ერთ-ერთი სუ­ლის­ჩამ­დგმე­ლის, ქარ­თუ­ლი სცე­ნოგ­რა­ფი­ის, რო­გორც პრო­ფე­სი­უ­ლი დარ­გის ფუ­ძემ­დებ­ლის პეტ­რე ოცხე­ლის, და­ბა­დე­ბის 110-ე წლის­თავს აღ­ნიშ­ნავს.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, "თი­ბი­სი ბანკსა" და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლეს შო­რის ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად ხორ­ცი­ელ­დე­ბა ის­ტო­რი­უ­ლი პრო­ექ­ტი, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც "თი­ბი­სი ბან­კი" უზ­რუნ­ველ­ყოფს მხატ­ვრის 30 ნა­მუ­შევ­რის კონ­სერ­ვა­ცია-რეს­ტავ­რა­ცი­ას.

აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­უ­ტარ­დე­ბა ოცხე­ლის მიერ შექ­მნილ დე­კო­რა­ცი­ი­სა და კოს­ტი­უ­მის ეს­კი­ზებს, სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში შეს­რუ­ლე­ბულ ნა­ტურ­მორ­ტს, სა­მუ­შაო ჩა­ნა­ხა­ტებს ქარ­თუ­ლი ცეკ­ვე­ბი­სათ­ვის და მის სხვა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის აქამ­დე უც­ნობ ნა­მუ­შევ­რებს.

პეტ­რე ოცხე­ლის წვლი­ლი ქარ­თულ სცე­ნოგ­რა­ფი­ა­ში გა­ნუ­ზო­მე­ლია, მან თა­ვი­სი ხან­მოკ­ლე ცხოვ­რე­ბა თე­ატრს და­უ­კავ­ში­რა. 20 წლი­სამ თბი­ლი­სის მუ­შა­თა თე­ატ­რში გა­ა­ფორ­მა ლუ­ნა­ჩარ­სკის პი­ე­სა "ცე­ცხლის გამ­ჩა­ღებ­ლე­ბი", რომ­ლის ნახ­ვის შემ­დეგ, კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლი ეს­კი­ზე­ბით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი დარ­ჩა. მან ეს­კი­ზებ­ში იშ­ვი­ა­თი ნი­ჭის მხატ­ვა­რი და­ი­ნა­ხა, რო­მე­ლიც შე­სა­ნიშ­ნა­ვად ფლობ­და და გრძნობ­და სცე­ნურ სივ­რცეს, ფე­რებს, შუქ-ჩრდი­ლებს. დიდ­მა რე­ჟი­სორ­მა პეტ­რე ოცხელ­ში მო­აზ­როვ­ნე, გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი მხატ­ვა­რი ამო­იც­ნო და თე­ატ­რში მთა­ვარ მხატ­ვრად მი­იწ­ვია.

ოცხე­ლი 1937 წელს, 30 წლის ასაკ­ში, ბოლ­შე­ვი­კებ­მა დახ­ვრი­ტეს. იღ­ვა­წა მხო­ლოდ 9 წელი, თუმ­ცა მო­ას­წრო გა­ე­ფორ­მე­ბი­ნა 28 სპექ­ტაკ­ლი, აქე­დან 21 გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი. თა­ვი­სი მნიშ­ვნე­ლო­ბით, ამ სპექ­ტაკ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა ქარ­თუ­ლი სა­თე­ატ­რო ხე­ლოვ­ნე­ბის სა­გან­ძურ­ში შე­ვი­და.

რო­გორც AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში, ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის დი­რექ­ტორ­მა, გი­ორ­გი კა­ლან­დი­ამ აღ­ნიშ­ნა, იმ ნა­მუ­შევ­რებს, რომ­ლებ­საც რეს­ტავ­რა­ცია უტარ­დე­ბათ, აქამ­დე სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბა არ ექ­ცე­ო­და. ეს პრო­ექ­ტი კი, უპ­რე­ცენ­დენ­ტოა და მიზ­ნად ისა­ხავს პეტ­რე ოცხე­ლის უნი­კა­ლუ­რი, სა­ე­ტა­პო ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­დარ­ჩე­ნა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გაც­ნო­ბას.

გი­ორ­გი კა­ლან­დია: "პეტ­რე ოცხე­ლის კო­ლექ­ცი­ას უტარ­დე­ბა უპ­რე­ცე­დენ­ტო კონ­სერ­ვა­ცი­ი­სა და რეს­ტავ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი, იმი­ტომ რომ ეს ნა­ხა­ტე­ბი შექ­მნის დღი­დან არა­სო­დეს არ მოქ­ცე­უ­ლა ამ პრო­ცე­სის ქვეშ, არა­და დრომ თა­ვი­სი გა­ა­კე­თა, გარ­და ამი­სა, საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში ამ ნა­ხა­ტებს, რა თქმა უნდა, სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბა არ ექ­ცე­ო­და და სა­ი­უ­ბი­ლე­ოდ მომ­ზად­და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს ამ კო­ლექ­ცი­ის გა­დარ­ჩე­ნას.

სა­ი­უ­ბი­ლე­ოდ ჩვენ მი­ვი­ღებთ იმ შე­დეგს, რომ უნი­კა­ლუ­რი და სა­ე­ტა­პო ნა­მუ­შევ­რე­ბი პეტ­რე ოცხე­ლი­სა, ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას წა­რუდ­გე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად მოვ­ლი­ლი და ისე­თი, რო­გორ­საც ითხოვს თა­ნა­მედ­რო­ვე სა­მუ­ზე­უ­მო სტან­დარ­ტე­ბი.

- უფრო მე­ტად რო­მელ ნა­მუ­შე­ვარს გა­მო­არ­ჩევ­დით?

- პეტ­რე ოცხე­ლის ნა­მუ­შევ­რე­ბი­დან ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლია ნა­მუ­შე­ვა­რი სპექ­ტაკლ "მფრი­ნა­ვი მღე­ბა­ვის­თვის" ის გახ­და "გუ­გლის" კულ­ტუ­რუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის ვირ­ტუ­ა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი ექ­სპო­ნა­ტი, ამ სპექ­ტაკ­ლის ეს­კი­ზებ­საც უტარ­დე­ბათ რეს­ტავ­რა­ცია. რეს­ტავ­რა­ცი­ის შე­დე­გად, მი­ვი­ღეთ ის, რომ გა­მოჩ­ნდა ბევ­რი უც­ნო­ბი ნა­მუ­შე­ვა­რი, რო­მე­ლიც იყო და­ფა­რუ­ლი მუ­ყა­ოს ფე­ნის ქვეშ და აქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე დამ­თვა­ლი­ე­რე­ბე­ლი სა­ი­უ­ბი­ლე­ოდ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ნა­მუ­შევ­რებს იხი­ლავს.

- რო­დის დას­რულ­დე­ბა რეს­ტავ­რა­ცია?

- რეს­ტავ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი არის საკ­მა­ოდ რთუ­ლი, ვრცე­ლი და შრო­მა­ტე­ვა­დი საქ­მე, ჩვენ გათ­ვლი­ლი გვაქვს, რომ და­ახ­ლო­ე­ბით სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს და­ვამ­თავ­როთ, თუმ­ცა რეს­ტავ­რა­ცია ვერ ისა­ხავს მიზ­ნად სწრა­ფად მუ­შა­ო­ბას და ხში­რად ვა­დებ­საც სცდე­ბა. თუ სა­ჭი­რო გახ­და და ექ­სპო­ნა­ტებ­მა მო­ი­თხო­ვა პრო­ცე­სის გაგ­რძე­ლე­ბა, ალ­ბათ ეს პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დე­ბა.

"თი­ბი­სი ბან­კის" კორ­პო­რა­ცი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დი­რექ­ტო­რი თა­მარ კირ­ვა­ლი­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ "თი­ბი­სის­თვის" მსგავს პრო­ექ­ტებ­ში ჩარ­თუ­ლო­ბა, ძვე­ლი შე­დევ­რე­ბის რეს­ტავ­რი­რე­ბა და ახა­ლი ტა­ლან­ტე­ბის აღ­მო­ჩე­ნა ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბაა.

"თი­ბი­სის" ჩარ­თუ­ლო­ბა ხე­ლოვ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრო­ექ­ტებ­ში, მხარ­და­ჭე­რა, ახა­ლი ტა­ლან­ტე­ბის აღ­მო­ჩე­ნა და რეს­ტავ­რა­ცია უკვე ჩვე­ნი ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბა გახ­და. თუ გახ­სოვთ, ცოტა ხნის წინ იყო ფი­როს­მა­ნის გა­მო­ფე­ნა "თი­ბი­სის" სივ­რცე­ში, მისი ორი ნა­მუ­შევ­რის აღ­დგე­ნა მოხ­და. ასეთ­მა გა­მო­ფე­ნებ­მა უკვე შე­ი­ძი­ნა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ფუნ­ქცია - იყო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა, მო­დი­ოდ­ნენ 20-20 კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფე­ბით ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. გა­ვა­კე­თეთ სპე­ცი­ა­ლუ­რი ანი­მა­ცია, რო­მე­ლიც ბავ­შვე­ბის­თვის ად­ვი­ლად გა­სა­გე­ბი ენით ყვე­ბო­და ფი­როს­მან­ზე.

და­ახ­ლო­ე­ბით ამ ფორ­მა­ტით და კი­დევ უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სხვა­დას­ხვა ტი­პის კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბით გვინ­და გა­ვაც­ნოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას პეტ­რე ოცხე­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად უფრო მეტს იმ­სა­ხუ­რებს ვიდ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბა მას იც­ნობს. ჩვენ­თვის სა­ა­მა­ყოა რომ ასე­თი პრო­ექ­ტი გა­ვა­კე­თეთ წელს, რო­დე­საც არის პეტ­რე ოცხე­ლის და­ბა­დე­ბი­დან 110 წლის იუ­ბი­ლე და ჩვე­ნი ბან­კის 25 წლის იუ­ბი­ლე. სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ არა­მარ­ტო შე­დე­გებს ვა­ჯა­მებთ, არა­მედ ასეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან, ის­ტო­რი­ულ თა­რიღს, ის­ტო­რი­უ­ლი პრო­ექ­ტე­ბი­თაც ვხვდე­ბით" - გვი­თხრა თა­მარ კირ­ვა­ლი­ძემ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის რეს­ტავ­რა­ტო­რე­ბი მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში ბევრ სი­ახ­ლეს აწყდე­ბი­ან. მათი თქმით, სა­ინ­ტე­რე­სოა ისე­თი ცნო­ბი­ლი სპექ­ტაკ­ლე­ბის ეს­კი­ზებ­თან მუ­შა­ო­ბა, რო­გო­რიც არის "ოტე­ლო", "მფრი­ნა­ვი მღე­ბა­ვი" "მშე­ნე­ბე­ლი სოლ­ნე­სი". მხატ­ვარ-რეს­ტავ­რა­ტო­რი რუ­ი­ზან კას­რა­ძის თქმით, რეს­ტავ­რა­ცია-კონ­სერ­ვი­რე­ბის პრო­ცე­სი, შრო­მა­ტე­ვა­დია, თი­თო­ე­ულ დე­ტალს სა­ა­თო­ბით მუ­შა­ო­ბა სჭირ­დე­ბა, ხში­რად, ერთ ნა­მუ­შე­ვარ­ზე აღ­მო­უ­ჩე­ნი­ათ მე­ო­რე მხა­რეს მხატ­ვრის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი სხვა ჩა­ნა­ხა­ტი.

პეტ­რე ოცხე­ლის ნა­მუ­შევ­რე­ბის რეს­ტავ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი რამ­დე­ნი­მე თვეს გაგ­რძელ­დე­ბა, ხოლო ოქ­ტომ­ბერ­ში დას­რუ­ლე­ბუ­ლი სა­ხით, ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ის­თვის აქამ­დე უც­ნობ შე­დევ­რებს, დამ­თვა­ლი­ე­რე­ბე­ლი "თი­ბი­სი ბან­კის" სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცე­ში იხი­ლავს.

თეკ­ლე ჯა­ნე­ლი­ძე

AMBEBI.GE

Georgian artist Petre Otskheli’s artworks to be restored

პეტრე ოცხელის 30 ნამუშევარს რესტავრაცია ჩაუტარდება

პეტრე ოცხელის 30 ნამუშევარს რესტავრაცია ჩაუტარდება

წელს, ქართული საზოგადოება თეატრის გამორჩეული მხატვრის, ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი სულისჩამდგმელის, ქართული სცენოგრაფიის, როგორც პროფესიული დარგის ფუძემდებლის პეტრე ოცხელის, დაბადების 110-ე წლისთავს აღნიშნავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, "თიბისი ბანკსა" და საქართველოს ხელოვნების სასახლეს შორის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად ხორციელდება ისტორიული პროექტი, რომლის ფარგლებშიც "თიბისი ბანკი" უზრუნველყოფს მხატვრის 30 ნამუშევრის კონსერვაცია-რესტავრაციას.

აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდება ოცხელის მიერ შექმნილ დეკორაციისა და კოსტიუმის ესკიზებს, სტუდენტობის პერიოდში შესრულებულ ნატურმორტს, სამუშაო ჩანახატებს ქართული ცეკვებისათვის და მის სხვა, საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ ნამუშევრებს.

პეტრე ოცხელის წვლილი ქართულ სცენოგრაფიაში განუზომელია, მან თავისი ხანმოკლე ცხოვრება თეატრს დაუკავშირა. 20 წლისამ თბილისის მუშათა თეატრში გააფორმა ლუნაჩარსკის პიესა "ცეცხლის გამჩაღებლები", რომლის ნახვის შემდეგ, კოტე მარჯანიშვილი ესკიზებით აღფრთოვანებული დარჩა. მან ესკიზებში იშვიათი ნიჭის მხატვარი დაინახა, რომელიც შესანიშნავად ფლობდა და გრძნობდა სცენურ სივრცეს, ფერებს, შუქ-ჩრდილებს. დიდმა რეჟისორმა პეტრე ოცხელში მოაზროვნე, გემოვნებიანი მხატვარი ამოიცნო და თეატრში მთავარ მხატვრად მიიწვია.

ოცხელი 1937 წელს, 30 წლის ასაკში, ბოლშევიკებმა დახვრიტეს. იღვაწა მხოლოდ 9 წელი, თუმცა მოასწრო გაეფორმებინა 28 სპექტაკლი, აქედან 21 განხორციელებული. თავისი მნიშვნელობით, ამ სპექტაკლების უმეტესობა ქართული სათეატრო ხელოვნების საგანძურში შევიდა.

როგორც AMBEBI.GE-სთან საუბარში, ხელოვნების სასახლის დირექტორმა, გიორგი კალანდიამ აღნიშნა, იმ ნამუშევრებს, რომლებსაც რესტავრაცია უტარდებათ, აქამდე სათანადო ყურადღება არ ექცეოდა. ეს პროექტი კი, უპრეცენდენტოა და მიზნად ისახავს პეტრე ოცხელის უნიკალური, საეტაპო ნამუშევრების გადარჩენასა და საზოგადოებისთვის გაცნობას.

გიორგი კალანდია: "პეტრე ოცხელის კოლექციას უტარდება უპრეცედენტო კონსერვაციისა და რესტავრაციის პროცესი, იმიტომ რომ ეს ნახატები შექმნის დღიდან არასოდეს არ მოქცეულა ამ პროცესის ქვეშ, არადა დრომ თავისი გააკეთა, გარდა ამისა, საბჭოთა პერიოდში ამ ნახატებს, რა თქმა უნდა, სათანადო ყურადღება არ ექცეოდა და საიუბილეოდ მომზადდა ძალიან საინტერესო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ამ კოლექციის გადარჩენას.

საიუბილეოდ ჩვენ მივიღებთ იმ შედეგს, რომ უნიკალური და საეტაპო ნამუშევრები პეტრე ოცხელისა, ქართულ საზოგადოებას წარუდგება აბსოლუტურად მოვლილი და ისეთი, როგორსაც ითხოვს თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტები.

- უფრო მეტად რომელ ნამუშევარს გამოარჩევდით?

- პეტრე ოცხელის ნამუშევრებიდან ყველაზე ცნობილია ნამუშევარი სპექტაკლ "მფრინავი მღებავისთვის" ის გახდა "გუგლის" კულტურული ინსტიტუტის ვირტუალური გამოფენის ერთ-ერთი წამყვანი ექსპონატი, ამ სპექტაკლის ესკიზებსაც უტარდებათ რესტავრაცია. რესტავრაციის შედეგად, მივიღეთ ის, რომ გამოჩნდა ბევრი უცნობი ნამუშევარი, რომელიც იყო დაფარული მუყაოს ფენის ქვეშ და აქიდან გამომდინარე დამთვალიერებელი საიუბილეოდ ძალიან საინტერესო ნამუშევრებს იხილავს.

- როდის დასრულდება რესტავრაცია?

- რესტავრაციის პროცესი არის საკმაოდ რთული, ვრცელი და შრომატევადი საქმე, ჩვენ გათვლილი გვაქვს, რომ დაახლოებით სექტემბრის ბოლოს დავამთავროთ, თუმცა რესტავრაცია ვერ ისახავს მიზნად სწრაფად მუშაობას და ხშირად ვადებსაც სცდება. თუ საჭირო გახდა და ექსპონატებმა მოითხოვა პროცესის გაგრძელება, ალბათ ეს პროცესი გაგრძელდება.

"თიბისი ბანკის" კორპორაციული კომუნიკაციების დირექტორი თამარ კირვალიძე აღნიშნავს, რომ "თიბისისთვის" მსგავს პროექტებში ჩართულობა, ძველი შედევრების რესტავრირება და ახალი ტალანტების აღმოჩენა ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა.

"თიბისის" ჩართულობა ხელოვნებასთან დაკავშირებულ პროექტებში, მხარდაჭერა, ახალი ტალანტების აღმოჩენა და რესტავრაცია უკვე ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება გახდა. თუ გახსოვთ, ცოტა ხნის წინ იყო ფიროსმანის გამოფენა "თიბისის" სივრცეში, მისი ორი ნამუშევრის აღდგენა მოხდა. ასეთმა გამოფენებმა უკვე შეიძინა საგანმანათლებლო ფუნქცია - იყო სკოლის მოსწავლეების ჩართულობა, მოდიოდნენ 20-20 კაციანი ჯგუფებით ორი თვის განმავლობაში. გავაკეთეთ სპეციალური ანიმაცია, რომელიც ბავშვებისთვის ადვილად გასაგები ენით ყვებოდა ფიროსმანზე.

დაახლოებით ამ ფორმატით და კიდევ უფრო მრავალფეროვანი სხვადასხვა ტიპის კომუნიკაციებით გვინდა გავაცნოთ საზოგადოებას პეტრე ოცხელის შემოქმედება, რომელიც ნამდვილად უფრო მეტს იმსახურებს ვიდრე საზოგადოება მას იცნობს. ჩვენთვის საამაყოა რომ ასეთი პროექტი გავაკეთეთ წელს, როდესაც არის პეტრე ოცხელის დაბადებიდან 110 წლის იუბილე და ჩვენი ბანკის 25 წლის იუბილე. სასიხარულოა, რომ არამარტო შედეგებს ვაჯამებთ, არამედ ასეთ მნიშვნელოვან, ისტორიულ თარიღს, ისტორიული პროექტებითაც ვხვდებით" - გვითხრა თამარ კირვალიძემ.

აღსანიშნავია, რომ ხელოვნების სასახლის რესტავრატორები მუშაობის პროცესში ბევრ სიახლეს აწყდებიან. მათი თქმით, საინტერესოა ისეთი ცნობილი სპექტაკლების ესკიზებთან მუშაობა, როგორიც არის "ოტელო", "მფრინავი მღებავი" "მშენებელი სოლნესი". მხატვარ-რესტავრატორი რუიზან კასრაძის თქმით, რესტავრაცია-კონსერვირების პროცესი, შრომატევადია, თითოეულ დეტალს საათობით მუშაობა სჭირდება, ხშირად, ერთ ნამუშევარზე აღმოუჩენიათ მეორე მხარეს მხატვრის მიერ გაკეთებული სხვა ჩანახატი.

პეტრე ოცხელის ნამუშევრების რესტავრაციის პროცესი რამდენიმე თვეს გაგრძელდება, ხოლო ოქტომბერში დასრულებული სახით, ფართო აუდიტორიისთვის აქამდე უცნობ შედევრებს, დამთვალიერებელი "თიბისი ბანკის" საგამოფენო სივრცეში იხილავს.

თეკლე ჯანელიძე

AMBEBI.GE

Georgian artist Petre Otskheli’s artworks to be restored