კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტმა კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით მიიღო

პარ­ლა­მენ­ტმა კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი მე­ო­რე მოს­მე­ნით მი­ი­ღო პარ­ლა­მენ­ტმა კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი მე­ო­რე მოს­მე­ნით მი­ი­ღო. სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებს მუხ­ლობ­რი­ვი გან­ხილ­ვის ფარ­გლებ­ში 115 ხმით და­უ­ჭი­რეს მხა­რი.

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ დღეს გა­მარ­თუ­ლი მუხ­ლობ­რი­ვი გან­ხილ­ვე­ბი­სას დე­პუ­ტა­ტე­ბის მიერ გა­მოთ­ქმუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბის ნა­წი­ლი გა­ი­ზი­ა­რა, რაც კა­ნონპ­რო­ექ­ტში აი­სა­ხა. კერ­ძოდ, დი­მიტ­რი ხუნ­და­ძის წი­ნა­და­დე­ბის თა­ნახ­მად, პრო­ექ­ტში ჩა­ი­წე­რა, რომ სა­ხელ­მწი­ფო ზრუ­ნავს ქვეყ­ნის მთე­ლი ტე­რი­ტო­რი­ის რო­გორც თა­ნა­ბა­რი სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი, ასე­ვე, დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის.

დე­პუ­ტატ ნუკ­რი ქან­თა­რი­ას მო­საზ­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, კონ­სტი­ტუ­ცი­ის მე-5 მუხ­ლში ჩა­ი­წე­რა, რომ სა­ხელ­მწი­ფო ზრუ­ნავს ეროვ­ნუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის და თვითმყო­ფა­დო­ბის დაც­ვა­ზე.

ამა­ვე მუხ­ლში ცალ­კე პუნ­ქტად ჩა­ი­წე­რა, რომ სა­ხელ­მწი­ფო ზრუ­ნავს სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის დამ­კვიდ­რე­ბა­ზე, ბავ­შვე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდე­ბის ფი­ზი­კურ აღ­ზრდა­სა და სპორ­ტში მათ ჩარ­თვა­ზე.

პარ­ლა­მენ­ტის წევრ გი­ორ­გი ხა­ტი­ძის წი­ნა­და­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­იც­ვა­ლა რო­გორც მე-8 მუხ­ლის სა­თა­უ­რი, ასე­ვე ამ მუხ­ლის ფორ­მუ­ლი­რე­ბაც და მუხ­ლი შემ­დე­გი რე­დაქ­ცი­ით ჩა­მო­ყა­ლიბ­და:

"მუხ­ლი 8. სა­ხელ­მწი­ფოს და სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ავ­ტო­კე­ფა­ლუ­რი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ურ­თი­ერ­თო­ბა

"რწმე­ნი­სა და აღმსა­რებ­ლო­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან ერ­თად სა­ხელ­მწი­ფო აღი­ა­რებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ავ­ტო­კე­ფა­ლუ­რი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის გან­სა­კუთ­რე­ბულ როლს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში და მის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას სა­ხელ­მწი­ფოს­გან. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ავ­ტო­კე­ფა­ლუ­რი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ნი­სა­ზღვრე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი შე­თან­ხმე­ბით, რო­მე­ლიც სრუ­ლად უნდა შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­ა­რე­ბულ პრინ­ცი­პებ­სა და ნორ­მებს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა­თა სფე­რო­ში".

მე-16 მუხ­ლში, რო­მე­ლიც რწმე­ნი­სა და სინ­დი­სის თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის სა­კი­თხებს არე­გუ­ლი­რებს, და­ე­მა­ტა აღმსა­რებ­ლო­ბა და ამ მუხ­ლის პირ­ველ პუნ­ქტს ექ­ნე­ბა შემ­დე­გი რე­დაქ­ცია: "ყო­ველ ადა­მი­ანს აქვს რწმე­ნის, აღმსა­რებ­ლო­ბი­სა და სინ­დი­სის თა­ვი­სუფ­ლე­ბა".

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ დე­პუ­ტა­ტებს მი­წის სა­კუთ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნორ­მის შემ­დე­გი რე­დაქ­ცია შეს­თა­ვა­ზა: "მიწა, რო­გორც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის რე­სურ­სი შე­იძ­ლე­ბა იყოს მხო­ლოდ სა­ხელ­მწი­ფოს, თვით­მმარ­თვე­ლი ერ­თე­უ­ლის, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის ან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბის სა­კუთ­რე­ბა­ში. გა­მოკ­ნაკ­ლი­სი შემ­თხვე­ვე­ბი შე­იძ­ლე­ბა დად­გინ­დეს მხო­ლოდ ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნით, რომ­ლიც მი­ი­ღე­ბა პარ­ლა­მენ­ტის სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის ორი მე­სა­მე­დის უმ­რავ­ლე­სო­ბით".

კა­ნონპ­რო­ექ­ტის 33-ე მუხ­ლში, რო­მე­ლიც უცხო­ელ­თა და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პირ­თა უფ­ლე­ბებს შე­ე­ხე­ბა, დე­პუ­ტატ ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის წი­ნა­და­დე­ბით ცვლი­ლე­ბა შე­ვი­და. კერ­ძოდ, და­უშ­ვე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი პრინ­ცი­პე­ბი­სა და ნორ­მე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ პი­რის სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­ძე­ვე­ბა ან ექ­სტრა­დი­ცია.

პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩე­ვის წეს­ზე სა­უბ­რი­სას, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ გა­ნა­ცხა­და, რომ ბო­ნუ­სის სის­ტე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქნა ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის შე­ნიშ­ვნა და ბო­ნუ­სის­თვის და­წეს­და ზღვრე­ბი.

"და­წე­სე­ბუ­ლია სამი სა­ხის ზღვა­რი. ერთი ეს არის ფარ­დო­ბი­თი ზედა ზღვა­რი ანუ 35%-ს არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს და­მა­ტე­ბით მან­და­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ძი­რი­თა­დი მან­და­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას. მე­ო­რე არის აბ­სო­ლუ­ტუ­რი ზედა ზღვა­რი, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მათ შო­რის 35%-იან მაჩ­ვე­ნე­ბელ­თა­ნაც. თუ ბო­ნუ­სით გა­მო­დის 89 მან­დატ­ზე მეტი, მა­შინ "იკე­ტე­ბა" ბო­ნუ­სი და ყო­ვე­ლი შემ­დე­გი მან­და­ტი გა­და­ნა­წილ­დე­ბა სხვა ბა­რი­ერ­გა­და­ლა­ხულ პარ­ტი­ებ­ზე. მე­სა­მე არის ფარ­დო­ბი­თი აბ­სო­ლუ­ტუ­რი ქვე­და ზღვა­რი, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ თუ ბო­ნუ­სი­თაც არ გიგ­როვ­დე­ბა 75 მან­დატ­ზე მეტი, ამ შემ­თხვე­ვა­ში ბო­ნუსს აღარ იღებ და ჩვე­უ­ლებ­რი­ვად პრო­პორ­ცი­უ­ლად ნა­წილ­დე­ბა ეს მან­და­ტე­ბი. ანუ მაქ­სი­მა­ლუ­რად არის შე­ზღუ­დუ­ლი რე­ა­ლუ­რად ბო­ნუ­სი", - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდომ­რემ გა­ნა­ცხა­და, რომ ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ის თა­ნახ­მად, პრე­ზი­დენტს სა­არ­ჩევ­ნო კო­ლე­გია აირ­ჩევს არა ფა­რუ­ლი, არა­მედ ღია კენ­ჭისყ­რით.

პრო­ექ­ტის მუხ­ლობ­რი­ვი გან­ხილ­ვი­სას გა­მოთ­ქმუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­და აგ­რეთ­ვე კა­ნონპ­რო­ექ­ტის სხვა თა­ვებ­შიც რო­გორც ში­ნა­არ­სობ­რი­ვი, ასე­ვე იუ­რი­დი­უ­ლი ტექ­ნი­კის თვალ­საზ­რი­სით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

პარლამენტმა კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით მიიღო. საკონსტიტუციო ცვლილებებს მუხლობრივი განხილვის ფარგლებში 115 ხმით დაუჭირეს მხარი.

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართული მუხლობრივი განხილვებისას დეპუტატების მიერ გამოთქმული მოსაზრებების ნაწილი გაიზიარა, რაც კანონპროექტში აისახა. კერძოდ, დიმიტრი ხუნდაძის წინადადების თანახმად, პროექტში ჩაიწერა, რომ სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნის მთელი ტერიტორიის როგორც თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური, ასევე, დემოგრაფიული განვითარებისათვის.

დეპუტატ ნუკრი ქანთარიას მოსაზრების გათვალისწინებით, კონსტიტუციის მე-5 მუხლში ჩაიწერა, რომ სახელმწიფო ზრუნავს ეროვნული ფასეულობების და თვითმყოფადობის დაცვაზე.

ამავე მუხლში ცალკე პუნქტად ჩაიწერა, რომ სახელმწიფო ზრუნავს სპორტის განვითარებაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე, ბავშვებისა და ახალგაზრდების ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში მათ ჩართვაზე.

პარლამენტის წევრ გიორგი ხატიძის წინადადების საფუძველზე შეიცვალა როგორც მე-8 მუხლის სათაური, ასევე ამ მუხლის ფორმულირებაც და მუხლი შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა:

"მუხლი 8. სახელმწიფოს და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა

"რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელიც სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში".

მე-16 მუხლში, რომელიც რწმენისა და სინდისის თავისუფლებების საკითხებს არეგულირებს, დაემატა აღმსარებლობა და ამ მუხლის პირველ პუნქტს ექნება შემდეგი რედაქცია: "ყოველ ადამიანს აქვს რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება".

ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული ნორმის შემდეგი რედაქცია შესთავაზა: "მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. გამოკნაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს მხოლოდ ორგანული კანონით, რომლიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით".

კანონპროექტის 33-ე მუხლში, რომელიც უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებს შეეხება, დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის წინადადებით ცვლილება შევიდა. კერძოდ, დაუშვებელი იქნება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების წინააღმდეგ პირის საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია.

პარლამენტის არჩევის წესზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ბონუსის სისტემასთან დაკავშირებით გათვალისწინებული იქნა ვენეციის კომისიის შენიშვნა და ბონუსისთვის დაწესდა ზღვრები.

"დაწესებულია სამი სახის ზღვარი. ერთი ეს არის ფარდობითი ზედა ზღვარი ანუ 35%-ს არ უნდა აღემატებოდეს დამატებით მანდატების რაოდენობა ძირითადი მანდატების რაოდენობას. მეორე არის აბსოლუტური ზედა ზღვარი, რომელიც დაკავშირებულია მათ შორის 35%-იან მაჩვენებელთანაც. თუ ბონუსით გამოდის 89 მანდატზე მეტი, მაშინ "იკეტება" ბონუსი და ყოველი შემდეგი მანდატი გადანაწილდება სხვა ბარიერგადალახულ პარტიებზე. მესამე არის ფარდობითი აბსოლუტური ქვედა ზღვარი, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ბონუსითაც არ გიგროვდება 75 მანდატზე მეტი, ამ შემთხვევაში ბონუსს აღარ იღებ და ჩვეულებრივად პროპორციულად ნაწილდება ეს მანდატები. ანუ მაქსიმალურად არის შეზღუდული რეალურად ბონუსი", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომრემ განაცხადა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად, პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს არა ფარული, არამედ ღია კენჭისყრით.

პროექტის მუხლობრივი განხილვისას გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ცვლილებები შევიდა აგრეთვე კანონპროექტის სხვა თავებშიც როგორც შინაარსობრივი, ასევე იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."