კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არ იმუშავებს მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა საქართველოში?
რატომ არ იმუშავებს მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა საქართველოში?

21 აპ­რილს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა და­ამ­ტკი­ცა ცვლი­ლე­ბე­ბი საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის კა­ნონ­ში და სა­ქარ­თვე­ლო­ში ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი ქუ­ლე­ბის სის­ტე­მა შე­მო­ი­ღო.

ამ სის­ტე­მით თი­თო­ე­ულ მძღოლს ენი­ჭე­ბა 100 ქულა. რო­გორც iset-pi.ge წერს, საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვი­სას, გარ­და უკვე არ­სე­ბუ­ლი ფუ­ლა­დი ჯა­რი­მი­სა, მძღოლს აკ­ლდე­ბა გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის ქულა.

რო­დე­საც მძღოლს ამო­ე­წუ­რე­ბა მი­ნი­ჭე­ბუ­ლი 100 ქულა, მას მარ­თვის მოწ­მო­ბა ერთი წლით ჩა­მო­ერ­თმე­ვა. ყო­ვე­ლი წლის პირ­ველ იან­ვარს მძღო­ლებს ქუ­ლე­ბის ბა­ლან­სი 100-მდე შე­ევ­სე­ბათ.

რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რს, მაშ­ფო­თებს ყო­ველ­დღი­უ­რად სა­ქარ­თვე­ლოს გზებ­ზე ტრა­გი­კუ­ლი ავა­რი­ე­ბის და სა­სიკ­ვდი­ლო შემ­თხვე­ვე­ბის შე­სა­ხებ ამ­ბე­ბის მოს­მე­ნა. მაგ­რამ შეც­ვლის კი ქუ­ლე­ბის სის­ტე­მა მძღო­ლე­ბის ქცე­ვას, გახ­დე­ბა ჩვე­ნი გზე­ბი მე­ტად უსაფრ­თხო ამ ცვლი­ლე­ბე­ბის შე­დე­გად? სწო­რედ ამ შე­კი­თხვა­ზე უნდა ვე­ძი­ოთ პა­სუ­ხი პირ­ველ რიგ­ში.

არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა

სა­ქარ­თვე­ლოს საგ­ზაო წე­სე­ბის კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა მწვა­ვედ წარ­მო­ა­ჩი­ნა გზებ­ზე ავა­რი­ე­ბის მძი­მე სტა­ტის­ტი­კამ. მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო­ში 2013 წელს საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იყო 11.8 სიკ­ვდი­ლი ასი ათას მო­სახ­ლე­ზე. ეს რი­ცხვი მო­სახ­ლე­ო­ბის ძვე­ლი აღ­წე­რის მი­ხედ­ვით არის გა­მოთ­ვლი­ლი. თუ მას ხე­ლახ­ლა გა­და­ვით­ვლით 2014 წლის აღ­წე­რის მო­ნა­ცე­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, სტა­ტის­ტი­კა იზ­რდე­ბა 15.7-მდე - ევ­რო­პა­ში ამა­ზე უა­რე­სი ვი­თა­რე­ბა მხო­ლოდ რუ­სეთ­ში იყო.

2008-2011 წლებ­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მცირ­დე­ბო­და, მაგ­რამ 2011-2016 წლებ­ში ეს რი­ცხვი 4486-დან 6939-მდე გა­ი­ზარ­და, ხოლო ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის შე­დე­გად და­შა­ვე­ბულ­თა რი­ცხვი 6638-დან 9951-მდე გა­ი­ზარ­და. საგ­ზაო-სატ­რან­სპორ­ტო შემ­თხვე­ვებ­ში გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა წლე­ბის მი­ხედ­ვით მერ­ყე­ობ­და 511-დან 867-მდე.

მძი­მე საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის (და­ზი­ა­ნე­ბა ან სიკ­ვდი­ლი) მთა­ვა­რი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბია: 1) არას­წო­რი მა­ნევ­რი­რე­ბა, 2) სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბა და 3) გას­წრე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა. არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მან­ქა­ნის მარ­თვას მხო­ლოდ მე­ო­თხე ად­გი­ლი უჭი­რავს ამ ჩა­მო­ნათ­ვალ­ში, რო­დე­საც არ­სე­ბუ­ლი სის­ტე­მა ყვე­ლა­ზე მკაცრ ჯა­რი­მებს და სან­ქცი­ებს სწო­რედ არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მან­ქა­ნის მარ­თვა­ზე აწე­სებს.

და მა­ინც, სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­ჯა­ხე­ბე­ბი­სა და სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი არის ავ­ტო­პარ­კის სწრა­ფი ზრდა. 2014 წელს სა­ქარ­თვე­ლომ და­კარ­გა მან­ქა­ნე­ბის რე­ექ­სპორ­ტის ბაზ­რის დიდი ნა­წი­ლი ყა­ზა­ხეთ­ში, აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთ­ში. მან­ქა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ვე­ღარ შე­აღ­წი­ეს ამ ბაზ­რებ­ზე, ად­გილ­ზე გა­ი­ყი­და დიდი ფას­დაკ­ლე­ბით. შე­დე­გად, ავ­ტო­პარ­კის რა­ო­დე­ნო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში 50%-ით გა­ი­ზარ­და და, თუ 2011 წელს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 751,372 იყო, 2016 წელს 1,126,470 მი­აღ­წია.

ამ პე­რი­ოდ­ში კო­რე­ლა­ცია მან­ქა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვებ­სა და მათ­ში და­შა­ვე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბას შო­რის და­დე­ბი­თი და ძა­ლი­ან მა­ღა­ლი იყო (0.98).

თუმ­ცა მი­ზე­ზი მხო­ლოდ მან­ქა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა არ არის. საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე ასე­ვე მნიშ­ნე­ლო­ვან ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს გზე­ბის ხა­რის­ხი, რო­მე­ლიც, მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, ბოლო ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უა­რეს­დე­ბა. იმ­რავ­ლა აღ­მო­სავ­ლეთ-და­სავ­ლე­თის მა­გის­ტრა­ლის და­უს­რუ­ლე­ბე­ლი მო­ნაკ­ვე­თე­ბის რი­ცხვმა, რაც კი­დევ უფრო ზრდის საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის რისკს. მა­გა­ლი­თად, ქუ­თა­ი­სი-სამ­ტრე­დი­ის შე­მოვ­ლით გზა­ზე, სა­დაც ძა­ლი­ან ცოტა საგ­ზაო ნი­შა­ნია და არც გამ­ყო­ფი ბა­რი­ე­რე­ბი არ არ­სე­ბობს, უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში ბევ­რი ტრა­გი­კუ­ლი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხ­და (ახ­ლა­ხანს მთავ­რო­ბამ გა­და­წყვი­ტა, გზატ­კე­ცი­ლის ამ ნა­წილ­ზე ორი ზოლი და­ა­მა­ტოს).

საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის სხვა მი­ზე­ზე­ბია მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი მან­ქა­ნე­ბის წი­ლის ზრდა, ძვე­ლი და ტექ­ნი­კუ­რად გა­უ­მარ­თა­ვი მან­ქა­ნე­ბის დიდი წილი, მარ­თვის მოწ­მო­ბის მარ­ტი­ვი გა­მოც­და. თუმ­ცა ქარ­თვე­ლი მძღო­ლე­ბის მარ­თვის რის­კი­ა­ნი მა­ნე­რა შე­იძ­ლე­ბა იყოს და­ბა­ლი საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი. რო­გორ იმოქ­მე­დებს ქუ­ლე­ბის სის­ტე­მა საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე?

ქუ­ლე­ბის სის­ტე­მის მე­ქა­ნიზ­მი და მისი ეფექ­ტი­ა­ნო­ბა

ქუ­ლე­ბის სის­ტე­მა სამი მე­ქა­ნიზ­მით აუმ­ჯო­ბე­სებს საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას:

1) ქუ­ლე­ბის დაკ­ლე­ბის რის­კი სა­ხი­ფა­თო ქცე­ვის პრე­ვენ­ცი­აა

2) საგ­ზაო წე­სე­ბის ყვე­ლა­ზე ხში­რად დამ­რღვე­ვე­ბის შერ­ჩე­ვა და მათ­თვის მარ­თვის მოწ­მო­ბე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა

3) ქუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ელე­მენ­ტით რის­კი­ა­ნი ქცე­ვის გა­მოს­წო­რე­ბა (ქარ­თულ ქუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ეს ელე­მენ­ტი არ არის ჩა­რუ­თლი).

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ასე­თი სის­ტე­მა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის 28 ქვეყ­ნი­დან 22-ში, მისი ეფექ­ტუ­რო­ბა არც ისე აშ­კა­რაა.

კვლე­ვა, რო­მე­ლიც ეყ­რდნო­ბა ქუ­ლე­ბის სის­ტე­მის ეფექ­ტის შეს­წავ­ლას 24 ქვე­ყა­ნა­ში, აჩ­ვე­ნებს, რომ ქუ­ლე­ბის სის­ტე­მის და­ნერგვის თავ­და­პირ­ვე­ლი შე­დე­გია ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბი­სა და გარ­დაც­ვლილ­თა თუ და­შა­ვე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის 15-20%-იანი შემ­ცი­რე­ბა, მაგ­რამ ეს და­დე­ბი­თი ეფექ­ტი ხან­მოკ­ლეა (კას­ტი­ლო-მან­ზა­ნო და კას­ტრო-ნუნო, 2012 წ.). "წე­სე­ბის რამ­დენ­ჯერ­მე დარ­ღვე­ვის გამო მარ­თვის მოწ­მო­ბის და­კარ­გვის თავ­და­პირ­ვე­ლი შიში მა­შინ­ვე ქრე­ბა, რო­გორც კი ახა­ლი ამ­ბე­ბი თავს ანე­ბებს ქუ­ლე­ბის სის­ტე­მის გან­ხილ­ვას, მე­გობ­რე­ბი და ოჯა­ხის წევ­რე­ბი აღარ სა­უბ­რო­ბენ ამ თე­მა­ზე და პო­ლი­ცი­აც ისე ხში­რად აღარ გვხვდე­ბა თვალ­ში" (შა­გე­ნი და მა­ჩა­ტა, 2012 წ.).

რე­დელ­მა­ი­ერ­მა, ტიბ­ში­რან­მა და ევან­სმა (2003 წ.) კა­ნა­და­ში, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის და წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის პრე­ვენ­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით, ქუ­ლე­ბის სის­ტე­მის ეფექ­ტუ­რო­ბის შე­ფა­სე­ბი­სას აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მცირ­დე­ბა მხო­ლოდ ქუ­ლე­ბის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დგომ სა­წყის პე­რი­ოდ­ში, რის მე­რეც ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კვლავ სა­წყის დო­ნეს უბ­რუნ­დე­ბა. მე­ტიც, ამ­გვა­რი შე­დე­გი გა­მოვ­ლინ­და მხო­ლოდ მსუ­ბუქ და სა­შუ­ა­ლო დო­ნის დამ­რღვე­ვებ­ში, ხოლო წე­სე­ბის სე­რი­ო­ზულ დამ­რღვე­ვებ­ზე ამ სის­ტე­მამ ვერ იქო­ნია რა­ი­მე მნიშნ­ვე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა.

არიფ მეჰ­მუდ­მა (2010 წ.) არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ემი­რა­ტე­ბის სი­დი­დით მე­ო­თხე ქა­ლაქ­ში, ალ აინ­ში ქუ­ლე­ბის სის­ტე­მის ეფექ­ტის შე­ფა­სე­ბი­სას აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ მას არა­ნა­ი­რი გავ­ლე­ნა არ აქვს სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბა­ზე, რის მთა­ვარ მი­ზე­ზად ავ­ტო­რი ასა­ხე­ლებს უწყვეტ და თვალ­სა­ჩი­ნო აღ­სრუ­ლე­ბის არარ­სე­ბო­ბას.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ქუ­ლე­ბის სის­ტე­მა კი­დევ უფრო ნაკ­ლებ გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს მძღო­ლე­ბის ქცე­ვა­ზე, რად­გან ის ძა­ლი­ან ლი­ბე­რა­ლუ­რი და არას­რუ­ლია:

პირ­ველ რიგ­ში, მძღო­ლებს ქუ­ლე­ბი და­აკ­ლდე­ბათ მხო­ლოდ უშუ­ა­ლოდ პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ აღ­რი­ცხუ­ლი და არა კა­მე­რე­ბის ან სიჩ­ქა­რის რა­და­რე­ბის მიერ და­ფიქ­სი­რე­ბულ დარ­ღვე­ვე­ბის­თვის.

მე­ო­რე, 100 ქულა გა­ი­ცე­მა ერთი წლით, რაც ძა­ლი­ან მოკ­ლე ვა­დაა. მა­გა­ლი­თად, ავ­სტრა­ლი­ა­ში, ქუ­ლე­ბი გა­ი­ცე­მა 3 წლით, ინ­გლის­ში და უელსში - 4 წლით, გერ­მა­ნი­ა­ში - 2.5-დან 10-წლამ­დე, და­მო­კი­დე­ბუ­ლია თი­თო­ე­უ­ლი დარ­ღვე­ვის სიმ­ძი­მე­ზე. იტა­ლი­ა­ში ქუ­ლე­ბი მძღოლს ენი­ჭე­ბა შე­უ­ზღუ­და­ვი ვა­დით.

მე­სა­მე, სა­ქარ­თვე­ლო­ში მარ­თვის მოწ­მო­ბა­ჩა­მორ­თმე­უ­ლი მძღო­ლი მას ერთ წე­ლი­წად­ში ან გა­მოც­დის ხე­ლახ­ლა ჩა­ბა­რე­ბის­თა­ნა­ვე და­იბ­რუ­ნებს. ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ში, მძღო­ლებს, რომ­ლე­ბიც ქუ­ლებს ამო­წუ­რა­ვენ, მარ­თვის მოწ­მო­ბა სამი თვი­დან სამ წლამ­დე ვა­დით ჩა­მო­ერ­თმე­ვათ და მათ ხე­ლახ­ლა უნდა ჩა­ა­ბა­რონ გა­მოც­და.

მე­ო­თხე, ქარ­თუ­ლი ქუ­ლე­ბის სის­ტე­მა არ შე­ი­ცავს "გა­მოს­წო­რე­ბის" კომ­პო­ნენტს. ასე­თი კურ­სე­ბის მი­ზა­ნია მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის საფრ­თხე­ე­ბის შე­სა­ხებ მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის გზით გან­მე­ო­რე­ბი­თი დარ­ღვე­ვე­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბა. ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში, მძღო­ლე­ბის "გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი" კურ­სე­ბი სა­ვალ­დე­ბუ­ლოა (ნი­დერ­ლან­დე­ბი), ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში (ბელ­გია, შვე­ი­ცა­რია) კურ­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­ნაც­ვლოდ საქ­მე სა­სა­მარ­თლოს აღარ გა­და­ე­ცე­მა ან მძღოლს მოწ­მო­ბა უფრო მალე უბ­რუნ­დე­ბა, ან ნაკ­ლე­ბი ჯა­რი­მა ეკის­რე­ბა.

BPN.GE

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე: ყვე­ლა­ფე­რი მარ­თვის მოწ­მო­ბის 100-ქუ­ლი­ან სის­ტე­მა­ზე - 50 დარ­ღვე­ვა, რო­მელ­ზეც ქუ­ლე­ბი და­გალ­დე­ბათ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

რატომ არ იმუშავებს მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა საქართველოში?

რატომ არ იმუშავებს მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა საქართველოში?

21 აპრილს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები საგზაო მოძრაობის კანონში და საქართველოში ეგრეთ წოდებული ქულების სისტემა შემოიღო.

ამ სისტემით თითოეულ მძღოლს ენიჭება 100 ქულა. როგორც iset-pi.ge წერს, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისას, გარდა უკვე არსებული ფულადი ჯარიმისა, მძღოლს აკლდება გარკვეული რაოდენობის ქულა.

როდესაც მძღოლს ამოეწურება მინიჭებული 100 ქულა, მას მართვის მოწმობა ერთი წლით ჩამოერთმევა. ყოველი წლის პირველ იანვარს მძღოლებს ქულების ბალანსი 100-მდე შეევსებათ.

როგორც საზოგადოების წევრს, მაშფოთებს ყოველდღიურად საქართველოს გზებზე ტრაგიკული ავარიების და სასიკვდილო შემთხვევების შესახებ ამბების მოსმენა. მაგრამ შეცვლის კი ქულების სისტემა მძღოლების ქცევას, გახდება ჩვენი გზები მეტად უსაფრთხო ამ ცვლილებების შედეგად? სწორედ ამ შეკითხვაზე უნდა ვეძიოთ პასუხი პირველ რიგში.

არსებული მდგომარეობა

საქართველოს საგზაო წესების კანონში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა მწვავედ წარმოაჩინა გზებზე ავარიების მძიმე სტატისტიკამ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, საქართველოში 2013 წელს საგზაო მოძრაობით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი იყო 11.8 სიკვდილი ასი ათას მოსახლეზე. ეს რიცხვი მოსახლეობის ძველი აღწერის მიხედვით არის გამოთვლილი. თუ მას ხელახლა გადავითვლით 2014 წლის აღწერის მონაცემების გამოყენებით, სტატისტიკა იზრდება 15.7-მდე - ევროპაში ამაზე უარესი ვითარება მხოლოდ რუსეთში იყო.

2008-2011 წლებში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა მცირდებოდა, მაგრამ 2011-2016 წლებში ეს რიცხვი 4486-დან 6939-მდე გაიზარდა, ხოლო ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 6638-დან 9951-მდე გაიზარდა. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებში გარდაცვლილთა რაოდენობა წლების მიხედვით მერყეობდა 511-დან 867-მდე.

მძიმე საგზაო შემთხვევების (დაზიანება ან სიკვდილი) მთავარი გამომწვევი მიზეზებია: 1) არასწორი მანევრირება, 2) სიჩქარის გადაჭარბება და 3) გასწრების წესების დარღვევა. არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვას მხოლოდ მეოთხე ადგილი უჭირავს ამ ჩამონათვალში, როდესაც არსებული სისტემა ყველაზე მკაცრ ჯარიმებს და სანქციებს სწორედ არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვაზე აწესებს.

და მაინც, საქართველოში შეჯახებებისა და სერიოზული დაზიანებების რაოდენობის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ავტოპარკის სწრაფი ზრდა. 2014 წელს საქართველომ დაკარგა მანქანების რეექსპორტის ბაზრის დიდი ნაწილი ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. მანქანები, რომლებმაც ვეღარ შეაღწიეს ამ ბაზრებზე, ადგილზე გაიყიდა დიდი ფასდაკლებით. შედეგად, ავტოპარკის რაოდენობა საქართველოში 50%-ით გაიზარდა და, თუ 2011 წელს მაჩვენებელი 751,372 იყო, 2016 წელს 1,126,470 მიაღწია.

ამ პერიოდში კორელაცია მანქანების რაოდენობას, ავტოსაგზაო შემთხვევებსა და მათში დაშავებულთა რაოდენობას შორის დადებითი და ძალიან მაღალი იყო (0.98).

თუმცა მიზეზი მხოლოდ მანქანების რაოდენობის ზრდა არ არის. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე ასევე მნიშნელოვან ზეგავლენას ახდენს გზების ხარისხი, რომელიც, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემების მიხედვით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უარესდება. იმრავლა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის დაუსრულებელი მონაკვეთების რიცხვმა, რაც კიდევ უფრო ზრდის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რისკს. მაგალითად, ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე, სადაც ძალიან ცოტა საგზაო ნიშანია და არც გამყოფი ბარიერები არ არსებობს, უკანასკნელ პერიოდში ბევრი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა (ახლახანს მთავრობამ გადაწყვიტა, გზატკეცილის ამ ნაწილზე ორი ზოლი დაამატოს).

საგზაო უსაფრთხოების გაუარესების სხვა მიზეზებია მარჯვენასაჭიანი მანქანების წილის ზრდა, ძველი და ტექნიკურად გაუმართავი მანქანების დიდი წილი, მართვის მოწმობის მარტივი გამოცდა. თუმცა ქართველი მძღოლების მართვის რისკიანი მანერა შეიძლება იყოს დაბალი საგზაო უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. როგორ იმოქმედებს ქულების სისტემა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე?

ქულების სისტემის მექანიზმი და მისი ეფექტიანობა

ქულების სისტემა სამი მექანიზმით აუმჯობესებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას:

1) ქულების დაკლების რისკი სახიფათო ქცევის პრევენციაა

2) საგზაო წესების ყველაზე ხშირად დამრღვევების შერჩევა და მათთვის მართვის მოწმობების ჩამორთმევა

3) ქულების სისტემაში არსებული საგანმანათლებლო ელემენტით რისკიანი ქცევის გამოსწორება (ქართულ ქულების სისტემაში ეს ელემენტი არ არის ჩარუთლი).

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სისტემა გამოიყენება ევროკავშირის 28 ქვეყნიდან 22-ში, მისი ეფექტურობა არც ისე აშკარაა.

კვლევა, რომელიც ეყრდნობა ქულების სისტემის ეფექტის შესწავლას 24 ქვეყანაში, აჩვენებს, რომ ქულების სისტემის დანერგვის თავდაპირველი შედეგია ავტოსაგზაო შემთხვევებისა და გარდაცვლილთა თუ დაშავებულთა რაოდენობის 15-20%-იანი შემცირება, მაგრამ ეს დადებითი ეფექტი ხანმოკლეა (კასტილო-მანზანო და კასტრო-ნუნო, 2012 წ.). "წესების რამდენჯერმე დარღვევის გამო მართვის მოწმობის დაკარგვის თავდაპირველი შიში მაშინვე ქრება, როგორც კი ახალი ამბები თავს ანებებს ქულების სისტემის განხილვას, მეგობრები და ოჯახის წევრები აღარ საუბრობენ ამ თემაზე და პოლიციაც ისე ხშირად აღარ გვხვდება თვალში" (შაგენი და მაჩატა, 2012 წ.).

რედელმაიერმა, ტიბშირანმა და ევანსმა (2003 წ.) კანადაში, ავტოსაგზაო შემთხვევების და წესების დარღვევის პრევენციის თვალსაზრისით, ქულების სისტემის ეფექტურობის შეფასებისას აღმოაჩინეს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა მცირდება მხოლოდ ქულების ამოქმედების შემდგომ საწყის პერიოდში, რის მერეც ეს მაჩვენებელი კვლავ საწყის დონეს უბრუნდება. მეტიც, ამგვარი შედეგი გამოვლინდა მხოლოდ მსუბუქ და საშუალო დონის დამრღვევებში, ხოლო წესების სერიოზულ დამრღვევებზე ამ სისტემამ ვერ იქონია რაიმე მნიშნველოვანი გავლენა.

არიფ მეჰმუდმა (2010 წ.) არაბეთის გაერთიანებული ემირატების სიდიდით მეოთხე ქალაქში, ალ აინში ქულების სისტემის ეფექტის შეფასებისას აღმოაჩინა, რომ მას არანაირი გავლენა არ აქვს სიჩქარის გადაჭარბებაზე, რის მთავარ მიზეზად ავტორი ასახელებს უწყვეტ და თვალსაჩინო აღსრულების არარსებობას.

საქართველოში ქულების სისტემა კიდევ უფრო ნაკლებ გავლენას იქონიებს მძღოლების ქცევაზე, რადგან ის ძალიან ლიბერალური და არასრულია:

პირველ რიგში, მძღოლებს ქულები დააკლდებათ მხოლოდ უშუალოდ პატრულის თანამშრომლების მიერ აღრიცხული და არა კამერების ან სიჩქარის რადარების მიერ დაფიქსირებულ დარღვევებისთვის.

მეორე, 100 ქულა გაიცემა ერთი წლით, რაც ძალიან მოკლე ვადაა. მაგალითად, ავსტრალიაში, ქულები გაიცემა 3 წლით, ინგლისში და უელსში - 4 წლით, გერმანიაში - 2.5-დან 10-წლამდე, დამოკიდებულია თითოეული დარღვევის სიმძიმეზე. იტალიაში ქულები მძღოლს ენიჭება შეუზღუდავი ვადით.

მესამე, საქართველოში მართვის მოწმობაჩამორთმეული მძღოლი მას ერთ წელიწადში ან გამოცდის ხელახლა ჩაბარებისთანავე დაიბრუნებს. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში, მძღოლებს, რომლებიც ქულებს ამოწურავენ, მართვის მოწმობა სამი თვიდან სამ წლამდე ვადით ჩამოერთმევათ და მათ ხელახლა უნდა ჩააბარონ გამოცდა.

მეოთხე, ქართული ქულების სისტემა არ შეიცავს "გამოსწორების" კომპონენტს. ასეთი კურსების მიზანია მონაწილეებისთვის საფრთხეების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდების გზით განმეორებითი დარღვევების თავიდან არიდება. ზოგიერთ ქვეყანაში, მძღოლების "გამოსასწორებელი" კურსები სავალდებულოა (ნიდერლანდები), ზოგიერთ ქვეყანაში (ბელგია, შვეიცარია) კურსებში მონაწილეობის სანაცვლოდ საქმე სასამართლოს აღარ გადაეცემა ან მძღოლს მოწმობა უფრო მალე უბრუნდება, ან ნაკლები ჯარიმა ეკისრება.

BPN.GE

წაიკითხეთ ასევე: ყველაფერი მართვის მოწმობის 100-ქულიან სისტემაზე - 50 დარღვევა, რომელზეც ქულები დაგალდებათ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი