მსოფლიო
კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროპის ჩემპიონი ქართველი მოჭადრაკე კომპიუტერის წინააღდეგ ითამაშებს
ევროპის ჩემპიონი ქართველი მოჭადრაკე კომპიუტერის წინააღდეგ ითამაშებს

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი ნანა ძაგ­ნი­ძე კომ­პი­უ­ტე­რის წი­ნა­აღ­მდეგ მატჩს ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­მარ­თავს. სწო­რედ უნი­ვერ­სი­ტე­ტი და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნია HP ხდე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლოს ჭად­რა­კის ფე­დე­რა­ცი­ის პარტნი­ო­რე­ბი და ამი­ე­რი­დან ეროვ­ნულ ნაკ­რებს მომ­ზა­დე­ბის­თვის სა­ჭი­რო ტექ­ნო­ლო­გი­ით და­ეხ­მა­რე­ბი­ან.

"ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და ჭად­რა­კი უკვე გა­ნუ­ყო­ფე­ლი ცნე­ბაა. ჭად­რა­კის მო­მა­ვა­ლი სწო­რედ ახალ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. კომ­პი­უ­ტერ­მა უფრო მეტი და მეტი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა მო­ჭად­რა­კე­ე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში. ამი­ტო­მაც ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ჩვენ­თვის სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა. ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მომ­ზა­დე­ბის­თვის მძლავ­რი კომ­პი­უ­ტე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა გა­დამ­წყვე­ტია. მი­ხა­რია, რომ მო­ჭად­რა­კე­ებს ამის სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ. რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ექტს "ითა­მა­შე ჭად­რა­კი", ეს მო­ი­ცავს სა­რეკ­ლა­მო კლიპს, რო­მელ­შიც ჭად­რა­კის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი დ მოყ­ვა­რუ­ლე­ბი სა­უბ­რო­ბენ. კამ­პა­ნია ჭად­რა­კის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით კეთ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო ნამ­დვი­ლად არის სა­ჭად­რა­კო ქვე­ყა­ნა და ამ სპორ­ტს უნდა და­უბ­რუნ­დეს ის პო­პუ­ლა­რო­ბა, რო­მე­ლიც მას წლე­ბის წინ ჰქონ­და. წელს ჩვენ თბი­ლის­ში ვა­ტა­რებთ მსოფ­ლიო თასს, მო­მა­ვალ წელს კი მსოფ­ლიო სა­ჭად­რა­კო ოლიმ­პი­ა­და ჩა­ტარ­დე­ბა, რო­მელ­ზე და­საწ­რე­ბა­დაც 180 ქვეყ­ნი­დან 4 000-მდე სტუ­მა­რი ჩა­მო­ვა, " - აღ­ნიშ­ნავს ჭად­რა­კის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი გია გი­ორ­გა­ძე.

თა­ნამ­შრომ­ლო­ბის და­წყე­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ჭად­რა­კის დიდი ფეს­ტი­ვა­ლი 13 მა­ისს, 12 სა­ათ­ზე ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვეს­რი­ტე­ტის კამ­პუს­ში გა­ი­მარ­თე­ბა. აქვე მოხ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ჭად­რა­კის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის "ითა­მა­შე ჭად­რა­კის" პრე­ზენ­ტა­ცია. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მო­სულ სტუმ­რებს სა­ქარ­თვე­ლოს ქალ მო­ჭად­რა­კე­თა ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რებ­თან ჭად­რა­კის თა­მა­შის სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ. მათ ასე­ვე შე­ეძ­ლე­ბათ, თვა­ლი ადევ­ნონ ნანა ძაგ­ნი­ძის თა­მაშს კომ­პი­უ­ტერ­თან.

ღო­ნის­ძი­ე­ბას გახ­სნის სა­ქარ­თვე­ლოს სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ტა­რი­ელ ხე­ჩი­კაშ­ვი­ლი. თა­მაშს და­ეს­წრე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლოს ჭად­რა­კის ფე­დე­რა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მოქ­მე­დი, ვე­ტე­რა­ნი და დამ­წყე­ბი მო­ჭად­რა­კე­ე­ბი, სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი და ჭად­რა­კის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი. Softline და ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ქალ მო­ჭად­რა­კე­თა ნაკ­რე­ბის წევ­რებს სა­ჩუქ­რად გა­დას­ცემს პერ­სო­ნა­ლურ კომ­პი­უ­ტე­რებს. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დას­წრე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი მსურ­ვე­ლის­თვის თა­ვი­სუ­ფა­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ევროპის ჩემპიონი ქართველი მოჭადრაკე კომპიუტერის წინააღდეგ ითამაშებს

ევროპის ჩემპიონი ქართველი მოჭადრაკე კომპიუტერის წინააღდეგ ითამაშებს

ევროპის ჩემპიონი ნანა ძაგნიძე კომპიუტერის წინააღმდეგ მატჩს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გამართავს. სწორედ უნივერსიტეტი და ტექნოლოგიური კომპანია HP ხდებიან საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პარტნიორები და ამიერიდან ეროვნულ ნაკრებს მომზადებისთვის საჭირო ტექნოლოგიით დაეხმარებიან.

”ახალი ტექნოლოგიები და ჭადრაკი უკვე განუყოფელი ცნებაა. ჭადრაკის მომავალი სწორედ ახალ ტექნოლოგიებთანაა დაკავშირებული. კომპიუტერმა უფრო მეტი და მეტი ადგილი დაიკავა მოჭადრაკეების ცხოვრებაში. ამიტომაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეროვნული ნაკრების მომზადებისთვის მძლავრი კომპიუტერების გამოყენება გადამწყვეტია. მიხარია, რომ მოჭადრაკეებს ამის საშუალება ექნებათ. რაც შეეხება პროექტს ”ითამაშე ჭადრაკი”, ეს მოიცავს სარეკლამო კლიპს, რომელშიც ჭადრაკის პროფესიონალები დ მოყვარულები საუბრობენ. კამპანია ჭადრაკის პოპულარიზაციის მიზნით კეთდება. საქართველო ნამდვილად არის საჭადრაკო ქვეყანა და ამ სპორტს უნდა დაუბრუნდეს ის პოპულარობა, რომელიც მას წლების წინ ჰქონდა. წელს ჩვენ თბილისში ვატარებთ მსოფლიო თასს, მომავალ წელს კი მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ჩატარდება, რომელზე დასაწრებადაც 180 ქვეყნიდან 4 000-მდე სტუმარი ჩამოვა, ” - აღნიშნავს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე.

თანამშრომლობის დაწყების აღსანიშნავად ჭადრაკის დიდი ფესტივალი 13 მაისს, 12 საათზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივესრიტეტის კამპუსში გაიმართება. აქვე მოხდება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ ინიცირებული პროექტის ,,ითამაშე ჭადრაკის” პრეზენტაცია. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრების წევრებთან ჭადრაკის თამაშის საშუალება ექნებათ. მათ ასევე შეეძლებათ, თვალი ადევნონ ნანა ძაგნიძის თამაშს კომპიუტერთან.

ღონისძიებას გახსნის საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი. თამაშს დაესწრებიან საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენლები, მოქმედი, ვეტერანი და დამწყები მოჭადრაკეები, საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები და ჭადრაკის მოყვარულები. Softline და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებს საჩუქრად გადასცემს პერსონალურ კომპიუტერებს. ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი