კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვირტუალური რეალობის სათვალე ქართველებისთვის ფართოდ ხელმისაწვდომი ხდება
ვირტუალური რეალობის სათვალე ქართველებისთვის ფართოდ ხელმისაწვდომი ხდება

ვირ­ტუ­ა­ლუ­რი რე­ა­ლო­ბა, რო­მე­ლიც რე­ა­ლო­ბის პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში არ­სე­ბობს, უკვე აღა­რა­ვის­თვი­საა გა­საკ­ვი­რი. ვირ­ტუ­ა­ლუ­რი რე­ა­ლო­ბის (VR) სათ­ვა­ლე სულ რამ­დე­ნი­მე წე­ლია ბა­ზარ­ზე გა­მოჩ­ნდა და მას თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთ წამ­ყვან ტექ­ნო­ლო­გი­ად აღი­ა­რე­ბენ. მისი სა­შუ­ა­ლე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, ვირ­ტუ­ა­ლურ რე­ა­ლო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდე და იმ პრო­ცე­სის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე გახ­დე, რო­მელ­საც რე­ა­ლუ­რად VR სათ­ვა­ლით უყუ­რებ. ის წარ­მო­სახ­ვის გა­ცო­ცხლე­ბას ახ­დენს. სათ­ვა­ლე­ში სმარ­ტფო­ნის ჩა­დე­ბის შემ­დეგ შე­საძ­ლე­ბე­ლია, ვირ­ტუ­ა­ლუ­რად უყუ­როთ ნე­ბის­მი­ერ 360 გრა­დუ­სი­ან ვი­დე­ოს, რო­მელ­საც შე­სა­ბა­მი­სი პიქ­ტოგ­რა­მა აქვს. VR სათ­ვა­ლე, ასე­ვე, ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სო და სა­ინ­ტე­რე­სოა ონ­ლა­ინ თა­მა­შე­ბის­თვის. ის მომ­ხმა­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, რომ თავი თა­მა­შის რე­ა­ლურ პრო­ცეს­ში წარ­მო­იდ­გი­ნოს.

ეს ყვე­ლა­ფე­რი 15 მა­ი­სი­დან ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის უფრო ხელ­მი­საწ­ვდო­მი ხდე­ბა. გა­ზე­თი "კვი­რის პა­ლიტ­რა" მკი­თხველს წარ­მო­სახ­ვის VR სათ­ვა­ლით გა­ცო­ცხლე­ბას სთა­ვა­ზობს. 15 მა­ი­სი­დან ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს ექ­ნე­ბა სათ­ვა­ლის გა­ზეთ­თან ერ­თად შე­ძე­ნის და ვი­დო­ე­ბის ვირ­ტუ­ა­ლურ რე­ა­ლო­ბა­ში ყუ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. სათ­ვა­ლე წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­სა და პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის ჯი­ხუ­რებ­ში გა­ი­ყი­დე­ბა.

ეს სათ­ვა­ლე გა­მო­გად­გე­ბათ უნი­კა­ლუ­რი "ცხო­ვე­ლე­ბის ენ­ციკ­ლო­პე­დი­ის­თვი­საც", რო­მე­ლიც ასე­ვე 15 მა­ი­სი­დან იქ­ნე­ბა მკი­თხვე­ლის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი. თუ აქამ­დე წიგ­ნე­ბის გვერ­დებ­ზე მხო­ლოდ კი­თხვა იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი, 15 მა­ი­სი­დან ენ­ციკ­ლო­პე­დია ცხო­ველ­თა სამ­ყა­როს გა­ცო­ცხლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ ენ­ციკ­ლო­პე­დი­ის უნი­კა­ლუ­რო­ბა მხო­ლოდ მის გვერ­დებ­ზე და­ტა­ნი­ლი QR კო­დე­ბით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა, მისი შევ­სე­ბა 24-გვერ­დი­ა­ნი გა­მო­ცე­მე­ბით სა­კუ­თა­რი ხე­ლით შე­გეძ­ლე­ბათ. წიგ­ნი სულ 12 ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა. ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო ნა­წი­ლი გა­ყიდ­ვა­ში ორ­შა­ბა­თო­ბით გა­მო­ვა. სა­ერ­თო ჯამ­ში ის მო­ი­ცავს ინ­ფორ­მა­ცი­ას ცხო­ვე­ლე­ბის 400-ზე მეტ სა­ხე­ო­ბა­ზე, 1200-ზე მეტ ილუსტრა­ცი­ას, 400-ზე მეტ ფო­ტო­სა და 40-ზე მეტ ვი­დე­ოს. ენ­ციკ­ლო­პე­დი­ა­ში გე­ლო­დე­ბათ აქამ­დე ყვე­ლას­თვის უც­ნო­ბი ფაქ­ტე­ბი და სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლე­ბი.

პრო­დუქ­ცი­ის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის ზრდა მხო­ლოდ მის ფარ­თო გა­ყიდ­ვა­ში გა­მოს­ვლას არ გუ­ლის­ხმობს. VR სათ­ვა­ლის, ისე­ვე რო­გორც ცხო­ველ­თა ენ­ციკ­ლო­პე­დი­ის, ღი­რე­ბუ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი მსურ­ვე­ლის­თვის მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბა. სათ­ვა­ლის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სია 5,5 ლარი, გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ერ­თად კი - 7 ლარი. უნი­კა­ლუ­რი "ცხო­ვე­ლე­ბის ენ­ციკ­ლო­პე­დი­ის" 1 ნა­წი­ლის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფასი 2,5 ლარი იქ­ნე­ბა, ბა­ინ­დერ­თან ერ­თად - 7 ლარი. ბა­ინ­დე­რის შე­ძე­ნა მკი­თხველს მხო­ლოდ ერთხელ მო­უ­წევს. 12-ვე ნა­წი­ლი ამ ბა­ინ­დერ­ში იკინ­ძე­ბა, რო­მე­ლიც ყო­ველ ორ­შა­ბათს გა­მო­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ვირტუალური რეალობის სათვალე ქართველებისთვის ფართოდ ხელმისაწვდომი ხდება

ვირტუალური რეალობის სათვალე ქართველებისთვის ფართოდ ხელმისაწვდომი ხდება

ვირტუალური რეალობა, რომელიც რეალობის პარალელურ რეჟიმში არსებობს, უკვე აღარავისთვისაა გასაკვირი. ვირტუალური რეალობის (VR) სათვალე სულ რამდენიმე წელია ბაზარზე გამოჩნდა და მას თანამედროვე ცხოვრების ერთ-ერთ წამყვან ტექნოლოგიად აღიარებენ. მისი საშუალებით შესაძლებელია, ვირტუალურ რეალობაში აღმოჩნდე და იმ პროცესის თანამონაწილე გახდე, რომელსაც რეალურად VR სათვალით უყურებ. ის წარმოსახვის გაცოცხლებას ახდენს. სათვალეში სმარტფონის ჩადების შემდეგ შესაძლებელია, ვირტუალურად უყუროთ ნებისმიერ 360 გრადუსიან ვიდეოს, რომელსაც შესაბამისი პიქტოგრამა აქვს. VR სათვალე, ასევე, ძალიან სახალისო და საინტერესოა ონლაინ თამაშებისთვის. ის მომხმარებელს საშუალებას აძლევს, რომ თავი თამაშის რეალურ პროცესში წარმოიდგინოს.

ეს ყველაფერი 15 მაისიდან ქართველი მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი ხდება. გაზეთი ”კვირის პალიტრა” მკითხველს წარმოსახვის VR სათვალით გაცოცხლებას სთავაზობს. 15 მაისიდან ნებისმიერ მსურველს ექნება სათვალის გაზეთთან ერთად შეძენის და ვიდოების ვირტუალურ რეალობაში ყურების საშუალება. სათვალე წიგნის მაღაზიებსა და პრესის გავრცელების ჯიხურებში გაიყიდება.

ეს სათვალე გამოგადგებათ უნიკალური ”ცხოველების ენციკლოპედიისთვისაც”, რომელიც ასევე 15 მაისიდან იქნება მკითხველისთვის ხელმისაწვდომი. თუ აქამდე წიგნების გვერდებზე მხოლოდ კითხვა იყო შესაძლებელი, 15 მაისიდან ენციკლოპედია ცხოველთა სამყაროს გაცოცხლების საშუალებას მოგცემთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ენციკლოპედიის უნიკალურობა მხოლოდ მის გვერდებზე დატანილი QR კოდებით არ შემოიფარგლება, მისი შევსება 24-გვერდიანი გამოცემებით საკუთარი ხელით შეგეძლებათ. წიგნი სულ 12 ნაწილისგან შედგება. ყოველი მომდევნო ნაწილი გაყიდვაში ორშაბათობით გამოვა. საერთო ჯამში ის მოიცავს ინფორმაციას ცხოველების 400-ზე მეტ სახეობაზე, 1200-ზე მეტ ილუსტრაციას, 400-ზე მეტ ფოტოსა და 40-ზე მეტ ვიდეოს. ენციკლოპედიაში გელოდებათ აქამდე ყველასთვის უცნობი ფაქტები და საინტერესო მასალები.

პროდუქციის ხელმისაწვდომობის ზრდა მხოლოდ მის ფართო გაყიდვაში გამოსვლას არ გულისხმობს. VR სათვალის, ისევე როგორც ცხოველთა ენციკლოპედიის, ღირებულება ნებისმიერი მსურველისთვის მისაღები იქნება. სათვალის სპეციალური ფასია 5,5 ლარი, გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ერთად კი - 7 ლარი. უნიკალური ”ცხოველების ენციკლოპედიის” 1 ნაწილის სპეციალური ფასი 2,5 ლარი იქნება, ბაინდერთან ერთად - 7 ლარი. ბაინდერის შეძენა მკითხველს მხოლოდ ერთხელ მოუწევს. 12-ვე ნაწილი ამ ბაინდერში იკინძება, რომელიც ყოველ ორშაბათს გამოვა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი